Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე

Recommended Posts

ერთი ადამიანი დალაქთან მივიდა რათა თმა შეეჭრა, მათ დაიწყეს საუბარი და ცოტა ხანში დისკუსია შეეხო ღმერთს.

დალაქმა თქვა:

- მაინც არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს.

- რატომ? - ჰკითხა კლიენტმა.

- ეს ხომ ისედაც ნათელია. საკმარისია გახვიდე ქუჩაში და დარწმუნდები, რომ ღმერთი არ არსებობს. აბა მითხარით, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არის ამდენი ავადმყოფი ადამიანი? ამდენი მიტოვებული ბავშვი? ის რომ მართლა არსებობდეს, არ იქნებოდა ამდენი ტკივილი, ტანჯვა. რთულია წარმოიდგინო ღმერთი, რომელიც უშვებს ამ ყველაფერს.

კლიენტი წუთით დაფიქრდა, მას არ სურდა კამათი ამ თემაზე. როცა დალაქმა დაასრულა თავისი საქმე, კლიენტი წავიდა. ქუჩაში გასვლისთანავე მან დაინახა თმაგაბურძგნული და გაუპარსავი კაცი, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ამის დანახვაზე კლიენტი უკან მობრუნდა და დალაქს უთხრა:

- იცით მე თქვენ რას გეტყვით? დალაქები არ არსებობენ.

- როგორ? - გაუკვირდა დალაქს - მე ვერ მხედავთ? მე დალაქი არ ვარ?

- არა! - უპასუხა კლიენტმა - ისინი არ არსებობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებდა ამდენი გაუპარსავი ადამიანი. აი როგორიც ის არის, ქუჩაში.

- ადამიანო, მერე საქმე ხომ ჩემში არ არის, ისინი თვითონ არ მოდიან ჩემამდე.

- საქმეც მაგაშია - დაუდასტურა კლიენტმა - მეც ზუსტად ამას ვამბობ: ღმერთი არის. უბრალოდ ადამიანები თავად არ ეძებენ მას და არ მიდიან მასთან. აი ამიტომ არის ადამიანებში ამდენი ტკივილი და ტანჯვა.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

"ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი."

"ძმები კარამაზოვები"

Link to post
Share on other sites

1.მსოფლიომ თავისუფლება გამოაცხადა , განსაკუთრებით კი ამ ბოლო ხანს, და რას ვხედავთ მათ ამ თავისუფლებაში:მხოლოდ და მხოლოდ მონობასა და თვითმკვლელობას! რამეთუ ახალი სწავლება მათ ასე მოძღვრავს: "თუ მოთხოვნილება გაქვს, დაიკმაყოფილე, რადგან ისეთივეა შენი უფლებები, როგორიც უცნობილესი და უმდიდრესი ხალხის, მეტიც, არათუ შეგეშინდეს მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, არამედ გაზარდე კიდეც ისინი".- აი, ამაში ხედავენ თავისუფლებას და რა გამოდის მოთხოვნილების გაზრდის ამ უფლებიდან? მდიდრები განცალკევდნენ და სულიერი თვითმკვლელობის გზას ადგანან, ღარიბები კი- შურსა და მკვლელობაში იხრჩობიან, რამეთუ უფლებები კი მისცეს, მაგრამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებები არ მიუთითეს.

2.ღმერთო! არავის უარყოფს, რომ ხალხშიც ცოდვა ტრიალებს, გახრწნილების ალი კი ყოველწლიურად და თვალნათლივაც კი მატულობს, ზედა ფენიდან იწყება და ქვედაზე ვრცელდება.

დოსტოევსკი

Link to post
Share on other sites

თუ ვინმემ იცის ღორის ხორცის შებოლვა დამიწერეთ რა... რამდენი დღე უნდა იბოლებოდეს და საერთოდ ყველაფერიი

Link to post
Share on other sites

ბედნიერება შეიძლება დადგეს ნებისმიერ სეზონზე. ბედნიერება - ზოგაგად , ასე ვთქვთ, მეხუთე სეზონია, რომელიდ დგება, არ აქცევს ყურადღევას დროს,თარიღს, კალენდარს და მსგავსს. ის ჰგავს მუდმივ გაზაფხულს, რომელიც მუდამ შენთანაა, ორანჟერეის ვიწრო, მინის სარკმელს მიღმა.

როდესაც შენს ცხოვრებაში ჩნდება განსაკუთრებული ადამიანი, შემოდგომაც უფრო ლამაზი გეჩვნება...ვეღარ ამჩნევ წვიმას.. მხოლოდ ფერად ქოლგებს!

Link to post
Share on other sites

შემოგველია ეს შემოდგომაც. მოდის ზამთარი და მოტაატობს, ეზო-კარს ჭირხლად შემოადგება, წაფერდილ ღობეს ცერად წაათოვს.

გაიტაცებს და ფიფქად დაპენტავს საკვამურებზე დაკრეფილ ბოლებს, მერე ბუერად ჩამოიქროლებს და ისევ მიწას მიმოაფანტავს.

დაყუჟულ ოდებს, ქუდურს და ბექობს დაეღირება, როგორც მენაბდე და რჩელა ნაბადს შემოათექავს ტირისკონიდან ტირისდენამდე.

გაწრიალებს და გაფორიაქებს პირველშობილი თოვლის სინაზე, კარი კრუალებს, ქარბორია კი უკრავს კრამიტის ოკარინაზე.

რას აზიკზიკებს ინი მინაზე?…

ბჟუტია სარკმლებს და არდაბაგებს ლიშაბახურით, დაკავკაულით, თავნახარათი მოაფარდაგებს.

მოიტანტალებს ჭალებს, შანდაკებს, სახლებს შეაბამს ბროლის მატალებს, ტოტებს ფანტელებს დააქანდაკებს, მარმარა ციდან ჩამონატანებს.

და სანამ ლექსის თუხთუხი მოვა, ბუხარს შეუნთე, კარი დარაზე, გარეთ დატოვე ქარი და თოვა, ალთო ლუხუმის თანითანაზე.

ჩახჩახებს არე, თუმც თანგავს თოში სულებს, მიმზრალებს და მიზაფრულებს…

თოშია ახლა ჩემს სამშობლოშიც,

მაგრამ სულ მალე გაიზაფხულებს.

Link to post
Share on other sites

"სიბერეა შანსიც. ერთ ფსალმუნშია, დავით წინასწარმეტყველი შესთხოვს ღმერთს, უფალო, მითხარი, კიდევ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ შენს წინაშე სრულყოფილად წარვსდგე... ამ სრულყოფილების მიღწევის საშუალებაა მოხუცებულობა. შენ გეძლევა დრო, რომ ნელ-ნელა შეეგუო სიკვდილს, რადგან როცა დგახარ სიცოცხლის და სიკვდილის ზღვარზე, არ უნდა მოხდეს ისე, რომ სიცოცხლე უფრო გიყვარდეს, ვიდრე სიკვდილი. ორივე თანაბრად უნდა იყოს შენში, ორივე თანაბრად უნდა გიყვარდეს. მე ბავშვობიდან მქონდა რაღაც უსიამოვნო განცდა საკუთარი თავის მიმართ. არ მომწონდა საკუთარი თავი და ვნატრობდი, რომ როცა მოვკვდები და მეორედ დავიბადები, დავიბადები ისეთი, როგორიც მინდა, რომ ვიყო".

ერლომ ახვლედიანი

Link to post
Share on other sites

უდიდეს პატივს ვცემ ვაცლავ ჰაველს. რა მოხდებოდა ჩვენც გვყოლოდა ასეთი კაცი სათავეში თავის დროზე.

ვაცლავ ჰაველის საჯარო გამოსვლა ჰარვარდის უნივერსიტეტში

http://www.shokoladi.ge/node/7099

......ქალბატონებო და ბატონებო! მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში ვიმყოფები. თქვენი ნებართვით, რამდენიმე სიტყვით დავახასიათებ ამ დიადი სახელმწიფოს პოლიტიკას.

მათ, ვინც აღჭურვილია ყველაზე მეტი ძალაუფლებითა და გავლენით, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. მოგვწონს ეს თუ არა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამჟამად ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ჩვენი სამყაროს ბედ-იღბლის გამო. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა ძალზე ღრმად უნდა გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა.

იზოლაციონიზმი შეერთებული შტატებისთვის არასოდეს ყოფილა მომგებიანი. ის რომ უფრო ადრე ჩართულიყო პირველ მსოფლიო ომში, ალბათ, ამდენად არ დაზარალდებოდა.

იგივე შეიძლება ითქვას მეორე მსოფლიო ომის შესახებ: როდესაც ჰიტლერი ემზადებოდა ჩეხოსლოვაკიის დასაპყრობად იმ იმედით, რომ დასავლურ დემოკრატიებს გამბედაობა არ ეყოფოდათ მასთან საბრძოლველად, თქვენმა პრეზიდენტმა წერილობით მიმართა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტს და სთხოვა, შეთანხმება დაედო ჰიტლერთან. მას რომ არ მოეტყუებინა საკუთარი თავი და მთელი მსოფლიო (როდესაც ვარაუდობდა, რომ შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა იმ შეშლილთან), ანუ ჰიტლერს რომ ეგრძნო საშიშროება შეერთებული შტატების მხრივ, მეორე მსოფლიო ომში ათეულობით ათასი ახალგაზრდა ამერიკელი არ დაიღუპებოდა.

გარდა ამისა, ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტს, რომელიც სხვა მხრივ გამოჩენილი პიროვნება გახლდათ, მკაფიოდ რომ ეთქვა "არა" სტალინის წინადადებაზე მსოფლიოს გადანაწილების შესახებ, ალბათ, ცივ ომს, რომელიც აშშ-ს ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდა, თავიდან ავიცილებდით.

გთხოვთ, ნუ დაუშვებთ ამგვარ შეცდომებს! ისინი საკმაოდ ძვირი დაგიჯდათ! ძლევამოსილი სახელმწიფო გაქვთ და უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პასუხისმგებლობა.

ახლა უფრო მეტი საშიშროების წინაშე ვდგავართ და გამოსავალს არ წარმოადგენს იმათი მცდელობების აღკვეთა, ვისაც სურს, კვლავ გადაანაწილოს მსოფლიო ინტერესთა სფეროებად და დაიმორჩილოს სუსტი ქვეყნები. ახლა უნდა გადავარჩინოთ კაცობრიობა. ესაა ის საკითხი, რომლის შესახებ უკვე ვისაუბრე: თანამედროვე ცივილიზაციის, როგორც მულტიკულტურული და მულტიპოლარული ცივილიზაციის აღქმა, საკაცობრიო კულტურის ორიგინალური სულიერი წყაროების და, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი კულტურის პატივისცემა, ძალების მოკრება გაბედული და კეთილშობილური მიზნის განსახორციელებლად - ახალი მსოფლწესრიგის ჩამოსაყალიბებლად.

არც ისე დიდი ხნის წინ დავესწარი წვეულებას, რომელზეც მნიშვნელოვან იუბილეს აღნიშნავდნენ. თანამედროვე სახელმწიფოების ორმოცდაათი მეთაური მოვიდა, რათა პატივი მიეგოთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომის გმირებისა და მსხვერპლთათვის. ეს პოლიტიკური კონფერენცია კი არ იყო, არამედ საზოგადოებრივი ღონისძიება, რომლის დანიშნულებაც გახლდათ მოწვეული სტუმრების მიმართ სტუმართმოყვარეობისა და პატივისცემის გამოხატვა. როდესაც მაგიდებთან სტუმრების განაწილების გეგმა ვნახე, გაოცებით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეზობლები ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებად კი არ იყვნენ დასახელებულნი, არამედ - "გაეროს უშიშროების საბჭოს და G7-ს მუდმივი წევრების" სახით. დავიბენი. ერთი მხრივ, ვფიქრობდი, რა კარგია, რომ ამა ქვეყნის ძლიერთ ვნახავ და შევძლებ მათთან გასაუბრებას არაფორმალურ ვითარებაში-მეთქი. მეორე მხრივ, დავფრთხი, რადგან ეს იყო ყველაზე მსხვილი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი მაგიდა. გავიფიქრე, რომ მაგიდასთან მსხდომნი, რუსულ ხიზილალასთან ერთად, ისე გაგვანაწილებდნენ ერთმანეთს შორის, რომ ანგარიშს არ გაუწევდნენ ჩვენს აზრს. შესაძლოა, ეს იყო დრამატურგის ფანტაზია. მაგრამ ყოველივე ეს გიამბეთ ერთი უბრალო მიზეზის გამო: რათა გაჩვენოთ უფსკრული, რომელიც არსებობს მსხვილი სახელმწიფოების პასუხისმგებლობასა და მათ ქედმაღლობას შორის. მაგიდებთან გაგვანაწილა კაცმა (ვფიქრობ, ეს არ იყო არც ერთი იქ მყოფი პრეზიდენტი), რომელსაც ამოძრავებდა არა პასუხისმგებლობის გრძნობა, არამედ - ბანალურად - სიამაყე ამა ქვეყნის ძლიერთა გამო.

მაგრამ სიამაყე ისაა, რაც სამყაროს ჯოჯოხეთში მიიყვანს.....

:yes: :yes: :yes: პირველად გავიგე და წავიკითხეეე

Link to post
Share on other sites

გუშინ მოვედი ამ ქვეყნად დ ავერ-რა ვიღონე,

დღეს ქვეყნის ბაზაარს ვუმზირე და გული ვიღონე,

ხვალ წასვლა მიწევს, საიდუმლოს ვერ-რა გავუგე

და ამა ქვეყნად რისთვის მოველ, ვერ მოვიგონე..

ანსარი

Link to post
Share on other sites

რამდენი ჩვენგან წასული კაცის

ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,

მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც _

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.

ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,

ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,

მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს _

კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.

მისი დაკარგვის მწარეა განცდა

(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),

რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან _

კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.

და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,

თვალს მოვკრავთ ღიმილს _

ნაცნობს და ალალს,

წარმოგვიდგება ძვირფასი სახე

კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს...

და თითქოს ვითვლით _ ისევ და ისევ

გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს

და ღმერთს ვთხოვთ:

ღმერთო, გვაცხოვრე ისე,

რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს

(მიხეილ ქვლივიძე)

Link to post
Share on other sites

სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო... ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერს!’’

/ოტია იოსელიანი/

Link to post
Share on other sites

"ნოემბრის მერე ცხადი ხდება: მთავრდება რაღაც,რაღაც ძვირფასი ხელს გიქნევს და - „მშვიდობით“ - მიდის. და წელიწადი, უკანასკნელ დღეებს რომ ითვლის, ყოველ საღამოს გეუბნება ჩურჩულით: „აღარ.“

Link to post
Share on other sites

შაბათისა მონა ვარ და,

ჭიქა წყალი მწყურია და ,

ქრისტიანი ქალი ვარ და,

შემიყვარდა ურია.

ურიელა შეშა და,

ურიელა წყალი და,

ურიელა ცოცხალს

მომისწარიიიიიი დააააააა.

ურიელა წყალი და, ურიელა შეშა და,

ურიელა ,რა ჯანდაბამ გაგაშეშა დაააააააააააააააააა.

აქედან რომელია ? ))))

40fecc72112e.jpg

Link to post
Share on other sites

paraskeva

რამდენი ჩვენგან წასული კაცის

ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,

მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც _

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.

ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,

ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,

მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს _

კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.

მისი დაკარგვის მწარეა განცდა

(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),

რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან _

კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.

და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,

თვალს მოვკრავთ ღიმილს _

ნაცნობს და ალალს,

წარმოგვიდგება ძვირფასი სახე

კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს...

და თითქოს ვითვლით _ ისევ და ისევ

გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს

და ღმერთს ვთხოვთ:

ღმერთო, გვაცხოვრე ისე,

რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს

(მიხეილ ქვლივიძე)

33877cb017bcabe2938465c511aa389e.gif

Link to post
Share on other sites

paraskeva

რამდენი ჩვენგან წასული კაცის

ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,

მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც _

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.

ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,

ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,

მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს _

კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.

მისი დაკარგვის მწარეა განცდა

(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),

რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან _

კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.

და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,

თვალს მოვკრავთ ღიმილს _

ნაცნობს და ალალს,

წარმოგვიდგება ძვირფასი სახე

კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს...

და თითქოს ვითვლით _ ისევ და ისევ

გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს

და ღმერთს ვთხოვთ:

ღმერთო, გვაცხოვრე ისე,

რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს

(მიხეილ ქვლივიძე)

33877cb017bcabe2938465c511aa389e.gif

:*

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...