Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

ჩვენი კუთხის სიმღერები ქვეყანაზე ქებულია

გოუმარჯოს ყველას ქორწილს ვინც კი შეყვარებულია

ვო რერო რანინა

ვო როვორერო რანი ნანინა დაააა...

თავი რატომ დევიბრიყვე რად მინდოდა ცოლის ყოლა

იმის გამჩენს ვენაცვალე ვინც სიმღერა მეიგონა

ვო რერო რანინა

ვო როვორერო რანი ნანინა დაააა...

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

  • 2 weeks later...

ამხანაგ ვარლამს

 

ვნერვიულობ! მინდა, გავიგო რა ხდება ამ, მართლაც, "წიხლხვედრ" ქვეყანაში და ვერ გამიგია. ასეთი რა ნიადაგი ან ჰაერია საქართველოში, რომ ერთს უკვდავებას ჩუქნის დანარჩენებს კი ნაადრევად აგვამებს.

 

ქურდები ქურდობენ, ბოზები ბოზობენ, მკვლელები კლავენ... ა რაზვე ეტა ნარმალნა?!" - დასვი ერთხელ კითხვა. არა ჩემო ვარლამ - ნინარმალნა, მარა შენი არსებობაც რომ ნინარმალნა! არადა, არ გინდა სიკვდილი. ეგ რა არი, ისიც კი არ გინდა, რომ ცოტა ხნით ჩრდილში გადგე და სხვასაც აცალო მზეზე გათბობა. არ მიდიხარ ჩემო ვარლამ და აბა როგორ იქნება ნარმალნა.

 

რაც დავიბადე შენი ხსენება მესმის და შენი საგმირო საქმეებიც გარშემო დამტრიალებენ. ის კი არა, ჩემი მშობლებიც ასე დაიბადნენ და მათი მშობლებიც. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ ნინარმალნა, მაგრამვერარაფერს გახდნენ: ჯერ იარაღით გებრძოლეს - აჯობე, მერე ჭკუით - იქაც აჯობე, მერე ცოტანი რომ დარჩნენ - ირონიას მიმართეს და თითქოს რაღაც დაგაკლეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზეც აღმოგაჩნდა იმუნიტეტი და ისევ აქ ხარ.

 

ასეთი რა იცი, ვარლამ ჩემო, ჩვენ რომ ვერაფრით გვისწავლია?! ასეთი რა ნაკითხ-ნასწავლი ხარ, რომ შენი მჯობი ვერ გამოვზარდეთ ვერავინ?! ვერ გერევით ჩემო ვარლამ. არც ჭკუა გვყოფნის სამაგისოდ და არც ე.წ. ადამიანური რესურსები, არც ფული და არც ნებისყოფა.

 

ვაღიარებ, მაგარი ხარ, ნიჭიერი და უკვდავი, ყველას გვაჯობე და ყველა დაგვაჩოქე. ვაღიარებ და მაინც გთხოვ - მოკვდი რა! მოკვდი და გეფიცები დაგმარხავ. ოღონდ შენ მოკვდი და იმ სიღრმე საფლავს გაგითხრი, ნავთობზე დაბლა აღმოჩნდე იქნება. ოღონდ ისე კი ნუ მოკვდები, რომ ვინმეს თავი მოაკვლევინო, ან თავად მოიკვდინო თავი და ისევ მოგვატყუო. ამას კარგი არაფერი მოაქვს, ასეთ შემთხვევებში მერე ისევ ცოცხლდები ხოლმე. იქნებ მოგეხერხებინა და ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყავი, აი ისე, რომ ბერდებიან და კვდებიან. მოკვდი რა! რა იცი, იქნებ გულიც დაგვწყდეს და გამოგიგლოვოთ კიდეც.

 

მოკვდი რა! შენ ოღონდ მოკვდი..!

 

სიყვარულით

 

კოკოლოზა

Link to post
Share on other sites

ლ. ნ. ტოლსტოის აფორიზმი

 

არსებობს ლევ ტოლსტოის ძალიან ლამაზი და აღმზრდელობითი შინაარსის აფორიზმი:

 

„ადამიანი წარმოადგენს წილადს, რომელშიაც მრიცხველი არის ის, თუ რას წარმოადგენს ადამიანი, ხოლო მნიშვნელი ის, თუ რა წარმოდგენის არის ის საკუთარ თავზე“.

 

(ჩვენ ხომ ვიცით, რომ რამდენჯერაც მეტია მნიშვნელი მრიცხველზე, იმდენჯერ ნაკლებია წილადი).

 

 

 

ვის რა უთქვამს მათემატიკაზე?

 

 

 

არითმეტიკა მათემატიკის დედოფალია, მათემატიკა კი – ყველა მეცნიერების.

 

კარლ.გაუსი

 

თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ დიდ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დაეუფლოთ მათემატიკას!…

 

მიხეილ კალინინი

 

მათემატიკა არის ანბანი, რომლის შემწეობითაც ღმერთმა აღწერა სამყარო

 

ნოვალისი

 

მათემატიკას თუნდაც იმიტომ უნდა შესწავლა, რომ მას ჭკუა წესრიგში მოჰყავს.

 

მიხეილ ლომონოსოვი

 

ბუნება მხოლოდ მათემატიკის ენაზე გვესაუბრება.

 

გალილეი გალილეო

 

მათემატიკა გონების მუსიკაა.

 

უცნობი ავტორი

 

 

მათემატიკა არის რიცხვების გრამატიკა.

 

ლობერგერი

Link to post
Share on other sites

— Ты просто не знаешь женщин, — ответил Пиппи. — Если ты ей нравишься, то можешь мочиться в рукомойник. А если не нравишься, то сделай ее хоть английской королевой, ей будет наплевать на тебя.

/Последний Дон/

Link to post
Share on other sites

ასე ემზადებოდა "გოგია უიშვილი"–––ახალი წლის წინა დღე იყო, თუმცაღა წინღამით თოვლი მოდიოდა, მაგრამ იმ დილას კი ცა მოიწმინდა. ღონემიხდილი ზამთრის მზე ზარმაცად ამოჩოჩდა მქისედ მოკრიალებულს ლურჯ ცაზე და თოვლით დაქუნთულ ხეებთ შუა ნელ-ნელა აძვრენდა თავის სხივებს. გოგია უიშვილი იჯდა თავის სახლში და, თითქო ყოველივე ჯავრი და ნაღველი დავიწყნიაო, მხიარული, წარბგახსნილი, ხან თავის ცოლს ებაასებოდა და ხან ბავშვებს ეალერსებოდა. გოგია კმაყოფილების მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ საკალანდო პურღვინო და ნამზადისი უკვე მზად ჰქონდა. მარინე, რომელსაც ღვთის მოწყალებად მიაჩნდა თავის ქმრის პირისახეზედ დანახული ღიმილი და კმაყოფილება, ბედნიერად სთვლიდა ამ დილას თავის თავს, თითქო თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ქალიაო, ისე სიცილ-კისკისით აცხობდა საკალანდო ხაჭაპურებს. გოგიას ბავშვები, რა თქმა უნდა, მერცხალსავით ჭიკჭიკობდენ და ცელქობდენ. კალანდა თენდებოდა ხაჭაპურები ცხვებოდა, მსუქანი ღორი და ქათმები უნდა დაეკლათ, ამასთან თავიანთ მშობლებსაც მხიარულს ხედავდენ და ამაზე მეტი ბედნიერება იმათთვის რაღა იქნებოდა! მეტადრე ერთ საქმეში იყო პატარა ორწლინახევრის ქალი, თებრო: ხან დედასთან მივიდოდა და დაუწყებდა ყურებას და ტიკტიკს: “ნენა, დიდი პული კიდევ გააკეთებ!.. სულო, სულო!...” ხან მამას ეხვეოდა და ეუბნებოდა: “ბაბა, ხვალ კალანდაია, მე ალ დევიძინავ...” და სხვა. “ჰო, ბაბა, კალანდაა. წმინდა ბასილი მობრძანდება, პური, წიწიეი, ჩიჩილაკი, ყოლიფერი გვაქ, ღვთის მოცემული. მე დილას თოფს ვისვრიო”, - ეუბნებოდა ალერსით გოგია თავის პატარა ქალს. აი ასეთი საყოველთაო მხიარულება იყო ხსენებულ დილას გოგიას პატარა, მჭვარტლით გაშავებულს, ფიცრულა სახლში.

Link to post
Share on other sites

/იოსებ გრიშაშვილი/–ქურდული ალერსი...

 

გარეთ ყინვა სუფევდა, გულში - დავიდარაბა. შემიყვანე ოთახში, ჩამიკეტე დარაბა, მოიმარჯვე ალერსის მოჭედილი სიათა და ამბორი ტუჩებზე დამაყარე ტყვიადა, - თან ამბობდი: "კარგი ხარ, კარგი გასახარელი, როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა... საყვარელი!" ერთხელ გითხარ: მომბეზრდა ეს ალერსი ქურდული. მსურს პირდაპირ მოვიქცე, ვით დავითის შურდული, გამომყევი, გავიქცეთ, მიატოვე ქმარი და შევქმნათ სულ სხვა მყოფადი საოცნებო მხარიდან. შენ ამბობდი: "კარგი ხარ" - თუმც ამ პასუხს არ ელი, - როგორც ქმარი კი არა, როგორც სხვა საყვარელი!"..

Link to post
Share on other sites

ჰაფეზი, „წუთისოფელი"

 

ხომ ნახე უკვე წუთისოფელი,

რარიგ ბილწი და რარიგ ფლიდია?!

დრო ცოტა დაგვრჩა, მოვასწროთ, თორემ

ცოტა გვახაროს, ისიც დიდია.

საწუთროს ნუ სწუხ, მასზე ვიწუხოთ,

ეგ ჩვენი გზები საით მიდიან?

ხვალ რა მოგველის, არავინ ვუწყით

სიცოცხლე ჩვენი ბეწვზე ჰკიდია.

Link to post
Share on other sites

"სოფელს გავხედე. ოდებიდან კვამლი ამოდიოდა თეთრ ბოლქვებად. მამლები ყიოდნენ, ძროხები ბღაოდნენ, თხები პეტელაობდნენ, თიკნები კიკინებდნენ, ქათმები კრიახობდნენ, კონცხოულაზე უშველებელი მზე შემომდგარიყო... უცებ სხეული სითბოთი ამევსო და ყურებში სასიამოვნო ზარმა დარეკა.

ჩემს ეზოში ძაღლი ყეფდა."

 

/ძაღლი / / ნ.დუმბაძე/

Link to post
Share on other sites

პარასკევას და ამ ქუხნის ბინადართ ვულოცავ ახალ 2014-ს.

დიდი მადლობა, ვახო!!! :* შენც გილოცავ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით. :*

Link to post
Share on other sites

როგორ ავიცილოთ თავიდან ოსტეოქონდროზი

 

ადამიანებს ორ ფეხზე სიარულის შესაძლებლობა რომ მოგვეცა, ამის საფასურს ხერხემლის დაავადებებით ვიხდით. მათ შორის 80% ოსტეოქონდროზზე მოდის.

რა არის და რა იწვევს?

ჩვენი ხერხემალი უზარმაზარ დატვირთვას უძლებს – მთელ სხეულს აკავებს და იჭერს, ზურგის ტვინს იცავს, მოძრაობის, სიმძიმის აწევისა და წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობით უზრუნველგვყოფს. მთელი ეს დატვირთვა კი 24 მალაზე – პატარა ძვლებზე მოდის, რომელთაგან ხერხემალი შედგება. ისინი ერთმანეთთან შეერთებულია განსაკუთრებული ელასტიკური შუასადებით – ხრტილოვანი დისკებით. ასეთი აგებულების წყალობით, მალებს ურთიერთზემოქმედება შეუძლიათ, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან. შედეგად, აქტიურად ვმოძრაობთ და ტკივილს არ განვიცდით.

თუ ზურგში ტკივილი დაგვეწყო, ამის მიზეზი ოსტეოქონდროზი – მალებშუა დისკების ანთება ან სხვა სახის დაზიანებაა.

 

რა იწვევს ოსტეოქონდროზს:

1. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და არასწორი კვება. თუ ორგანიზმი არასაკმარისი რაოდენობით იღებს კალციუმსა და ფოსფორს, ცილასა და ამინომჟავებს, მაშინ ძვლები და სახსრები ნაკლებად გამძლე და ნაკლებად მოძრავი ხდება. ყურადღება მიაქციეთ – ოსტეოქონდროზის განვითარების მიზეზი ხშირად ჭარბი წონა, კვების არასწორი რეჟიმი, ნივთიერებათა შენელებული ცვლა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ასევე ინფექციური დაავადებებია.

2. ცხოვრების წესი, ხერხემლის ტრავმები, ინტენსიური სპორტული ვარჯიშები, სამუშაო, რომელიც სიმძიმის აწევას ითხოვს, ასევე მონოტონური საქმე – ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა, ნერვული გადაძაბვები, სტრესები, მოწევა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი.

3. მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა. ოსტეოქონდროზი შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, სუსტი ფიზიკური განვითარების, სქოლიოზის, ბრტყელტერფიანობისა და ტერფების სხვა დაავადებების დროს.

 

დაავადების სახეობები

განსხვავებენ კისრის, მკერდისა და წელის ოსტეოქონდროზს.

კისრის ოსტეოქონდროზს ოფისის თანამშრომლების დაავადებას უწოდებენ. მჯდომარე ცხოვრების წესი ხერხემლის კისრის განყოფილების მუდმივ დაძაბვას იწვევს. დამახასიათებელი სიმპტომებია: თავბრუ, თავის ტკივილი (რომელსაც წამალი ვერ აყუჩებს), ტკივილი კისრიდან ხელის თითებამდე, ხელების დაბუჟება, ხელებში ჩხვლეტა, ყურებში ხმაური, ყლაპვის გაძნელება.

მკერდის ოსტეოქონდროზი იშვიათად გვხვდება, ვინაიდან ხერხემლის ეს ნაწილი ნაკლებმოძრავია. სიმპტომები: მკერდში ტკივილი (რომელიც გულის ტკივილისგან განსხვავებით, რამდენიმე დღე გრძელდება), დაბუჟება, მკერდის, კუჭის მიდამოში და სხვა ორგანოებში ტკივილი.

წელის ოსტეოქონდროზი ყველაზე მეტად გავრცელებულია, ვინაიდან სხეულის დახრის, გამართვისა და სიმძიმის გადატანისას წელი თავზე ძირითად დატვირთვას იღებს. სწორედ წელში ჩნდება ყველაზე ხშირად მალებშუა თიაქარი. სიმპტომები: მღრღნელი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ უხერხული მოძრაობის ან სიმძიმის აწევის დროს უეცრად ჩნდება, ფეხში გაკავება.

 

დახმარება ოსტეოქონდროზის შეტევის დროს

ოსტეოქონდროზი – ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით (მიყუჩებით) მიმდინარეობს. დაავადების გამწვავების პროვოცირება შეუძლია ფიზიკურ დატვირთვას, კლიმატის შეცვლას და ა.შ.

მწვავე შეტევა მწოლიარემ უნდა გადაიტანოთ, ვინაიდან ასეთ პოზაში მალებშუა დისკები ნაკლებად დატვირთულია.

ანთების ზონაში წარმოქმნილი შეშუპების დასაცხრობად, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, 3–4 დღე შარდმდენი ბალახეული ჩაი (მაგალითად, თირკმელას ჩაი) მიიღეთ.

კისრის ოსტეოქონდროზის გამწვავების პერიოდში რეკომენდებულია – შემზღუდი საყელოს, ხოლო წელის ოსტეოქონდროზის დროს სპეციალური კორსეტის ტარება.

 

მკურნალობა

დიეტა ხერხემლისთვის.

მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს რაციონალური კვება. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ: კალციუმს (რძის პროდუქტები, ყველი, კვერცხი, თევზი, ყვავილოვანი კომბოსტო), ფოსფორს (ბარდა, ყვავილოვანი კომბოსტო, სოია, თევზი, ზღვის პროდუქტები), მაგნიუმს (მზესუმზირის თესლები, თხილეული, ავოკადო, წიწიბურა, ლობიო, კიტრი, ბადრიჯანი), ი ჯგუფის ვიტამინებს (კვერცხი, თევზი, სოკო, სიმინდი, ფორთოხალი, ბანანი), ცილებს (ხორცი, პარკოსნები, კვერცხი, რძე, სოკო). აუცილებლად შეზღუდეთ მარილის რაოდენობა, დღეში დანაწევრებულად და ხშირად (5–6–ჯერ) იკვებეთ.

 

კომპრესები და მალამოები

ოსტეოქონდროზის გარეგან სამკურნალო საშუალებად გამოიყენება სხვადასხვა მალამო და კომპრესი.

მდოგვისა და ქაფურის მალამო. 100 მლ სპირტში 50 გრამი ქაფური გახსენით და 5 გრამი მდოგვი დაუმატეთ. 3 კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ. მიღებული შემადგენლობა შეურიეთ და თხევადი მალამო ძილის წინ მტკივნეულ ადგილზე შეიზილეთ.

არყის ხის კვირტების მალამო. 20 გრამი არყის გამხმარი კვირტები (აფთიაქში შეიძინეთ) 10 დღე 50 მლ სპირტში გააჩერეთ. ნაყენში ვაზელინი თანაფარდობით 1:4 შეურიეთ და მტკივნეულ ადგილას დღეში 2–ჯერ წაისვით.

ალოეს კომპრესი. ალოეს რამდენიმე ფოთოლი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 50 მლ წვენს 100 გრამი თაფლი და 100 მლ არაყი დაუმატეთ. ნარევი ბნელ ადგილას შეინახეთ. კომპრესი ღამით გამოიყენეთ.

 

ბალახეული ნაყენები სასმელად

ხერხემლიდან მარილების გამოდენას ნიახური ეხმარება. ნაყენს მისი ფესვებიდან ამზადებენ. 1 სუფრის კოვზ ფესვებს 0,5 ლ ადუღებული წყალი დაასხით, 8 საათი დადგით და გაწურეთ. დღეში 3–ჯერ მიიღეთ.

წითელი მოცვის ფოთლების ნაყენი ტკივილს აყუჩებს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. 10 გრამ ფოთლებს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 2 საათი დადგით, გაწურეთ. დღეში 3–4–ჯერ, ჭამის წინ 2 სუფრის კოვზი მიიღეთ.

სთოუნთერაპია – ცხელი ქვებით მკურნალობა ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა. გამოდგება ზღვის ან მდინარის ჩვეულებრივი ბრტყელი ქვა 7 სმ–მდე დიამეტრის. ქვები ცხელ წყალში გააცხელეთ, მუცელზე დაწექით და ოჯახის წევრს სთხოვეთ ქვები ორ რიგად ხერხემლის გასწვრივ დაალაგოს. ზემოდან თბილი საბანი დაიფარეთ. გაიკეთეთ ყოველდღიურად და ზურგში ტკივილი დაგავიწყდებათ.

 

პროფილაქტიკა

ხერხემალს ნუ გადატვირთავთ; მოერიდეთ დაცემას, ხტომას; ჯდომის დროს ზურგი სწორად დაიჭირეთ ან სკამის საზურგეს მიეყრდენით; დგომის დროს ფეხებს მონაცვლეობით დაეყრდენით; დატვირთვა თანაბრად გაანაწილეთ, ჩანთას ერთ ხელში ნუ დაიჭერთ; ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი; ქალებმა მაღალ ქუსლებზე ხშირად არ უნდა იარონ; მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ორგანიზმი გამოაწრთეთ; თავს ნუ გადაიციებთ, მოერიდეთ სტრესებს; სწორად იკვებეთ; ნუ მოსწევთ.

ძალიან სასარგებლოა ცურვა

Link to post
Share on other sites

დედა ტერეზას 7 რჩევა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით

 

1) იყავით ყურადღებით იმის მიმართ თუ რას ეუბნებით ბავშვებს. უფროსები არასაკმარისად აკონტროლებენ თავიანთ გამონათქვამებს, როდესაც ესაუბრებიან ბავშვებს. ზოგიერთი მიმართვისას ეძახის ბავშვს უნიჭოს, სულელს და ზარმაცს. ამით უფროსები, როგორც მშობლები, ასევე აღმზრდელებიც, ხშირად ღუპავენ ბავშვებს. ბავშვები ექცევიან ამის გავლენის ქვეშ და რამოდენიმე ხანში მართლაც ხდებიან მოუხერხებლები, ზარმაცები და ნიჭის გამოვლენაც უჭირთ.

 

2) არ შეაშინოთ ბავშვები ურჩხულებით (ან ჭინკებით – მთარგმნელის შენიშვნა), მგლებით და პოლიციით. ეს არ გახდის ბავშვს არც ჭკვიანს და არც კეთილს.

 

3) აღზარდეთ ბავშვები ისე, რომ მისცეთ უნაკლო მაგალითი. ბავშვებს არ უყვართ დარიგებები და ნოტაციების კითხვა, მათ სურს დაინახონ თქვენი საქციელები და არა უბრალოდ მოისმინონ თქვენი სიტყვები.

 

4) ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ იყოთ თქვენს სიმაღლეზე ბავშვების თვალებში. არ გამოააშკარაოთ მათ თვალწინ თქვენი სისუსტეები და ნაკლი. როდესაც მშობლები უშვებენ იმას, რომ ბავშვებმა დაინახოს მათი სისუსტე, ბავშვები იწყებენ ნერვიულობას და კარგავენ ორიენტაციას, რადგან მათ მეტი არავინ არ ჰყავთ, ვისაც დაეყრდნობიან ან ვისი იმედიც ექნებათ. ბავშვს, რომელიც თავს გრძნობს პატარად და სუსტად, სურს, რომ ყავდეს დამცველი და ის იყოს მისი ურყევი ავტორიტეტი.

 

5) ბავშვი ეძებს მშობლებისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. თუ სახლში ბავშვი ხდება მშობლებს შორის ჩხუბისა და კამათის მოწმე, მშობლები არ უნდა მოელოდონ და იფიქრონ, რომ ისინი შეძლებენ შვილის კარგად აღზრდას. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი მამა ან დედა იქცევა არასწორად, ის თავს დაკარგულად გრძნობს და მეამბოხეობს. ეს არის მიზეზი უამრავი ტრაგედიისა ოჯახში და საზოგადოებაში.

 

6) სჯობს არასოდეს სცემოთ ბავშვი. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ის მართლაც იმსახურებს ცემას, პატარა მირტყმა მას ნამდვილად არ ავნებს, მაგრამ იყავით ფრთხილად! არასოდეს არ დასაჯოთ ბავშვი, თქვენი სიბრაზის დროს. ასე ბავშვს მეხსიერებაში დაუტოვებთ სიძულვილის, სიბრაზის შთაბეჭდილებას და არა სამართლიანობის შეგრძნებას. ბავშვის სწორი აღზრდისთვის საჭიროა, რომ ბავშვი გრძნობდეს, რომ თქვენ სამართლიანი ხართ, როდესაც მას სჯით.სწორედ ამიტომ, თუ თქვენ მაინც გიწევთ ბავშვის დასჯა, თქვენი მზერა არ უნდა გამოხატავდეს სიბრაზეს და მტრობას: მას მალე დაავიწყდება დარტყმაც და სახეში გაწნაც, მაგრამ არასოდეს დაავიწყდება თქვენი გამომეტყველება სიძულვილითა და სიბრაზით სავსე. ბავშვის დასჯა უნდა იყოს განპირობებული არა იმით, რომ თქვენ ამოგეწურათ მოთმინება, არამედ იმის სურვილითა და მცდელობით, რომ ბავშვმა გაიგოს, რომ მისივე საკეთილდღეოდ არსებობს წესები, რომლებიც მან უნდა დაიცვას.

 

7) ბავშვები უსაზღვროდ უნდა ენდობოდნენ და ემორჩილებოდნენ საკუთარ მშობლებს. ეს არის ერთ–ერთი ძირითადი წესი ბავშვის სწორი აღზრდისა მოსიყვარულე და მეგობრულ ოჯახში. ასე იქცეოდა იესო ნაზარეთში, როდესაც 30 წლის განმავლობაში ემორჩილებოდა თავის მშობლებს.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ნუთუ ამ ხალხის დახმარებაც კი არ შეუძლია სახელმწიფოს!!!! დაიცლება საბოლოოდ მთა ძალიან და მერე გავაცნობიერებთ რა ტრაგედია იქნება ეს(სტარატეგიულ ინტერესებზე არაფერს ვამბობ).

 

Link to post
Share on other sites

ნუთუ ამ ხალხის დახმარებაც კი არ შეუძლია სახელმწიფოს!!!! დაიცლება საბოლოოდ მთა ძალიან და მერე გავაცნობიერებთ რა ტრაგედია იქნება ეს(სტარატეგიულ ინტერესებზე არაფერს ვამბობ).

 

ჩვენს ქვეყნაში ყველაფერი ფასადურია :karochera:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...