Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

http://www.4motivi.com/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%b0%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92/

 

 

 

რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი? – გურამ დოჩანაშვილი

 

 

“- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?

- ქალს? – სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი – ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.

- რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? – თუმცაღა სწორი კია…

- ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.

- როგორ მაინც?

- როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა “ტან-ფეხი” გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა… ასოების მხრივ… უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?

- მაშინ თქვენ სცადეთ…

- ნამდვილ ქალს… მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი… ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად.

- ფეხაკრეფით?

- კი. როგორც დევნილი… ან, მდევარი.

- და როცა მოვა, – როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.

- ეს როგორ…

- ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები, მუდამ ამბობენ…

- რას ამბობენ…

- არ იცი ის შენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ… ო, მაშინ…

- თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა…

- სახის ჩრდილები, – ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, – შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს…

- ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.

- არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო – ტან-ფეხი…

- თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.

- ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი, – არ შემიძლია…

- რატომ?

- რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.

- არა, არა, მაგიტომ არა…

- აბა რატომ?

- რატომ და ვიბნევი, – თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი…

- აი, თუნდაც ხელისგული…

- ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული… და თუ უყვარხართ, თუ უყვარხართ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი…”

 

ამონარიდი: გურამ დოჩანაშვილი “სამოსელი პირველი”

Link to post
Share on other sites

http://www.4motivi.com/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%b0%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92/

 

 

 

რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი? – გურამ დოჩანაშვილი

 

 

“- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?

- ქალს? – სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი – ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.

- რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? – თუმცაღა სწორი კია…

- ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.

- როგორ მაინც?

- როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა “ტან-ფეხი” გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა… ასოების მხრივ… უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?

- მაშინ თქვენ სცადეთ…

- ნამდვილ ქალს… მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი… ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად.

- ფეხაკრეფით?

- კი. როგორც დევნილი… ან, მდევარი.

- და როცა მოვა, – როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.

- ეს როგორ…

- ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები, მუდამ ამბობენ…

- რას ამბობენ…

- არ იცი ის შენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ… ო, მაშინ…

- თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა…

- სახის ჩრდილები, – ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, – შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს…

- ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.

- არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო – ტან-ფეხი…

- თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.

- ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი, – არ შემიძლია…

- რატომ?

- რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.

- არა, არა, მაგიტომ არა…

- აბა რატომ?

- რატომ და ვიბნევი, – თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი…

- აი, თუნდაც ხელისგული…

- ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული… და თუ უყვარხართ, თუ უყვარხართ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი…”

 

ამონარიდი: გურამ დოჩანაშვილი “სამოსელი პირველი”

:*

Link to post
Share on other sites

ტაში ბიჭო , ტაშიო

რას ხარ მუდამ გზაშიო

ევროპაში რა გინდოდა

წამო გურიაშიო.

ტაში ბიჭო , ტაშიო

გეიხედე კარშიო

კარიასთან ციცა რომ დგას

შეიტყუე სახლშიო.

ტაში ბიჭო, ტაშიო

ერთს წამოგკრავ თავშიო

პაწა გვერდზე მოიხედე

არ მოგდივარ თვალშიო?

ტაში ბიჭო, ტაშიო

იხედები ცაშიო

ნამეტანი აბდალა ხარ

დამჭირდები რაშიო.

/ მე /

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ისეთი ლამაზია დილით ამომავალი მზის ცქერა, ამას ვერანაირი ტრანკვილიზატორი აჯობებს. იმხელა ენერგიას იძენს ადამიანი, ჯანსაღი სული იბადება სხეულში. ერთხელ უნდა დააძალო, თავს, ორჯერ და მერე თავისთავად მოგთხოვს სხეული, სულიც და საკუთარი ბუნებაც ძილიდან გამოფხიზლებას. ცოტა ჭეშმარიტება დავესესხოთ ძველ სიბრძნეს -ადრე ამდგარსა კურდღელსაო. არ შეიძლება ყველაფერი ნევროზს დავაბრალოთ. ნევროზს ვერავინ ვერ დაამარცხებს გარდა საკუთარი თავისა. ... და ისევ ჯიუტად ვიმეორებ, გაიღვიძე საქართველო!!! მიიღე დილის გრილი შხაპი, შეხედე ამომავალ მზეს , გაუღიმე მას , ღიმილი საკუთარი სულისკენაც შემოაბრუნე და თქვი: უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია, რას მიზამს მე კაცი!!! ..

სიყვარულით თქვენი პაეასკევა. :*

Link to post
Share on other sites

:alfons:

 

 

რას გაუძლო ურგანტმა მონიკა ბელუჩისთან პირისპირ

 

 

http://frontnews.ge/ge/news/32500

 

საღოლ, კი არ გაუძლო პახოდუ იღადავა :)

 

თუმცა ვაი მაგ ღადაობას :D :D

Link to post
Share on other sites

ავაზა როგორ აკონტროლებდა სიტუაციას?! :alfons: . სკოლის მოსწავლესავით ჩანდა ურგანტი :e025:

 

 

 

საღოლ, კი არ გაუძლო პახოდუ იღადავა :)

 

თუმცა ვაი მაგ ღადაობას :D :D

Link to post
Share on other sites

ვისთვის ქარი ზღაპარს ჰყვება

ვისთვის მოთქვამს ვაი-ვუშით

ვისთვის ფოთლებს მიმოფანტავს

ვისთვის კრეფავს ყვავილს ნუშის.

იმედის ალს ვისთვის აქრობს

გადაბელავს ღრუბლებს ვისთვის

ვგრძობ რომ ახლა ჩემსკენ მოჰქრის

მე კი ვფიქრობ, ნეტა-რისთვის?

/ მე/

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

კაია.

 

 

ვისთვის ქარი ზღაპარს ჰყვება

ვისთვის მოთქვამს ვაი-ვუშით

ვისთვის ფოთლებს მიმოფანტავს

ვისთვის კრეფავს ყვავილს ნუშის.

იმედის ალს ვისთვის აქრობს

გადაბელავს ღრუბლებს ვისთვის

ვგრძობ რომ ახლა ჩემსკენ მოჰქრის

მე კი ვფიქრობ, ნეტა-რისთვის?

/ მე/

Link to post
Share on other sites

ა, შენ პარასკევა, დედაჩემის კეცის მჭადი :nyam:

 

 

რა მაგარიაააააა!!! როგორ მიყვარს კეცის მჭადი და რალამაზად ამზადებს... :*

Link to post
Share on other sites

paraskeva

 

ეკატერინე, იმედია ასეთი რამ არ მოგივა, რაც ამ ქალს დაემართა. :d030:

 

უყურეთ ყველამ, კაი რამეა.

 

https://www.youtube.com/watch?v=RrFTpQQClp4&list=FLGC69WIPc581M-rvXbc5y2Q&feature=mh_lolz

Link to post
Share on other sites

paraskeva

 

ეკატერინე, იმედია ასეთი რამ არ მოგივა, რაც ამ ქალს დაემართა. :d030:

 

უყურეთ ყველამ, კაი რამეა.

 

https://www.youtube.com/watch?v=RrFTpQQClp4&list=FLGC69WIPc581M-rvXbc5y2Q&feature=mh_lolz

:91:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

... და ზღვის ტალღებმა შთანთქეს თეთრი თოლია....

(ეს რა ბედი ჰქონია ?!)

იქვე ნაპირზე ბიჭი გოგოს სიყვარულს ანდობს

და თეთრ თოლიას არავინ დარდობს.

/მე /

Link to post
Share on other sites

სტალკერი

 

 

 

სიკვდილი მაშინ მოდის როცა სიყვარული მთავრდება! ვისაც სიყვარული ამოძრავებს ის უკვდავია!

 

ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს და არც სხვანაირად!

 

ატლანდთა ოქროს ფირფიტა

 

 

 

თითოეული ჩვენთაგანი მუდმივად ეწევა შინაგან დიალოგს საკუთარ თავთან. ასეთი დიალოგის შენარჩუნებაზე მიდის მთელი თავისუფალი ენერგია.

 

საკუთარ "თავში" აზრობრივად ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ და გამოვთქვამთ ათასნაირ პრეტენზიას, დამოკიდებულებას, წყენას, განვსჯით ამა თუ იმ ადამიანს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც, განვიკითვავთ, უწყრებით ვინმეს ან რამეს და ვალაგებთ გეგმებს. ამ ყოველივეს იწვევს, და ეს ყოველივე იწვევს – სიყვარულის კანონის დარღვევა.

 

სიყვარულს მოაქვს წონასწორობა. ამ მდგომარეობაში ადამიანი ყველაფერს იღებს ისე როგორც არის. განსჯა იწყება მხოლოდ მაშინ თუ ადამიანი უკმაყოფილოა, გამოდის წონასწორობის – სიყვარულის მდგომარეობიდან. თუ ადამიანი სიყვარულის მდგომარეობაშია ის მხოლოდ მოქმედებს ყოველგვარი განსჯისა და განკითხვის, "პირადი აზრის" გარეშე. თუ სიყვარული მთავარი მდგომარეობაა და ადამიანი მუდმივად ზრუნავს რათა არ ამოვარდეს ამ მდგომარეობიდან, მაშინ იგი დაუყოვნებლივ აფიქსირებს ნებისმიერი განსჯის, განკითხვის, "უკმაყოფილო" აზრის წარმოქმნის მომენტს და ხვდება რომ ეს აზრი მარტო იმიტომ წარმოიშვა რომ იგი უკმაყოფილოა, ანუ არღვევს კანონს(სიყვარულის – წონასწორობის მდგომარეობას). ეს იმას ნიშნავს, რომ არის რაღაც რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიყვარული(კანონი). ბეჯითი მოსწავლე აფიქსირებს ასეთ მომენტს და დაუყოვნებლივ გადაიტანს ყურადღებას სიყვარულზე, აღადგენს წონასწორობას(სიმშვიდეს) და ისევ ემორჩილება კანონს.

 

ადამიანი გამუდმებით ფიქრობს წარსულსა და მომავალზე. ეს აზრები გამოწვეულია უკმაყოფილებით. ზოგი საკუთარი თავითაა უკმაყოფილო, ზოგი სხვა ადამიანით, ზოგი მოსალოდნელით და ა.შ.

 

ის ვინც სიყვარულის მდგომარეობაშია, არ ახდენს მოვლენებისა და სიტუაციების ინტერპრეტირებას. ის უფლებას აძლევს სამყაროს იყოს ისეთი როგორიც არის. მოსწავლე მოქმედებს ადამიანებისა და ხალხის საკეთილდღეოდ მაგრამ არ ებრძვის მათ!!! მოსწავლე მოქმედებს დღისით და ღამით მაგრამ არასოდეს არღვევს კანონს, რადგან უყვარს ყველა და ყველაფერი და არასოდეს არის უკმაყოფილო.

 

ყველას გონია, რომ მოსწავლე ყველაფერს აკონტროლებს და უდიდეს ძალებს ეჭიდავება. სინამდვილეში კი მოსწავლის თავი "ცარიელია" ის მხოლოდ მოქმედებს კანონის ფარგლებში ანუ სიმშვიდით. გაბრაზება, სიძულვილი, ზიზღი, განსჯა, განკითხვა, შური, გაღიზიანება – წონასწორობის, სიმშვიდის, სიყვარულის დაკარგვის შედეგია.

 

ყველა ვინც არღვევს კანონს(სიყვარულის მდგომარეობა), კარგავს წონასწორობასა და სიმშვიდეს – ბერდება, ავადდება, ღარიბდება და კვდება.

 

ღმერთი სიყვარულია. ყოველთვის როდესაც ღიზიანდებით – თქვენ უარყოფთ ღმერთს. წონასწორობისა და სიმშვიდის დაკარგვა სიყვარულის დაკარგვის შედეგია – ღმერთის უარყოფის აქტია.

 

მაშასადამე კანონით მცხოვრები ადამიანი მხოლოდ დამკვირვებელია, იგი არ ერევა მიმდინარე მოვლენებში ემოციებით, განსჯით, განკითხვით, გაღიზიანებით, შურით, სიძულვილით, გაბრაზებით, აგრესიით. ის მოქმედებს ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე.

 

განსჯა(მსჯელობა, განკიტხვა, აზრობრივი დისკუსია) ამცირებს სიყვარულს, ყოფს ადამიანებსა და მოვლენებს – კარგზე და ცუდზე, მარცხენაზე და მარჯვენაზე, ქალზე და კაცზე, თეთრზე და შავზე, კეთილზე და ბოროტზე, გენიოსზე და სულელზე და ა.შ. ანუ გონება მსჯელობის შედეგად გამოყოფს სიძულვილის ობიექტს – რაც დაუშვებელია. ანუ განსჯა არღვევს კანონს!!!

 

კრიალოსანი პრაქტიკა ძალიან კარგია, მაგრამ არსებობს პრაქტიკის მეორე მხარეც რომელიც იდეალურად ავსებს და ხარიხობრივად ერთი ოქტავით ამაღლებს სიყვარულის ძალას. ამ პრაქტიკის მთელი არსი იმაშია, რომ დააფიქსირო შინაგანი, აზრობრივი ან გარეგანი, სიტყვიერი მსჯელობა – განსჯა და დაუყოვნებლივ შეწყვიტო იგი!!!

 

ნელ ნელა ასეთ პრაქტიკას შინაგან მდუმარებაში შეყავს ადამიანი, რადგან როგორც თვითონ მოსწავლე ხვდება მისი შინაგანი დიალოგის ლომის წილი სწორედ მსჯელობასა და განსჯას უკავია.

 

ამ პრაქტიკას სტალკინგი ეწოდება და იგი დიდ ყურადღებას მოითხოვს.

 

სტალკერი ინარჩუნებს მუდმივ სიმშვიდეს საკუთარი მსჯელობა–განსჯის აღკვეთით. იმისათვის რომ გაბრაზდე ჯერ უნდა იმსჯელო–განსაჯო, გამოყო "დამნაშავე" ობიექტი. ეს მსჯელობა ხშირად წამის მეათედში, ხან კი საათების მანძილზე მიმდინარეობს. სტალკერი ამჩნევს რა მსჯელობა განჯის მცდელობას დაუყოვნებლივ აღკვეთავს მას და შედეგად იბრუნებს სიმშვიდეს. სიმშვიდის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ბევრი სიყვარული აქვს.

 

მაშასადამე სტალკერი არ აკონტროლებს გარემოსა და მოვლენებს, ის , მხოლოდ საკუთარ მსჯელობა – განსჯას აღკვეთავს, ზღუდავს, ამცირებს მინიმუმამდე და ბოლოს მთლიანად უარს ამბობს მასზე – როგორც მავნე ჩვევაზე.

 

სტალკერი დაუყოვნებლივ აღკვეთავს მსჯელობას მომხდარის შესახებ, აგრეთვე აღკვეთს მოსახდენის შესახებ აზროვნებას, მან იცის, რომ მსჯელობას კანონის დარღვევამდე ვივყავართ. სტალკერის მოქმედება თავისუფალია მსჯელობისაგან. ასეთი მოსწავლე ღმერთისაგან მიღებულ ენერგიას არ აბინძურებს საკუთარი შეხედულება - მსჯელობით. იგი იდეალური გამტარია.

Link to post
Share on other sites

მიყვარს აზნავური.

 

 

ეს სიმღერაც მახსენებს რაღაცეებს :hi:

 

 

https://www.youtube.com/watch?v=xzdxyhng1RU

მეც მიყვარს... პირდაპირ კაკალ გულში ურტყამს :*

Link to post
Share on other sites

სიცოცხლის საიდუმლო

 

სივრცე შექსპირთან. დედამიწა ცას უყურებს და მის ბნელ და ლაჟვადისფერ სახეებს - ეჭვსა და სასოებას, აკვირდება. სიცოცხლე მოდის და იკარგება სიკვდილით. მთელი სიცოცხლე საიდუმლოა, ამოუცნობი სივრცე დაბადებასა და აგონიას, თვალის პირველ გახელასა და საბოლოო დახუჭვას შორის. ეს საიდუმლო შექსპირს აწუხებს.

 

მის პიესებში ჩიტები ჭიკჭიკებენ, მცენარეები ყვავილობენ, ცა იღრუბლება, გულს უყვარს, სული იტანჯება, ცხელა, ხან ცივა. დღეს ღამე ცვლის, დრო გადის. ტყეები მეტყველებენ, ხალხი ლაპარაკობს და მარადიული ოცნება ფარფატს აგრძელებს. შექსპირთან ყველაფერია და ყველაფერი შექსპირზეა : ხის წვენიც და სისხლიც, სიცოცხლე თავისი ყველა ფორმით, იდეებით და ქმედებებით, კაცობრიობა და ადამიანი, მომაკვდავები, მარტოსულები, ქალაქები, რელიგიები, ბრილიანტი და მარგალიტები, ნეხვი და მძორი, მომავალთა და წარმავალთა ნაბიჯების ხმა. ეს გენიოსი მკვდრების თავიდანმშობელი დედამიწაა. შექსპირი მოჩვენებებსაც უყვართ. შექსპირი დანტეს ძმაა..

 

შექსპირი, პირველ რიგში, წარმოსახვაა.

 

ყველა მოაზროვნემ იცის, რომ წარმოსახვა სიღრმეა. გონების ვერცერთი სხვა უნარი ვერ ჩაწვდება იმ სიღრმეებს, რომლებსაც წარმოსახვა. ხშირად ჩიხში მოქცეული მეცნიერებაც მას მიმართავს. ლოგარითმებში, ალბათობების გამოთვლაში, ბგერის ტალღებზე დაკვირვებაში, ალგებრისა და გეომეტრიის გამოყენებაში წარმოსახვა ანგარიშის კოეფიციენტი ხდება და მათემატიკა პოეზიად გადაიქცევა. მე არ მჯერა სულელი სწავლულების მეცნიერების. შექსპირის კომედია ცრემლებში იბადება, ქვითინი – სიცილში, პოეტური სახეები ერთმანეთს ერევიან და ეჯახებიან, მასიური ფორმები დიდი მხეცებივით მძიმედ მოძრაობენ, მოჩვენებები ქალებივით ნარნარებენ ან კვამლივით იტალღებიან. სულები ჩრდილის პეპლებივით თრთიან ბნელ ლერწამში, რომელსაც ვნებას და მოვლენებს ვუწოდებთ.

 

ვიქტორ ჰიუგო

Link to post
Share on other sites

,, სუროჟელი მიტროპოლიტის გულშიჩამწვდომი საუბრები , ალბათ ასევე გაგათენებინებთ ღამეებს,ოღონდ არა კითხვაში, არამედ ფიქრში, რადგან ძალიან ძნელია, თავიდან შეუძლებელიც კია, წრფელად გაიაზრო მეუფის ნაუბარი და გაითავისო ურთულესი ჭეშმარიტებები…’’

/მამა ანტონ ბლუმი/

 

(მოაზროვნე ცხოვრება ანტონ სუროჟელის მიხედვით)

 

მეუფეს ეკითხებიან :

,,როგორ გადავწყვიტოთ წინააღმდეგობა დაძაბულ სულიერ ცხოვრებასა და მხატვრულ და მოაზროვნე ცხოვრებას შორის? ხელოვნება დაკავშირებულია ცხოვრებასთნ;მაგრამ მწერალი, ხელოვანი წინააღმდეგობრივ სიტუაციაში ხვდება. კონკრეტული მაგალითი-ბლოკი, რომელმაც თქვა, რომ შეუძლებელია ერთდროულად ყურს უგდებდე სამყაროს ხმებს და უდიდეს ხმაურს,რომელიც მარადისობიდან მოდის. შემოქმედ ადამიანს ხანდახან ეჩვენება , რომ მარადისობის ხმაური ახშობს სამყაროს ხმებს.ტოლსტოი, გოგოლი საერთოდ, ვერაფერს ქმნიდნენ , რადგან ეჩვენებოდათ რომ შემოქმედება ცოდვააა….’’

__ ,,მე არ შემიძლია რაიმე არსებითი გითხრათ, რადგან ბუნებით არ გახლავართ შემოქმედი ადამიანი; მე შემიძლია რაღაც ნაწილები შევკრიბო, გადავაადგილო, მაგრამ მე არასდროს შემძლებია რაღაც ახლის თქმა ან გამოგონება. ამიტომ შემოქმედების შესახებ პირადი გაგება არ გამაჩნია.მაგრამ თუ იმ მაგალითს ავირებთ, რომელსაც თქვენ იძლევით , მე მეჩვენება , რომ ტოლსტოიმ თავის თავში ხელოვანი მოკლა, რადგან გადაწყვიტა მოაზროვნე გამხდარიყო, ის ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი იყო.სილამაზის საშუალებით მის წინაშე საგნების სიღრმე იშლებოდა; როცა მან ფიქრი ხედვიდან განყენებულად დაიწყო, დარჩა ძალიან უფერული გონება, კოლოსალური სიამაყით და საკუთარ თავზე წარმოდგენით_ და დიდი ხელოვანიდან რაღაც ძლიან უბადრუკი რამ გამოვიდა. შეიძლება ეს სულ მთლად ასეც არ არის, მაგრამ ესაა ჩემი რეაქცია ტოლსტოიზე. გოგოლმა, ვფიქრობ სხვა ადამიანების გავლენით და შინაგანი ცხოვრების საკუთარი სვლით , შექმნა დაპირისპირება იქ, სადაც შეიძლებოდა არც ყოფილიყო. ანუ სწორედ ის დაპირისპირება, რომლის შესახებაც ბლოკი წერდა, გოგოლმა უკიდურესობამდე მიიყვანა: ან_ან. მან საკუთარი თვი, როგორც ხელოვანი, უარყო, რომ არსებითად იგივე ეკეთებინა , რაც ტოლსტოის, იმიტომ ,რომ წერა დაიწყო სულიერზე შთაგონების გარეშე. და მისი ლიტურგიის კომენტარები _ დათაფლული, მწირი და დიკანკის საღამოებზე განუზომლად უარესია…. რაც შეეხება, ბლოკის სიტყვებს, მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც ხელოვნურიდაპირისპირებაა, რადგან დედამიწის ხმები აუცილებლად როდი უპირისპირდება ზეცის ხმაურს . ის რაც დედამიწის ხმებში გვესმის, რაღაც სხვა რამის გამოხატულებაა_ ხშირად დამახინჯებული, შეზღუდული. ყველაფერი, რაც დედამიწაზე მოჩანს_ უფლის ქმნილებაა; ყველაფერი , რასაც ვხედავთ , უფლის ხელითააა შექმნილი, და ჩვენ რომ თვალხილულნი ვიყოთ, დავინახავდით არამარტო სქელ, გაუმჭვირვალე ფორმას, არამედ სხვა რაღაცასაც. არის წმ.მიტროპოლიტ ფილარეტ მოსკოველის შესანიშნავი საშობაო ქადაგება, სადაც ის ამბობს: ჩვენ რომ ხედვა შეგვეძლოს, ყოველ საგანზე, ყოველ ადამიანზე , ყველაფერზე _ მადლის ხატებას დავინახავდით; და თუ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ , მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ბრმანი _ და არა იმიტომ, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვცხოვრობთ დაცემულ, დამახინჯებულ სამყაროში, სადაც ყველაფერი ორაზროვანია; ყოველი საგანი შეიძლება ზეშთაგონება იყოს და – კერპი და სიცრუე გახდეს. ისეთი ცნებებიც კი, როგორიცაა სიმართლე, ჭეშმარიტება, შეიძლება ზეშთაგონება იყოს, ან პირიქით, შეიძლება თვითონ ის საგანი გაყინოს , რომლის გამოხატვაც სურთ. ამიტომ ყველაფერს ან ხელოვანის, ან წმიდანის თვალით უნდა უყურო; სხვა გამოსვალი არ არის…. რამდენიმე წლის წინ ინგლისში ჩავიდა მეცნიერი, რომელიც ეკოლოგიას მისდევდა; ეკოლოგია მაშინ ჩასახვის პერიოდში იყო. ის ცდილობდა მოეძებნა მიზეზი, თუ რატომ ექცევიან ადამიანები ასე ველურად გარემოს. ის მოგზაურობდა ორი კითხვით. დაგიდგამდათ მიკროფონს და გთხოვდათ: თუ სეიძლება დაუფიქრებლად მიპასუხეთ ჯერ ერთ კითხვაზე, მერე შეისვენეთ, სული მოითქვით და _ მეორეზე. პირველი კითხვა : ,,რა არის დუმილი?’’ მეორე კითხვა : ,, რა არის ხე?’’ რა ვუპასუხე პირველ კითხვაზე მნიშვნელოვანი არ არის , როგორც მღვდლებს სჩვევიათ , მთელი სიტყვა წარმოვთქვი. შემდეგ საქმე ხემდე მივიდა, მე კი სწორედ ახალჩამოსული ვიყავი ამერიკიდან და იქ მიწის და ბუნების სიძლიერემ გამაოცა: რა სიცოცხლის ძალა აქვს მიწას, რომ ასეთი ძალით შეუძლია აბარტყოს სიცოცხლე ხეების, ბალახის, ბუნებრივი მყოფობით სავსე უზარმაზარი სივრცეების სახით. და როცა მან დამისვა კითხვა, ხე რა არისო, ვუთხარი , რომ ჩემთვის ხე _ დედამიწის ძალის გამოხატულებაა. შემდეგ დაინტერესებულმა სხვებს დავუწყე გამოკითხვა. ვკითხე ერთ ჩვენ მრევლს_ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც სახეგაბრწყინებულმა მომიგო: ,,ხე _ ეს პოეზიაა!’’ შემდეგ ღვთისმეტყველების სუნივერსიტეტო განათლების მქონე ახალგაზრდა კაცს ვკითხე, მან მიპასუხა: ,,ხე _ სამშენებლო მასალა! ’’ ესეც ორი უკიდურესობა! ერთსა და იმავე ცნებაზე შეიძლება ავაშენოთ სამყარო, გულისხმიერებით, სილამაზით, სიცოცხლით სავსე, ან მაგიდები და სკამები და სხვა არაფერი, მკვდარი საგანი.! ის ვერაფერს ხედავდა ხეში გარდა იმისა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა მისგან; როგორც დიკენსის გმირი, რომელიც უყურებდა ცხვრის ფარას და ამბობდა: მოარული მწვადები… სხვას ვერაფერს ხედავდა; ცოცხალ არსებებში მხოლოდ ხორცს ხედავდა, რომლითაც მუცელს ამოიყორავდა. ამ უკიდურესობამდე მიუსვლელადაც , ადამიანი ყოველთვის ვერ ხედავს საგნებს წმიდანის თვალით , ისე როგორც ღმერთი ხედავს. ან ხელოვანის თვალით, რომელიც შეიცნობს კეთილსაც და ბოროტსაც. აქ, მე ვფიქრობ , ხელოვანის პასუხისმგებლობაცაა: ის შეიძლება ხედავდეს საგანს , ხედავდეს სიმახინჯეს, ცოდვას, ბოროტებას, შეუძლია ისინი გამოხატოს _ და ეს იქნება დადებითი მნიშვნელობის სიმართლე ან _ პორნოგრაფია… და ყოველთვის არ იცი რა იქნება, რადგან ყველაფერი მოცემულ ადამიანზეა დამოკიდებული. მსოფლიო ლიტერატურაში არის მთელი რიგი შემზარავი სახეებისა, მაგრამ ისეა ნაჩვენები, რომ შენთვის გაკვეთილი იყოს:იცოდე! სხვები კი ისეა ნაჩვენები, რომ ფიქრობ:მაგარია! აფსუს, თაღლითობა, უსინდისობა და ა.შ. არ მომდგამს,თორემ მეც მდიდარი და ცნობილი კაცი ვიქნებოდი! აი, აქ არის ხელოვანის ზეშთაგონების საკითხი: ერთი მხრივ, ის, რასაც ის ხედავს, და მეორე მხრივ _ მისი ზნეობრივი ხარისხის საკითხი, რადგანაც, ხელოვანის თვალსაზრისით , შეიძლება ხედავდე ერთსაც და მეორესაც, ისევე , როგორც ღმერთის თვალსაზრისით , შეიძლება ხედავდე მადლის ნათებას და _ცოდვის საშინელებას. მაგრამ ხელოვანს ხშირად არ შეუძლია ამ განსხვავების გაკეთება, რადგან ეს მისი როლი არ არის, _ სხვანაირად ის ტოლსტოი გახდება : ის ილაპარაკებს ცოდვაზე იქ, სადაც სილამაზეზე უნდა ილაპარაკოს. ეს ორი სხვადასხვა მოწოდებაა, რომლებიც, ისევე, როგორც ყველაფერი ამ ცხოვრებაში, მადლის შთაგონებით შეიძლება იყოს დალოცვილი ან არ იყოს…. მაგრამ ასევე სულიერი ცხოვრებას შეიძლება შემობრუნდეს ეშმაკის სახით: ამას ჩვენ ზოგჯერ სექტებში ვხედავთ…. აი, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია….

/რუსა/

Link to post
Share on other sites

"როგორ არის წარმოდგენილი ეკლესიურ სწავლებაში ოთხგანზომილებიანი სივრცე და დრო და რა წერია ნათლობის ლოცვაში ნივთიერების მეოთხე განზომილების შესახებ, რომელიც თანამედროვე ფიზიკამ მხოლოდ 1932 წელს დააფიქსირა"

 

დეკანოზი, მამა ზაქარია ძინძიბაძე, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, სხვადასხვა გამოგონების ავტორი და არაერთი ლიცენზიის მფლობელია. მართალია, ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი მაინცდამაინც არ უყვარს, მაგრამ, ინტერვიუს ჩაწერისას ბევრ ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს შეეხო, როგორიც არის: საქართველოში ბიოგაზისა და ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მიღება, მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება, ცუნამისა და ტორნადოს შეჩერება და კატასტროფების თავიდან აცილება.

 

მამა ზაქარია (ძინძიბაძე): ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი ვარ, ვმუშაობდი ბირთვული ფიზიკის კათედრაზე, ასევე იზოტოპების ინსტიტუტში. ისეთ პერიოდში ვცხოვრობდით, მაშინ ფიზიკა, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მაღალ დონეზე იყო, ამ კუთხით საბჭოთა ხელისუფლება სერიოზულ დაფინანსებას გამოყოფდა. პირდაპირ გეტყვით – ფიზიკით გავხდი მორწმუნე, ფიზიკით შევიმეცნე ღმერთი. ზოგი ფიზიკით ხდება მორწმუნე, ზოგი – ხატვით, ზოგი – მუსიკით, ეს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გზაა. თუმცა‚ ამით არ დავკმაყოფილებულვარ, ისეთი საინტერესო მოვლენები აღმოვაჩინე ბიბლიაში, რაც თანამედროვე მეცნიერებამ არ იცის და, შემდეგ‚ როგორც ფიზიკოსმა‚ შევისწავლე. თუნდაც, როგორ არის მოწყობილი მართლმადიდებლური კოსმოლოგია. საოცარი რაღაცეებია... დღეს მეცნიერება იცნობს ოთხ ურთიერთობას: გრავიტაციულს, ბირთვულს, ქიმიურსა და მსუბუქს, ბიბლიაში კი 9 წერია, რომელთაგან ხუთი არ ვიცით, რა არის. გაცილებით უკეთ არის წარმოჩენილი ეკლესიურ სწავლებაში ოთხგანზომილებიანი სივრცე, დრო, ვიდრე თანამედროვე ფიზიკაში. მემბრანის თეორიაც კი არის, რომელიც მიღწევებისა და აღმოჩენების ბოლო თეორიად მიიჩნევა. ასევე‚ სამყაროს ისეთ საინტერესო ობიექტებზეა საუბარი, როგორიც არის ნისლეულები, გალაქტიკები და მათ შორის‚ შავი ხვრელები, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, ნათლობის ლოცვაში არის ასეთი ადგილი: „ოთხითა ნივთითა და ოთხითა ჟამითა შეამკე სამყარო“. გასაგებია, რომ „ოთხი ჟამი” – ეს არის წელიწადის ოთხი დრო, მაგრამ ოთხი ნივთი რა არის? ეს არის: მყარი, თხევადი, გაზი და – მეოთხე?! მხოლოდ 1932 წელს დაფიქსირდა ნივთიერების მეოთხე მდგომარეობა – პლაზმური, მანამდე, უბრალოდ, ცეცხლად მიიჩნევდნენ. წარმოიდგინეთ‚ ეს წერია პირველ საუკუნეში, ნათლობის ლოცვაში. კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ წერია ბიბლიაში, იქ, ასევე, საუბარია არა სამგანზომილებიან, არამედ, მრავალგანზომილებიან სამყაროზე, რომელიც სრულიად სხვა სამყაროში გვახედებს. დღეს თითოეულ ადამიანს რომ ჰკითხო, რა არის სიყვარული, მეგობრობა, თავისუფლება, ყველა თავისებურად ახსნის, რაც არასწორია. ქრისტეს უდიდესი გამარჯვება, მისი ამქვეყნად მოსვლის არსი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მან სამყაროს ერთიანი ხედვა შექმნა. მხოლოდ 1961 წელს შეიქმნა „სი სისტემა“ – ეს არის მასის, სიგრძისა და დროის ერთეულთა ერთიანი ინტერნაციონალური სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე გახდა. მეცნიერება თავის დროზე მიხვდა, რომ საჭირო იყო მათი ერთ ერთეულში გადაყვანა. ადამიანი შედგება სხეულისგან, სულისგან, სამშვინველისგან. თითოეულ მათგანს კი აქვს თავისი ერთეულები, განზომილებები, კატეგორიები. დღეს‚ როდესაც გვინდა, თავისუფლები ვიყოთ, წარმოდგენა არ გვაქვს იმაზე‚ თუ რა არის თავისუფლება. პირადად მე ყველაზე თავისუფალ ადამიანებად მიმაჩნდნენ მესვეტე მამები და შიო მღვიმელი, რომელიც პატარა ორმოში იჯდა. თავისუფლება სულიერი კატეგორიაა და არა ფიზიკური. ჩვენ კი მას ფიზიკურ კატეგორიაში ვეძებთ, ამიტომაც ვერასდროს ვიპოვით იქ. როდესაც ვამბობთ, რომ ერთნი უნდა ვიყოთ ქრისტეში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი და იგივე წარმოდგენა უნდა გვქონდეს ფუნდამენტურ განმარტებებზე, მაშინ ყველაფერი ერთნაირი იქნება და არ გვექნება ერთსა და იმავე რაღაცეებზე დავა.

 

მარტივი გზით მიღებული ულევი ელექტროენერგია, ბიოგაზები

ფიზიკისთვის არ დამინებებია თავი, დღემდე ვარ ჩართული და ბევრ რამეზე საავტორო უფლებებიც მივიღე. ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ადამიანი გაცილებით ბედნიერი იყოს, ვიდრე ის დღეს არის. ყველაფერი‚ რაც სამყაროში არსებობს, არის ღვთის მიერ ადამიანის საკეთილდღეოდ შექმნილი, ამიტომ, სწორად უნდა გამოვიყენოთ. ბევრი რამის უფრო კარგად გაკეთებაა საჭირო, მაგრამ მე ამის პირობები და საშუალებები არ მაქვს და, ამიტომ, ვაკეთებ იმას‚ რის საშუალებაც მაქვს. სამწუხაროდ‚ ლაბორატორია არ მაქვს, მაგრამ, მომავალში ვაპირებ გაკეთებას. ჩემი სპეციალობა არის ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკა. კარგია, ქაღალდზე წერო, მაგრამ, თუ განახორციელებ – უკეთესია. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ამოვხსენი „მაქსველის დემონია“. დღეს‚ როდესაც ენერგიის მიღებაზე ვსაუბრობთ, იმდენი ენერგია გვაქვს, რომ, არ ვიცით‚ სად წავიღოთ, მაგრამ, ამას ვერ ვიყენებთ, რაც გულდასაწყვეტია. სითბური, მზის, ელექტროენერგიის მისაღებად ბევრი ალტერნატიული საშუალების გამოყენებაა შესაძლებელი. საქართველო მდებარეობს მიწისძვრის რეგიონში, აქ დიდი კაშხლების მშენებლობა არ შეიძლება სამი რამის გამო: ერთი – შეიძლება‚ მიწისძვრამ გამოიწვიოს ამ კაშხლების ნგრევა და, მეორე – შეიძლება‚ ნგრევა არ გამოიწვიოს, მაგრამ, იტალიაში მოხდა ასეთი რამ: მთა მოწყდა, წყალსაცავში ჩავარდა, წყალი კაშხლის ზემოდან გადმოვიდა და რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ის წყალსაცავები ძალიან მალე მოისილება და ირღვევა; მესამე – წყალსაცავების აშენების გამო ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე: ბუნება და მდინარის თევზები უკვე გადაიკეტა. საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ თართის, ანუ „ასეტრინის” სამშობლო საქართველო იყო და ეს თევზი ქვირითობდა ლიახვსა და არაგვში. მაგრამ, მინგეჩაურის, ზაჰესის, ორთაჭალის წყალსაცავებმა, სხვადასხვა ჰესებმა მათ საქართველოში ამოსვლის საშუალება მოუსპეს და თევზი გაქრა. ამ დროს, შეიძლება, ისე მივიღოთ ენერგია, რომ არც კაშხლები და არც დიდი, ძვირად ღირებული ნაგებობები არ ავაშენოთ, მაგრამ, იმავე რაოდენობის ენერგია მივიღოთ. პრინციპს ვიტყვი: ყველა ქალაქთან, სოფელთან, დასახლებულ ადგილებში, გადის მდინარე, რომლებიც მთის მდინარეებია და დაახლოებით 100 მეტრში 5-6 მეტრი სიმაღლიდან ვარდნა აქვს. შეგვიძლია, ყველა სოფელს თავისი ელექტროსადგური ჰქონდეს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს უფრო შრომის ორგანიზებაა, ტექნიკური თვალსაზრისით ახალს არაფერს ვამბობ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო მდინარის გადაკეტვა და კაშხლის აშენება. უბრალოდ‚ ბეტონი დაგვჭირდება იმდენი, რამდენიც გენერატორის დასაყენებლად იქნება საჭირო. თვითღირებულება იქნება მინიმალური, ასევე შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება. მზე ათბობს წყალს, ჩვენ იქიდან ამოვიღებთ მაღალი ენერგიის ცხელ ნაწილს, რითიც შესაძლებელი გახდება სახლის გათბობა და შეიძლება, ამ მეთოდის გამოყენებით ფიზიკაში ახალი დარგიც შემოვიდეს. წარმოიდგინეთ‚ ზამთარში გარეთ არის 10 გრადუსი სიცივე ან ნული გრადუსი. სიცივიდან შეგვიძლია ავიღოთ სითბო და სახლი გავათბოთ, ამისთვის კი ცოდნაა საჭირო და, შემდეგ – ცოდნის სწორად გამოყენება. ჩვენ გვინდა, გამზადებული გაზი ამოვიდეს მიწიდან, მერე ცეცხლი დავანთოთ და ასე შემდეგ. გაზის მიღება რომ შეიძლება და, თანაც, რამდენიც გვინდა, ამას რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას? ბიოგაზი ხომ არსებობს?! მაგალითად‚ თუ სოფელში ერთ ოჯახს ექნება 5 კუბმეტრი მოცულობის აუზი, იქიდან შეგვიძლია ყოველდღე მივიღოთ 8-10 კუბმეტრი გაზი, რომელიც ნებისმიერ ოჯახს გასათბობად და ყველაფრისთვის ეყოფა. რატომ არ შეიძლება, გავაკეთოთ 100 მეტრი მოცულობის აუზი? ხომ შეიძლება სტადიონისხელა შენობები ავაშენოთ, უფრო მეტ ბიოგაზს არ მივიღებთ?! საქართველოს დაახლოებით 100-200 მილიონი კუბმეტრი გაზი სჭირდება. ერთი მილიონი კუბმეტრი მოცულობის აუზიდან დაახლოებით 5 მილიონ კუბმეტრ გაზს მივიღებთ ყოველდღე. ერთი მილიონი ბიოგაზი რომ მივიღოთ ყოველდღე, საქართველო უკვე უზრუნველყოფილი იქნება გაზით. თან‚ ერთხელ ააშენებ და მერე უკვე მოდის და მოდის გაზი...

 

მიწისძვრის ზუსტი პროგნოზირება

და საშუალება, რომლითაც ცუნამისა და ტორნადოს თავიდან აცილება შეიძლება

სტუდენტობის დროს ძველ, 30-იანი წლების ჟურნალში აღმოვაჩინე საინტერესო რამ. ჩვენ ვიცით, რომ ზღვა მიიქცევა და მოიქცევა, წყლის დონე აიწევს და დაიწევს. შავ ზღვაზე ეს არ ჩანს, იმდენად მცირეა‚ ჩაკეტილი ზღვაა, მაგრამ, ოკეანის სანაპიროზე კარგად ჩანს. ხანდახან მოქცევის სიმაღლე 8-10 მეტრს აღწევს, ეს კი დამოკიდებულია მთვარის ფაზებზე და მზის ურთიერთობაზე. ფრანგმა მეცნიერმა ფრედერიკო ჟოლიო კიურიმ 30-იან წლებში გაზომა და, აღმოჩნდა, რომ წყალთან ერთად მიწაც ამოექცევა – აიწევს და დაიწევს ყოველ 6 საათში ერთხელ. ეს აწევა და დაწევა‚ თურმე‚ 30 სანტიმეტრია, მაგრამ, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, რადგან მასთან ერთად ავდივართ და ჩავდივართ. წარმოიდგინეთ‚ რომ წყალზე არის ყინულის ნატეხები; ერთ მხარეზე რომ დაარტყამ ხელს, ტალღები წავა და ეს ყინულები ერთმანეთს დაეჯახება. სწორედ‚ ასეთი მოძრაობა ახასიათებს დედამიწის ქერქს. დავაკვირდი და ვნახე, რომ თბილისში რამდენიმე ადგილას მიწა ყოველდღიურად მოძრაობს. თუ ამ მონაცემებიდან გადაუხვევს, – ან უფრო მაღლა ავა, ან – გაჩერდება, ესე იგი‚ ქვეშ რაღაც დაძაბულობა მოხდა, ადრე თუ გვიან ამას ვეღარ გაუძლებს, უნდა განიმუხტოს და მოხდება მიწისძვრა. აქ მხოლოდ სტატისტიკის გამოთვლაა საჭირო. როდესაც ცუნამის დროს მოდის დიდი ტალღა, ჩვენ შეგვიძლია, ის დავშალოთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ტალღებად და აღარ მოვა ნაპირამდე. როგორ? ათასნაირი მეთოდებია ამისთვის. მოდის ტალღა, მას ვესროლე ქვემეხიდან და ავაფეთქე. რა მოუვა? დაიშლება ნაწილებად; მაგრამ, სად უნდა მოარტყა – ის ზუსტი წერტილები უნდა იცოდე, ამას კი გათვლა სჭირდება. ის ხომ ხმელეთის სანაპიროზე კი არ წარმოიქმნება, არამედ, ზღვაში, ოკეანეში, ასეულ, ათასეულ კილომეტრზე და სანამ მოუახლოვდება, შეიძლება დაიშალოს და მაქსიმალურად იქნეს აცილებული კატასტროფა. ასევე შეიძლება ტორნადოს შემთხვევაშიც. ხშირად არასწორი შეფასებები გვაქვს ბევრი რამის მიმართ. ვუყურებთ ტორნადოს – ქარბორბალა ტრიალებს, თან, ისე ჩქარა, რომ ყველაფერს ანგრევს. ისე ჩქარა ტრიალებს, რომ შიგნით ვაკუუმი წამოიქმნება და, თუ ვაკუუმი წარმოიქმნება, მაშინ რაღა ანგრევს?! ესე იგი, ჩვენ ტორნადოს არასწორად ვაფასებთ, ამ დროს სულ სხვა ძალები მოქმედებს, დამანგრეველი და, ამის აცილება‚ თურმე‚ შესაძლებელია. ეს არის ლორენცის ძალა, კოსმოსური სხივების ნაკადი, რომელიც წარმოქმნის ვეებერთელა მუხტს და ანგრევს და გადააადგილებს ყველაფერს. ტყეში არ ხდება ტორნადოები, რადგან იქ ელექტონული ველი სულ სხვანაირია. თუ ჩვენ დასახლებულ პუნქტში, სადაც ტორნადოს საშიშროება შეიძლება იყოს‚ გავაკეთებთ დიდ რკინის ანძებს, ის განმუხტავს მას და საშიშროებაც აღარ გვექნება.

იყო ერთი პერიოდი, როდესაც მედიცინით დავინტერესდი – ჯერ ხალხურით, შემდეგ ჩინურით. ასევე‚ დავინტერესდით, ადამიანის – როგორც ფიზიკური სისტემით, აქ კიდევ სულ სხვა რაღაცეები გამოჩნდა. თურმე, მიწის პოტენციალი არის ნული ვოლტი, ყოველ ერთ მეტრ სიმაღლეზე კი 100 ვოლტი ემატება. ადამიანი მიწის ზედაპირზე დაახლოებით 200 ვოლტის გრადიენტში არსებობს და ცხოვრობს. მაგრამ‚ თუ ჩვენ ავალთ მეათე სართულზე, 30 მეტრზე უკვე 3 000 ვოლტი იქნება, რაც‚ ცხადია‚ მოქმედებს ქიმიურ პროცესებზე, ის კი‚ თავისთავად‚ ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია PH სისტემაზე, ანუ მჟავე-ტუტიანობის წონასწორობაზე. როდესაც ეს წონასწორობა ირღვევა‚ მაშინვე ჩნდება ავადმყოფობა. როცა ადამიანი მიწაზე ფეხშიშველი დადის, სიამოვნებს, თითქოს მუხტი გადის მისგან, რადგან, თანამედროვე ფეხსაცმელი იზოლატორისგან, პლასტმასებისგან მზადდება და, ის მუხტი, რომელიც ორგანიზმში გროვდება – მეტი ან ნაკლები რაოდენობით, ანგრევს ორგანიზმის ჯანმრთელობას. კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა შარდი, რომელიც მხოლოდ გამონაყოფი ნივთიერება კი არ არის, არამედ, არაჩვეულებრივი ელექტროგამტარია, თითქმის ლითონის გამტარობას უახლოვდება. როდესაც ადამიანი მიწაზე შარდავს, ის ზედმეტი მუხტი გაცილებით ადვილად გამოდის ორგანიზმიდან, ან – შედის და წონასწორობა აღდგება. ჩვენ არასწორად ვცხოვრობთ, განსაკუთრებით კი, არასწორად ვიკვებებით, რაც იწვევს ადამიანის ორგანიზმის წონასწორობის დარღვევას, ასევე‚ ირღვევა ფსიქო-ფიზიოლოგიური წონასწორობები. ნებისმიერი დაავადება შეიძლება განიკურნოს‚ თუ სწორად იქნება ნამკურნალევი, ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. საკმეველზე დამემართა ალერგია, როდესაც გამოუცდელი მღვდელი ვიყავი – მსიამოვნებდა და ბევრს ვყრიდი ცეცხლზე, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და, იმ მდგომარეობამდე მივედი, რომ ყნოსვის უნარიც დავკარგე. თავიდან არ ვიცოდი, რაში იყო საქმე. იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მკურნალობა დამჭირდა, რამაც თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. ბოლოს საკუთარ თავზე ჩავატარე ექსპერიმენტი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ალერგია საერთოდ არ არსებობს, ეს არის თირკმელების სისუსტე, რომელსაც თავისი ხარისხი აქვს: არის ნორმალური, საშუალო და ძალიან რთული. როდესაც ადამიანი დიალიზზე „ზის”, ამ დროს ორგანიზმი ვერ გამოყოფს ალერგენებს და ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით რჩება. საკუთარ თავზე ჩავიტარე მკურნალობა და შედეგი გამოიღო, უბრალოდ‚ ამას არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი. ერთადერთი‚ რაც ადამიანს სძვრება, ეს კბილებია. ღმერთს დაენანა თუ რა ხდება? რა თქმა უნდა‚ არ დაენანა, უბრალოდ‚ გვეუბნება, რომ ასაკში ბევრი არ უნდა ვჭამოთ, რადგან, ენერგიას ვეღარ ვხარჯავთ, გამოყოფაც ნაკლებად ხდება და ეს ათას დარღვევას იწვევს, თორემ‚ თუ თანამედროვე მდგომარეობას, მიღწევებს, ცოდნას გამოვიყენებთ‚ თანამედროვე ადამიანს შეუძლია, 500 წლამდე იცოცხლოს...

/2012-06-25

ნათია უტიაშვილი /

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...