Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე

Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

მჩაგვრელი მსხვერპლნი

„საშუალო“ანტონიმის გარეშე

როდესაც ცალკეული ადამიანის ბედი კოლექტიურ ბედისწერად იქცევა,როდესაც პიროვნულის ნებისმიერი გამოვლინებ ქრება და ყველა საერთო განსაცდელის რეჟიმში ცხოვრობს ,მაშინ ისტორია ინდივიდუალურს მასობრივად აქცევს.ამ დროს ადამიანთა შეცნობა უფრო ადვილია , ვიდრე კონკრეტული ადამიანის.მაშინ ძნელია დაადგინო საკუთარი მიმართებები დანარჩენებთან,მითუმეტეს რომ ეგოისტური განცდები განცდათა სათავეშია და საკუთარ მეს ისე ღრღნის ,როგორც თაგვი ნადავლს.მოვლენათა მიუკერძოებელ შეფასებას ვერ მოისმენ, არა იმიტომ რომ მას სუბიექტივიზმით დაღდასმული ავტორები თხზავენ და აფასებენ,არამედ თავად სამყაროა სუბიექტური.ან იქნებ ჩვენ არ ვართ ,მზად ბოლომდე გაცნობიერებული სიმართლე მოვისმინოთ და შემდეგ მივიღოთ.არადა ეს სიმართლეც ხომ პირობითია..ისევე ,როგორც პრობითია ჩვენი დამოკიდებულებები „რაღაცის“ ან „ვიღაცის“ მიმართ.ძირითადში ამ დამოკიდებულებას „ნდობა“ განსაზღვრავს.მაგრამ ამ ნდობასაც ნუ ჩავეჭიდებით,როცა „რელურობა“ ხშირად მეტს ითხოვს. წარმოიდგინეთ, ის ვინც ყოველთვის მსხვერპლის პოზას ირგებს და ის ვინც ცდილობს ,მჩაგვრელის როლი მოიხდინოს.ერთი შეხედვით ამ ორს საერთო არაფრი აქვს,გარდა ერთისა ერთმანეთზე იმ დონემდე დამოკიდებულება,რომ ერთი მეორის გარეშე ვერ იქნებოდა მსხვრეპლი ან მჩაგვრელი.ეს თვითდამოკიდებულება. მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერსო მიმართება. როცა გინდა იყო მსხვერპლი ე.ი არ იღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობს და ყოველთვის იგონებ მტერს ,რათა მას მიაწერო წარუმატებლობა,ჩაგრულობა. ხოლო როცა მჩგვრელი ხარ პასუხიმგებლობას კი არ გაურბიხარ პირიქით ,ჩაგრავ იმიტომ რომ სხვამ არ დაგასწროს ,თვდაცვის პოზაში მყოფი ამაოდ ელოდები იმას ვისაც შუეუძლია შენი დაზარალება,ამიტომ დროსაც და მასაც უსწრებ და იწყება შენი ყოფის ახალი „პასუხისმგებლობა“ და ამ „პასუხისმგებლობას“ სკუთარ თავზე ზრუნვა ქვია.ყოველივეს იმით ამართლებ ,რომ ეს ცხოვრების მგლური კანონია.არადა ამ დროს ილუზიებთან ჭიდილში მეტ დრო ხარჯავ.არადა მსხვერპლისა და მჩაგვერელის არსებობა მხოლოდ ერთ იდეას ამრთლებს ,რომ სამყარო დაპირისპირებულთა ერთიანობა. არად მათი არსებობა რწმენა იმისა ,რომ ბუნებაში მხოლოდ კეთილი და ბოროტი არსებობს,რომ ანტონიმები ყველაზე რეალისტურად აღწერს სამყაროს.მაგალითად დაბალი–მაღლი,მაგრამ ყველას ავიწყდება რომ არის საშუალო,“საშუალო“ რატომღაც ანტონიმის გარეშე დატოვეს . შეიძლება ამიტომაცა ,რომ ადამინთა ბედისწერა დროსა და სივრცეში კოლექტიურ ბედისწერად იქცევა,შეიძლება ამიტომაცა ,რომ თამშში ყაიმი დროებითი „დასასრულია“,რადაგან ყაიმი მხოლოდ მომდევნო ბრძოლის დაწყების მომსაწავებლია,დრობითი შესვენების და ძალების უკეთ გადანაწილების მცდელობაა.ის არც შედეგი და არც განაჩენია, არამედ პროცესია მსხვერპლსა და მჩაგვრელს შორის.როცა ვსაუბრობთ შესაძლებელზე ,თავისთავად მის მიღმა შეუძლებელიც იგულისხმება,როგორც წინა პირობა მსხვერპლისა და მჩაგვრელის არესობისა.არსებობისა ,რომელსაც თავა ირჩევ იყო მსხვერპი თუ პირიქით..არადა რატომღაც „საშულო“ ანტონიმის გარეშე მეტად სასარეგებლოა…:)

post-5-0-01097200-1364998608_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

„საშულო“ ანტონიმის გარეშე მეტად სასარეგებლოა.

ზომიერი მოთხოვნა და დამოკიდებულება ყველაფერისადმი.

Link to post
Share on other sites

post-30-0-98314600-1364999924_thumb.jpg

კარუსელი (შ.ნიშნიანიძე)

ბავშვობაში განა ვისმე დარჩა განუცდელი

კარუსელი,კარუსელი, დიახ, კარუსელი.

ზოგს ხომალდი იტაცებდა, ზოგს კი--ტახტრევანი,

კუზიანი კვიცი იყო ჩემი არჩევანი.

რა თმქა უნდა,

კარუსელს ჰგავს წუთისოფლის ბრუნვაც,

ვისთვის მხოლოდ გართობაა, ვისთვის ცდა და ზრუნვა.

მაგრამ ბრუნვა წუთისოფლის არის აუხსნელი

კარუსელი, კარუსელი, დიახ, კარუსელი!

ვინ სიჩქარეს შეეწირა და გაექცა საჭე,

ვერ გაექცა, ვერ დაუსხლტა ბედისწერის სასჯელს,

ვის თვალები აუჭრელდა, უზანგს დაეკიდა,

ვინ ცხენიდან ჩამოვარდა და ვინ ტახტრევნიდან.

ზოგი შერჩა დავიწყებას, ზოგი ავანსცენას,

ზოგი ითქმის ფოთოლცვენად,

ზოგიც--ვარსკვლათცვენად.

და ტრიალებს კარუსელი, დროის კარუსელი,

წაღმა ბრუნავს თუ უკუღმა --ბევრმა გავუძელით.

ბრუნავს, ბრუნავს დედამიწა,

ბრუნავს, ბრუნავს, ბრუნავს,

ვარსკვლავების კარუსელი კვეთს კოსმიურ ბურანს.

ასეთია წუთისოფლის უცნაური სრბოლა,

ვისთვის მხოლოდ გართობაა, ვისთვის მხოლოდ ბრძოლა,

ასეთია ეს საწუთრო, ჯერაც აუხსნელი,

კარუსელი, კარუსელი, დიახ, კარუსელი!

Link to post
Share on other sites

ზედა ორი რუბენასია მარა ქვედა უსირცხვილოები ვერ ვიცანი ვერცერთი :scratchchin:

ხელოვნება ძალიან მიყვარს ყველანაირი მაგრამ ფოტოგრაფია პიტერ პაულ რუბენსთან ვერასოდეს მივა ახლოსაც კი. :old:

:91::*

ფოტოგრაფიაც ხელოვნებაა ავთო. მართლია ქვედა სურათებს მე ხელოვნებად კი არა სულ სხვა რამედ აღვიქვამ :flirt: მაგრამ მაინც.

Link to post
Share on other sites

იცით, რა გამახსენდა?

-ეს რუბენსია.

-ვა, ჩვენი რუბენასი? მე პატიოსანი ქალი მეგონა და ეს სად ჩამოკიდებულა!

Link to post
Share on other sites

post-30-0-11579400-1365016683_thumb.jpg

post-30-0-07682300-1365016711_thumb.jpg

post-30-0-77909600-1365016728_thumb.jpg

ნანინებო, ნანინებო,

მოეფერეთ ბალღსაო,

როკაპებო, ნუ აყეფებთ

ეზოს თავში ძაღლსაო.

არ დაუფრთხოთ მშვიდი ძილი

ჩემს პაწია ბარტყსაო,

თორემ ისე კაპასია,

დაიცრემლებს ღაწვსაო.

ზედ ვარდები მოიწყენენ,

არ იამენ წყალსაო,

ფერად სიზმრებს გააყოლებს

ველად ნიავ-ქარსაო.

ნანინებო, ნანინებო,

მიეფერეთ ბალღსაო,

სხვისთვის რა ვი,

ჩემთვინა კი –

სუყველაზე კარგსაო.

Link to post
Share on other sites

post-30-0-81160100-1365017056_thumb.jpg

არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა "თეთრ განძად" წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა კაირო. კინოს, მუსიკის, თეატრისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორს, ისტორიკოს გიორგი კალანდიას ნაფისას შესახებ ეგვიპტეში მოგზაურობისას შეუგროვებია ისტორიული ცნობები. საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი თავისი არმიით ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიადგა. ქართველი მამლუქების გმირული წინააღმდეგობით გამძვინვარებულ ფრანგთა ლაშქარს მოჩვენებასავით გადაუდგა წინ ხელაღმართული ულამაზესი ქალი. ამბობენ, მონუსხული იმპერატორი ცხენიდან ჩამოვიდა და ქალს მოკრძალებით ეახლაო. ეგვიპტეში ახლაც სჯერათ, რომ მაშინ ნაპოლეონი ამ უშიშარი ქალბატონის წინაშე თრთოდა და მზად იყო, მისი ყველა განკარგულება შეესრულებინა. ქალი ქართველი იყო, სიყმაწვილეში ტყვეთა ბაზარზე მონად გაყიდული და შემდეგ საკუთარი გონიერებისა და ღირსების წყალობით პატივცემული. ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმს, თეთრ განძსა და მამლუქთა დედას. "კაიროს ე.წ. მკვდართა ქალაქში, უამრავ საფლავს შორის სამი ძალიან ცნობილი პიროვნების უკანასკნელი განსასვენებელია. სამივე ქართველი მამლუქი გახლდათ, სამივე ტყვეთა ბაზარზე ნაყიდი მონა. ალი-ბეი ალ-ქაბირი ეგვიპტის ყველაზე გამოჩენილი ქართველი გამგებელი იყო, ისმაილ-ბეი - ეგვიპტის მამლუქთა ოსმალურ ფრთას მეთაურობდა, იბრაჰიმ ქათხუდას კი ეგვიპტეში განუზომელი სიმდიდრე და გავლენა ჰქონდა. მათი საფლავებიდან ორიოდ ნაბიჯში, უბრალო ხის ჭიშკართან პატარა მავზოლეუმია. სწორედ აქ განისვენებს ქართველი ნაფისა. ოსმალურ-ეგვიპტური წყაროების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ყველა ქალი ჰარამხანისთვის იყო განწირული, ნაფისა არასოდეს ყოფილა ჰარამხანის ჩვეულებრივი ბინადარი. ამბობენ, ტყვეთა ბაზარშივე გაუღიმა ბედმა - გოგონა იმ დროის უცნობილესმა მამლუქმა ალი-ბეი ალ-ქაბირმა იყიდა. ულამაზეს ნაფისას გონებაგამჭრიახობით მალევე გაუთქვამს სახელი. ამიტომაც ალი-ბეის მისთვის თავისუფლება უბოძებია და ცოლად შეურთავს. ეგვიპტის გამგებელი მალევე, ერთ-ერთ ბრძოლაში, მძიმედ დაჭრილა და დაღუპულა. ქვრივს საარაკო სიმდიდრე დარჩენია. ეს ჭკვიანი ქალი მარჯვედ მართავდა ქონებას, დიდ მოგებას ნახულობდა და ქველმოქმედებას ეწეოდა. ცოტა ხანში ნაფისა მეორე ძალიან ცნობილ ქართველ მამლუქს, მურად-ბეის გაჰყოლია ცოლად. განუზომელი სიმდიდრის წყალობით ისინი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ჰქონდათ არაერთი სასახლე, ჰყავდათ სამასი მეომრისგან შემდგარი პირადი ჯარი და ხშირად მართავდნენ წვეულებებს".ეგვიპტელებს ნაფისა გამჭრიახობით და წინასწარჭვრეტით აკვირვებდა. მსოფლიო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ნაფისამ ზუსტად ივარაუდა, რომ ეგვიპტელ ხალხს მძიმე წლები დაუდგებოდა და შესაძლოა ქმრის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დაეკარგა. ამიტომაც ქალმა ქონება დაიმტკიცა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს იყო უნიკალური ფაქტი მუსლიმანურ სახელმწიფოში და ზოგადად აღმოსავლეთში, როცა ქალი, ანუ უუფლებო ადამიანი ოფიციალურად ხდება უზარმაზარი ქონების განმგებელი. ნაფისამ შეიძინა ყველაზე დიდი ქარვასლა და მას მიაშენა თავისი სახელობის მოწყალების სახლი, რომელსაც საბილ ქუთაბი რქმევია. აქ, სხვა მოწყალებასთან ერთად, სასმელ წყალსაც უფასოდ გასცემდნენ. თურმე საკმარისი იყო რკინის ჭიშკარს ვინმე მისდგომოდა და ნაფისასთვის ეხმო, წყალობას მყისვე იღებდა. გიორგი კალანდია: - "2 წლის წინ საბილ ქუთაბს რესტავრაცია ჩაუტარა ისტორიკოსმა რესტავრატორმა აგნესკა დობროვოლსკამ. სწორედ მან მიამბო: "ზუსტად ვერ ვიტყვით, სად დაიბადა ნაფისა, თუმცა, ვიცით, რომ კავკასიელი იყო, ცისფერთვალება, ალბათ ქერათმიანი. ეგვიპტეში ამბობენ, ქართველი იყო, აფხაზეთის მთებში გაზრდილიო. მისი ქართველობის ვერსიას ამტკიცებს ისიც, რომ იგი ასევე ქართველმა ალი-ბეიმ იყიდა ტყვეთა ბაზარზე და თავიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.სრულიად დასაშვებია, რომ ნაფისა ალის ეთნიკური ნიშნით შეერჩია. სახელი ნაფისა, ტრადიციულად, სარწმუნოების შეცვლის შემდეგ დაარქვეს. მისი მეორე სახელი იყო ვიქ აბდალა, ანუ ღვთის მონის ასული. ეს ნიშნავს, რომ მამამისის ვინაობა ეგვიპტეში არ იცოდნენ. მას გარეგნობის გამო "ბაიდა ნაფისას" ეძახდნენ, რაც ეგვიპტურად "თეთრ განძს" ნიშნავს. ის ნამდვილად იყო კაიროს განძი. ისტორიას არ შემორჩა ნაფისას პორტრეტი, თუმცა ეგვიპტელები ვარაუდობენ, რომ იმ ეპოქაში შექმნილი "კავკასიელი ქალის" პორტრეტზე სწორედ "თეთრი განძი" უნდა იყოს გამოსახული". 1798 წელს, როდესაც ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეს მიადგა, იმპერატორმა ლაშქარს მიმართა. მისი სიტყვა ქართველი მამლუქების მიმართ განუზომელი სიძულვილით იყო სავსე. "უკვე მრავალი საუკუნეა, საქართველოდან და აფხაზეთის მთებიდან მოყვანილი მონები მსოფლიოს ამ უმშვენიერეს მხარეს ჩაგრავენ. მამლუქები უსაზღვროდ შორს არიან გონიერებისა და ადამიანური ღირსებებისგან. რა განასხვავებს მათ სხვათაგან, რა აძლევს მათ განსაკუთრებულ უფლებას, ეკუთვნოდეთ მთელი ეგვიპტე და ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ ქვეყანას გააჩნია: მშვენიერი მხლებლები, წმინდასისხლიანი ცხენები და მდიდრული სახლები?.." გიორგი კალანდია: - "ნაპოლეონი აღიარებს, რომ ეგვიპტეს ქართველები მართავენ, აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ადამიანებმა მონის სტატუსიდან შეძლეს ასეთი ამაღლება, ამიტომაც სასაცილოა, როდესაც აცხადებს, - ისინი ბარბაროსები არიანო. მამლუქთა ხელში ეკონომიკურად ძლიერ ეგვიპტეს არაფერი ეტყობოდა ბარბაროსების მიერ მართულისა. ცხადია, ნაპოლეონი შეცდა და ეს დამტკიცდა კაიროს გამარჯვების ჭიშკართან მიახლოებისთანავე, როდესაც მისი უდიდებულესობა სუსტმა, ქართველმა ქალმა ხელის აღმართვით ჩამოაქვეითა ცხენიდან. ნაპოლეონს პირველი გააფთრებული ბრძოლა პირამიდებთან მოუხდა. მამლუქთა 6-ათასიან ცხენოსან ლაშქარს ხელმძღვანელობდა ქართველი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი ქართველი ძმადნაფიცი მურად-ბეი. ბრძოლა უთანასწორო გამოვიდა. იბრაჰიმიც და მურადიც გაიქცნენ. თუმცა, ეს ალბათ უფრო ტაქტიკური უკანდახევა იყო. ვეჭვობ, მამლუქებს ნაფისა შემთხვევით დაეტოვებინათ კაიროში. ესეც დიდი საბრძოლო გეგმის ნაწილი იყო, რომლის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობდა წინასწარჭვრეტის უნარით დაჯილდოებული ჭკვიანი ქალი. ისევ აგნესკას მოვიშველებ: "ნაფისა კარიბჭესთან იდგა და მაოხრებელს მშვიდად ელოდა. მისმა ნაბიჯმა გაამართლა. ქალმა ქალაქი გადაარჩინა. ნაფისას საოცარი გამბედაობა და დიპლომატიური ნიჭი აღმოაჩნდა.მოხიბლულმა ნაპოლეონმა ქალბატონი სასახლეში წვეულებაზე დაპატიჟა და ბრილიანტებით მოოჭვილი სამაჯური უძღვნა. ნაფისა ფრანგებთან პოლიტიკურ თამაშში ჩაება, თუმცა, პარალელურად კონტაქტს არ წყვეტდა ქართველ მეუღლესთან. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ნიშანს უგზავნიდა - ნაფისა აბასიაში საკუთარი სასახლის სახურავიდან, მურადი კი გიზის პირამიდის წვერზე უზარმაზარ ჩირაღდანს ანთებდა. ქართველი ქალის, გამჭრიახობის შედეგად მურადი და მისი მეომრები უკან დაბრუნდნენ და ნაპოლეონს გაურიგდნენ, ამიტომაც ეძახდნენ ნაფისას უმალ მამალიკს, ანუ მამლუქთა დედას".

Link to post
Share on other sites

post-30-0-34854200-1365033669_thumb.jpg

— Ну что вы делаете?

— Ухожу.

— Вы же ищете предлог, чтобы остаться.

— Ищу. Не нахожу.

— А я не могу найти предлог, чтоб вас задержать. Что делать?

post-30-0-02920300-1365033721_thumb.jpg

— Но я же вечно буду мелькать у тебя перед глазами.

— Мелькай. Мне этого очень хочется.

post-30-0-90586300-1365033765_thumb.jpg

Внимание! Родился нежный и лирический тост.

post-30-0-83474000-1365033819_thumb.jpg

— А у меня пожар! У меня жизнь горит!

post-30-0-35302200-1365033874_thumb.jpg

Нельзя быть джентльменом только один вечер. Не стоило и начинать.

post-30-0-89961400-1365033979_thumb.jpg

— Ларису Ивановну хачу.

post-30-0-72398600-1365034042_thumb.jpg

— Я тебе один умный вещь скажу – только ты не обижайся.

post-30-0-73115900-1365034093_thumb.jpg

-- сам выбирай колор, и сам крась!

post-30-0-06394000-1365034134_thumb.jpg

- “Марципан", "Марципан, я - "Сокол". Вошел в зону, прошу условия посадки.

Как слышите, прием.

- "Сокол"! Я "Марципан". Высота по стандарту 1800, ветер 2-3 юго-запад. Посадку разрешаю.

post-30-0-45939600-1365034333_thumb.jpg

ფლორა ხომ პატიოსნების განსახიერებაა და ჯულიეტა მაგაზე უარესი.

post-30-0-21195400-1365034429_thumb.jpg

ერთიც ვნახოთ მოსულიყვნენ ველისციხელები, გოგო მეეყვანათ ერთი ლონდრე, ხელი როგორც კი ჩამოვართვი ეგრევე გავიფიქრე არა თქო...

გოგო მოსატანი მეეტანათ: შავი ლაკი ფეხსაცმელები თავის თეთრი ნასკებითა, ოქროი საათი თავის ოქროის სამაჯურითა, რადიკული გოგო, კასინკაა. ერთი გაფიქრება გავიფიქრე გოგო ამეებ როგორ შეველიო სიმონა შავი თვალების გულისთვნა, არა ის დღე იყო და ის დღე მაყვალ მეორეე დღეს სუყველაფერი გედემეყარა და დამავიწყდა. ის ღამე მეზობლის ვენახის ბოლოს თივის ზივნზე გავატარე, თვინის ზვინის დანახვაზე ეხლაც ჟრუანტელი მივლის.

post-30-0-65925800-1365034501_thumb.jpg

Леди, сеньйора, фрау, мисс, к сожалению ничего не выйдет.

Руссо туристо, облико морале. Ферштейн ?

Link to post
Share on other sites

post-30-0-29737300-1365035976_thumb.jpg

ხალხური ლექსი იტყოდა: მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები ზარის რეკვით შეეგებნენო!

იმასაც იტყოდნენ,ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო,--მარიტა მოდისო!

საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო, დაღლილსაო.

ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილხარ,დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარო!

იესო ქრისტემ კი ხელმანდილი ამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლაც გვერდით ჰყავსო ვარსკვლავადო...

post-30-0-37205300-1365036012_thumb.jpg

––რა ჰქენი, ელიოზ, იპოვე შენი ნატვრის ხე?––შევეკითხებოდი ღიმილით ––ვერა, მაგრამ ვნახავ! ...

post-30-0-96088600-1365036064_thumb.jpg

დაგინახე, შამიყვარდი, დავდნი ღორი ქონივითა! შვილო, შვილო, შე..... ფუი, ეშმაკს!!!:

post-30-0-78443700-1365036139_thumb.jpg

ფუფალ, ფუფალ! ლა-ლა,ლაილააა

Link to post
Share on other sites

post-30-0-62941700-1365042093_thumb.jpg

-ღვინო, როგორც ვარდი, ისე უნდა იდგეს მინაში! წყლის დასხმა როგორ შეიძლება ღვინოზე! ჭიქა არ უნდა შეაჭანჭყარო, რომ ღვინო არ გაფუჭდეს! ყველავინმე გულჭუჭყიანი, აფშრუკული,ძმობის გამტეხი, პურუხვედრი არ არის ღირსი ღვინის სმისა! ღმერთმა ღვინო სალხინოდ მოგვცა, სანადიმოდ, სამეგობროდ, განა ჩხუბისა თუ კაცის კვლისთვის? ღვინო ქართველი კაცის ხმალია! -(ღვინჯუა. გ.ლეონიძე)

post-30-0-66514500-1365042142_thumb.jpg

-ამ ყანწითა და ამ წმინდა ქართული გულით, მინდა გადღეგრძელო, იცოცხლე იმდენი ხანი, ვიდრე კახეთის საწნახელებსა და ქვევრებში ღვინო იწურებოდეს; ვიდრე დედამიწა ისე გაცვდებოდეს, რომ ადამიანის ფეხის სიმძიმეს ვეღარ უძლებდეს; ვიდრე დედამიწაზე წყალი დაშრებოდეს და დედამიწა უწყლოდ იწვებოდეს! ერთს გეტყვი,-როგორც ცას ცისარტყელა ამშვენებს და რამდენი ფერით დედამიწას დაჰყურებს და ახარებს, ისე გემხიარულოს!----(ღვინჯუა. გ. ლეონიძე)

Link to post
Share on other sites

"გამოგიტაცებ ქალავ ბარიდან

აღმით აგავლებ არაგვის ჭალებს,

ვეღარ იხილავ ქალაქს,ქალშავავ

შენს მთელ სიცოცხლეს,ჩემს მთებში გალევ!!!!

ნუ შეგაშინებს ჩემო ქმნილებავ

ჩემი ლამაზი,ამაყი მთები,

მე ჩემს სიყვარულს,აგინთებ ცეცხლად

ერთად გავთბებით ავდარში,თქეშში.....

მთას გასწავლიან ქალის ხელ-საქმეს

ლამაზ ნაჭრელებს მოქარგავ კალთას,

ყოველ საღამოს,ბუხარის გვერძე

მოგეფერები საყვარელ ქალას....

დილას,ზამთარში ხირიმით ხელში

მთას სანადიროდ გავყვები შარას,

ჭიუხვს მიმავალს შენს ქმარს მიყურე

გემშვიდობები ლამაზო ქალავ....."

|ირაკლი არაბული|

Link to post
Share on other sites

ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი

“გფმ”-მა მოაწყო ფართომასშტაბიანი გამოკითხვა “ყველა დროის თორმეტი საუკეთესო ფილმის” გამოსავლენად. ამ გამოკითხვაში სხვადასხვა თაობის კინომცოდნეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ მიერ დასახელდა 12 საუკეთესო ქართული ფილმი.

მიღებული შედეგების მიხედვით პირველ ეტაპზე გადაწყვეტილია გამოიცეს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნი-ალბომი.

წიგნი-ალბომი “ყველა დროის საუკეთესო 12 ქართული ფილმი” ორ ენოვანი იქნება: ქართულ და ინგლისური. მასში შემავალი სტატიები და ფოტო სურათები სრულყოფილად ასახავს ფილმებისა და მათი შემქმნელების ბიოგრაფიულ-ისტორიულ მონაცემებს.

დაგეგმილია ამ ფილმების ჩვენების კვირეულის მოწყობა საქართველოსა და უცხოეთში. ასევე უნდა გამოვუშვათ ფილმები WHS ფორმატის ვიდეოკასეტებზე და ლაზერულ დისკებზე, რაც თავისთავად გულისხმობს ამ ფილმების აღდგენა-რესტავრაციას.

ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილი საჩუქარი იქნება ყველა ქართული კინოს მოყვარულისათვის. ასევე ეს პროექტი აუცილებლად ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული კინოს პოპულარიზაციას.

გამოკვლევის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი:

ყველა დროის 12 საუკეთესო ქართული ფილმი:

."ელისო", რეჟისორი ნ. შენგელაია“ელისო”, რეჟისორი ნ. შენგელაია

1."ელისო", რეჟისორი ნ. შენგელაია“ელისო”, რეჟისორი ნ. შენგელაია

post-5-0-29220400-1365052755_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...