Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

  • 2 months later...
  • 3 months later...

პეტრე კოლხი LIKE.png(Y)
ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმე მოგაქვს. ერთმანეთი არ გადაღალოთ. თუ ბედნიერებას ვერ ინაწილებთ, უბედურებისგანაც თავი შეიკავეთ. არ არის აუცილებელი მოჩვენებითი ურთიერთობები. ზოგადად ურთიერთობა ყველაზე დიდი ხელოვნებაა. ცხადია, ეს ყველას არ შეუძლია. იმისგან ნუ მოითხოვ უმაღლეს მათემატიკას, ვინც არითმეტიკა არ იცის. საერთო ენის გამონახვა არ არის მარტივი. აუცილებლად იპოვნი ისეთს, ვისთანაც ბევრი საუბარი არ დაგჭირდება და დუმილის ენითაც გაუგებთ ერთმანეთს. თუ აქამდე ვერ გიპოვნია, მასთან შეხვედრის წუთები მომავალში გელოდება. ნუ ჩაებღაუჭები მას, ვისთანაც არაფერი გაკავშირებს. არ გინდა სიცრუეში ცხოვრება. ადამიანს ისე არაფერი ამახინჯებს, როგორც ყალბი ბედნიერება!..

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

პარასკევა გილოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს. მშვიდობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეს.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
On 30.06.2021 at 11:27 PM, BROWNING said:

მგონი პარასკევაც გაქრა ამ ფორუმიდან.

FB-ზე კია ხოლმე მაგრამ აქ აღარ შემოდის როგორც ბევრი ჩვენთაგანი ((

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 1 month later...

გილოცავ კატო.🥰

შენს გულს რომ გაუხარდება ისე გეცხოვროს.

შენთან ერთად ყველა კატოს მივულოცავ დღევანდელ დღეს.

პ.ს. ექსკლუზივი მაქვს ყველა ეკატერინესთან, მხოლოდ მე შემიძლია მათ დავუძახო სახელი კატო.🥰

Link to post
Share on other sites
"ქართველი პოეტი , ლიტერატორი და მთარგმენლი – მიხეილ ქვლივიძე (1925-2005) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაბეშტში ყოფნისას (ეს ის პერიოდია როდესაც საბჭოთა კავშირში ათეიზმი ბატონობდა), ბუდაპეშტის ყველაზე დიდი პროტესტანტული ეკლესიის მთავარ მოძღვარს –იმრე შიმონს შეხვდა, რა დროსაც მათ შორის მეტად საინტერესო შინაარსის მქონე დიალოგი გაიმართა ღმერთის შესახებ:
-ღმერთი, ღმერთი!.. სად არის ეგ ღმერთი? ერთი ამბავი გამახსენდა, მაინტერესებს, ამაზე რას იტყვით… დედაჩემი ღვთისნიერი ქალი იყო, მორწმუნეაო ვერ ვიტყოდი, რადგან არც ეკლესიაში დადიოდა, არც პირჯვარს იწერდა, მაგრამ ღმერთის სახელს ყოველთვის მოწიწებით ახსენებდა. მე მგონი, სწამდა კიდეც, ყოველ შემთხვევასი მის სათნოებას და სიკეთეს მორწმუნეობრივი ხასიათი ჰქონდა… ერთხელ ომიანობის დროს, მახსოვს, ნავთის რიგში ვიდექით. მე თექვსმეტი წლის ვიაყვი. დიდხანს მოგვიწია დგომა და ერთმანეთს ვენაცვლებოდით. ჩვენი ჯერი რომ მოვიდა სარდაფში ჩავედი. კუთვნილი ულუფა მივიღე, ფული გადავიხადე და სახლში მოსულმა შევამჩნიე რომ მენავთეს სასურსათო ბარათზე ტალონის მოხევა დაავიწყდა, ანუ დღევანდელი ტალონით ხვალაც შეგვეძლო მიგვეღო ნავთი. გახარებულმა ეს ამბავი დედას ვუთხარი, ფერი წაუვიდა:„არ გრცხვენია, ეს ხომ თაღლითობაა?! ახლავე წადი და ის ტალონი მოახევინეო” რა გაეწყობოდა, უკან გავბრუნდი, სარდაფის შესასვლელთან ისევ უამრავი ხალხი ტრიალებდა და შიგნით არ შემიშვეს:ურიგოდ მიძვრებიო! ყვირილი ავტეხე. ხმაურზე მენავთემ გამოიხედა. რა გაჩხუბებთო; სასურსათე ბარათი გავუწოდე, ტალონის მოხევა დაგიწყებია-მეთქი, იმ კაცს გაკვირვებისგან თვალები გადმოუცვივდა, ირგვლივ ყველა გაისუსა. „ვინ გამოგგზავნა ?” მკითხა მენავთემ. დედაჩემმა-მეთქი. მან ჩამჩა ძირს დაახეთქა და ისტერიული ყვირილით იყვირა „დედაშენი რა, ქრისტეა?” ხალხიც აყაყანდა, ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას … „წადი ახალვე ჭურჭელი მომიტანე” – თქვა მენავთემ. ჭურჭელი როცა მოვურბენინე, კიდევ ერთი ულუფა ნავთი ჩამისხა, ტალონიც მოხია და … ერთი სიტყვით, ასე იყო ეს.
– მერე – იკითხა მღვდელმა
-მერე არაფერი… თქვენ ისეთი რწმენით ლაპარაკობთ ღმერთზე ლამისაა მეც ვირწმუნო… ვხუმრობ, რასაკვირველია, ჩემ ქვეყანაში ღმერთი არ სწამთ, თუმცა ქრისტიანული მორალის ზოგიერთ მცნებას ჩვენც ვიზიარებთ, მაგალითად კაცთმოყვარეობას, სიკეთეს … იმიტომაც მოვყევი ეს ამბავი.
-მაინც რატომ -გამომცდელად ჩამეკითხა იმრე
-იმიტომ რომ თუ ღმერთი არსებობს, იმ გაგებით, მე რომ წარმომიდგენია, იმ წუთას ის ჩემ გვერდით იყო!
-ღმერთი ახლაა თქვენს გვერდით რაკი ეს ამბავი დაიმახსოვრეთ -წყნარად მომიგო იმრებ.-დედათქვენი ცოცხალია?
-გარდაიცვალა… ამაზეც მინდა გკითხოთ, ორმოცი წლსი ასაკში გარდაიცვალა დედაჩემი.რას უნდა მომკვდარიყო ასე ადრე, განაეს სამართლიანია?
-სიკვდილ იღმერთის კომპეტენციაში არ შედის, ეს ბუნების კანონია, ღმერთი თვითონ მოჰკლეს !
-მაშ რა შედის ღმერთის „კომპეტენციაში?” ამიხსენით.
-ალბათ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი… როდესმე ამას მიხვდებით.
-მისმა დამშვიდებულმა ტონმა გამაღიზიანა, ისევ დედა გამახსენდა.
-იცით რა წამებით მოკვდა დედაჩემი? კიბო ჰქონდა, ვერც ოპერაციამ უშველა , ვერც წამლებმა, თვეზე მეტი იზოლატორში იწვა, რადგან საერთო პალატაში მისი გაჩერება აღარ შეიძლებოდა.მეც მასთან ვიყავი… ბოლოს, როცა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს და ბედის ანაბარა მიგვატოვეს ყოველდღე ეკლესიაში დავრბოდი, სანთლებს ვანთებდი და ღმერთს ვთხოვდი, გადაერჩინა დედაჩემი… მაინც ჩემს ხელში დალია სული!.. იმ ღამით უკანასკნელად წავედი ეკლესიაში. სანთელი აღარ ამინთია, არც შიგნით შევსულვარ:მივაფურთხე კარს და გამოვბრუნდი!..
-იმრემ თავი ასწია და თვალებში შემომხედა:
ნუ გეშინია, იმას არ ეწყინა!
-მე გავშრი , ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ამ სიტყვებს- არა."
Link to post
Share on other sites
On 3/9/2021 at 1:17 AM, BROWNING said:

პარასკევა გილოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს. მშვიდობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეს.

<3 <3 <3

Link to post
Share on other sites
On 12/8/2021 at 2:41 PM, გიორგი said:

გილოცავ კატო.🥰

შენს გულს რომ გაუხარდება ისე გეცხოვროს.

შენთან ერთად ყველა კატოს მივულოცავ დღევანდელ დღეს.

პ.ს. ექსკლუზივი მაქვს ყველა ეკატერინესთან, მხოლოდ მე შემიძლია მათ დავუძახო სახელი კატო.🥰

დიახ :) მადლობა <3

Link to post
Share on other sites

„ნუ ეძებეთ საუკეთესოს, არამედ ეძებეთ - თქვენი.
საუკეთესო ხომ ყოველთვის ვერ გახდება თქვენი, მაგრამ თქვენი - ყოველთვის საუკეთესო იქნება.“  -ოშო

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...