Aslan 0 Posted March 28, 2013 Report Share Posted March 28, 2013 (edited) ,,მაჭახელას“ თოფის ისტორია ,,მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით 2007 წლის სექტემბერში მაჭახლური წარმოების ,,მაჭახელად“ წოდებულ თოფს ძეგლი დაუდგეს. ძეგლი აღმართულია მაჭახლის ხეობის დასაწყისში, იქ, სადაც მდინარე მაჭახელა ჭოროხს უერთდება. აქედან იწყება მაჭახლის ხეობა. ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა მაჭახლობის პირველი დღესასწაულის დღეს 2007 წლის 25 სექტემბერს. ეს პირველი ძეგლია, რომელიც ქართულ იარაღს ეძღვნება. რაოდენ საამაყოა ყოველი მაჭახლელისათვის, რომ ასეთი ძეგლი სწორედ მათ მშობლიურ მაჭახელში აღიმართა. მაჭახელად წოდებული კაჟ–ჩახმახიანი თოფი და დამბაჩაც ხომ მაჭახელში შეიქმნა. ამ იარაღით ამაყობდა მაჭახლელი, იცავდა სამშობლოს. მაჭახლელები ყოველთვის იარაღის ხმარებაში განსწავლულ და გამორჩეულ მეომრებად ითვლებოდნენ, იარაღის ტარებას ისინი ბავშვობიდანვე ეწაფებოდნენ. ძეგლი მაჭახლური იარაღის დიდება და უკვდავებაა. იგი მუდამ შეგვახსენებს ნაგერვაძეების, ქავთარაძეების, გვიანიძეების, გორგაძეების, ძნელაძეების, კახიძეებისა და და სხვათა სახელებს, ანუ იმათ სახელებს, ვინც ეს იარაღი შექმნა და შთამომავლობას უანდერძა მათი უკვდავების სიმბოლოდ. ძეგლში მაჭახლის ისტორია მოიკითხება. ეს ისტორია დ. წერეთელმა ლაკონურად ასე დაახასიათა: ,,პატარა მაჭახელი არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი“. ეს წარწერა ამშვენებს თოფის ქანდაკებას. ,,მაჭახელას“ ძეგლის დადგმის, ისე როგორც ,,მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულის დაწესების იდეა ეკუთვნის ისტორიკოს–ეთნოგრაფს, ქ/ჩხუტუნეთის მკვიდრს როინ მალაყმაძეს (იმ დროისათვის საკრებულოს თავმჯდომარე). ქანდაკების ავტორები არიან ძმები კახა და კობა ხოფერიები. თოფებისა და დამბაჩების დამზადების საქმე მაჭახლის ხეობაში მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე სამჭედლო ხელოსნობის დაწინაურებული დარგი იყო. აქ დამზადებული თოფები და დამბაჩები გაჰქონდათ მთელ ჭოროხის მხარეში და აღწევდა აგრეთვე გურიაში, ახალციხესა და ყარსის ოლქებში ,,მაჭახელას“ სახელწოდებით, რომელიც მაღალი ღირსების იარაღად ითვლებოდა. 1878 წელს მაჭახლის ხეობაში სამხედრო იარაღის მკეთებელი 30 ოსტატი ყოფილა. თოფი ,,მაჭახელა“ ნაქები ყოფილა მთელ კავკასიაში და ყირიმულ თოფებზე წინ მდგარა. მაჭახლელ მეიარაღეებს მთელ ოსმალეთის იმპერიაში ჰქონდათ სახელი განთქმული. იარაღებში ,,მაჭახელა“ პირველობდა და ოსმალეთში ყველამ იცოდა მაჭახლური იარაღის მნიშვნელობა. შაირებში ასე იტყოდნენ: ,,მაჭახელა“ ან ,,სტამბული“, ე.ი. იარაღი ან მაჭახლური უნდა იყოს ან სტამბოლისაო. იარაღებს ამზადებდნენ: ზ/ჩხუტუნეთში, ხერთვის–ქავთარეთში, ევფრატსა და ზედვაკეში. ზ/ ჩხუტუნეთში მე–19 ს მეორე ნახევარში იარაღის ცნობილი ოსტატები იყვნენ მამა–შვილი და შვილიშვილი ლომან, ხასან და ახმედ ნაგერვაძეები. ახმედის 5 შვილიც მეიარაღე–მჭედელი ყოფილა. გასული საუკუნის 20–30 წწ ზ/ჩხუტუნეთში საჩიტე თოფებს აკეთებდნენ ეშრეფუსტა ნაგერვაძე და ყადირ უსტა ძნელაძე. მეიარაღეებად სახელდებიან აგრეთვე ქუჩუკ და ყეიდიბეგ კახიძეები. ხერთვის–ქავთარეტში სახელმოხვეჭილი მეიარაღეები იყვნენ ქავთარაძეები, გორგაძეთში–გორგაძეები და გვიანიძეები. მაჭახლელი მეიარაღეების მიერ ორი სახის თოფი მზადდებოდა: ,,თოფხანე“ და ,,ნალფარა“. თოფხანე ნაკეთობით გამოირჩეოდა.იგი მოსევადებული იყო ვერცხლითა და ძვლით. გადმოცემით იარაღებს ოქრო–ვერცხლითაც ასევადებდნენ. თოფხანეს ლულა ხრახნილი იყო, რაც შორს და მიზანში სროლას უწყობდა ხელს.ნალფარას ლულა კი ხრახნილის გარეშე მზადდებოდა.თოფისა და დამბაჩის ფასსაც ლულის, აგრეთვე ჩახმახისა და კონდახის შემკულობა განსაზღვრავდა. (თოფხანე 75 სმ, ნალფარა 20 სმ). დღეს მაჭახლური წარმოების თოფი და დამბაჩა იშვიათობა გახდა. ისინი სხვადასხვა სამუზეუმო კოლექციებშია შემონახული.დღეისათვის მხოლოდ ერთი უტყუარი ნივთიერი მტკიცებულება მოგვეპოვება იმის შესახებ, რომ საუკეთესო ხარისხის თოფი და დამბაჩა ნამდვილად მაჭახელაში მზადდებოდა. ასეთი თოფი და ხანჯალი დაცულია ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში. Edited March 29, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Aslan 0 Posted March 28, 2013 Author Report Share Posted March 28, 2013 (edited) Edited March 29, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Aslan 0 Posted March 28, 2013 Author Report Share Posted March 28, 2013 (edited) ეს მაჭახლობაზეა გადაღებული Edited March 29, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 29, 2013 Report Share Posted March 29, 2013 იქნებ ცოტა ახლო რაკურსით გადაღებული სურათები მოგვაწოდოთ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.