Jump to content
Club-Monadire.Ge

ქართული თოფი ,,მაჭახელა"


Recommended Posts

,,მაჭახელას“ თოფის ისტორია

 

,,მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით 2007 წლის სექტემბერში მაჭახლური წარმოების ,,მაჭახელად“ წოდებულ თოფს ძეგლი დაუდგეს. ძეგლი აღმართულია მაჭახლის ხეობის დასაწყისში, იქ, სადაც მდინარე მაჭახელა ჭოროხს უერთდება. აქედან იწყება მაჭახლის ხეობა.

ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა მაჭახლობის პირველი დღესასწაულის დღეს 2007 წლის 25 სექტემბერს. ეს პირველი ძეგლია, რომელიც ქართულ იარაღს ეძღვნება. რაოდენ საამაყოა ყოველი მაჭახლელისათვის, რომ ასეთი ძეგლი სწორედ მათ მშობლიურ მაჭახელში აღიმართა. მაჭახელად წოდებული კაჟ–ჩახმახიანი თოფი და დამბაჩაც ხომ მაჭახელში შეიქმნა. ამ იარაღით ამაყობდა მაჭახლელი, იცავდა სამშობლოს. მაჭახლელები ყოველთვის იარაღის ხმარებაში განსწავლულ და გამორჩეულ მეომრებად ითვლებოდნენ, იარაღის ტარებას ისინი ბავშვობიდანვე ეწაფებოდნენ.

ძეგლი მაჭახლური იარაღის დიდება და უკვდავებაა. იგი მუდამ შეგვახსენებს ნაგერვაძეების, ქავთარაძეების, გვიანიძეების, გორგაძეების, ძნელაძეების, კახიძეებისა და და სხვათა სახელებს, ანუ იმათ სახელებს, ვინც ეს იარაღი შექმნა და შთამომავლობას უანდერძა მათი უკვდავების სიმბოლოდ.

ძეგლში მაჭახლის ისტორია მოიკითხება. ეს ისტორია დ. წერეთელმა ლაკონურად ასე დაახასიათა: ,,პატარა მაჭახელი არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი“. ეს წარწერა ამშვენებს თოფის ქანდაკებას.

,,მაჭახელას“ ძეგლის დადგმის, ისე როგორც ,,მაჭახლობის“ სახალხო დღესასწაულის დაწესების იდეა ეკუთვნის ისტორიკოს–ეთნოგრაფს, ქ/ჩხუტუნეთის მკვიდრს როინ მალაყმაძეს (იმ დროისათვის საკრებულოს თავმჯდომარე). ქანდაკების ავტორები არიან ძმები კახა და კობა ხოფერიები.

 

 

თოფებისა და დამბაჩების დამზადების საქმე მაჭახლის ხეობაში მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე სამჭედლო ხელოსნობის დაწინაურებული დარგი იყო. აქ დამზადებული თოფები და დამბაჩები გაჰქონდათ მთელ ჭოროხის მხარეში და აღწევდა აგრეთვე გურიაში, ახალციხესა და ყარსის ოლქებში ,,მაჭახელას“ სახელწოდებით, რომელიც მაღალი ღირსების იარაღად ითვლებოდა.

1878 წელს მაჭახლის ხეობაში სამხედრო იარაღის მკეთებელი 30 ოსტატი ყოფილა. თოფი ,,მაჭახელა“ ნაქები ყოფილა მთელ კავკასიაში და ყირიმულ თოფებზე წინ მდგარა. მაჭახლელ მეიარაღეებს მთელ ოსმალეთის იმპერიაში ჰქონდათ სახელი განთქმული. იარაღებში ,,მაჭახელა“ პირველობდა და ოსმალეთში ყველამ იცოდა მაჭახლური იარაღის მნიშვნელობა. შაირებში ასე იტყოდნენ: ,,მაჭახელა“ ან ,,სტამბული“, ე.ი. იარაღი ან მაჭახლური უნდა იყოს ან სტამბოლისაო.

იარაღებს ამზადებდნენ: ზ/ჩხუტუნეთში, ხერთვის–ქავთარეთში, ევფრატსა და ზედვაკეში. ზ/ ჩხუტუნეთში მე–19 ს მეორე ნახევარში იარაღის ცნობილი ოსტატები იყვნენ მამა–შვილი და შვილიშვილი ლომან, ხასან და ახმედ ნაგერვაძეები. ახმედის 5 შვილიც მეიარაღე–მჭედელი ყოფილა. გასული საუკუნის 20–30 წწ ზ/ჩხუტუნეთში საჩიტე თოფებს აკეთებდნენ ეშრეფუსტა ნაგერვაძე და ყადირ უსტა ძნელაძე. მეიარაღეებად სახელდებიან აგრეთვე ქუჩუკ და ყეიდიბეგ კახიძეები. ხერთვის–ქავთარეტში სახელმოხვეჭილი მეიარაღეები იყვნენ ქავთარაძეები, გორგაძეთში–გორგაძეები და გვიანიძეები.

 

მაჭახლელი მეიარაღეების მიერ ორი სახის თოფი მზადდებოდა: ,,თოფხანე“ და ,,ნალფარა“. თოფხანე ნაკეთობით გამოირჩეოდა.იგი მოსევადებული იყო ვერცხლითა და ძვლით. გადმოცემით იარაღებს ოქრო–ვერცხლითაც ასევადებდნენ. თოფხანეს ლულა ხრახნილი იყო, რაც შორს და მიზანში სროლას უწყობდა ხელს.ნალფარას ლულა კი ხრახნილის გარეშე მზადდებოდა.თოფისა და დამბაჩის ფასსაც ლულის, აგრეთვე ჩახმახისა და კონდახის შემკულობა განსაზღვრავდა. (თოფხანე 75 სმ, ნალფარა 20 სმ).

დღეს მაჭახლური წარმოების თოფი და დამბაჩა იშვიათობა გახდა. ისინი სხვადასხვა სამუზეუმო კოლექციებშია შემონახული.დღეისათვის მხოლოდ ერთი უტყუარი ნივთიერი მტკიცებულება მოგვეპოვება იმის შესახებ, რომ საუკეთესო ხარისხის თოფი და დამბაჩა ნამდვილად მაჭახელაში მზადდებოდა. ასეთი თოფი და ხანჯალი დაცულია ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...