Коба 47 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 ერთი კითხვა მაქვს კობა შენთან,ზამთარში წყალს არ არიდებ ხოლმე შენს გერმანელს? ავთო, ძმაო, ზამთარში ჩვენთან წყალს რა უნდა, ყველაფერი გაყინულია , ნადირობაც წყლის ფრინველზე ნოემბრის შუა რიცხვებში იხურება. ამ პერიოდში და ადრე გაზაფხულზე, ხშირად გვიწევს თითქმის გაყინულ წყალში მუშაობა. ძაღლი ნელ-ნელა უნდა მიაჩვიო ცივ წყალს, და არავითარი პრობლემა არ გექნებათ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 საქართველოში ერთადერთი კლუბია რომელიც საველე გამოცდებს ატარებს,ესაა ,,სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება,, მაისის თვეში ატარებენ საველეებს მწყერზე,ხოლო ივნისის თვეში ტარდება ექსტერიერის გამოფენა,კლუბს ხელმძღვანელობს დავით ცხვედიანი,ჟურნალ ,,ნადირობის,, რედაქტორ-გამომცემელი,ამ საქმის ენთუზიასტი კაცი,აგრეთვე ტარდება ცნობილი კინოლოგის ლევან ციციშვილის მემორიალი,ტარდება კლუბ ,,ოჩოპინტრეს,, თასი,ეს ხალხი ვინც ამ საქმეს აკეთებს ყველანაირად ცდილობენ აღადგინონ ძველი ქართველი კინოლოგების მიღწევები,სამწუხაროა,რომ არ ტარდება საველე გამოცდები რეგიონებში,განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან ჭირს ძაღლის ჩაყვანა საველეზე,ვცდილობთ როგორმე ახალი სისხლების შემოყვანას ვნახოთ რა გამოგვივა!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 ავთო, ძმაო, ზამთარში ჩვენთან წყალს რა უნდა, ყველაფერი გაყინულია , ნადირობაც წყლის ფრინველზე ნოემბრის შუა რიცხვებში იხურება. ამ პერიოდში და ადრე გაზაფხულზე, ხშირად გვიწევს თითქმის გაყინულ წყალში მუშაობა. ძაღლი ნელ-ნელა უნდა მიაჩვიო ცივ წყალს, და არავითარი პრობლემა არ გექნებათ. ზემოთ წავიკითხე 5 გრადუსი იყო წყლის ტემპერატურაო და იმიტომ გკითხე.აბა საქართველოში (დასავლეთში) იშვიათადაა 5 ზე დაბალი წყალი რაც პრობლემას არ უქმნის კურცჰაარის მუშაობას. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 საქართველოში ერთადერთი კლუბია რომელიც საველე გამოცდებს ატარებს,ესაა ,,სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება,, მაისის თვეში ატარებენ საველეებს მწყერზე,ხოლო ივნისის თვეში ტარდება ექსტერიერის გამოფენა,კლუბს ხელმძღვანელობს დავით ცხვედიანი,ჟურნალ ,,ნადირობის,, რედაქტორ-გამომცემელი,ამ საქმის ენთუზიასტი კაცი,აგრეთვე ტარდება ცნობილი კინოლოგის ლევან ციციშვილის მემორიალი,ტარდება კლუბ ,,ოჩოპინტრეს,, თასი,ეს ხალხი ვინც ამ საქმეს აკეთებს ყველანაირად ცდილობენ აღადგინონ ძველი ქართველი კინოლოგების მიღწევები,სამწუხაროა,რომ არ ტარდება საველე გამოცდები მადლობა. "სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებას" აქვს თავისი საიტი? რეგიონებში,განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოდან ჭირს ძაღლის ჩაყვანა საველეზე,ვცდილობთ როგორმე ახალი სისხლების შემოყვანას ვნახოთ რა გამოგვივა!!! მარტო "ახალი სისხლების შემოყვანა" არ არის საკმარისი. ძან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში ამ სისხლების სწორ გამოყენებას. არაფრით არ შეიძლება კარგი სისხლის გაბაზარება. საქართველოში არის ჩემი მერის შთამომავალი, თქვენთვის უკვე ცნობილი "ეგიპტი". რამდენადაც მე ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ მას საველე დიპლომი არა აქვს (შეიძლება ვცდებოდე), მაგი მაინც დააჯვარეს-გადააჯვარეს ბევრ ძუზე. ზოგიერთ, საერთოდ გაურკვლეველი ეკსტერერისა და მუშაობის ხარისხის მქონეზე. მე გაწვრთნილი მყავს ეგიპტის ძმა, ენისეი, რომელმაც პირველ 2 გამოსვლაში, 2 მე-2 ხარისხის დიპლომი აიღო, მაღალი ბალებით. მას თავი და ცხვირი სულ ცაში ქონდა პოინტერივით. პეტერბურგში მას დღესაც იყენებენ როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებელს. ეგიპტეს კი როგორც ვხედავ სახელი გაუტყდა. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 ზემოთ წავიკითხე 5 გრადუსი იყო წყლის ტემპერატურაო და იმიტომ გკითხე.აბა საქართველოში (დასავლეთში) იშვიათადაა 5 ზე დაბალი წყალი რაც პრობლემას არ უქმნის კურცჰაარის მუშაობას. ავთო, ის სმაილი რამე სხვანაირად არ მიიღო ძმაო ისე კი, თუ წყლის ფრინველზე ნადირობის დროს ჰაერის ტემპერატურა უარყოფითია და თქვენ უმეტესად ერთ ადგილზე გიწევთ დგობა, სოველ ძაღლს მიეცით საშუალება გარბენ-გამორბენის, რომ ამით მან ორგანიზმი გაითბოს. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 უნდა დაგეთანხმო კობა,სამწუხაროდ ვერაა ჩვენთან სელექცია-გამრავლების საქმე კარგად,თუ ახალ სისხლს შემოვიყვანთ,რა თქმა უნდა სწორად უნდა გამოვიყენოთ,სხვანაირად რა აზრი აქვს!!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 ავთო, ის სმაილი რამე სხვანაირად არ მიიღო ძმაო ისე კი, თუ წყლის ფრინველზე ნადირობის დროს ჰაერის ტემპერატურა უარყოფითია და თქვენ უმეტესად ერთ ადგილზე გიწევთ დგობა, სოველ ძაღლს მიეცით საშუალება გარბენ-გამორბენის, რომ ამით მან ორგანიზმი გაითბოს. არა კობა არც მიმიქცევია ყურადღება სმაილისთვის. ნადირობის 30 წლამდე სტაჟი მაქვს უკვე და ძალიან ვაფასებ გამოცდილების გაზიარებას როგორც ჩემგან ისევე სხვისაგან ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 არა კობა არც მიმიქცევია ყურადღება სმაილისთვის. ნადირობის 30 წლამდე სტაჟი მაქვს უკვე და ძალიან ვაფასებ გამოცდილების გაზიარებას როგორც ჩემგან ისევე სხვისაგან სასიამოვნოა. ავთო, მწყერის გარდა რაზე გინადირია ნაბულით? სურათებში ვნახე ბეკასიც. დუპელი თუ არის ჩვენთან? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 ყველაფერია ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 21, 2013 Report Share Posted February 21, 2013 სასიამოვნოა. ავთო, მწყერის გარდა რაზე გინადირია ნაბულით? სურათებში ვნახე ბეკასიც. დუპელი თუ არის ჩვენთან? მწყერით დავიწყე მას შემდეგ კი თითქმის ყველა ფრინველზე რაც შეიძლება ძაღლს გაუჩერდეს .ყველაზე დიდ უპირატესობას ვალდშნეპს,კაკაბს და ჩიბუხას ვანიჭებ.ჭოვილო(დუპელი)სამწუხაროდ ძალიან შემცირდა თორე საგეშად ვერაფერი მიედრება მეძებრისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 22, 2013 Report Share Posted February 22, 2013 უმაგრესია კარმენი, თან როგორ მომწონს ყავისფერი კურცჰაარი.. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 22, 2013 Report Share Posted February 22, 2013 უმაგრესია კარმენი, თან როგორ მომწონს ყავისფერი კურცჰაარი.. კარმენი მართლაც ეფექტიურია, მაგრამ მე მაინც "კლასიკურ" ფერს ვაძლევ უპირატესობას. აი, როგორიც მერის აქვს ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 22, 2013 Report Share Posted February 22, 2013 კობა,ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვის, ლეკვის აღზრდის,წვრთვნის,გეშვის თქვენეული მეთოდები,გამოცდილების გაზიარება,ფორუმზე ბევრი ახალგაზრდაა,რომელთვისაც საინტერესო იქნება,თუმცა არა მარტო ახალგაზრდებისათვის,იქნებ ხანდახან პატარა წერილებით გაგვანებივროთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted February 23, 2013 Author Report Share Posted February 23, 2013 Коба ნამდვილად ვეთანხმები მამუკას,აქ ნამდვილად ბევრი ახალგაზრდაა ჩემი ჩათვლით,ვისაც ეხლა გვყავს დასაგეში ლეკვები,იქნებ დაწეროთ წვრთვნის,გეშვის თქვენეული მეთოდები,მითუმეტეს თქვენს შედეგს ყველა ვხედავთ ! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 11, 2013 Report Share Posted April 11, 2013 ამ ბუდობაზე რას იტყვი კობა,მგონი ცუდი არ უნდა იყოს!!!! http://huntdogs.ru/forum/showthread.php?p=7196#post7196 ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 13, 2013 Report Share Posted April 13, 2013 ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ მამუკა! სერვერი არის გადატვირთულიო, მწერს. ციტირება Link to post Share on other sites
tedo_axodnik 0 Posted April 14, 2013 Report Share Posted April 14, 2013 მოგესალმებით მეგობრებო,მოკლეთ რა მდგომარეობა დღეს საქრტველოს კინოლოგიაში ამას ყველა ვხედავთ,ქვყავს ის დზველი სიხლები მორგებული ჩვენებურ სტილზე,დავიწყებ ინგლისელებიდან,პოინტერებს ვედზახით რომ ქვყავს მაგრამ, რო ვუყურებ ევროპაში რომ პოინტერი ზანბრასავიდ გაჯიმული გარბის თავი ცის კიდეში რო უჭერია ასეთი პოინტერებს ვეტყვი მე ნამვდილ პოინტერს და არა იგენს ვინც საველეზე 1 ან 2 მწყერს ნახავს ძუნძულით და გაჯირვებულ მე_3 ხარისხს რო აიღებს,ასეთმა პოინტერებმა საერთოდ ჩემი აზრით არ უნდა მიგონ დართვაში მონაწილეობა,დღევანდელი დღეს რაც ქვყავს იქნება პოინტერი თუ სეტრი ან კონტინენტალურები,ვერცერთი ვერ დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს დარწმუნებული ვარ გაშვებიდან 5 წუტზე მოხსნიან,შევადაროთ ევროპული ,მაგალითად სანდირო დზებნის დზაღლები და ჩვენი სამომხმარებლო(სანდირო დზებნა)ძაღლები და ეგრევ ვნახავთ განსხვავებას,გული მწყდება უბრალოდ რატოა რა ესე მიბრჯენილი ამ საბჯოურ წესებს და არ შეილება რაიმე ახალი გაკეთდეს?FCI როგორც ვიცი უკრაინა რუსეთი არიან გაწვრიანებული თავიანთი კლუბებით და შიდა წესებით ატარებენ საველბს გამოფენებს,და ცოტა მკცრად და სწორი მიმართულებით მიდიან,აი ეხლა საქრთველოს პოინტერ კლუბი რომელიც არის FCI წევრი,წავიდა კრიმში და წაიყვანეს თავიანთი ევროპული მოშენების ძაღლები იქ აიგებენ რამეს თუ ვერ აიგებენ დიდ გამოცდილებას შეიდზენენ და გაგვიზიარებენ ცოდნას,არ უნდა იყოს ჩემი აზრით ისეთი დამოკიდებულება რომ შენ ევროპულ სტილი მოქწონს მე არ მომწონს,რაც უნდატ ის უქნიატ მე ჩემი ჩაქირა მომწონს,რათქმაუნდა ყველას თავისი მოწონს მაგრამ,სხვას ვის მოწონს ვინ ინტერსედება მაშია საქმე სულ სხვისი რატო უნდა მოქვწონდეს და სხვას ჩვენიც მოეწონოს ხო შეილება?ჩემი თვალით ვნახე ბათუმში ევროპული მოშენების პოინტერის და ბრეტონის მუშაობა,ალი ჭიჭინაძე თუ ვინმე იცნობთ აი ამ პიროვნების ძაგლები,ქარივით ქრიან,აი გენეტიკა რამხელა მნიშვნელოვანია და სწორი სელქცია,რავიცი მოკლედ მინდა რო უფრო და უფრო წინ წიწიოს ამ სფეროში ჩვენი საქმე თორე მოქვიწევს კაი ხანი კიდე ჭაობში ჯდომა. ეს ჩემი პრადი შეხედულება და თუ არსწორად ვმსჯელობ შეგიდზლიად შემიწოროდ მეგობრული და კარგი რჩევა დარიგებით,პც ირაკლი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 16, 2013 Report Share Posted April 16, 2013 ერთი კვირის წინ ჩვენთან ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 26, 2013 Report Share Posted April 26, 2013 დღეს - მერი ტყის ქათმის "ტიაგაზე". ზუსტად 13 წლის წინათ - პირველი გასვლა ვალდშნეპზე პირველი "აპორტი" ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted April 27, 2013 Report Share Posted April 27, 2013 მაგარი ძაღლები გყავთ :yes: ჩემი ფავორიტი ჯიში ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 (edited) რუსეთში მცხოვრები ქართველი კურცჰაარისტი ვიპოვე,მშვენიერი კურცჰაარი ჰყავს და რაც საინტერესოა,ძაღლის დედ-მამაც ქართველისაა,ვინმე ქობალიასი!!!ძაღლის სახელმა მომხიბლა!!! http://huntdogs.ru/dog_details.php?bc_tovar_id=4070 Edited May 13, 2013 by mamuka grigolia ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 რუსეთში მცხოვრები ქართველი კურცჰაარისტი ვიპოვე,მშვენიერი კურცჰაარი ჰყავს და რაც საინტერესოა,ძაღლის დედ-მამაც ქართველისაა,ვინმე ქობალიასი!!!ძაღლის სახელმა მომხიბლა!!! http://huntdogs.ru/dog_details.php?bc_tovar_id=4070 მაგი კი-მერ-სენისა და ლაო-ძის ნაჯვარია და მაგიზა ქვია ეგ სახელი. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 / Вид регистрации: РКФ (Россия), № регистрации: 2429576P, Щенячка (Россия), № 8622-2006/0004-01, მე ამაზე მეშლება ნერვები,ამის დედაც გავჩეჩე მსოფლიოში ყველგან კინოლოგიის ფედერაციაშია სამონადირეო ხაზი და საქართველოში ნეტა როდის უნდა მივიდნენ ამ დასკვნამდე ამოვიდა ყელში სამონადირეო კლუბის საქციელი რომელიც ფედერაციის საბუთს არ ცნობს ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 კლუბის საბუთები ვიცი,აი ფედერაციის არ ვიცი,რის საფუძველზე იცემა შენიაჩკა,ან დართვის აქტი რის საფუძველზე დგება,თუ აქაც ოთხმუხლიანი საგვარეულო ნუსხის საფუძველზე ხდება,მაშინ რა სხვაობაა???კლუბის შენიაჩკაში ორივე მშობლის ოთხმუხლიანი საგვარეულო ნუსხაა,ფედერაციაში როგორაა?? ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 14, 2013 Report Share Posted May 14, 2013 (edited) :( Edited May 14, 2013 by mamuka grigolia ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.