Jump to content
Club-Monadire.Ge

გერმანული მოკლებეწვიანი მეძებარი-კურცჰაარი


Recommended Posts

გერმანული მოკლებეწვიანი მეძებარი-კურცჰაარი

 

d044076f47ee.jpg

 

 

ზოგადი დახასიათება

 

კურცჰაარი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანული მონადირული ძაღლია. იგი წარმოადგენს გერმანული მეძებარის ყველაზე ძველ და ძირითად ფორმას მის სამ ნაირსახეობას შორის: კურცჰაარი, დრათხარი და ლანგხარი, რომლებიც, უმთავრესად, ბეწვის საფარველით განსხვავდებიან. მონადირული ძაღლის სახით, კურცჰაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრეკილება მოკლული ნადირის მიყვანისადმი. თუ ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად კურცჰაარს დავტვირთავთ, ძაღლი ფსიქიკურად გაწონასწორებული გახდება და თავისი საქციელით ზედმეტ საზრუნავს არ მოუტანს ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს. ეს სახლში მშვიდი და სასიამოვნო ცხოველია, რომლის ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. კურცხაარი ბინისათვის მოსახერხებელი ძაღლია. იგი მეგობრული, კეთილშობილია, ფლობს ძლიერ ხასიათს, მშვიდ და თავშეკავებულ ტემპერამენტს, ასევე დამჯერია და კარგად იწვრთნება. ოჯახში კურცხაარი ალერსიანია, თავისი მფლობელის მიმართ ძალიან ერთგული, უყვარს ბავშვები, ხანდახან კი შეუძლია სადარაჯო ძაღლის ფუნქციების შესრულებაც, თუმცა სინამდვილეში აგრესიულობით არ გამოირჩევა.

 

ყველაზე კარგად კურცჰაარი საკუთარ თავს ველში ნადირობისას ავლენს და მუშაობის ამ სახეობაში იკავებს უპირატეს ადგილს სხვა ჯიშებს შორის, ამიტომაც, სანადირო სეზონში ყველაზე ხშირი შეხვედრა მასთან დაბლობებზე შეიძლება, რომელიც მდიდარია წვრილი ნადირით, იშვიათად კი – ტყის მასივებში. კურცჰაარი დინჯი ოთხით სვლით და ჩორთით გერმანული პედანტურობით ათვალიერებს მიდამოს და ფრინველის აღმოჩენისას აკეთებს ნაბულს. ამასთან ერთად, კურცხაარი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მონადირული ჯიშია, რომელიც წარმატებით გამოიყენება ნადირის ყველა სახეობაზე სანადიროდ და, მათ შორის, კარგად ნადირობს წყალზე მცურავ ფრინველზე. ამის გარდა, კურცხაარი მშვენივრად გამოიყენება ცხოველის სისხლიან ნაკვალევზე ნადირობისას, სახლში კი – ეს შესანიშნავი მეგობარი და დამხმარეა (ძაღლი-კომპანიონი).

 

ზოგადი გარეგნობა

 

სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 58-64 სმ, ძუ – 56-62 სმ. წონა – 25-32 კგ.

 

ყოლისა და მოვლის თავისებურებები.

 

იმის გამო, რომ ამ ჯიშის წარმომადგენელთა უმრავლესობა ნადირობისათვის გამოიყენება, მოშენებისას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საჭიროა ძაღლების სამუშაო თვისებებზე ნადირობის სხვადასხვა სახეობაში მათი გამოყენების გათვალისწინებით. ჯიში საჭიროებს სახლის წვრთნას და დაგეშვას თავისუფალი ნადირის მიხედვით.

Link to post
Share on other sites
  • Replies 207
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

როგორც იქნა გავედით მე და ნუცა მინდორში. პირველი შეხვედრა ბუნებასთან ძალიან ესიამოვნა როგორც შევატყვე. სდია პეპლებს და ჩიტებს.კი გულმოდგინედ მინდორშიც მარა სამწუხაროდ მწყერი ვერ ვნახეთ. სამაგიეროდ პირ

აქ რაღაცას მიაქცია ყურადღება სავარაუდოთ თაგვი უნდა ყოფილიყო.  

გადეირია ეს რამხელა ძაღლები ვნახეო )))))  

Posted Images

  • 2 weeks later...
  • 3 weeks later...
  • 3 weeks later...

აუ რა მაინტერესებს ჩემი კურცჰაარის დედა სულ ყავისფერი იყო და ეხლა ჩემ კურცხაარზე რომელი ხვადიც შევაჯვარე იმის დედაც სულ ყავისფერია და სულ ყავისფეერ ლეკვს გააჩენს ნეტაა. ორივე ბებია სულ ყავისფერი ჰყავს და წესით შეიძლება რომ გააჩინოს ხო.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 1 month later...

ეს პოლონეთში გამართული გერმანული კურცხაარის ღია საკლუბო გამოფენაა,დაათვალიერეთ საინტერესოა:

 

http://psymoje.pl/galeria/kynologia/nggallery/kynologia/xix-klubowa-wystawa-wyzlow-rybnik-9-czerwiec-2012/

Link to post
Share on other sites

2012 წლის 8-9 ივნისს რუსეთში, ვოლოგდაში,ბელოზერსკის რაიონში კურცხაარების მე-7-ე საველე გამოცდა-ჩემპიონატი ჩატარდა ჭაობისა და მდელოს ფრინველზე,ჩემპიონატი მოიგო კობა თოდუას კურცხაარმა კარმენმა!!!

http://huntdogs.ru/forum/showthread.php?p=6286#post6286

ნახეთ რა ლამაზი პრიზია!!!! :yes:

Link to post
Share on other sites

ეს უკრაინაში კურცჰაარების პიტომნიკის სარეკლამო განცხადებაა,ლეკვები სამი თვის არიან,ნუ დაიზარებთ ოთხივე გვერდი დაათვალიერეთ,მაგარი ლეკვებია,ხუთივე ხვადია!!!

http://kurzhaar.in.ua/forum/showthread.php?t=821

Link to post
Share on other sites

ხომ არ დაგირეკია მამუკა, ნეტა რას აფასებს.

 

ერთ თვეში როგორ გამოიცვალეს ფერი, მაგრები გაზარდა. :yes:

Link to post
Share on other sites

კარგი ლეკვია ძამა,თავის და ცხვირ-პირის კარგი მოყვანილობა აქვს !!

 

კარგი მონადირე და მეგობარი გაზრდილიყოს !!

Link to post
Share on other sites

ეს ახალი სურათებია ძალიან მომწონს ეს ლეკვები!!!

 

http://kurzhaar.in.ua/forum/showthread.php?t=821&page=4

ყველანი მაგრებია,მაგრამ "ერნი" მომეწონა განსაკუთრებით!აუფ რა დადგება,მაგარი აგებულება აქვს. :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

'ორაგული'

აპა შემიფასეთ ოღონდ მართლა რეალურად მაინტერესებს

 

 

 

 

რაც ჩანს კარგი ვინმეა,თვალები ცისფერი აქვს?ფეხზე დააყენე და ისე გადაუღე სურათები კარგად რომ ვნახოთ.გვითხარი რა ხნისაა წონაში რამდენია,რა წარმომავლობისაა.

გილოცავ და სულ მაგარ ნადირობებში. :yes:

Link to post
Share on other sites

,,ორაგული,,

მშვენიერი ლეკვი ჩანს,კარგი იქნება თუ საბუთებსაც დადებ,ანუ ,,შჩენიაჩკას,,გაგეზარდოს სასახელო!!!! :yes:

Link to post
Share on other sites

ჩემს თავს ვეკითხები ხშირად, რატომ მიყვარს ასე ძალიან ძაღლები?!-- რაღაც ყველა სხვა ლამაზი გრძნობისგან განსხვავებული მეუფლება შიგნით როცა მათ მშვენიერებას ვუყურებ და ვეხები. სხვადასხვა მიზეზის გამო უამრავი სილამაზე ჩამქრალა და გასულერთებულა ჩემში, უამრავით მოვღლილვარ და გვერძე გადამიდია, ძაღლით კი არასოდეს და ვერასოდეს.... ეს რაღაც სულ სხვაა ჩემთვის...

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ,დავდებ ხვალ ან ზეგ,სურათებსაც დავამატებ,ასეთი ცოცხალი და ჭკვიანი ლეკვი ჯერ არ მყოლია მართლა :iscavlet:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...