Jump to content
Club-Monadire.Ge

მიმართვა ადმინისტრაციას და ფორუმელებს


Recommended Posts

აუჰ, გამახსენდა რამდენიმე თვის წინანდელი ჩვენი სიტუაცია. ღმერთმა კარგად ამყოფოს. დაღუპულის ხსოვნა იყოს. მაგ ამბავში გადარჩა გიორგი რომ არავინ დაღუპულა.

Link to post
Share on other sites
  • Replies 806
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მაინცდამაინც ვერ ვერკვევი დიდად ფორუმების ანატომიაში..მაგრამ როგორც ჩანს ბერვად უფრო მარტივი და უფრო დაკომპლექტებული მოდელია...გაიხარე ადმინ ჩვენს ასე გვერდში დგომისთვის...დარწმუნებული ვარ არ იქნებოდა

გილოცავთ აღდგენა-განახლებას,გამიხარდა :)

მეგობრებო ოვიკას ვთხოვე მომავალში ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორობა და არაა წინააღმდეგი.იმედი მაქვს არც თქვენ იქნებით უარზე )

Posted Images

ადრე ფორუმზე იწერებოდა იმ დღეს ვისი დაბადების დღე იყო,ეხლა ეგ ფუნქცია აღარ არის,არ შეიძლება რომ იყოს,მივულოცავდით ერთმანეთს!!!! :(

Link to post
Share on other sites

მამუკა :hi: , მთავარ გვერდზე, ჩვენი ლოგოს ქვემოთ სამი წარწერაა.

ფორუმი, წევრები და კალენდარი.

 

ჰოდა იმ კალენდარში ვწერივართ ყველა ის ფორუმელი, ვინც თავისი დაბ-დღეობის მონაცემები შეიტანა თავისივე პროფილში.

Link to post
Share on other sites

გამარჯობა ფორუმელებო,როგორ ხართ? :Laie_99: თანხა გადმოვრიცხე ინტერნეტ-ბანკით ლიბერთის ანგარიშზე 23-ში და მაინტერესებს თუ დაჯდა? :hi:

Link to post
Share on other sites

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს მინისტრთან შესახვედრად იწვევს

 

2012 წლის 29 ნოემბერს 16:00 საათზე სასტუმროში „Holliday Inn“ გაიმართება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის - ქ-ნი ხათუნა გოგალაძის რიგით მეორე შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას აგრეთვე დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები.

შეხვედრის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი საკითხების განხილვა:

გარემოს დაცვის სამინისტროს განახლებული სტრუქტურა;

სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი;

საკანონმდებლო პროექტები, რომელთა მიზანია უკანასკნელ წლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში განხორციელებული არამართებული ცვლილებების აღმოფხვრა.

შეხვედრის მიზანია აღნიშნული საკითხების შესახებ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ინფორმირება და მათგან შესაბამისი რეკომენდაციების მიღება.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 2012 წლის 29 ნოემბრამდე (14:00): 2727212 ან +995 5 91 913108.

Link to post
Share on other sites

გამარჯობა მახო. :hi:

 

ერთი რამ მაინტერესებს, იქნება შესაძლებელი უცხოეთიდან რომ დავრეკო პირდაპირ, თუ მომიწევს წინასწარ ვინმესთან შეთანხმება?

 

არადა რაღა დარჩა??? :karochera:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ხვალ ალბათ მეც ჩავრიცხავ ნაწილს. ავთო გვეტყვის მერე ანგრაიშზე რა ხდება.

მეც ჩავრიცხავ ამ დღეებში.

 

ბოდიში ბანკში მისვლა ვეგარ მოვახერხე, ძალიან დაკავებული ვიყავი.

Link to post
Share on other sites

maxo06

ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია!!!! იქნებ ჩვენი კლუბის სახელით ვინმემ მოახერხოთ მინისტრთან შეხვედრა,ამზე ვოცნებობდით და ცუდი იქნება თუ ჩვენ სათქმელს ვერ ვიტყვით მაშინ როცა საჭიროა და ჩვენ ნათქვამს შეიძლება რეალური დადებითი შედეგი მოჰყვეს....ეჰ რატომ არა ვარ ახლა საქართველოში :( დათოს ვენაცვალე(დმორალ)იქნებ მოახერხო....შენზე ლამაზად და დახვეწილად ვინ იტყვის ჰა...

Link to post
Share on other sites

maxo06

ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია!!!! იქნებ ჩვენი კლუბის სახელით ვინმემ მოახერხოთ მინისტრთან შეხვედრა,ამზე ვოცნებობდით და ცუდი იქნება თუ ჩვენ სათქმელს ვერ ვიტყვით მაშინ როცა საჭიროა და ჩვენ ნათქვამს შეიძლება რეალური დადებითი შედეგი მოჰყვეს....ეჰ რატომ არა ვარ ახლა საქართველოში :( დათოს ვენაცვალე(დმორალ)იქნებ მოახერხო....შენზე ლამაზად და დახვეწილად ვინ იტყვის ჰა...

 

ზურაბ,

 

ხვალ ნამდვილად ვერ ვახერხებ, გადაუდებელი საქმე მაქვს. თუმცა გული არ მწყდება. იმიტომ, რომ მაგ ფორმატის(ფართე ფორმატია, თემატიკის დაზუსტების გარეშე) შეხვედრები ფაქტიურად პრესკომფერენციად იქცევა ხოლმე და მე ჟურნალისტობის სურვილი სულაც არ მაქვს.

თუ მოეწყობა შეხვედრა კონკრეტულად ბრაკონიერობის ალაგმვის და ფაუნის გადარჩენის საკითხებზე მასში ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას.

 

ისე, რისი თქმაც მინდოდა ფეისბუკით მივწერე და პასუხს ველოდები.

 

ის კი ვიცი უკვე, რომ კალმახზე თევზაობის აკრძალვა მოიხსნება.

 

სხვა ვნახოთ რა იქნება.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ვათენებ ამ ღამეს და პირდაპირ ეთერში დარეკვას ვაპირებ./დილის 4 იქნება ჩემთან, როცა ეგ შეკრება გაიმართება./

 

პირობას გაძლევთ, არ შეგარცხვენთ.

აიღებენ ყურმილს?

ქვეყნისთვის კარგი, თუ არა და ვრეკავ და ვრეკავ, როგორც ადრე შევსვი უკუღმა ვირზე ყველა უვიცი და უტვინო, იგივე მოუვა ამათაც.

Link to post
Share on other sites

ვათენებ ამ ღამეს და პირდაპირ ეთერში დარეკვას ვაპირებ./დილის 4 იქნება ჩემთან, როცა ეგ შეკრება გაიმართება./

 

პირობას გაძლევთ, არ შეგარცხვენთ.

აიღებენ ყურმილს?

ქვეყნისთვის კარგი, თუ არა და ვრეკავ და ვრეკავ, როგორც ადრე შევსვი უკუღმა ვირზე ყველა უვიცი და უტვინო, იგივე მოუვა ამათაც.

 

გაიხარე გიო!

 

მე ვერ ვახერხებ მისვლას.

Link to post
Share on other sites

არ ვიცი დავით, მაგრა "მაკიმარებს", დღეს სპეციალურად ადრე გამოვიძინე, დილამდე გავძლოთქო და რაღაც გასართობი თუ არ მოვნახე, ვერ გავათენებ ალბათ, თანაც იმის იმედიც არ მაქვს რომ ყურმილს აიღებენ.

 

წეღან, უზააარმაზაარი კრაზანა/ბზიკი/ დავბრიდე სამზარეულოში, საიდან მოხვდა ნოემბრის ბოლოს აქ და თანაც ჩემს თვალთახედვაში, ნაღდად არ ვიცი, მხოლოდ 5 წუთიანი "გართობა" გამომივიდა, ჩემებს რომ ჰღვიძებოდათ, დამაჭერინებდნენ ცოცხლად და გამაშვებინებდნენ გარეთ. :d030:

 

 

თვითგადარჩენის თემაში BROWNING-ს აქვს დადებული საინტერესო ფილმები, რამოდენიმე დამრჩა საყურებელი, "წავალ" იმათ ვუყურებ, იქნებ დილამდე მივაწიო.

 

თქვენც ნახეთ ხალხო, მაგარი საინტერესო კადრებია.

 

 

 

 

დარეკვას მაინც ვეცდები.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...