იეტი 1 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 კარგია რამაზ, მიხედვა უნდა ოღონდ სერიოზული ფეისბუკზე. ფორუმის და ამ ფორუმის წევრების სახეა ეგ ხო იცი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 ერთ მაგალითს მოვიყვან ფეისბუკის შესახებ. ჩემი ორი ვიდეო დაიდო მაგ საითზე და ერთ თვეში 3 000 მეტმა მომხმარებელმა ნახა თითოეული. ღიირს დაფიქრებად??? სამწუხაროდ არ მაქვს დრო, რომ მანდაც შევიდე, აქ ძლივს ვახერხებ შემოსვლას. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 გვერდი ღიაა ბიჭებო და დაპოსტეთ ნადირობა-ტევზაობაზე სურათები, ვიდეოები... ლამაზად გააკეთეთ ყველაფერი. ერთად ვაკეთოთ საქმე! გიორგი რავიდეოები იყო ასეთი?! :blink: მეგობრები რამდენი გყავს?! ჩვენ ეხლახანს ავცდით 400-ს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 არა რამაზ, ვერ გამიგე ძამიკო. "იმათ" დადეს, მე არ მაქვს ექაუნთი FB-ზე. მე სხვა საითზე "გამაქვს" ჩვენი საითის შესახებ. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 გვერდი ღიაა ბიჭებო და დაპოსტეთ ნადირობა-ტევზაობაზე სურათები, ვიდეოები... ლამაზად გააკეთეთ ყველაფერი. ერთად ვაკეთოთ საქმე! რამაზ ერთი კაცი უნდა იყოს მაგ საქმეზე ხომ იცი, ისეთი ვისაც ცოტა დროც აქვს, ცოტა მარკეტინგიც ესმის და ფეისბუკის აქტიური მოხმარებელიცაა. ერთად კომუნისტები აკეთებდნენ საქმეს და რა გააკეთეს საბოლოოდ კი ხედავთ ყველა. აქაც ვიტყვი, სამინისტროსთან დაკავშირებით რაც დავწერე ის საქმე გასაკეთებელია დამიჯერეთ. თუ კლუბია, თან ისეთი რომელსაც პრეტენზიები აქვს სწორი სანადირო კულტურის ცოდნაზე, მაშინ იმათმაც უნდა იცოდეს. ერთი თავაზიანი მიმართვა საქმეს გააკეთებს, თუ რათქმაუნდა ეს გინდათ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 კი, მასეა რამაზ ერთი კაცი უნდა იყოს მაგ საქმეზე ხომ იცი, ისეთი ვისაც ცოტა დროც აქვს, ცოტა მარკეტინგიც ესმის და ფეისბუკის აქტიური მოხმარებელიცაა. ერთად კომუნისტები აკეთებდნენ საქმეს და რა გააკეთეს საბოლოოდ კი ხედავთ ყველა. აქაც ვიტყვი, სამინისტროსთან დაკავშირებით რაც დავწერე ის საქმე გასაკეთებელია დამიჯერეთ. თუ კლუბია, თან ისეთი რომელსაც პრეტენზიები აქვს სწორი სანადირო კულტურის ცოდნაზე, მაშინ იმათმაც უნდა იცოდეს. ერთი თავაზიანი მიმართვა საქმეს გააკეთებს, თუ რათქმაუნდა ეს გინდათ. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 რამაზ ერთი კაცი უნდა იყოს მაგ საქმეზე ხომ იცი, ისეთი ვისაც ცოტა დროც აქვს, ცოტა მარკეტინგიც ესმის და ფეისბუკის აქტიური მოხმარებელიცაა. ერთად კომუნისტები აკეთებდნენ საქმეს და რა გააკეთეს საბოლოოდ კი ხედავთ ყველა. გეთანხმები. ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 აქაც ვიტყვი, სამინისტროსთან დაკავშირებით რაც დავწერე ის საქმე გასაკეთებელია დამიჯერეთ. თუ კლუბია, თან ისეთი რომელსაც პრეტენზიები აქვს სწორი სანადირო კულტურის ცოდნაზე, მაშინ იმათმაც უნდა იცოდეს. ერთი თავაზიანი მიმართვა საქმეს გააკეთებს, თუ რათქმაუნდა ეს გინდათ. რა დამთხვევაა ზუსტად მაგაზე მქონდა დღეს საუბარი ერთერთ ორგანიზაციასთან. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 მოვძებნი იმ წერილს, რომელიც ვითომ გააგზავნა ბოთემ. სკაიპზე უნდა მქონდეს მგონი. DMORAL-შენ უნდა გქონდეს შენახული. ვაჩვენოთ ხალხს ჩვენი პოზიცია. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ გიორგი ხაჩიძეს ასლი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ აკაკი ბობოხიძეს ბატონო გიორგი, მოყვარულ მონადირეთა და მეთევზეთა, პირველი ქართული ინტერნეტ ფორუმის - www.monadire.ge-ს წევრები მოგმართავთ კალმახზე თევზაობის აკრძალვასთან დაკავშირებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ გაზიარებული იქნება ამ ფორუმზე გაწევრიანებულ ბუნების მოყვარულთა გულისწუხილი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს იშვიათი სახეობების წითელ ნუსხაში (http://www.red-list.ge) შესულია (მიზეზით- ,,მნიშვნელოვანი კლება ბოლო წლებში ადამიანის საქმიანობის შედეგად”) საქართველოს ,,აბორიგენი” კალმახის სახეობა (Salmo trutta fario ) და მინიჭებული აქვს სტატუსი VU (ინგლისური სიტყვიდან Vulnarable ანუ “მოწყვლადი” - ”ასე რომ ჩაითვალა, რომ მის ბუნებრივ პირობებში არსებობას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება”). ამასთან, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა” და ,,წითელი წიგნის შესახებ” მიზანია - ”საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის “ შედგენითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირებით, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათცალისწინებით უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინასე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.” თუმცა, კალმახის (Salmo trutta fario ) წითელ ნუსხაში შეტანით, ფორუმელთა დიდი ნაწილის აზრით, მათ მიერ გასული წლების (აკრძალვის პერიოდი) მანძილზე გავრცელების არეალზე დაკვირვებით, ადგილობრივი მოსახლეობის, თუ წესიერი მეთევზეების გადმოცემით პრობლემა გაცილებით დამძიმდა და მეტად მწვავე გახდა იმასთან შედარებით, ვიდრე ეს სახეობა წითელ ნუსხაში შევიდოდა. აღნიშნულის სისწორეში შეგიძლიათ დარწმუნდეთ ფორუმის შესაბამის თემაზე თვალის გადავლებით. საინტერესოა, რამ განაპირობა საპირისპირო (უარყოფითი) შედეგი?! ჩვენი დაკვირვებით, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საკალმახე ადგილებში სულ უფრო ნაკლებად დადის წესიერი მეთევზე (რატომ ივლის თუ კალმახის დაჭერა საერთოდ აკრძალულია?!) და დაუსჯელობით ,,ფრთაშესხმულნი”, მათ მიერ ჩადენილი უკანონობის მოწმის არარსებობაში დარწმუნებულნი, სულ უფრო ხშირად დათარეშობენ სხავადასხვა ელექტრო მოწყობილობებით, თუ ასაფეთქებელი მასალებით შეიარაღებული ბრაკონიერები. ჩვენებური კალმახის, დღემდე ჯერ კიდევ შემორჩენილი, პოპულაციების გავრცელების არეალები ხშირ შემთხვევაში დასახლებული პუნქტებიდან შორს და მთაში მნიშვნელოვან სიმაღლეებზეა. რაც ერთის მხრივ ბუნებრივად ხელს უწყობს (რთული და ტრანსპორტისთვის გაუვალი რელიეფი) პოპულაციის შენარჩუნებას, თუმცა მეორეს მხრივ გაცილებით ხელსაყრელ პირობებს უქმნის ბრაკონიერებს, რითაც ისინი სარგებლობენ და ანდგურებენ არამარტო თევზს, არამედ მის საარსებო გარემოს, საკვებ ბაზას და ფაქტიურად სტერილურს ხდიან ჩვენს მდინარეებსა და ღელეებს. ასეთ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, მთაში - 1200 მეტრის ზემოთ ან ქვემოთ, გარემოს დაცვის ინსპექციის-ს თანამშრომლებს ჩაუვარდნენ ხელში ეს ელექტრიკ-ბრაკონიერები და ეს იმ დროს როცა კალმახზე თევზაობის სრულად აკრძალვით მოისპო საზოგადოებრივი კონტროლის ფაქტიური შესაძლებლობა, რადგან ამ პირობებში, იმის ალბათობა, რომ წესიერი მეთევზე მოხვდება საკალმახე ადგილებში და წინ აღუდგება (მაგ. აცნობებს გდი-ს) უკანონობას მიზერულია, შესაბამისად ბრაკონიერებისათვის გზა ხსნილია. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ კალმახზე (Salmo trutta fario ) თევზაობის სრულად აკრძალვა პრაქტიკულად ცალსახად ხელს უწყობს მასზე ბრაკონიერობის წახალისებას, რასაც ადასტურებს ის, რომ თევზაობის აკრძალვის მიუხედავად, მთელ საქართველოში, რესტორნების უმეტესობაში, თავისუფლად მოგართმევენ ჩვენებურ, ე.წ. ,,წითელწინწკლებიან” კალმახს. ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, საჭიროა თევზაობის მკაცრად გაწერილი მეთოდებით (ტივტივით, სპინინგით, შოლტით (fly fishing) და სხვა) და პირობებით (დადგენილი ვადებით, ზომის და რაოდენობრივი ლიმიტებით, განსაზღვრულ მონაკვეთებზე მხოლოდ დაიჭირე-გაუშვის პრინციპით და სხვა) თევზაობის დაშვება და ამ ყველაფრის ზედამხედველობა. ამისათვის მიზანშეწონილი იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეიქმნას ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამინისტროს და საპარლამენტო კომიტეტის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები, იქტიოლოგები, მოყვარული-პრაქტიკოსი მეთევზეები, monadire.ge-ს რამოდენიმე წევრი (?) და ამ საქმის სხვა სპეციალისტ- ექსპერტები. მიგვაჩნია, რომ ასევე განსახილველია სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი: კალმახის გავრცელების არეალის ზედა და ქვედა საზღვრები; მისი ამჟამად არსებული და ზღვრული სიმჭიდროვე; საკვები ბაზის მდგომარეობა; გავრცელების არეალის გაფართოების ხელშემწყობი პირობები; ხელოვნურად გამრავლება და შემდგომ ბუნებაში გაშვების შესაძლებლობა (ამ საქმიანობაზე სახელმწიფო დოტაციის ჩათვლით); ბრაკონიერული საშუალებების (თევზსაჭერი ელექტროაპარატები, ე.წ ”პუტანკა” ბადეები და სხვა) დამზადების,იმპორტის და ვაჭრობის აკრძალვა და სხვა. ასევე მნიშვლელოვანია,ბუნებიდან ამოსაღებად დასაშვები თევზის ლიმიტირებული ზომისა და რაოდენობის პირობებში განხილულ იქნას კალმახზე (Salmo trutta fario) სამოყვარულო თევზაობისათვის ე.წ სალიცენზიო მოსაკრებლის შემოღების საკითხიც (მაგ. ერთ მოყვარულ მეთევზეზე წლიური 5 ლარის ოდენობით), იმ პირობით, რომ ეს თანხები მოხმარდება კალმახის დაცვასა და მისი გავრცელების არეალის გაფართოების საქმეს. პატივისცემით, კლუბ monadire.ge-ს პრეზიდენტი: კლუბის წევრები: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 http://club-monadire.ge/index.php?showtopic=470&st=40 აქ დევს. გადმოტანილია. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 კლუბის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს მხოლოდ ხელი მემგონი ფორუმის წევრების ხელმოწერა ცოტა არასერიოზული მგონიასავით. ელექტრონულ ფორმას, წერილი ჯობია ფოსტით. ხო ეხლა ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იყოს ადრესატი ბუნებრივია ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 კარგია დავით. :yes: ელექტრიკ ბრაკონიერები და პუტანკა ბადე შესასწორებელია. პუტალკა ბადე ქვია რუსულად,ქართულად სახლართი ბადე ალბათ. პატივისცემით: ჯ.სილაგავა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 თუ ნებას დამრთავთ, წერილში რამოდენიმე გრამატიკულ ლაფსუსს შევასწორებ. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 17, 2012 Report Share Posted March 17, 2012 drakoni გიორგი შეასწორეთ რასაც საჭიროდ ჩათვლით. ბოლო ვარიანტი ვერ ვიპოვე. ამის თავი ახლა არ მაქვს, გაცივებული ვარ. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 17, 2012 Report Share Posted March 17, 2012 პუტანკა ბადე თითები მაინც თავისას წერენ, ხო?! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 18, 2012 Report Share Posted March 18, 2012 კლუბის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს მხოლოდ ხელი მემგონი ფორუმის წევრების ხელმოწერა ცოტა არასერიოზული მგონიასავით. ელექტრონულ ფორმას, წერილი ჯობია ფოსტით. ხო ეხლა ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იყოს ადრესატი ბუნებრივია ფორუმის არა ვეფხო,კლუბის წევრებმა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 შეიკრიბება გამგეობა და დანაწილდება საქმეები. ყველა მიმართულებას უნდა პასუხისმგებელი. მაშინ მიდის წინ საქმე. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 ფორუმის არა ვეფხო,კლუბის წევრებმა პრეზიდენტის ხემოწერა ავტომატურად ნიშნავს რომ კლუბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა თუ ყვლა არა, წერილის შინაარს ეთანხმება. შესაბამისად მათი ხელმოწერა საჭირო არაა. ოფიციალურ წერილებზე/მიმართვებზე ყოველთვის ერთი ხელმოწერა ფიქსირდება. ეტიკეტი ესეთია და დანარჩენი თქვენ იცით. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 ყველა მიმართულებას უნდა პასუხისმგებელი. მაშინ მიდის წინ საქმე. 100 % ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 Supernatural წევრი kele ბოტია? ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 იეტი არაა.. :blink: ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 Supernatural შეგვაგინოს მაინც :D ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 იეტი სად გაილეშე?! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 ფხიზელი ვარ იმერეთში იციან, როცა კაცი დუმს, ე ბიჯო ამეიღე ხმა, ბოლო ბოლო შეგვაგინე მაინცო :D ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.