Jump to content
Club-Monadire.Ge

მიმართვა ადმინისტრაციას და ფორუმელებს


Recommended Posts

  • Replies 806
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მაინცდამაინც ვერ ვერკვევი დიდად ფორუმების ანატომიაში..მაგრამ როგორც ჩანს ბერვად უფრო მარტივი და უფრო დაკომპლექტებული მოდელია...გაიხარე ადმინ ჩვენს ასე გვერდში დგომისთვის...დარწმუნებული ვარ არ იქნებოდა

გილოცავთ აღდგენა-განახლებას,გამიხარდა :)

მეგობრებო ოვიკას ვთხოვე მომავალში ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორობა და არაა წინააღმდეგი.იმედი მაქვს არც თქვენ იქნებით უარზე )

Posted Images

ერთ მაგალითს მოვიყვან ფეისბუკის შესახებ.

ჩემი ორი ვიდეო დაიდო მაგ საითზე და ერთ თვეში 3 000 მეტმა მომხმარებელმა ნახა თითოეული.

ღიირს დაფიქრებად??? :old:

 

სამწუხაროდ არ მაქვს დრო, რომ მანდაც შევიდე, აქ ძლივს ვახერხებ შემოსვლას. :karochera:

Link to post
Share on other sites

გვერდი ღიაა ბიჭებო და დაპოსტეთ ნადირობა-ტევზაობაზე სურათები, ვიდეოები... ლამაზად გააკეთეთ ყველაფერი. ერთად ვაკეთოთ საქმე! :hi:

 

გიორგი რავიდეოები იყო ასეთი?! :blink: მეგობრები რამდენი გყავს?! ჩვენ ეხლახანს ავცდით 400-ს :alfons:

Link to post
Share on other sites

არა რამაზ, ვერ გამიგე ძამიკო.

"იმათ" :dato: დადეს, მე არ მაქვს ექაუნთი FB-ზე.

 

მე სხვა საითზე "გამაქვს" ჩვენი საითის შესახებ.

Link to post
Share on other sites

გვერდი ღიაა ბიჭებო და დაპოსტეთ ნადირობა-ტევზაობაზე სურათები, ვიდეოები... ლამაზად გააკეთეთ ყველაფერი. ერთად ვაკეთოთ საქმე!

 

რამაზ ერთი კაცი უნდა იყოს მაგ საქმეზე ხომ იცი, ისეთი ვისაც ცოტა დროც აქვს, ცოტა მარკეტინგიც ესმის და ფეისბუკის აქტიური მოხმარებელიცაა.

 

ერთად კომუნისტები აკეთებდნენ საქმეს და რა გააკეთეს საბოლოოდ კი ხედავთ ყველა.

 

აქაც ვიტყვი, სამინისტროსთან დაკავშირებით რაც დავწერე ის საქმე გასაკეთებელია დამიჯერეთ.

თუ კლუბია, თან ისეთი რომელსაც პრეტენზიები აქვს სწორი სანადირო კულტურის ცოდნაზე, მაშინ იმათმაც უნდა იცოდეს.

ერთი თავაზიანი მიმართვა საქმეს გააკეთებს, თუ რათქმაუნდა ეს გინდათ.

Link to post
Share on other sites

კი, მასეა

 

 

რამაზ ერთი კაცი უნდა იყოს მაგ საქმეზე ხომ იცი, ისეთი ვისაც ცოტა დროც აქვს, ცოტა მარკეტინგიც ესმის და ფეისბუკის აქტიური მოხმარებელიცაა.

 

ერთად კომუნისტები აკეთებდნენ საქმეს და რა გააკეთეს საბოლოოდ კი ხედავთ ყველა.

 

აქაც ვიტყვი, სამინისტროსთან დაკავშირებით რაც დავწერე ის საქმე გასაკეთებელია დამიჯერეთ.

თუ კლუბია, თან ისეთი რომელსაც პრეტენზიები აქვს სწორი სანადირო კულტურის ცოდნაზე, მაშინ იმათმაც უნდა იცოდეს.

ერთი თავაზიანი მიმართვა საქმეს გააკეთებს, თუ რათქმაუნდა ეს გინდათ.

Link to post
Share on other sites

რამაზ ერთი კაცი უნდა იყოს მაგ საქმეზე ხომ იცი, ისეთი ვისაც ცოტა დროც აქვს, ცოტა მარკეტინგიც ესმის და ფეისბუკის აქტიური მოხმარებელიცაა.

 

ერთად კომუნისტები აკეთებდნენ საქმეს და რა გააკეთეს საბოლოოდ კი ხედავთ ყველა.

გეთანხმები. :clapping:

Link to post
Share on other sites

აქაც ვიტყვი, სამინისტროსთან დაკავშირებით რაც დავწერე ის საქმე გასაკეთებელია დამიჯერეთ.

თუ კლუბია, თან ისეთი რომელსაც პრეტენზიები აქვს სწორი სანადირო კულტურის ცოდნაზე, მაშინ იმათმაც უნდა იცოდეს.

ერთი თავაზიანი მიმართვა საქმეს გააკეთებს, თუ რათქმაუნდა ეს გინდათ.

რა დამთხვევაა ზუსტად მაგაზე მქონდა დღეს საუბარი ერთერთ ორგანიზაციასთან. :)

Link to post
Share on other sites

მოვძებნი იმ წერილს, რომელიც ვითომ გააგზავნა ბოთემ.

სკაიპზე უნდა მქონდეს მგონი.

 

DMORAL-შენ უნდა გქონდეს შენახული.

 

ვაჩვენოთ ხალხს ჩვენი პოზიცია.

Link to post
Share on other sites

პროექტი

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს

ბატონ გიორგი ხაჩიძეს

 

ასლი

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს

ბატონ აკაკი ბობოხიძეს

 

 

 

ბატონო გიორგი,

 

მოყვარულ მონადირეთა და მეთევზეთა, პირველი ქართული ინტერნეტ ფორუმის - www.monadire.ge-ს წევრები მოგმართავთ კალმახზე თევზაობის აკრძალვასთან დაკავშირებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ გაზიარებული იქნება ამ ფორუმზე გაწევრიანებულ ბუნების მოყვარულთა გულისწუხილი.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს იშვიათი სახეობების წითელ ნუსხაში (http://www.red-list.ge) შესულია (მიზეზით- ,,მნიშვნელოვანი კლება ბოლო წლებში ადამიანის საქმიანობის შედეგად”) საქართველოს ,,აბორიგენი” კალმახის სახეობა (Salmo trutta fario ) და მინიჭებული აქვს სტატუსი VU (ინგლისური სიტყვიდან Vulnarable ანუ “მოწყვლადი” - ”ასე რომ ჩაითვალა, რომ მის ბუნებრივ პირობებში არსებობას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება”).

ამასთან, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა” და ,,წითელი წიგნის შესახებ” მიზანია - ”საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის “ შედგენითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირებით, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათცალისწინებით უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინასე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.”

თუმცა, კალმახის (Salmo trutta fario ) წითელ ნუსხაში შეტანით, ფორუმელთა დიდი ნაწილის აზრით, მათ მიერ გასული წლების (აკრძალვის პერიოდი) მანძილზე გავრცელების არეალზე დაკვირვებით, ადგილობრივი მოსახლეობის, თუ წესიერი მეთევზეების გადმოცემით პრობლემა გაცილებით დამძიმდა და მეტად მწვავე გახდა იმასთან შედარებით, ვიდრე ეს სახეობა წითელ ნუსხაში შევიდოდა. აღნიშნულის სისწორეში შეგიძლიათ დარწმუნდეთ ფორუმის შესაბამის თემაზე თვალის გადავლებით. საინტერესოა, რამ განაპირობა საპირისპირო (უარყოფითი) შედეგი?!

ჩვენი დაკვირვებით, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საკალმახე ადგილებში სულ უფრო ნაკლებად დადის წესიერი მეთევზე (რატომ ივლის თუ კალმახის დაჭერა საერთოდ აკრძალულია?!) და დაუსჯელობით ,,ფრთაშესხმულნი”, მათ მიერ ჩადენილი უკანონობის მოწმის არარსებობაში დარწმუნებულნი, სულ უფრო ხშირად დათარეშობენ სხავადასხვა ელექტრო მოწყობილობებით, თუ ასაფეთქებელი მასალებით შეიარაღებული ბრაკონიერები. ჩვენებური კალმახის, დღემდე ჯერ კიდევ შემორჩენილი, პოპულაციების გავრცელების არეალები ხშირ შემთხვევაში დასახლებული პუნქტებიდან შორს და მთაში მნიშვნელოვან სიმაღლეებზეა. რაც ერთის მხრივ ბუნებრივად ხელს უწყობს (რთული და ტრანსპორტისთვის გაუვალი რელიეფი) პოპულაციის შენარჩუნებას, თუმცა მეორეს მხრივ გაცილებით ხელსაყრელ პირობებს უქმნის ბრაკონიერებს, რითაც ისინი სარგებლობენ და ანდგურებენ არამარტო თევზს, არამედ მის საარსებო გარემოს, საკვებ ბაზას და ფაქტიურად სტერილურს ხდიან ჩვენს მდინარეებსა და ღელეებს. ასეთ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, მთაში - 1200 მეტრის ზემოთ ან ქვემოთ, გარემოს დაცვის ინსპექციის-ს თანამშრომლებს ჩაუვარდნენ ხელში ეს ელექტრიკ-ბრაკონიერები და ეს იმ დროს როცა კალმახზე თევზაობის სრულად აკრძალვით მოისპო საზოგადოებრივი კონტროლის ფაქტიური შესაძლებლობა, რადგან ამ პირობებში, იმის ალბათობა, რომ წესიერი მეთევზე მოხვდება საკალმახე ადგილებში და წინ აღუდგება (მაგ. აცნობებს გდი-ს) უკანონობას მიზერულია, შესაბამისად ბრაკონიერებისათვის გზა ხსნილია.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ კალმახზე (Salmo trutta fario ) თევზაობის სრულად აკრძალვა პრაქტიკულად ცალსახად ხელს უწყობს მასზე ბრაკონიერობის წახალისებას, რასაც ადასტურებს ის, რომ თევზაობის აკრძალვის მიუხედავად, მთელ საქართველოში, რესტორნების უმეტესობაში, თავისუფლად მოგართმევენ ჩვენებურ, ე.წ. ,,წითელწინწკლებიან” კალმახს.

ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, საჭიროა თევზაობის მკაცრად გაწერილი მეთოდებით (ტივტივით, სპინინგით, შოლტით (fly fishing) და სხვა) და პირობებით (დადგენილი ვადებით, ზომის და რაოდენობრივი ლიმიტებით, განსაზღვრულ მონაკვეთებზე მხოლოდ დაიჭირე-გაუშვის პრინციპით და სხვა) თევზაობის დაშვება და ამ ყველაფრის ზედამხედველობა. ამისათვის მიზანშეწონილი იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეიქმნას ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამინისტროს და საპარლამენტო კომიტეტის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები, იქტიოლოგები, მოყვარული-პრაქტიკოსი მეთევზეები, monadire.ge-ს რამოდენიმე წევრი (?) და ამ საქმის სხვა სპეციალისტ- ექსპერტები.

მიგვაჩნია, რომ ასევე განსახილველია სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი: კალმახის გავრცელების არეალის ზედა და ქვედა საზღვრები; მისი ამჟამად არსებული და ზღვრული სიმჭიდროვე; საკვები ბაზის მდგომარეობა; გავრცელების არეალის გაფართოების ხელშემწყობი პირობები; ხელოვნურად გამრავლება და შემდგომ ბუნებაში გაშვების შესაძლებლობა (ამ საქმიანობაზე სახელმწიფო დოტაციის ჩათვლით); ბრაკონიერული საშუალებების (თევზსაჭერი ელექტროაპარატები, ე.წ ”პუტანკა” ბადეები და სხვა) დამზადების,იმპორტის და ვაჭრობის აკრძალვა და სხვა. ასევე მნიშვლელოვანია,ბუნებიდან ამოსაღებად დასაშვები თევზის ლიმიტირებული ზომისა და რაოდენობის პირობებში განხილულ იქნას კალმახზე (Salmo trutta fario) სამოყვარულო თევზაობისათვის ე.წ სალიცენზიო მოსაკრებლის შემოღების საკითხიც (მაგ. ერთ მოყვარულ მეთევზეზე წლიური 5 ლარის ოდენობით), იმ პირობით, რომ ეს თანხები მოხმარდება კალმახის დაცვასა და მისი გავრცელების არეალის გაფართოების საქმეს.

 

პატივისცემით,

 

კლუბ monadire.ge-ს

პრეზიდენტი:

 

 

კლუბის წევრები:

Link to post
Share on other sites

კლუბის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს მხოლოდ ხელი მემგონი

ფორუმის წევრების ხელმოწერა ცოტა არასერიოზული მგონიასავით.

ელექტრონულ ფორმას, წერილი ჯობია ფოსტით.

ხო ეხლა ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იყოს ადრესატი ბუნებრივია

Link to post
Share on other sites

კარგია დავით. :yes: :yes: :yes:

ელექტრიკ ბრაკონიერები და პუტანკა ბადე შესასწორებელია.

პუტალკა ბადე ქვია რუსულად,ქართულად სახლართი ბადე ალბათ.

პატივისცემით: ჯ.სილაგავა.

Link to post
Share on other sites

drakoni

გიორგი

 

შეასწორეთ რასაც საჭიროდ ჩათვლით. ბოლო ვარიანტი ვერ ვიპოვე. ამის თავი ახლა არ მაქვს, გაცივებული ვარ.

Link to post
Share on other sites

კლუბის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს მხოლოდ ხელი მემგონი

ფორუმის წევრების ხელმოწერა ცოტა არასერიოზული მგონიასავით.

ელექტრონულ ფორმას, წერილი ჯობია ფოსტით.

ხო ეხლა ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იყოს ადრესატი ბუნებრივია

ფორუმის არა ვეფხო,კლუბის წევრებმა

Link to post
Share on other sites

შეიკრიბება გამგეობა და დანაწილდება საქმეები. ყველა მიმართულებას უნდა პასუხისმგებელი. მაშინ მიდის წინ საქმე.

Link to post
Share on other sites

ფორუმის არა ვეფხო,კლუბის წევრებმა

 

პრეზიდენტის ხემოწერა ავტომატურად ნიშნავს რომ კლუბის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა თუ ყვლა არა, წერილის შინაარს ეთანხმება.

შესაბამისად მათი ხელმოწერა საჭირო არაა.

ოფიციალურ წერილებზე/მიმართვებზე ყოველთვის ერთი ხელმოწერა ფიქსირდება.

ეტიკეტი ესეთია და დანარჩენი თქვენ იცით.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...