Jump to content
Club-Monadire.Ge

ვობლერები (ინგლისურად wobbler)


Recommended Posts

ვობლერები (ინგლისურად wobbler)

ვობლერი არის, ძირითადად მტაცებელ თევზზე სათევზაოდ განკუთვნილი, მყარი ან ნახევრადმყარი მოცულობითი

სატყუარა. ვობლერები არსებობენ სხვადასვა ფორმის,შეფერილობის, ზომის და წონის. ტიპიური ვობლერი

ძირითადად, პლასტიკისგან ან ხისგანაა(უმეტესად balsa) დამზადებული და თავისი ფორმით მტაცებელი თევზის

კვებითი ბაზის ობიექტების(მცირე ზომის თევზი,ლიფსიტა,ამფიბია ან მწერი)იმიტაციაა, უმეტესას ავადმყოფი ან

დაჭრილი თევზის.

ის შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

კორპუსი(ტანი), კორპუსში დამალული მავთულის კარკასი, წყალში ჩაღრმავებისათვის განკუთვნილი ე.წ.ნიჩაბი

(ტუჩი, ენა), ძუის სამაგრი და კარკასზე დამაგრებული(დაკიდებული) ერთი ან რამოდენიმე(მაქსიმუმ ოთხი)

სამკავი(ზოგჯერ კავი ან ორკავი).

ვობლერების ცურვადობა-ძირვადობის აღმნიშვნელი კატეგორიები და ჩაღრმავების(ჩაყვინთვის)პარამეტრები

ხშირად ვობლერებზე მითითებულია მათი ცურვადობა-ძირვადობის აღმნიშვნელი კატეგორიები და ასევე მათი

ჩაღრმავების(ჩაყვინთვის)პარამეტრები. ვობლერების შეძენისა და მათი გამოყენებისასას მნიშვნელოვანია ამ

პარამეტრების ცოდნა. ვფიქრობ,ჩვენ ფორუმელ დამწყებ სპინინგისტებს წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ამ კუთხით.

ვობლერების ცურვადობა-ძირვადობის კატეგორიები აღინიშნება შემდეგნაირად:

F[Floating] ცურვადი, მოტივტივე;

FF [Fast Floating] – სწრაფად ამოყვინთვის შესაძლებლობით; ცურვადობის ჭარბი დადებითი ბალანსით;

SF [slow Floating] – ნელა ამოყვინთვის შესაძლებლობით; ცურვადობის მცირედი დადებითი ბალანსით;

SP [suspending] – "სუსპენდერი" ანუ ვობლერი ცურვადობის ნეიტრალური ბალანსით, რომელსაც გააჩნია უნარი

გატარების პაუზისას გაჩერდეს წყლის იმ ფენაში სადაც იმყოფება პაუზის მომენტში;

S [sinking] – ძირვადი;

SS [slow Sinking] – ნელა ძირვადი;

SSS [super Slow Sinking] – ძალიან ნელა ძირვადი;

FS [Fast Sinking] – სწრაფად ძირვადი.

უმრავლეს შემთხვევებში ვობლერებზე(ან მათ შეფუთვაზე, ყუთებზე) დატანიალია აღნიშვნა F, S და SP.

ვობლერების მუშაობის ჰორიზონტი,მათი ჩაღრმავების(ჩაყვინთვის)პარამეტრები

ცურვადობა-ძირვადობის გარდა ვობლერებს გააჩნიათ დამატებითი პარამეტრი - ყვინვადობა (გატარებისას ნიჩბის ხარჯზე

ჩაღრმავების უნარი). ანუ ვობლერე შეიძლება იყოს ცურვადი(მოტივტივე) და თან(იმავდროულად) მყვინთავი.

შესაბამისად, არსებობენ სიღრმული ვობლერები, რომლებიც გატარების დაწყებისთანავე, საკმაოდ მოზრდილი

ნიჩბის( ტუჩის) ხარჯზე, ყვინავენ(ღრმავდებიან) წყლის ფენაში.

წყლის სხვადასხვა დონის ფენებში ვობლერების მუშაობის ჰორიზონტები აღინიშნება შემდეგნაირად:

SSR [super Shallow Runner] – სუპერ ზედაპირული ვობლერი

SR [shallow Runner] – ზედაპირული ვობლერი

MR [Medium Runner] или MDR [Medium Deep Runner] – შუალედური, საშუალო სიღრმეზე მომუშავე ვობლერი

DD или DR [ Deep Diver] или [Deep Runner] – ღრმად მომუშავე ვობლერის აღნიშვნა

SDR [super Deep Runner] и XDD [Extra Deep Diver] – ძალზედ ღრმად მომუშავე ვობლერის აღნიშვნა.

აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთვევაში ვობლერის ჩაღრმავების(ჩაყვინთვის)პარამეტრები მითითებულია შეფუთვაზე მეტრებში ან ფუტებში .

ფორმის მიხედვით გამოყოფენ ვობლერების შემდეგ ძირითად ტიპებს:

პოპერი ( Popper )-ზედაპირული უნიჩბო(უტუჩო,უენო)ვობლერი,სპეციფიკური ხმაურით და წყლის ჭავლით,

რეკომენრირებულია გამოკვრითი გატარება;

bfda6bf1f908.jpg
 

ჯერკ-ბეიტი (jerkbait) - ძირითადად, დიდი ზომის და წონის, უნიჩბო(უტუჩო,უენო) ვობლერი,რეკომენრირებულია გამოკვრითი გატარება;

e90ca277013b.jpg

 

მინოუ (minnow) - მოგრძო ტანის ვობლერი, უმეტესად პასიური თამაშით,რეკომენრირებულია გამოკვრითი და ე.წ. თვიჩინგის(twitch) გატარება;

0f6b745f73e5.jpg

 

შედი ( Shad)- წყლის შედარებით ღრმა(5-6 მეტრამდე) ფენების მოსანადირებლად,ძირითადად აქტიური თამაშით,რეკომენდირებულია თანაბარი გატარებაც;

ee5c010aa205.jpg

 

ფეტი (fat)- წყლის წვეთის ფორმის ვობლერი,ძირითადად აქტიური თამაშით,რეკომენდირებულია თანაბარი გატარებაც.

5a7f047f429b.jpg

 

კრენკი (crank) - გარდამავალი ფორმა ფეტსა და შედს შორის,ძირითადად აქტიური თამაშით,რეკომენდირებულია თანაბარი გატარებაც;

333cc4bd5c4a.jpg
 

რატლინი(rattlin-ბრტყელი,ხმაურიანი,ვიბრირებადი,ძუის სამაგრით კეფაზე,უნიჩბო(უტუჩო,უენო)ვობლერი.

e68d0e8c68df.jpg
 

 

 

აღნიშნული კლასიფიცირება პირობითია და ხშირია გამონაკლისები. მაგალითად, დასახელებიდან გამომდინარე, ყველაზე თვალშისაცემი: იაპონური

1d8639ad2848.jpg

კომპანია YO-ZURY -ის ვობლერები L MINNOW44 და L MINNOW33 სინამდვილეში კრენკებია.

პრაქტიკაში, სპინინგისტების უმრავლესობა,აქტიური თამაშის მქონე კრენკებს, ფეტებს და შედებსაც კრენკებს ეძახიან.

 

ნახეთ 😞 -

 

 

და შემდეგი ნაწილებიც.

 

წარმატებებს გისურვებთ !

 

😞

16e9c9744134.jpg

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • Replies 294
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ვობლერების სხვა და სხვა ტიპები

Bandit დააფუძნეს მისისიპში 1976 წელს.   https://www.banditlures.com/product/

Posted Images

ესენი ჩამომივიდა დღეს.

 

 

Rapala Countdown 3/16 Oz Fishing Lures

7f26bbf4cfe0.jpg

http://www.youtube.com/watch?v=ljEtxTviZlM&feature=related

 

 

მეთევზის პოლარიზებული სათვალე. წყალის სარკეზე ბრჭყვიალის("ბლიკის") მოსახსნელად.

Flying Fisherman Mariner Polarized Sunglasses

94dc59fc0d4a.jpg

 

2-3 დღეში ესეც Rapala Shad Rap 05 Fishing Lures ჩამომივა

30a74b781d67.jpg

http://www.youtube.com/watch?v=5F0gzcCli44&list=UUYlLJrbyk4Qh-_xRzeUBOAw&index=34&feature=plcp

Link to post
Share on other sites

კომპანია BALZER-ის Colonel სერიის ვობლერი, სუსპენდერი.

 

ამ ვობლერმა(შავი), გასულ შემოდგომაზე, ლევანთან და აჩიკოსთან ერთად თევზაობისას გამოიჩინა თავი.

 

f95f033f349e.jpg

Link to post
Share on other sites

დაწერილია 27 December 2011 - 12:16 AM

 

პოლონელი ავტორის- სტეპანოვის ვობლერები

 

http://www.stepanow-fishing.com/;en

 

ერთ-ერთი ასეთი, უმშვენიერესი, ხელნაკეთი UL ვობლერი მივიღე საჩუქრად BROWNING-საგან

 

 

ესეც ნახეთ-

 

http://donbass-fishing.com.ua/spinning/238-voblery-nasekomye-sposoby-lovli.html

 

მშვენიერებაა!!!

 

უღრმესი მადლობა ვახტანგს!

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

სავობლერე კვანძი RAPALA KNOT

 

ვობლერს ხელს არ უშლის მოძრაობაში. მისი გამოყენება მიზანშეწონილია მცირე ზომის ვობლერებით თევზაობისას.

 

281f39e66a5b.jpgd75d0622b2af.jpg

 

http://www.youtube.com/watch?v=iW9hROQDGlc

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ფილმი rapala-ს და მისი სატყუარების შესახებ.

 

http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/1134/#

 

ულამაზესი ფილმია.

Link to post
Share on other sites

იაპონური კოპმანია ZipBaits-ის ვობლერები Hickory და Baby Hickory

 

"საშინლად" აქებენ. განსაკუთრებით: ქაშაპი, კალმახი, ქორჭილა.

 

2801f8930b8f.jpg

 

00568d99ffb0.jpg

 

Hickory-ის ამზადებენ სამ ვარიანტად: MDR(ღრმად მომუშავე), SR(ზედაპირული) და SSR(სუპერ ზედაპირული)

 

Baby Hickory-ის ორ ვარიანტად: MDR და SR.

 

 

 

ეტყობა რომ მაგარი ვობლერებია, მაგრამ ფასიც კარგი აქვთ.

 

http://www.7seasproshop.com/product_detail.php?keyword=zipbaits_zipbaits_hickory_mdr

 

http://www.7seasproshop.com/product_detail.php?keyword=zipbaits_zipbaits_baby_hickory_mdr

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ჩემი ახალი მცურავი ქარიყლაპიების რისხვა: Duel Hardcore Minnow 90F

 

post-1-0-57353400-1332241764_thumb.jpg

 

ზომა: 90მმ (3 1/2")

წონა: 6გრ (1/4oz)

 

:yes:

 

გილოცავ რამაზ! კარგი შენაძენია.

 

კლასიკური Minnow ვობლერია, ქარიყლაპიას გააგიჟებს. თან

 

Duel(იგივე Yo-Zuri)ხარისხით ცნობილი იაპონური კომპანიაა.

 

 

 

 

 

რამაზ,

 

სად, რომელი საიტიდან, იყიდე??

Link to post
Share on other sites

ზაზამ მაჩუქა 04-მა, ვენაცვალე მაგას!

 

თუ 1/4oz უწერია, მაშინ 7გრ გამოდის.

შევასწორე უკვე.

უი შემეშალა ალბად, გადავაგდე ყუთი იმაზე ეწერა.

 

გილოცავ რამაზ! კარგი შენაძენია.

 

კლასიკური Minnow ვობლერია, ქარიყლაპიას გააგიჟებს. თან

 

Duel(იგივე Yo-Zuri)ხარისხით ცნობილი იაპონური კომპანიაა.

მადლობა დავით, კი ეგაა ზუსტად. როგორც ვნახე კაი ძვირიანიც ყოფილა. მცალია 2 კვირა და როგორ მინდა შუკაზე გასვლა :dance:

Link to post
Share on other sites

რაღაც-რაღაც აღჭურვილობა ჩამომივიდა მეგობრებო რუსეთიდან და თქვენი შეფასემა მჭირდება.ანუ სად გამოვიყენო და ვარგისიანი არის თუ არა.გოგონების ნაყიდია და ზეპირად ყიდულობდნენ უბრალოდ დაბარებულს.

DMORAL დავითა,არ გავაოფებ პოსტს,ყველა სურათს თავის პოსტში მოვათავსებ და გადახედე შემდეგ,ბევრს კითხულობ და იცი ამათ შესახებ შენ.ყველას აზრი მაინტერესებს ბიჭებო,არა მარტო დათკასი.

 

აი ეს მგონი ქაშაპზე ივარგებს არა?

6e90faccccbe.jpg

 

ესეც ქარიყლაპიაზე ალბად

9ed29329fdf4.jpg

 

და ეს რაზე ვიხმარო არ ვიცი.

b49ffc983077.jpg

Link to post
Share on other sites

ზაზა ლალიაშვილი

 

ზაზა,

 

გილოცავ ახალ სატყუარებს!

 

ეს ნახე http://fisherbook.ru/vobler/kosadaka-roger-dive

 

:yes:

 

ქარიყლაპიაზე :

 

minnow ვობლერები კარგად მუშაობენ!

 

ზაფხულში, ბალახეულობა მაგრად რომ წამოიწევს, პოპერიც(ვერ ვიცანი რა ფირმისაა, ერთმანეთს გავს უმეტესობა) ძალიან გამოგადგება.

 

ეგ ტრიალებიც მუშაობენ. უბრალოდ, მუცლის სამკავი მოხსენი, ჩვენთან მაგით ვერ გამოიყენებ.

 

ჯიგ თავიან ვიბროკუდებზეც მოსახსნელი გექნება(დიდი ალბათობით) მუცლის სამკავები.

 

ეგ ორკუდიანი ტვისტერები კი ყველაზე ეფექტურებია ქარიყლაპიაზე. განსაკუთრებით კარგია ცალკავიან, "უზაცეპო" ყანყალებზე("ბლესნებზე"). მეპსის Timber Doodle -ს კომპლექტში მოყვება. Rapala Minnow Spoon-საც დახატავს.

 

წარმატებულ და საიამოვნო თევზაობაში მოგეხმაროს!

 

:yes:

Link to post
Share on other sites

DMORAL

მე რაღა დავწერო?! :crazy::haha:

 

ზაზა ლალიაშვილი

კაი სათამაშოაბია, გილოცავ ზაზა! ისე ჯაბა დრაკონის თქმისა არ იყოს თუ არ მომატყუა ბაყაყთან დაკავშირებით ლილოში ვიყიდეო, იმის მერე 3-4-ჯერ ვიყავი ლილოში და ბაყაყი ვერ ვნახე :scratchchin::spiteful: არადა ქალიყლაპიაზე ერთად რო ვიყავით, პირველივე მაგ ვითომ ჩინური ბაყაყით ამოასრიალა :mad:

Link to post
Share on other sites

DMORAL

მე რაღა დავწერო?! :crazy::haha:

 

ზაზა ლალიაშვილი

კაი სატამაშოაბია, გილოცავ ზაზა! ისე ჯაბა დრაკონის თქმისა არ იყოს თუ არ მომატყუა ბაყაყთან დაკავშირებით ლილოში ვიყიდეო, იმის მერე 3-4-ჯერ ვიყავი ლილოში და ბაყაყი ვერ ვნახე :scratchchin::spiteful: არადა ქალიყლაპიაზე ერთად რო ვიყავით, პირველივე მაგ ვითომ ჩინური ბაყაყით ამოასრიალა :mad:

 

რამაზ,

 

ზაზამ უკეთესად რომ მიხვდეს, შენ ფრაზას(ბაყაყთან დაკავშირებით) დავაზუსტებ.

 

მაშინ, როგორც მახსოვს, ჯაბამ ქარიყლაპია დაიჭირა თვითნაკეთ უზაცეპო ტრიალაზე, რომელსაც სამკავის მაგივრად ეგ ბაყაყი ჰქონდა დაბნეული. ეგ სატყუარა წინა საღამოს მანახა "ნარჩემაშვილების" ეზოში.

 

აი ფოტოც ვიპოვე-

c421eae959f0.jpg

Link to post
Share on other sites

მაშინ, როგორც მახსოვს, ჯაბამ ქარიყლაპია დაიჭირა თვითნაკეთ უზაცეპო ტრიალაზე, რომელსაც სამკავის მაგივრად ეგ ბაყაყი ჰქონდა დაბნეული.

ხოო, მიბმულები ქონდა რაცხა :patsak:

Link to post
Share on other sites

DMORAL Supernatural

ძმებო,ეგ ბაყაყი აქ ვიყიდე.მოსკოვში,სადაც დანარჩენები იყიდეს,იმ მაღაზიაში არ ქონდათ და უზაცეპო ტრიალა მისცეს მის მაგიერ.მოლოცისთვის მადლბა ბიჭებო.მინდა ყველას გაგიზიაროთ რაღაც-რაღაცეები.DMORAL დათკა შენთვისაც მაქ ძმა რაგაც,არ ვიცი თუ როგორ მოგეწონება.აი ეგეთი ინვენტარი არის,ფირმა ძალიან მაგარია,აი თუ როგორი გამოსადეგარია შენთვის ეგ სხვა საკითხია.შენც და ნატურალიც თბილისში ხართ და როგორმე მოგაწოდოდ ეგება გრევები.აი ისიც რაც შენთვის მაქ დათკა.

5bba066a024d.jpg

 

97e3030795d0.jpg

Link to post
Share on other sites

ზაზა ,

 

გაიხარე, უღრმესი მადლობა!

 

ოღონდ, ჩემთვის არაფრის ჩუქება და მოწოდება არაა საჭირო.

 

ჩამოვალ ქუთაისში, შენ შეგვხდები, ავთოს გავუაროთ და სათევზაოთ გავიდეთ ერთად. ეს იქნება

 

ჩემთვის დიდ საჩუქარი.

 

ოღონდ დალევა :drinks: მხოლოდ თევზაობის შემდეგ! :old:

 

P.S.

 

ჩემი არ იყოს შენც ნერვოზი და უძილობა გჭირს, თუ რა გინდა აქ ამ შუაღამით?!

DMORAL, Google Bot, ზაზა ლალიაშვილი

 

:hi:

Link to post
Share on other sites

P.S.

 

ჩემი არ იყოს შენც ნერვოზი და უძილობა გჭირს, თუ რა გინდა აქ ამ შუაღამით?!

DMORAL, Google Bot, ზაზა ლალიაშვილი

 

:hi:

 

რომელ ქართველ ქაცს არ ჭირს დათკა დღეს ნერვოზი...განგებამ კაცი ფიქრიზა გააჩინა,რა გამოულევს საფიქრალს კაცს.

Link to post
Share on other sites

ზაზა გილოცავ მეგობარო კარგი სათამაშოებია(მე ასე ვეძახი) :yes: კი ჩინური ბაყაყი იყო ძმებო და გაურკვეველი წარმოების ტრიალა დავშალე და გადავაწყვე.ამ ყველაფერმა სიმძიმეც მისცა და ვიბრაციაც(რხევა).გულა(სერდეჩნიკი) ფურცელთან (ლეპესტოკთან) შედარებით უფრო დიდი და მძიმე იყო,რაც დადებითად აისახა მთლიანი სატყუარის ბალისტიკურ მონაცემებზე,ანუ 25 მეტრამდე კი მიფრინავდა მეტს ვეღარ.ბაყაყს მაინც დიდი წინააღმდეგობა აქვს ჰაერში.სხვათა შორის ბევრჯერ მიხსნა ნოლისგან.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...