DMORAL 36 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 (edited) ვობლერები (ინგლისურად wobbler) ვობლერი არის, ძირითადად მტაცებელ თევზზე სათევზაოდ განკუთვნილი, მყარი ან ნახევრადმყარი მოცულობითი სატყუარა. ვობლერები არსებობენ სხვადასვა ფორმის,შეფერილობის, ზომის და წონის. ტიპიური ვობლერი ძირითადად, პლასტიკისგან ან ხისგანაა(უმეტესად balsa) დამზადებული და თავისი ფორმით მტაცებელი თევზის კვებითი ბაზის ობიექტების(მცირე ზომის თევზი,ლიფსიტა,ამფიბია ან მწერი)იმიტაციაა, უმეტესას ავადმყოფი ან დაჭრილი თევზის. ის შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: კორპუსი(ტანი), კორპუსში დამალული მავთულის კარკასი, წყალში ჩაღრმავებისათვის განკუთვნილი ე.წ.ნიჩაბი (ტუჩი, ენა), ძუის სამაგრი და კარკასზე დამაგრებული(დაკიდებული) ერთი ან რამოდენიმე(მაქსიმუმ ოთხი) სამკავი(ზოგჯერ კავი ან ორკავი). ვობლერების ცურვადობა-ძირვადობის აღმნიშვნელი კატეგორიები და ჩაღრმავების(ჩაყვინთვის)პარამეტრები ხშირად ვობლერებზე მითითებულია მათი ცურვადობა-ძირვადობის აღმნიშვნელი კატეგორიები და ასევე მათი ჩაღრმავების(ჩაყვინთვის)პარამეტრები. ვობლერების შეძენისა და მათი გამოყენებისასას მნიშვნელოვანია ამ პარამეტრების ცოდნა. ვფიქრობ,ჩვენ ფორუმელ დამწყებ სპინინგისტებს წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ამ კუთხით. ვობლერების ცურვადობა-ძირვადობის კატეგორიები აღინიშნება შემდეგნაირად: F[Floating] ცურვადი, მოტივტივე; FF [Fast Floating] – სწრაფად ამოყვინთვის შესაძლებლობით; ცურვადობის ჭარბი დადებითი ბალანსით; SF [slow Floating] – ნელა ამოყვინთვის შესაძლებლობით; ცურვადობის მცირედი დადებითი ბალანსით; SP [suspending] – "სუსპენდერი" ანუ ვობლერი ცურვადობის ნეიტრალური ბალანსით, რომელსაც გააჩნია უნარი გატარების პაუზისას გაჩერდეს წყლის იმ ფენაში სადაც იმყოფება პაუზის მომენტში; S [sinking] – ძირვადი; SS [slow Sinking] – ნელა ძირვადი; SSS [super Slow Sinking] – ძალიან ნელა ძირვადი; FS [Fast Sinking] – სწრაფად ძირვადი. უმრავლეს შემთხვევებში ვობლერებზე(ან მათ შეფუთვაზე, ყუთებზე) დატანიალია აღნიშვნა F, S და SP. ვობლერების მუშაობის ჰორიზონტი,მათი ჩაღრმავების(ჩაყვინთვის)პარამეტრები ცურვადობა-ძირვადობის გარდა ვობლერებს გააჩნიათ დამატებითი პარამეტრი - ყვინვადობა (გატარებისას ნიჩბის ხარჯზე ჩაღრმავების უნარი). ანუ ვობლერე შეიძლება იყოს ცურვადი(მოტივტივე) და თან(იმავდროულად) მყვინთავი. შესაბამისად, არსებობენ სიღრმული ვობლერები, რომლებიც გატარების დაწყებისთანავე, საკმაოდ მოზრდილი ნიჩბის( ტუჩის) ხარჯზე, ყვინავენ(ღრმავდებიან) წყლის ფენაში. წყლის სხვადასხვა დონის ფენებში ვობლერების მუშაობის ჰორიზონტები აღინიშნება შემდეგნაირად: SSR [super Shallow Runner] – სუპერ ზედაპირული ვობლერი SR [shallow Runner] – ზედაპირული ვობლერი MR [Medium Runner] или MDR [Medium Deep Runner] – შუალედური, საშუალო სიღრმეზე მომუშავე ვობლერი DD или DR [ Deep Diver] или [Deep Runner] – ღრმად მომუშავე ვობლერის აღნიშვნა SDR [super Deep Runner] и XDD [Extra Deep Diver] – ძალზედ ღრმად მომუშავე ვობლერის აღნიშვნა. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთვევაში ვობლერის ჩაღრმავების(ჩაყვინთვის)პარამეტრები მითითებულია შეფუთვაზე მეტრებში ან ფუტებში . ფორმის მიხედვით გამოყოფენ ვობლერების შემდეგ ძირითად ტიპებს: პოპერი ( Popper )-ზედაპირული უნიჩბო(უტუჩო,უენო)ვობლერი,სპეციფიკური ხმაურით და წყლის ჭავლით, რეკომენრირებულია გამოკვრითი გატარება; ჯერკ-ბეიტი (jerkbait) - ძირითადად, დიდი ზომის და წონის, უნიჩბო(უტუჩო,უენო) ვობლერი,რეკომენრირებულია გამოკვრითი გატარება; მინოუ (minnow) - მოგრძო ტანის ვობლერი, უმეტესად პასიური თამაშით,რეკომენრირებულია გამოკვრითი და ე.წ. თვიჩინგის(twitch) გატარება; შედი ( Shad)- წყლის შედარებით ღრმა(5-6 მეტრამდე) ფენების მოსანადირებლად,ძირითადად აქტიური თამაშით,რეკომენდირებულია თანაბარი გატარებაც; ფეტი (fat)- წყლის წვეთის ფორმის ვობლერი,ძირითადად აქტიური თამაშით,რეკომენდირებულია თანაბარი გატარებაც. კრენკი (crank) - გარდამავალი ფორმა ფეტსა და შედს შორის,ძირითადად აქტიური თამაშით,რეკომენდირებულია თანაბარი გატარებაც; რატლინი(rattlin-ბრტყელი,ხმაურიანი,ვიბრირებადი,ძუის სამაგრით კეფაზე,უნიჩბო(უტუჩო,უენო)ვობლერი. აღნიშნული კლასიფიცირება პირობითია და ხშირია გამონაკლისები. მაგალითად, დასახელებიდან გამომდინარე, ყველაზე თვალშისაცემი: იაპონური კომპანია YO-ZURY -ის ვობლერები L MINNOW44 და L MINNOW33 სინამდვილეში კრენკებია. პრაქტიკაში, სპინინგისტების უმრავლესობა,აქტიური თამაშის მქონე კრენკებს, ფეტებს და შედებსაც კრენკებს ეძახიან. ნახეთ 😞 - და შემდეგი ნაწილებიც. წარმატებებს გისურვებთ ! 😞 Edited August 16, 2021 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ესენი ჩამომივიდა დღეს. Rapala Countdown 3/16 Oz Fishing Lures http://www.youtube.com/watch?v=ljEtxTviZlM&feature=related მეთევზის პოლარიზებული სათვალე. წყალის სარკეზე ბრჭყვიალის("ბლიკის") მოსახსნელად. Flying Fisherman Mariner Polarized Sunglasses 2-3 დღეში ესეც Rapala Shad Rap 05 Fishing Lures ჩამომივა http://www.youtube.com/watch?v=5F0gzcCli44&list=UUYlLJrbyk4Qh-_xRzeUBOAw&index=34&feature=plcp ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 კომპანია BALZER-ის Colonel სერიის ვობლერი, სუსპენდერი. ამ ვობლერმა(შავი), გასულ შემოდგომაზე, ლევანთან და აჩიკოსთან ერთად თევზაობისას გამოიჩინა თავი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 25, 2012 Author Report Share Posted January 25, 2012 (edited) დაწერილია 27 December 2011 - 12:16 AM პოლონელი ავტორის- სტეპანოვის ვობლერები http://www.stepanow-fishing.com/;en ერთ-ერთი ასეთი, უმშვენიერესი, ხელნაკეთი UL ვობლერი მივიღე საჩუქრად BROWNING-საგან ესეც ნახეთ- http://donbass-fishing.com.ua/spinning/238-voblery-nasekomye-sposoby-lovli.html მშვენიერებაა!!! უღრმესი მადლობა ვახტანგს! Edited January 6, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 28, 2012 Report Share Posted January 28, 2012 mooselook http://www.mooselook.net/lwobbler.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 28, 2012 Report Share Posted January 28, 2012 ვილიამსის ვობლერები http://www.mooselook.net/lquicksilver.html ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 29, 2012 Author Report Share Posted January 29, 2012 სავობლერე კვანძი RAPALA KNOT ვობლერს ხელს არ უშლის მოძრაობაში. მისი გამოყენება მიზანშეწონილია მცირე ზომის ვობლერებით თევზაობისას. http://www.youtube.com/watch?v=iW9hROQDGlc ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 14, 2012 Author Report Share Posted February 14, 2012 ფილმი rapala-ს და მისი სატყუარების შესახებ. http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/1134/# ულამაზესი ფილმია. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 16, 2012 Author Report Share Posted February 16, 2012 იაპონური კოპმანია ZipBaits-ის ვობლერები Hickory და Baby Hickory "საშინლად" აქებენ. განსაკუთრებით: ქაშაპი, კალმახი, ქორჭილა. Hickory-ის ამზადებენ სამ ვარიანტად: MDR(ღრმად მომუშავე), SR(ზედაპირული) და SSR(სუპერ ზედაპირული) Baby Hickory-ის ორ ვარიანტად: MDR და SR. ეტყობა რომ მაგარი ვობლერებია, მაგრამ ფასიც კარგი აქვთ. http://www.7seasproshop.com/product_detail.php?keyword=zipbaits_zipbaits_hickory_mdr http://www.7seasproshop.com/product_detail.php?keyword=zipbaits_zipbaits_baby_hickory_mdr ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 9, 2012 Author Report Share Posted March 9, 2012 კარგი სტატიაა ძირვად (sinking) ვობლერებზე. http://fishingplanet.ru/library/5094.php ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 12, 2012 Author Report Share Posted March 12, 2012 ვობლერების შეკეთება-გადაკეთება. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 ჩემი ახალი მცურავი ქარიყლაპიების რისხვა: Duel Hardcore Minnow 90F ზომა: 90მმ (3 1/2") წონა: 7გრ (1/4oz) ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 20, 2012 Author Report Share Posted March 20, 2012 ჩემი ახალი მცურავი ქარიყლაპიების რისხვა: Duel Hardcore Minnow 90F ზომა: 90მმ (3 1/2") წონა: 6გრ (1/4oz) გილოცავ რამაზ! კარგი შენაძენია. კლასიკური Minnow ვობლერია, ქარიყლაპიას გააგიჟებს. თან Duel(იგივე Yo-Zuri)ხარისხით ცნობილი იაპონური კომპანიაა. რამაზ, სად, რომელი საიტიდან, იყიდე?? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 გილოცავ რამაზ , ბომბორები დაგეჭიროს. თუ 1/4oz უწერია, მაშინ 7გრ გამოდის. შევასწორე უკვე. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 ზაზამ მაჩუქა 04-მა, ვენაცვალე მაგას! თუ 1/4oz უწერია, მაშინ 7გრ გამოდის. შევასწორე უკვე. უი შემეშალა ალბად, გადავაგდე ყუთი იმაზე ეწერა. გილოცავ რამაზ! კარგი შენაძენია. კლასიკური Minnow ვობლერია, ქარიყლაპიას გააგიჟებს. თან Duel(იგივე Yo-Zuri)ხარისხით ცნობილი იაპონური კომპანიაა. მადლობა დავით, კი ეგაა ზუსტად. როგორც ვნახე კაი ძვირიანიც ყოფილა. მცალია 2 კვირა და როგორ მინდა შუკაზე გასვლა ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 რაღაც-რაღაც აღჭურვილობა ჩამომივიდა მეგობრებო რუსეთიდან და თქვენი შეფასემა მჭირდება.ანუ სად გამოვიყენო და ვარგისიანი არის თუ არა.გოგონების ნაყიდია და ზეპირად ყიდულობდნენ უბრალოდ დაბარებულს. DMORAL დავითა,არ გავაოფებ პოსტს,ყველა სურათს თავის პოსტში მოვათავსებ და გადახედე შემდეგ,ბევრს კითხულობ და იცი ამათ შესახებ შენ.ყველას აზრი მაინტერესებს ბიჭებო,არა მარტო დათკასი. აი ეს მგონი ქაშაპზე ივარგებს არა? ესეც ქარიყლაპიაზე ალბად და ეს რაზე ვიხმარო არ ვიცი. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 და აი ესეთი სილიკონის სატყუარებია კიდე.ბაყაყი უზაცეპოა. და ესენი ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 20, 2012 Author Report Share Posted March 20, 2012 ზაზა ლალიაშვილი ზაზა, გილოცავ ახალ სატყუარებს! ეს ნახე http://fisherbook.ru/vobler/kosadaka-roger-dive ქარიყლაპიაზე : minnow ვობლერები კარგად მუშაობენ! ზაფხულში, ბალახეულობა მაგრად რომ წამოიწევს, პოპერიც(ვერ ვიცანი რა ფირმისაა, ერთმანეთს გავს უმეტესობა) ძალიან გამოგადგება. ეგ ტრიალებიც მუშაობენ. უბრალოდ, მუცლის სამკავი მოხსენი, ჩვენთან მაგით ვერ გამოიყენებ. ჯიგ თავიან ვიბროკუდებზეც მოსახსნელი გექნება(დიდი ალბათობით) მუცლის სამკავები. ეგ ორკუდიანი ტვისტერები კი ყველაზე ეფექტურებია ქარიყლაპიაზე. განსაკუთრებით კარგია ცალკავიან, "უზაცეპო" ყანყალებზე("ბლესნებზე"). მეპსის Timber Doodle -ს კომპლექტში მოყვება. Rapala Minnow Spoon-საც დახატავს. წარმატებულ და საიამოვნო თევზაობაში მოგეხმაროს! ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 DMORAL მე რაღა დავწერო?! ზაზა ლალიაშვილი კაი სათამაშოაბია, გილოცავ ზაზა! ისე ჯაბა დრაკონის თქმისა არ იყოს თუ არ მომატყუა ბაყაყთან დაკავშირებით ლილოში ვიყიდეო, იმის მერე 3-4-ჯერ ვიყავი ლილოში და ბაყაყი ვერ ვნახე არადა ქალიყლაპიაზე ერთად რო ვიყავით, პირველივე მაგ ვითომ ჩინური ბაყაყით ამოასრიალა ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 20, 2012 Author Report Share Posted March 20, 2012 DMORAL მე რაღა დავწერო?! ზაზა ლალიაშვილი კაი სატამაშოაბია, გილოცავ ზაზა! ისე ჯაბა დრაკონის თქმისა არ იყოს თუ არ მომატყუა ბაყაყთან დაკავშირებით ლილოში ვიყიდეო, იმის მერე 3-4-ჯერ ვიყავი ლილოში და ბაყაყი ვერ ვნახე არადა ქალიყლაპიაზე ერთად რო ვიყავით, პირველივე მაგ ვითომ ჩინური ბაყაყით ამოასრიალა რამაზ, ზაზამ უკეთესად რომ მიხვდეს, შენ ფრაზას(ბაყაყთან დაკავშირებით) დავაზუსტებ. მაშინ, როგორც მახსოვს, ჯაბამ ქარიყლაპია დაიჭირა თვითნაკეთ უზაცეპო ტრიალაზე, რომელსაც სამკავის მაგივრად ეგ ბაყაყი ჰქონდა დაბნეული. ეგ სატყუარა წინა საღამოს მანახა "ნარჩემაშვილების" ეზოში. აი ფოტოც ვიპოვე- ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 მაშინ, როგორც მახსოვს, ჯაბამ ქარიყლაპია დაიჭირა თვითნაკეთ უზაცეპო ტრიალაზე, რომელსაც სამკავის მაგივრად ეგ ბაყაყი ჰქონდა დაბნეული. ხოო, მიბმულები ქონდა რაცხა ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 20, 2012 Report Share Posted March 20, 2012 DMORAL Supernatural ძმებო,ეგ ბაყაყი აქ ვიყიდე.მოსკოვში,სადაც დანარჩენები იყიდეს,იმ მაღაზიაში არ ქონდათ და უზაცეპო ტრიალა მისცეს მის მაგიერ.მოლოცისთვის მადლბა ბიჭებო.მინდა ყველას გაგიზიაროთ რაღაც-რაღაცეები.DMORAL დათკა შენთვისაც მაქ ძმა რაგაც,არ ვიცი თუ როგორ მოგეწონება.აი ეგეთი ინვენტარი არის,ფირმა ძალიან მაგარია,აი თუ როგორი გამოსადეგარია შენთვის ეგ სხვა საკითხია.შენც და ნატურალიც თბილისში ხართ და როგორმე მოგაწოდოდ ეგება გრევები.აი ისიც რაც შენთვის მაქ დათკა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 21, 2012 Author Report Share Posted March 21, 2012 ზაზა , გაიხარე, უღრმესი მადლობა! ოღონდ, ჩემთვის არაფრის ჩუქება და მოწოდება არაა საჭირო. ჩამოვალ ქუთაისში, შენ შეგვხდები, ავთოს გავუაროთ და სათევზაოთ გავიდეთ ერთად. ეს იქნება ჩემთვის დიდ საჩუქარი. ოღონდ დალევა მხოლოდ თევზაობის შემდეგ! P.S. ჩემი არ იყოს შენც ნერვოზი და უძილობა გჭირს, თუ რა გინდა აქ ამ შუაღამით?! DMORAL, Google Bot, ზაზა ლალიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 P.S. ჩემი არ იყოს შენც ნერვოზი და უძილობა გჭირს, თუ რა გინდა აქ ამ შუაღამით?! DMORAL, Google Bot, ზაზა ლალიაშვილი რომელ ქართველ ქაცს არ ჭირს დათკა დღეს ნერვოზი...განგებამ კაცი ფიქრიზა გააჩინა,რა გამოულევს საფიქრალს კაცს. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 ზაზა გილოცავ მეგობარო კარგი სათამაშოებია(მე ასე ვეძახი) კი ჩინური ბაყაყი იყო ძმებო და გაურკვეველი წარმოების ტრიალა დავშალე და გადავაწყვე.ამ ყველაფერმა სიმძიმეც მისცა და ვიბრაციაც(რხევა).გულა(სერდეჩნიკი) ფურცელთან (ლეპესტოკთან) შედარებით უფრო დიდი და მძიმე იყო,რაც დადებითად აისახა მთლიანი სატყუარის ბალისტიკურ მონაცემებზე,ანუ 25 მეტრამდე კი მიფრინავდა მეტს ვეღარ.ბაყაყს მაინც დიდი წინააღმდეგობა აქვს ჰაერში.სხვათა შორის ბევრჯერ მიხსნა ნოლისგან. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.