Jump to content
Club-Monadire.Ge

პროექტი მონადირის გზამკვლევი

Recommended Posts

ჩემი აზრით ყველა წიგნს ყდაზე(შიგნიდან)უნდა გაუკეთდეს წარწერა,სადაც აღწერილი იქნება ამ აქციის ავტორთა ჩანაფიქრი და მიზანი,ზოგადი მიმართვა მომავალი მფლობელისადმი!!!!

Link to post
Share on other sites
  • Replies 129
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ამ დასაწვავ ქალაქში არ დავასახელებ დაწესებულებას მიდღემჩი დაკეტილია აწერია.

დღეს არცეთი სამსახური არ მუშაობს ამბავი რომ გამეგო.

ქალაქის მერიაში კაცი ვერ ნახეს რომ ჰკითხონ რამე :scratchchin: :(

ორშაბათისთვის ვეცდები.

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites

ვამაყობ თქვენით ბიჭებო, გენაცვალეთ გულებში. :friends: :friends: :friends:

სიტყვები არ მყოფნის ამჯერად, უმაგრესი ადამიანები ხართ. :*

Link to post
Share on other sites

ამ დასაწვავ ქალაქში არ დავასახელებ დაწესებულებას მიდღემჩი დაკეტილია აწერია.

დღეს არცეთი სამსახური არ მუშაობს ამბავი რომ გამეგო.

ქალაქის მერიაში კაცი ვერ ნახეს რომ ჰკითხონ რამე :scratchchin: :(

ორშაბათისთვის ვეცდები.

რადაა დაკეტილი? რავა ყველგან გივი მუშაობს! :(

Link to post
Share on other sites

მე რა უნდა ვქნა?

იმ სკოლაში სადაც სწავლობდი, ხომ არიან კიდევ ნაცნობი მასწავლებლები?

ან ეგეც არ არის პრობლემა, მისვლა უნდა და დირექტორთან ან სასწავლო ნაწილის გამგესთან დალაპარაკებაა საჭირო.

როგორც მახსოვს ყველა სკოლას ჰქონდა ბიბლიოთეკა, დაახლოებით 10 წიგნი რომ მაინც ჩაბარდეს ბიბლიოთეკას, ვფიქრობ უკეთესი იქნება.

მე ასე ვაპირებ, თუ რაღაც რაოდენობა "ჩემზეც" გამოიყოფა, ვთხოვ ჩემს ბიძაშვილს, ფსიქოლოგიას ასწავლის მაღალ კლასებს, ორ სიტყვას გაიმეტებს ჩვენთვის და ბავშვებს ეცოდინებათ, რომ სკოლაში არის "მონადირის გზამკვლევი", რომელზეც ყველა დაინტერესებულს მიუწვდება ხელი.

თითოეულ ბავშვზე ჩუქებას, სჯობია სკოლის ბიბლიოთეკაში იყვეს ეს წიგნები.

მე პირადად ბევრი წიგნი გამომქონდა ხოლმე საკითხავად სკოლიდან.

ნუ სკოლასაც გააჩნია, ჩემი იყო და არის ძალიან მოზრდილი "ტერიტორია", ბევრი ბავშვი დადის ეხლაც.

მამაჩემი, მე და ჩემი ძმები, მერე ბიძაშვილები, ეხლა მათი შვილები, ჩემმა უფროსმა გოგონამაც მოასწრო 2 კლასი, მიმესვლება იქ. :e025:

ასევე რამოდენიმე ერთეული საჯარო ბიბლიოთეკებსაც თუ გადაეცემა, არ იქნება ურიგო.

მამუკას უნდა დავეთანხმო ამჯერადაც.

ვახტანგ, ავთანდილ, ლევან და გელა, რამე მოკლე ტექსტი დაწერეთ ძმებო, ერთ გვერდზე რომ მოვათავსოთ თქვენი მიმართვა, დაკოპირდეს და ამოიბეჭდოს, მერე ყველა წიგნის პირველ გვერდზე ჩაიკრას ეგ დამატებითი გვერდი.

იცი, რა ვერ გავიგე. როგორ უნდა ჩაბარდეს, უნდა შეიძინოს სკოლამ თუ როგორ?

Link to post
Share on other sites

არავითარი ფინანსური ინტერესი არ არის ამ აქციაში, ამ კაცებმა/წიგნის ავტორებმა/ გადაწყვიტეს უსასყიდლოდ გადაეცეს მომავალ თაობას მათი გამოცდილება და ნაშრომი.

Link to post
Share on other sites

არავითარი ფინანსური ინტერესი არ არის ამ აქციაში, ამ კაცებმა/წიგნის ავტორებმა/ გადაწყვიტეს უსასყიდლოდ გადაეცეს მომავალ თაობას მათი გამოცდილება და ნაშრომი.

ეს ერთი კვირა, მერე უკვე თავისუფალი ვარ ჩიტივით, გუდა-ნაბადი დამაკრეს :91: გავიკითხავ მეც.

Link to post
Share on other sites

მეც მომივიდა ეგ თავში, რომ ყდაზე გაკეთდეს წარწერა ვინ უგზავნის ვის და რა მისიით. კარგი იქნება თუ ყველა წიგნზე ინდივიდუალურად წაეწერა იმ სკოლის სახელი სადაც იგზავნება, მაგ: სოფელ ჭიორის სკოლას, სოფელ ღების სკოლას და ა.შ.

Link to post
Share on other sites

მასეთი წარწერა ვინც დაარიგებს, იმასაც შეუძლია გააკეთოს.

რაც შეეხება მამუკას იდეას პატარა მიმართვასთან დაკავშირებით, ალბათ არ იქნება ცუდი. მერე შეგვეძლება გავამრავლოთ და ყოველ წიგნში ჩავდოთ.

მამუკა, შენ მაგრად გეხერხება მაგ ამბავი და ორ წინადადებას ხომ არ გვაჩუქებდი :hi: :hi:

მეც მომივიდა ეგ თავში, რომ ყდაზე გაკეთდეს წარწერა ვინ უგზავნის ვის და რა მისიით. კარგი იქნება თუ ყველა წიგნზე ინდივიდუალურად წაეწერა იმ სკოლის სახელი სადაც იგზავნება, მაგ: სოფელ ჭიორის სკოლას, სოფელ ღების სკოლას და ა.შ.

Link to post
Share on other sites

თბილისში აუცილებელია რამოდენიმე სკოლაში გაკეთდეს.როგორც გარეუბნებში ასევე ცენტრში.თუმცა ჩემი შეხედულებიდან ცენტრში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს 95% მაგრა კიდიათ ნადირობაც,თევზაობაც და ზოგადად საქართველოც.(ამას დაზუსტებით ვწერ სამსახურეობრივი სიტუაციიდან გამომდინარე :alfons: )მაგრამ მაინც აუცილებელია გადაეცეს.მე ჩემს სკოლაში ატვეჩაი ვარ.

ერთი იდეა მაქვს.მგონი 100% გასაკეთებელია.გავაკეთოთ შტამპი რომელსაც ეწერება CLUB-MONADIRE.GE და ყველას დავარტყათ ყდაზე

თორემ წიგნში არაერთხელ არის ნახსენები და დაწერილი MONADIRE.GE,ამით კიდევ ჯანო პიდარმონს გაუკეთებთ საქმეს.

ეხლა რაც ჩეეხება წიგნების გამოტანას.რის საფუძველზე გამოგვაქვს წინგები???ან ფაქტურა არ გვინდა ან რაიმე საბუთი???რომ გამოვიტანო ეგ წიგნები და გზაში პატრულმა გამაჩეროს და ფაქტურა მომთხოვოს 500 ცალ წიგნზე რას ვაკეთებ მერე??ან ზედნადები თუ რავი რაც ქვია რა.

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

jaba თვითონ დაგიწერენ დაბრუნების საბუთს,ან ზედნადებს,ისე ვერც გამოგატანენ.თუ დღგ-თია შესული დღგ-ს კორექტირებას მოგთხოვენ ბუღალტერისგან და მეტი არაფერი. :yes:

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი საქმეა :yes: მაგრამ რა მაინტერესებს, თბილისის უმრავლეს სკოლებში დამამთავრებელ კლასში დაახლოებით 30-40 "კაცი" ამთავრებს სკოლას და ორმოცივეს რო გადაეცეს წიგნები არ ეყოფა ბევრ სკოლას... ან რა პრინციპით უნდა გადაეცეს? სკოლის ბიბლიოთეკებს რო გადაეცეს უკეთესი ხოარ იქნება? და ვისაც სურვილი ექნება წაიღებს გაეცნობა და-დააბრუნებს ... რავიცი რავიცი... :pardon:

Link to post
Share on other sites

თუ გადაეცემა მსურველს მფლობელობაში, ჩათვალეთ რომ ამ წიგნს თაროზე დააბერებს.

ვთვლი, რომ სკოლის ბიბლიოთეკები საუკეთესო ვარიანტია, რადგან წლების განმავლობაში ნადირობით დაინტერესებულს შეეძლება წიგნის გამოტანა და წაკითხვა, მერე მომავალი მეათე კლასელი წაიკითხავს და ა.შ.

სალომეს ისეთი წიგნები მოაქვს სკოლის არქივიდან, მთელი კვირა ვკითხულობ ხოლმე, რადგან უნდა ჩააბაროს ვადაში და მერე სხვა ბავშვს მიაქვს.

უნიკალური გამოცემებია, რომელსაც თვალს ვერ მოაცილებს ჩვენნაირი.

ამავე დროს, ამ წიგნით ბევრი რამის ათვისება შეუძლია დამწყებს და არა მარტო მათ, მე ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან.

მაქვს ეგ წიგნი, მიღებისთანავე გადავღეჭე, თანაც მეგობრების დაწერილია და ძალიან მაინტერესებდა ყველაფერი.

მერე რაღაცის ნახვა მინდოდა და რამოდენიმეჯერ გადავხედე.

მანდ მორჩა, დევს ეხლა თაროზე.

არ მინდა ამ ბიჭების შრომამ უკვალოდ ჩაიაროს და დარჩეს "თაროზე".

თხლიშეთ ბიბლიოთეკებში და არ დავიშუროთ დრო, მივაკითხოთ ჩვენს სკოლებს, ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს გავაგებინოთ ამ კეთილშობილი აქციის შესახებ, მერე გამოვა საქმე.

არ დავუკარგოთ ამ კეთილ ხალხს გაწეული შრომა და აღიარებას ესენი არ ითხოვენ, უბრალოდ გადაბარება უნდათ თავისი გამოცდილების მომავალი თაობისთვის.

Link to post
Share on other sites

სოფლის სკოლას ის მუღამი აქვს, რომ რამდენიმე ბავშვი ერთად ჩაუჯდება და წაიკითხავენ, ისედაც სულ რამდენიმე არიან.

Link to post
Share on other sites

სკოლის ბიბლიოთეკები მართლა საუკეთესო ვარიანტია, 500 სკოლის ბიბლიოთეკაში რომ დაიდოს და მოსწავლეებს შესაბამისი ინფო მიეწოდოთ, დარწმუნებული ბარ საკმაოდ ეყოლება მკითხველი, დავთვლი მე კახეთისკენ რამდენ სკოლაში მიმიწვდება ხელი, პრინციპში ყველგან მიმიწვდება მაგრამ დარიგებაა დროის ამბავი

Link to post
Share on other sites

რათქმა უნდა აუცილებლად ბიბლიოთეკაში უნდა მოხვდეს წიგნი.

ეხლა ჩემს აზრს მოგახსენებთ თუ არ მიწყენთ. მთის რაიონებში სადაც განუკითხავად მიდის "ნადირობა" (არც სეზონი იციან, არც დედალ მამალი, ახალგაზრდა, ბებერი, მაკე და ა.შ.) აუცილებლად სადაც კი მივწვდებით ყველგან უნდა მიაღწიოს ამ წიგნმა, რაგდან ერთადერთ კონტროლად და მოვლის ბუნებისა, მომავალი თაობაში სინდის-ნამუსის და ბუნების სიყვარულის გაუნელებელი ცეცხლის დანთებაა. რაჭაზე მე ვითავებ(ზემო რაჭაზე), სვანეთში უნდა მოხდეს ანალოგიურად, ხევსურეთში და ა.შ. ყველგან სადაც სავალალო ვითარებაა :hi3:

Link to post
Share on other sites

კი ბატონო, გავუშვათ ბიბლიოთეკებში. ქევხო გაარკვევს თელავში, ავთო, ლევან, გელა, რას იტყვით? თქვენსკენ რამდენი იქნება საჭირო?

ჯაბა, შტამპი კაი აზრია, მოახერხებ გაკეთებას თბილისში რომ დავურახუნოთ სანამ გავანაწილებდეთ?

გამოტანას რაც შეეხება, ავთო გვეტყვის როგორ გავაკეთოთ.

Link to post
Share on other sites

იდეა არის საუკეთესო! :yes:

წიგნების რაოდენობა იმდენს ვერ გაქაჩავს, რამდენიც შესაძლებლობა გვაქვს. ოზურგეთი სხვასთან შედარებით პატარაა, ამიტომ საერთო მასიდან ნაკლები(პროპორციულად) წიგნი წამოვა აქეთ... მე ჩემი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასე გავაკეთებ(თუ თქვენი ნებართვა მექნება):

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჩემი ახლობელია და გავაკეთებინებ პატარა მონიტორინგს_ ვინაა სკოლის მოსწავლეებში ასე თუ ისე დაინტერესებული ნადირობა-თევზაობით, ფლორა-ფაუნითა და ეკოლოგიით...

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამ საქმეში ამყვება და გამოვავლენთ ,,მონადირის გზამკვლევისათვის" კარგ მკითხველსა და დაინტერესებულ ბავშვებს. მერე კი გადავცემთ...

ბიბლიოთეკისათვის წიგნების გადაცემა კარგია, მაგრამ მე რასაც ვხედავ მაგ დაწესებულებაში არავინ შედის ჩვენდა სამწუხაროდ :karochera:

ვარგა იდეა? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

კი ბატონო, გავუშვათ ბიბლიოთეკებში. ქევხო გაარკვევს თელავში, ავთო, ლევან, გელა, რას იტყვით? თქვენსკენ რამდენი იქნება საჭირო?

ჯაბა, შტამპი კაი აზრია, მოახერხებ გაკეთებას თბილისში რომ დავურახუნოთ სანამ გავანაწილებდეთ?

გამოტანას რაც შეეხება, ავთო გვეტყვის როგორ გავაკეთოთ.

ბიბლიოთეკაში დადის კიდე ვინმე? :scratchchin: სკოლებზე გადაცემა ჯობია ჩემი აზრით.

Link to post
Share on other sites

შიგნით დამატებით ჩასწორებული მისამართი იქნება მისათითებელი ჩვენი საიტის მისამართით,თორე დაინტერესებული პირები იმ ძველ საიტს მიაწყედა :scratchchin: ია ტაკ დუმაიუ :old:

Link to post
Share on other sites

რაც შეეხება იმას რომ ბიბლიოთეკაში არავინ დადის ეგ ეგრეა მაგრამ სკოლაში რო გაიგებენ ბავშვები ბიბლიოთეკაში არის ესეთი წიგნი ვისაც დააინტერესებს ის მივა და წაიკითხავს, პირადად რო დაურუგო ჯერ 500 წიგნი არ ეყოფა მაგ საქმეს და მერე ზოგი არც დახედავს ისე შემოდებს თაროზე, რავიცი... :pardon:

მასე იქნება მაგი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...