Jump to content
Club-Monadire.Ge

ხრახლულიანი იარაღის შერჩევა


Recommended Posts

მოგესალმებით.

ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა რამდენიმე ადამიანის მოწერილმა წერილმა სადაც იყო კითხვები იარაღის (კერძიოდ ხრახლულიანის) შერჩევასთან დაკავშირებით.

 

ეს თემა იგივენაირად აქტუალურია როგორც გლუვლულიანი შეჩევა, ამიტომ მისი არსებობით კომპეტენტურებმა შეძლებისდაგვარად ვცადოთ დავეხმაროთ მსურველებს გავუზიაროთ გამოცდილება ამა თუ იმ იარაღის არჩევაში.

 

თვითონ შესავლის გარეშე დასმული კითხვა რომელი ხრახლულიანი შევიძინო, არის არასწორად დასმული შეკითხვა, რომელსაც ვერ უპასუხებს ვერავინ თუ არ იცის კონკრეტულად რისთვის ჭირდება კითხვის დამსმელს იარაღი.

 

საჭიროების მიხედვით ხრახლულიანი იარაღის დანიშნულება იყოფა რამდენიმენაირად

 

1. თავდაცვისთვის.

2. სანადიროდ.

3. მიზანში (ქაღალდზე სასროლად).

4. ან უბრალოდ გვინდა გვქონდეს (რადგან ქართველების უმეტესობას ეს სისხლში გვაქვს).

 

 

 

ბუნებაში იდეალური და უნივერსალური არაფერი არ არსებობ მათ შორის არც იარაღი. ყველა იარაღის მოდელს აქვს ( ხრახლულიანია თუ გლუვი) კონკრეტული დანიშნულება და მიზანშეწონილია რამდენიმეს ქონა, მაგრამ სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში რადგან არ გვაქვს მაგის საშუალება ვცდილობთ შევიძინოთ მაქსიმალურად უნივერსალურთან მიახლოებული იარღი .

 

გავარჩოთ ზედა ჩამონათვალი მე დავწერ ჩემ აზსრს რა თქვენც დაამატედ

 

1.თავდაცვა

თავდაცვის მიზნით კარაბინის და შაშხანის ყიდვა თუ არ ვცხოვრობთ ტყიან ადგილას არაა მიზანშეწონილი. მის მაგივრობას უკეთესად გაგვიწევს პისტოლეტი და რევოლვერი.რომლებიც უფრო მობილური და მოხერხებულები არიან კრიტიკულ სიტვაციაში ვიდრე შაშხანა და კარაბინი.

 

2 სანადიროდ.

 

ეს ძალიან მტიკივნეული საკითხია იმიტომ რომ აქვს განხრა სარეკში ნადირობა და ალპურში ნადირობა.

 

სარეკში სანადიროდ ნახევრადავტომატური (კოლიმატორით ან მექანიკური სამიზნით) ჯობია ძლიერ კალიბრზე 308. 30.06.

თუ რატომ ნახევრად ავტომატური განვმარტავ, ბოლტით ტყიანში აცელის შემთხვევაში რომ გადატენო და მოარტყა 70/30-ზეა ნადირის სასარგებლოდ.

 

მაგრამ ალპურისთვის ნახევრად ავტომატური უკვე ვერაა სასურველი.. მიზეზი ლულის სიმოკლე და სითხელეა რომელიც ვერ უზრუნველყოპს სტაბილურ ნასროლს დიდი დისტანციაზე სროლისას წარმოიქმნება ვიბრაცია და ეს ასუსტებს მიზანში მოხვედრას.

 

ამიტომ ალპურისთვის სადაც უკვე სროლის მანძილი დიდია (500-600 მეტრი) უკვე ვარმინგტი მოდელია საჭირო 61 დან 66სმ სქელ ლულაზე ძლიერი ოპტიკით კალიბრი 308.30.06. 300ვინ მაგ და 338.

 

ეს პრობლემა მე გადავჭერი იმით რომ შევიძინე benelli argo 308 და SAKO - TIKKA T3 VARMINT SS 308 ორივე ყიდვა დანავაროტება თვის კოლმატორი, სკოპით დამიჯდა 7000-8000 ეროვნული.

 

308 იმიტომ ვარჩიე რომ საქართველოს პირობებისთვის იდეალურია და ვაზნა იაფი 2-2,5 ლარი და ადვილად შოვნადი.

 

მაგრამ რა ქნას იმან ვისაც არ აქვს საშვალება და უნდა შედარებით იაფასიანი ვარიანტები??

 

ასეთ შემთხვევაში უკვე უნდა განვიხილოთ რას გვთვაზობს ბაზარი და რისი საშვალება აქვს მონადირეს.

 

 

მე მიუხედავს იმისა რომ რუსული საბრძოლო იარაღების დიდი მოყვარული ვარ სანადროდ ვეც მოსინი ვერც ესკაესი და ვერც ესვეტე ვერ მოვირგე.(ლოსი, ვეპრი, ტიგრი საიგა კი იგივე ფასია რაც კარგი საძღვარგარეთული შაშხანა.)

 

მიზეზი- წონა, მოუხერხებლობა და ვაზნის სისუსტეა (გამაჩერებელი ძალა) საზღვარგარეთულთან შედარებით.

 

ასევე დიდი საშიშროება იმაზე რომ საბრძოლო ვაზნის აღმოჩენის შემთხევაში (რომელიც ამ შაშხანების პატრონების 90 პროცენტი ხმარობს )კანონმდებლობით ან პატიმრობა ან ოთხნიშნა ჯარიმაა ბიუჟეტის სასარგებლოდ :scratchchin:

 

სხვა საზღვარგარეთულ შედარებით იაფ მოდელებში 2 ვარიანტია ან რემ770 ან ტიკა ლაითი . მე ტიკა მირჩევნია..

 

 

მთლიანობაში ძალიან რთული და დელეკატური თემაა და საკამათო:karochera:

 

3.მიზანში სასროლად.

 

მანდ გამოდგება 22 კალიბრიდან 338 კალიბრამდე გააჩნია რამხელა დისტანციაზე აქვს სურვილი მსროლელს. და როგორი მოთხოვნები თუ ასე ვთქვათ ტყვია-ტყვიაში (100მ) და შორ მანძილზე სტაბილურად...

 

რათქმაუნდა ისევდაისევ სქელ და გრძელ ლულიანი ვარმინგტი. ხარისხიანი ტაქტიკურ ბარაბნებიანი ოპტიკით. გინდა 22 კალ იყოს და გინდა 338.. თუ მთავარია სამიზნეს მოხვდეს მაშინ ნებისმიერი შაშხანა, კარაბინი და საშვალო დონის ოპტიკური სამიზნე.

 

 

4. უბრალოდ გვინდა რომ გვქონდეს.

 

თუ უბრალოდ გვინდა გვქონდეს მაშინ ჯიბის სისქის გათვალისწინებით არჩევანი ჩვენ მაღაზიებში უამრავია!!! :vinsent:

 

 

დანარჩენი დაამატეთ ბიჭებო და ვიკამათოთ სეზონამდე მეტი საქმე მაინც არ გვექნება :d030:

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites
  • Replies 93
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

შუკა, მე რატომღაც მგონია რომ საქართველოს პირობებში 7მმ-ზე მეტი კალიბრი არც გინდა(ტყეში). დათვსაც აჩერებს,ღორსაც, შველსაც და თხასაც . რას იტყვი?

Link to post
Share on other sites

საინტერესო პოსტია, ნიკა შენი ბოლო შენაძენის ფოტო დადე ჩემი თხოვნა იქნება, თუ შეგიძლია რა თქმა უნდა.

Link to post
Share on other sites

BROWNING

შვიდზე რომელს გულისხმობ პატივცემულო >?? აჩერებს ცოტა საკამათო თემაა :scratchchin:(მაგ 7.62X39. ვგულისხმობ საბრძოლოს)შიგნით რკინის ღერძი ე.წ (სერდეჩნიკი) აქვს და მოვხედრისას თუ ძვალში არ მოხვდა იწვევს გმჭოლ ჭრილობას. 308 კი (კალიბრი როგორცს მოგეხსენება ერთი და იგივეა) აქვს ექსპანსიური ვაზნა რომელის შიგთავშიც მხოლოდ ტყვიაა ...მოხვედრისას (გინდა რბილში) დეფორმირდება და მეტი გამაგდებელ შემაკვებელი ძალა აქვს.

 

რამდენჯერმე შევსწერებივარ და მინახია და უფრო მეტჯერ სანდო წყაროებიდანაც გამიგონია რომ 7.62X54 და 7.62X39 მოხვედრის შემდეგ დათუნია ან ღრუტუნა წასულა და სხვაგან გარდაცვლილა. :karochera:

 

აქედან დასკვნა რომ თუ მაგ კალიბრის იარაღი გაქვს ან უნდა იხმარო სუფთა სანადირო ვაზნა რომელშიც ტყვიაა და არა რკინის ღერძი (რაც ძვირია და ბევრს არ ეხელწიპება) ან გამოცვალო მეტად ძლიერ ვაზნიან იარაღზე.

 

ისე ალპურისთვის თუ მუხლი გერჩის იდეალურია 338. მაგრამ 6 ლარის ვაზნაში მიცემა ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა.. :scratchchin:

 

აჩიკო

ციფრულს რაღაც დაემართა და ვერ ვიღებ. ხვალ შევეცდები დავდო მაგრამ ჯერ უოპტიკოთაა... სამაგრებს ველოდები.

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

შუკა

 

კარგად წერ

 

სარეკში გლუვლულიანიც მშვენივრად მუშაობს დაჟე უკეთესადაც გონივრულ დისტანციაზე

 

ისე კომფორტის ამბავია ეგ

მთის ნადირობებში იარაღი იმდენად არ იგებს რამდენადაც მაგარი მუხლი და ადგილის სწორად შერჩევა.

Link to post
Share on other sites

იეტი

გლუვზე ნაწილობრივ გეთანხმები ვებხო .. რაიონებში ადილობრივების 95% თოფით ნადირობს. და ბევრ სიტვაციაში გლუვი უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ხრახნი. მაგრამ...3 წლის წინ მომიწია გამწარება იმის გამო რომ სეკაჩი ჩემგან დაახ 150 მეტრში თოვლში გარბოდა მე კი მპ-153 მეჭირა და ცრემლები მომდიოდა.. :( ამის მერე თოფი აღარ წამიღია სარეკში.. :vinsent:

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

შუკა

 

შენს მიერ ჩამოთვლილ 4 პუნქტს ერთს კიდევ დავამატებდი.

გვინდა თუ არა ჩვენს მოსახლეობაში მყარად აქვს ფეხი მოკიდებული ეგრეთ წოდებულ "მარიაჟობას".

ეს ის კატეგორიაა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია შეხება იარაღთან და წარმოდგენა არა აქვს თუ როგორ უნდა მოიხმაროს, ან რაში უნდა გამოიყენოს.

უბრალოდ ჩავარდა "სასტავში", სადაც რამოდენიმეს აქვს იარაღი, ჰოდა წავა ესეც და ყიდულობს.

 

ჩემზე უკეთესად თქვენ იცით, ხშირად იქნებით მსგავსებთან შეხვედრილი.

Link to post
Share on other sites

საქართველოში შაშხანის ქონა რა საჭიროა, როცა სანადირო არაფერია კანონით დაშვებული. ბრაკონიერობამდე 1 ნაბიჯი გაქვს დარჩენილი როცა მდევარი გყავს და ოპტიკით აღჭურვილი შაშხანა გაქვს :hi3:

Link to post
Share on other sites

ხომ იცი, რა ტიპის და ყალიბის იარაღიც არ უნდა გქონდეს ყოველთვის აღმოჩნდება სიტუაცია როცა "ვერ მიწვდები"

ერთი ყვარლელი მეგობარი მყავს რაც იმას და მის ძმას, ღორი, ირემი და შველი ყავთ თავის დროზე ნახოცი საქართველოში და დაღესტანში :karochera:

სულ გლუვლულიანებით.

 

რავი როგორ გითხრა 300 მეტრს იქეთ სროლა მე უფრო სპორტული სროლა მგონია ვიდრე სანადირო სროლა თუ რავიცი რა დავარქვა.

 

ვარმინტინგი სპორტი უფროა ვიდრე ნადირობა მე ესე ვფიქრობ. შესაბამისად მაგ ტიპის შაშხანებს მე უფრო სპორტული ინტერესით ვუყურებ ვიდრე სანადირო.

 

მე ეხლა მსუბუქ ბიუჯეტურ კარაბინზე ვფიქრობ 2,5-ში რო ჩავჯდე მაქსიმუმ. 350-400 მეტრამდე თვისუფლად გამართობს იმის იქეთ სროლა მე არ მაინტერესებს არც სპორტული და არც სანადირო.

 

ისე კაცია და გუნება, ვის მღვდელი მოწონს და ვის მღვდლის ცოლი...

Link to post
Share on other sites

მეც ძალიან მომწონს შორ დისტანციაზე სროლა და ჩემთვისაც მხოლოდ სპორტული აზარტია, ხოლო ნადირს რაც უფრო ახლოს მიეპარები და ისე მოკლავ უკეთესი მონადირე ხარ, მე ასე ვუდგები ამ საკითხს. :hi3:

Link to post
Share on other sites

ეს ფოტო განწყობისთვის. :hi3:

 

ჩემი SAKO - TIKKA T3 VARMINT SS . leupold-12X40 ტაქტიკური ოპტიკით.

 

დანიშნულება- ნადირობა საქართველოს საზღვრებს გარეთ ალპურ ზონებში :to_keep:

 

კალიბრი ჩემი უსაყვარლესი - 308win.

 

c7c5b24b2e6f.jpg

 

ea2a28fb6896.jpg

 

2bda97679426.jpg

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

თავად და მეტად პატივცემულო შუკა :hi: , 7მმ=.284 კალიბრზე ვიკითხე. კანადაში ძალიან პოპულარული არ ეთქმის, მაგრამ ბევრს ნამდვილად აქვს. პლიუსებში უთვლიან სიზუსტეს, სიმჩატეს(ვაზნის წონა 30 ტიპის კალიბრთან შედარებით). ცხენირემის დამგდებიც ბევრი შემხვედრია ამ კალიბრით.

 

გადარჩენას რაც შეეხება , კალაშნიკოვის ვაზნას დათვი კი არა, იაპონია გადაურჩა ატომურ ბომბს და... :e025:

Link to post
Share on other sites

BROWNING

კანადაში და შტატებნში ცხოვრების დონე და შეძლება ჩემზე უკეთ მოგეხსენება ბვრად მაღლა დაგას ვიდრე გურჯისტანში. ამიტომ ეს ვაზვა 284 ( მგონი 6,5მმ და არა 7მმ_)

4209429a93c3.jpg

დარწმუნებული ვარ მშვენივრად იმუშავებს (სუფთა სანადირო ვაზნაა) მარამ იარაღები არაა საქართველოში ამ ვაზნაზე და ვაზნაც ან დეფიციტი იქნება ან იმდენად ძვირი რომ შეიძლება მხოლოდ ერთეულებმა შეძლონ ამ კალიბრზე შეიაღაღება. :karochera:

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

284 საკმაოდ საინერესო კალიბრია და თან სპეციფიკური WSM-ისავით :dato:

 

შუკა ...... სრულიად გეთანხმები 308 საუკეთესო არჩევანია ჩვენს პირობებში.......მაგრამ :scratchchin:

 

ესეც ფოტო განწყობისათვის(დედმამიშვილები :friends: )

 

cba9faa21739.jpg

Edited by GIO 444
Link to post
Share on other sites

GIO 444

გიორგი მიხარია რომ შემოგვიერთდი თავადო!! :phil_25: მაგრამში ვიცი რაც იგულისხმე, :alfons: 338 მართლა მაგარია!! სიზუსტე + სიძლიერე :iscavlet:

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

კი მეგობარო ეგრეა :Laie_99: და 338 -ი სულ სხვა კალიბრია ბევრ კალიბრთა შორის, თავისი დადებითებით და უარყოფითებით.....

 

საინტერესო ცხრილია..........

 

შედარება მსროლელთა კარტრიჯებიკარტრიჯი ..... M aximum ეფექტური სპექტრი

 

5.56x45mm ..................................... 300 - 500 მ 

7.62x51mm (.308 Winchester) ........ ...........800-1,000 მ 

7.62x54mm რ .............. .....................800-1,000 მ 

7 mm Remington Magnum ............... ..........900-1,100 მ 

.300 Winchester Magnum ................ ........900-1,200 მ 

.338 Lapua Magnum ........................ .....1,300-1,600 მ 

.50 BMG/12.7x108mm (რუსეთის) ...... ...........1,500-2,000 მ 

14.5x114mm ................................... .1,900 -2,300 მ 

.408 Chey TAC .................................>2,400 m

 

5fc695a41eb3.gif

Edited by GIO 444
Link to post
Share on other sites

კალიბრი ხომ დუიმიდან იანგარიშება(1დუიმი=25.4მმ), მაგ: .300კალ=დუიმის 30%=25.4სმX30/100=7,62მმ

 

 

.308კალ= 7.8232მმ

 

 

 

.338=8,5852მმ

 

 

 

აქედან გამომდინარე 284კალ=7,2136მმ-ია და არა 6.5მმ და 7მმ :hi3:

Edited by courage
Link to post
Share on other sites

მართალია ეს კაცი!! არადა ვაზნას 6,5მმ აწერია მე არ მქონია შეხება და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ისე ძზალზედ საინტერესო ფაქტია :scratchchin:

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

აგერ ძმაო ყველანაირი ინფო 7მმ-ზე. ბრაუნინგიც უშვებს ა-ბოლტს და ნახევრადავტომატურ ბარსაც. მაგარი კალიბრია.

 

 

http://www.accurateshooter.com/cartridge-guides/7mm/

Link to post
Share on other sites

შუკა

 

სარეკში გლუვლულიანიც მშვენივრად მუშაობს დაჟე უკეთესადაც გონივრულ დისტანციაზე

 

გეთანხმები 100%

Link to post
Share on other sites

დღეს სპეციალუად წავედი და ვნახე მაგნუმისი გუდვილში ეგ ვაზნა 284. მომეწონა, დარწმუნებული ვარ კარგი ბალისტიკა ექნება მაგრამ ფასიი!!! :scratchchin: 1 ცალი 10 ეროვნული.. ძვირია..ნეტა შტაატებში რა ღირს???

2 რემინგტონის ლაითი მოდელიც აქვთ მაგ ვაზნაზე ფასი 1800-2200მდე,

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

შუკა

 

10GL 6$ გამოდის ხომ?

 

წინასწარ გეტყვი რომ მეექვსედიც არ იქნება აქაური ფასი.

 

პირველად 7მმ-იანი SAVAGE ავიღე, მეზობელი მყავს პროფესიონალი მონადირე, რომელმაც ყურადღებით მომისმინა როცა ვაჩვენე და იძულებული გამხადა 270WIN-ზე გადამეცვალა, რადგან როცა ჩამოვუთვალე იმ ცხოველების სია რომლებზეც ვაპირებდი ნადირობას, არ მირჩია ეს კალიბრი.

 

გადაცვლა მაგარი ხათაბალა იყო, კიდევ კარგი გასროლა ვერ მოვასწარი, თორემ აღარ დაიბრუნებდნენ.

 

დიდი განსხვავება არ არის მსხვილ კალიბრიანი ხრახნულების ვაზნების ფასებში.

270 WIN-ის 20 ცალ ვაზნაში 15$-მდე ვიხდი.

 

გაგიგებ ამ დღეებში ზუსტ ფასებს.

 

პ.ს. თუ კიდევ რომელიმე ვაზნის ფასი გაინტერესებს, აქვე დაწერე ნიკა და ერთიანად დავწერ მერე.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

გიო ყველასი მაინტერესებს რასაც გაიგებ ფირმაც (ვინჩესტერი, ფედერალი, რემინგტონი, ჰორნადი ,ლაპუა)რომელი რა ღირს დაწყებული 223 დამთავრებული 338-მდე :scratchchin:

 

წინასწარ მადლობა :Laie_99:

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...