Gurulo 154 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 Charles Boswell ინგლისური იარაღის მწარმოებელთა შორის ერთ-ერთ საპატიო ადგილი ჩარლზ ბოსველს უკავია, რომელიც თავისი ჰორიზონტალურებითაა ცნობილი. ბოსველმა თავისი პროფესიული კარიერა ენფილდში სამეფო საიარაღო ფაბრიკაში დაიწყო. ოსტატს თავიდან არ გააჩნდა არც კაპიტალი, არც იმიჯი და დიდი რისკის ფასად თავისი სარემონტო საამქრო გახსნა ედმონტონში. თანდათან სიძნელეები დაძლეულ იქნა და 1884 წელს ოსტატს თავისი მცირე საწარმო გადააქვს ლონდონში. ამ დროისათვის ბოსველი ჩამოყალიბდა როგორც წამყვანი ექსპერტი და კარგი მეიარაღე. მისი თოფების ლულებზე ჩნდება წარწერა საწარმოს მისამართით Strand Street. ფირმის პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა და ცნობადობა საკმაოდ გაცილდა ბრიტანეთს. ფირმის საუკეთესო წლები მეცხრამეტე საუკუნის დასასრულსა და მეოცეს დასაწყისს დაემთხვა. ამ პერიოდში ბოსველი The Best კატეგორიის თოფებს უშვებდა ლულათა ჰორიზონტალური წყობითა და გვერდით დაფებზე განლაგებული საკეტებით(The Best კატეგორია შემოტანილი იყო ყველაზე პრესტიჟული ინგლისური ფირმების მიერ თავიანთი საუკეთესო ნაკეთობებისათვის). აღნიშნული პერიოდის თოფები რანგითა და კლასით ლანკასტერისა და გრინერის თოფების სადარი იყო. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბევრ საიარაღო ფირმას გაუჭირდა. ზოგი დაიხურა, ზოგი შეერთდა და ა.შ. ჩარლზ ბოსველი კი ამ პერიოდშიც არ უჩიოდა შეკვეთების სიმცირეს და აგრძელებდა განვითარებას. ასე გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე. 1940 წელს ლონდონის ერთ-ერთი დაბომბვისას ყუმბარა ბოსველის საწარმოს მოხვდა. 1941 წელს საწარმო სხვა მეპატრონეს გადაეცა მართვაში. ამის შემდეგ ფირმამ ბევრი მფლობელის ხელში გაიარა, თუმცა ბრენდი Charles Boswell ყველა მათგანმა შეინარჩუნა. ფირმის ლონდონში არსებობის ბოლო ცნობები 1960 წლით თარიღდება. როგორც უმეტესობა ლონდონური ფირმებისა, ბოსველიც უმეტესად ლულათა ჰორიზონტალური განლაგების თოფებს უშვებდა. თოფებს აქვთ სამმაგი საკეტი. გამოდიოდა როგორც ეჟექტორებიანი ასევე ექსტრაქტორებიანი მოდელები. გრავირებაში არც თუ იშვიათად გამოყენებულია ნადირობის სცენები, ძაღლის ან ფრინველთა პორტრეტები. ფირმამ თავისი არსებობის ბოლო წლებში ერთლულიანი თოფებიც გამოუშვა. თოფების რესურსი ტრადიციული ლონდონური ხარისხისაა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.