Jump to content
Club-Monadire.Ge

უდარდელი ოცნების ხანა, ჩვენი ბავშვობა.


Recommended Posts

საქართველოში იბადებოდნენ,

და მერე მუდამ წუხდნენ ამაზე,

ეხ! წუთით მაინც დაბრუნდებოდეს,

ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

 

http://www.youtube.com/watch?v=luJj7wf26NQ

 

არასოდეს არ შეიცვლება ჩემში ის ემოცია რაც ამ სიმღერას მოაქვს, ახლაც ჩემს გიჟმაჟ ბავშვობასთან და უსაყვარლეს მოგონებებთან მაკავშირებს და სული ნეტარებით მევსება.

Link to post
Share on other sites

ეს ქუხნიდან წამოვიღე..როგორ მიყვარს ჩემი ბავშვობა, ვერ ველევი,ყოველ წუთს თავს მახსენებს...

 

 

 

 

 

მზევინარ ტერეშკოვა

 

 

 

ამდენ თოჯინაში მხოლოდ შენ გამოგარჩიე ჩემო მზევინარ, ასე დაგარქვი როცა სახლში მიგიყვანე. თითქმის მხრებამდე მწვდებოდი. ჩემად მეგულებოდი, მაგრამ ჩემი არ იყავი. ნელი ბებიას საბავშვო ბაღში შენი პირადი ნომერიც კი გქონდა მიკრული. სახლში წაყვანა არ შეიძლებაო-მითხრეს. მაგრამ , მე ვინ მაჯობებდა სიჯიუტესა და ფეხების ბაკუნში:-მინდა, მინდა , მინდაააა. ..ვქნა, უნდა ვქნააა....!

ბებიას ნებიერა ვიყავი და ჩემს სიტყავს ფასი ჰქონდა. ხოდა, წამოგიყვანე ჩემთან ჩემო მზევინარ. ჯერ კარგად ვითამაშეთ, მერე გასადილე, გასეირნე. საღამოს ტანსაცმელი გაგხადე,ვითომ-ვითომ გავრეცხე და სკამზე შემდგარმა თოკზე დავკიდე გასაშრობად.ვითომ-ვითომ გაბანავე და შეგფუთე. თავად მე დაბანის დიდი მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ დიდი ჭიდაობის შემდეგ ბებიასთან და ჩემს ძიძასთან ( ამ დროს ბაბუაც ჩაერთო და იყვირა -გააჩუმეთ აი ბაღანა ან გადაიყვანეთ გადაღმა) ძალ-ღონე გამოლეული დამბანეს და კარგად გაღუღუნებულ საწოლში ერთად ჩაგვაწვინეს , ჩემო მზევინარ. გულში ჩაგიხუტე და ასე ტკბილად დავიძინეთ.

დილით საწოლში არ დამხვდი. გულგახეთქილი წამოვხტი და ქვევით, ქუხნა სახლისკენ დავეშვი სადაც შენი ტანსაცმელი მეგულებოდა. იქ არაფერი დამხვდა. ის ტკივილი ახლაც მახსოვს. თვალებზე კურცხლები ჩამომეკიდა, ნიკაპი და ტუჩები მიკანკალებდა. ამ დროს ჩემი ძიძა გამოჩნდა, ბებია უკვე სამსახურში იყო, მუხლებში ჩამისვა,მეფერა, მეფერა და საოცარი ამბავი მომიყვა კოსმონავტ ქალ ტერეშკოვაზე. თურმე მზევინარ, შენ ტერეშკოვა ყოფილხარ და ეს არავინ იცოდა. მხოლოდ ბებიას და ძიძას გაენდე. და იმ ღამით, მე რომ ტკბილად მეძინა, ჩუმად წასულხარ კოსმოსში. გული დამწყდა რომ არ დამემშვიდობე, მაგრამ ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ დადიოდა, ჩემთან ხომ შენ იყავი სტუმრად-მზევინარ ტერეშკოვა.

Link to post
Share on other sites

" იმერული ესკიზები" პირველად ვნახე კონოთეატრ "ამირანში".

ჭერი კინაღამ ჩამოგვექცა თავზე ისეთი ამბავი იყო. :d030: :d030: :d030:

 

 

http://www.youtube.com/watch?v=f-M_DqqskEE

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

ღამეა, თვალები წარსულთან კამათობს,

კუთხეში სიბნელე კაცივით დამდგარა,

ის ჩემი ბავშვობა, რომელმა გააქრო,

ბავშვობა, რომელიც ლექსივით გათავდა.

 

ვის გინდა პასუხი მოთხოვო მარგარეტ,

ასეა, როდესაც ვერ ხვდები დროის სვლას,

სულ უნდა იბავშვო, იბავშვო მანამდე,

სანამდეც ეს გზები დაიწყებს გაყოფას.

 

თვალებში მომდგარი, წვიმები, ციაგი,

ვერ იტევს ნაპირებს მოღრუბლულ თვალიდან,

გაჰყურებ ისევ და ვერ შემოტრიალდი,

იცი რომ არასდროს იწყება თავიდან.

 

ზეცას რომ გავყურებთ – ურანოგრაფია,

ვხატავდით ჩვენ ორნი, გვინდოდა როგორც ეს,

მოსვლიდან წასვლამდე ათასი კარია,

ათასი კარია ძვირფასო მარგარეტ.

 

არ მოვლენ ამაღამ ფეა და თეთრონი,

სისხლისგან დავცალე ჯიუტი კალამი,

გარეთ კი ქარია, რომელსაც მე მგონი,

უთოუდ მოელის დილამდე კოლაფსი.

 

მთვარეა – ლოდინი, დააწყდა ნერვები,

პრინცესას ყვითელ ძილს დილამდე დარაჯობს,

იღვიძებს მზე, მერე ჩამოშლის კულულებს,

ჩავისვამ გულში და გავუშვებ არასდროს.

 

ხელების კანკალი შეწყვიტე ამაღამ,

ჯანდაბას ეგ შენი შვედური თამბაქო,

ვიცი რომ მოწყენამ ჩემსავით დაგღალა,

თვალებში, ამბობდი ღრუბლების ცა მაქვსო.

 

იზრდება სიბნელის უძილო ასაკი,

მე მსურდა ალბა და მიჰქონდათ აისებს,

ვეძებდი საღამოს ზეცამდე გასაკვირს,

და ვკრეფდი ნისლებში გადაყრილ ყვავილებს.

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...
  • 5 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...