Jump to content
Club-Monadire.Ge

მეთევზის ბირჟა


Recommended Posts

  • Replies 421
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

რავარი ტემპი აქვთ...    

Posted Images

გაუმარჯოს კარგ ხალხს. :hi: მეგობარმა დაიწყო ჩემთვის რაღაცეების გამოგზავნა და აბა შეაფასეთ.

ბოილებიდან ერთი ბანანის არის მეორე სავარაუდოდ შოკოლადის და მესამე ხრენ ივო ზნაეტ :D დიდი ნემსკავი სადღაც 50 ცალია (რა ამბავია მარა ედოს :D) ძირითადად მაინერესებს ძუის ხარისხი.e9deade36e85.jpg

Edited by bubamara
Link to post
Share on other sites

lasha63

 

გააჩნია რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს შენ სპინინგს და კოჭას.

 

ეგ ძუა ყველა შემთხვევაში ძირითად ძუად უნდა გამოიყენო, 18LB დაახლოებით 8კგ-ია.

 

სადავისთვის უფრო წვრილს დააყენებ.

Link to post
Share on other sites

bubamara

დიდი გამოცდილებით არ გამოვირჩევი მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი რო მონო უკეთესად მიმაჩნია მე სადავეზე,და მთავარია ძირითადი სადავეზე ცოტა მეტად ძლიერი იყოს.. :drinks:

Link to post
Share on other sites

bubamara

დიდი გამოცდილებით არ გამოვირჩევი მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი რო მონო უკეთესად მიმაჩნია მე სადავეზე,და მთავარია ძირითადი სადავეზე ცოტა მეტად ძლიერი იყოს.. :drinks:

ძირითადის სიძლიერეზე გეთანხმები. თუნდაც ჩაწყვეტის ჩემთხვევაში მხოლოდ სადავეს ჩატოვებ ;) მე წნულის და მონოს კომბინაცია უფრო მაინტერესებს. წნულის შემდეგ უკეთებენ მონოს სადავედ თუ არა. ნუ წნული არ მიხმარია არასდროს და მაგიტო ვკითხულობ :)

Link to post
Share on other sites

ხოდა სხვათაშორის ამ ჯიგარის დათრეულია ეს რამე რუმეები (lasha63) ხოდა ვაჩვენე ფიდერის კლასიკური სეტკიანი საკვებურა და დავაყოლე რო ეგეც მინდათქო და რა პასუხი გამცა. ბიჭო რკინის აღარ არისო, პლასმასებისღა დარჩა და ბანძები იქნებაო და მაჩვენებს fox-ის საკვებურას აი ესეთები იყოო. არიფ :D :D :D

Link to post
Share on other sites

ფიდერით არ მითევზავია და მგონი არც ვითევზავებ სპინინგების გადამკიდე.

მე უფრო აქტიური თევზაობის მიმდევარი ვარ.

 

ეგ 18LB--ანი ძუა თავისუფლად წავა 2500-და ზემოთ სერიის კოჭებზე, ჯოხი მინიმუმ 240სმ მაინც უნდა იყვეს, ისიც მინიმუმ მედიუმის სიძლიერის.

 

მე მაქვს დახვეული 30LB-იანი პოვერ პროს წნული ძუა OKUMA-ს 2500-იან კოჭაზე, ოღონდ ჩემი ჯოხი სადღაც სამ მეტრამდეა.

 

როგორც წკეპლას, ისე ვხმარობ.

 

მეორე 240სმ-იან MASTER-ის ჯოხზე, 40LB-იანი მიყენია, თან ფლუროკარბონის ძუა, კოჭა DAIWA-ს 3500-იანია, მშვენივრად ვხმარობ.

 

სადავეს იდეალური ზომა არის, თუ ძირითადთან შედარებით ერთი კილოგრამი გაძლეობით ნაკლებია.

 

გააჩნია რა ზომის თევზზე გიწევს თევზაობა.

 

მაგ პროპორციას თუ დაიცავთ, ჩაბმის შემთხვევაში მხოლოდ სადავეს დაკარგავთ, ძირითადი ძუა დაგეზოგებათ.

Link to post
Share on other sites

bubamara

 

 

გაიხარე შოთა. :hi:

 

რამდენჯერ დავაპირე ვიდეოების გადაღება და ვერა რა.

 

ხან ქარია, ხან წვიმს და უმეტეს ვიდეოებში, რომლებიც გადაღებული მაქვს, სულ გაციებული ვარ, სრუტუნ-სრუტუნი გამიდის ჩვენი ექსპრეზიდენტივით. :d030:

Link to post
Share on other sites

bubamara

http://www.ebay.it/itm/0-03-1m-Korda-Adrenaline-1000m-Karpfenschnur-0-30-0-38mm-/310984873949?pt=DE_Sport_Angelsport_Angelschnüre&var=&hash=item48682497dd

ეს არის შენი ძუა,ძალიან კარგი ძუა არის,მაგრამ გააჩნია რაში გამოიყენებ,თუ კობრძე ან სხვა დიდ თევზზე ითევზავებ,ან მძიმე ფსკერულზე,თუარა სპინინგისთვის ძალიან მსხვილია 0,38 ლოქოზე თუ ითევზავებ ჩვენთან.

წნულზე იკითხე სპინინგით,ბევრი ხმარობს წნულს სპინინგზე,მას როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეებიც აქვს,დადებითი ის არის რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ძუის სისქე რაც სატყუარის შორ მანძილზე გასროლისთვის საუკეთესო არის,და მისი გამძლეობა ბევრად აღემატება მონო ძუას,და კიდე წნული შეგიძლია კარგი ხმარების პირობებში რამოდენიმე სეზონი იხმარო რასაც მონო ძუაზე ვერ ვიტყვით.ახლა უარყოფით მხარეზე გადავიდეთ:ძალიან ადვილად იკრავს ნაგავს,ანუ თუ რამეს შეეხო 99% წამოიღებს,ადვილად იხლართება და ფაქტიურად შეუძლებელია მისი ახსნა,და ბოლოს ის რომ ის ბევრად ხილვადია ვიდრე მონო ძუა,ბევრი მას სადავედ ხმარობენ და ბოლოს ფლუროკარბონის ძუას ამაგრებენ...

გიორგი ეს რას ნიშნავს?

ფიდერით არ მითევზავია და მგონი არც ვითევზავებ სპინინგების გადამკიდე.

მე უფრო აქტიური თევზაობის მიმდევარი ვარ.

ფიდერი საკმაოდ აქტიური თევზაობის სტილია და აზარტითაც არ ჩამორჩება სპინინგს :old:

Link to post
Share on other sites

pescatore

 

კაი რა არმენ, სად სპინინგით თევზაობა და სად ფიდერით.

ერთიც კარგად იცი და მეორეც.

 

შენ თუ გინახავს სადმე, რომელიმე სურათში, ვიჯდე და ისე ვთევზაობდე?

 

სპინინგით მუდმივ მოძრაობაში ხარ, თანაც ჩემნაირი გადარეული 5-7 საათი გაუჩერებლად რომ ისვრის და გამოაქვს, "ლეჟანკაზე" წამოწოლილ ფიდერმენს როგორ უნდა შევედარო? :d030: :d030:

 

დასაჯდომ სკამს რა უნდა თევზაობისას? :d030:

 

ამიტომ არ მევასება ფსკერულით თევზაობა, ბუს დავემსგავსები ხოლმე, ვზივარ და ათასი შტერული აზრი მიტრიალებს თავში, დაილოცოს აქტიური თევზაობა, თან ვარჯიშია ერთგვარი.

 

 

წამოწოლით, სახლშიც ხოშიანად ვიკოტრიალებ. :haha:

Link to post
Share on other sites

აქ ნავში რომ ჩაგვსვამ მერე რას იზამ შუა ტბაში? :d030:

 

 

pescatore

 

 

 

შენ თუ გინახავს სადმე, რომელიმე სურათში, ვიჯდე და ისე ვთევზაობდე?

 

 

Link to post
Share on other sites

აქ ნავში რომ ჩაგვსვამ მერე რას იზამ შუა ტბაში? :d030:

 

შენ მაინც იცი ჩემი ხასიათი.

 

შანსი არაა დაჯდომილმა ვითევზავო. :d030:

 

პ.ს. ჟილეტები გაამზადე, იმისთანა დამთხვეული ვარ, ასიანი ამოვაყირავებ იმ ნავს. :d030:

Link to post
Share on other sites

ხო ხო ხო საკმაოდ ძვირიანი ძუა ყოფილა ბიჯოს. მე ძირითადად ფიდერით ვთევზაობ არმენ და მაგაზე წავა მაშინ.

სპინინგი ერთხელ მეჭირა და იმითიც ფსკერულზე ჩაგდებული :D დავამუღამებ მაგასაც.

რატომღაც მდინარეს ვერ დავუმუღამე რა, რატო არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ მტკვარზე მითევზავია და შინაგანად ზიზღს იწვევს მტკვარი ჩემში თავის სიბუნძურის გამო.

თუმცა წელს ქობულეთში ვითევზავე, რესტორანში დაგვპატიჟეს მთისკენ, მდინარეზე იყო ხიდი გადებული და სუფრა გაშლილი, მე არ ვსმამდი ანკესი მანქანაში მედო ყოველთვის ავიღე პური და ჩავედი სათევზაოდ. გატარებით როგორც სპინინგი (ვიდეობში ნანახის პრინციპით) ჩქერში ვაგდებდი სატყუარად პური მქონდა როგორც ვთქვი და 4 ცალი კარგი მოზრდილი კალმახი დავიჭირე რათქმაუნდა უვნებლები უბრუნდებოდნენ მდინარეს.

რო ავედი რესტორანში და ვთქვი მამაჩემმა სასაცილოდ ამიგდო :D კალმახი პურით როგორ დაიჭირეო. ადგილობრივმა ვინც დაგვპატიჟა გვითხრა რომ მდინარე ზემოთ 100 მეტრში ჩაიხერგა 2 კვირის წინ, დაგუბდა დიდძალი წყალი გადმოხეთქა ერთიანად და ამ რესტორნის საკალმახიდან წაუღია თევზი. კალმახი, ორაგული, ზუთხი. ნაწილი კი დააბრუნეს უკან მაგრამ სადღაც ტონამდე ზარალიაო და ეტყობა ეგენდი დავიჭირე მეც :D

პს საკალმახიდან ველურ პირობებში გადასული ზუთხი ან კალმახის შეიძლება გამრავლდეს ბუნებრივად?

Link to post
Share on other sites

ზუთხს ვინ აცლის გამრავლებას. კალმახი რატომ არ უნდა გამრავლდეს. ხანისწყალში ხშირად მომხდარა იგივე.

 

 

პს საკალმახიდან ველურ პირობებში გადასული ზუთხი ან კალმახის შეიძლება გამრავლდეს ბუნებრივად?

Link to post
Share on other sites

pescatore

 

კაი რა არმენ, სად სპინინგით თევზაობა და სად ფიდერით.

ერთიც კარგად იცი და მეორეც.

 

შენ თუ გინახავს სადმე, რომელიმე სურათში, ვიჯდე და ისე ვთევზაობდე?

 

სპინინგით მუდმივ მოძრაობაში ხარ, თანაც ჩემნაირი გადარეული 5-7 საათი გაუჩერებლად რომ ისვრის და გამოაქვს, "ლეჟანკაზე" წამოწოლილ ფიდერმენს როგორ უნდა შევედარო? :d030: :d030:

 

დასაჯდომ სკამს რა უნდა თევზაობისას? :d030:

 

ამიტომ არ მევასება ფსკერულით თევზაობა, ბუს დავემსგავსები ხოლმე, ვზივარ და ათასი შტერული აზრი მიტრიალებს თავში, დაილოცოს აქტიური თევზაობა, თან ვარჯიშია ერთგვარი.

 

 

წამოწოლით, სახლშიც ხოშიანად ვიკოტრიალებ. :haha:

გიორგი მე და შენ უნდა ვიკამათოთ ფიდერი ჯობია თუ სპინინგი? :alfons: ერთიც მაგარია და მეორეც, :old: ფიდერით კი თევზაობ დამჯდარი,მაგრამ სულ მოძრაობაში ხარ მაინც,თევზი თუ აქტიურობს ხომ მის ჭერაში ხარ(კარგად როცა მოდის რათქმაუნდა)თუ პასიურობს მაშინ სულ ექსპერიმენტებში ხარ,ან დისტანციას უცვლი,ან საკვების შამადგენლობას და ასე შემდეგ.სპინინგით თევზაობისას შენ დადიხარ და ეძებ თევზს, სადაც თვითონ არის იქ მიდიხარ...ფიდერით თევზაობისას კი შენ სადაც გინდა ითევზავო იქ მოგყავს თევზი,მე ორივე სტილით ვთევზაობ და გეტყი რომ ძალიან დიდი აზარტი აქვს ფიდერს და იმასაც რომ არაფრით არ ჩამოუვარდება სპინინგს...შენ რომ იძახი დამჯდარი რა მათევზავებსო,მაშინ კარპფიშინგზე რაღას იტყვი.მე რომ ვინმემ მკითხოს თუ რომელი ჯობია ფიდერი თუ სპინინგი ძალიან გამიჭირდება პასუხის გაცემა :old:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...