Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ეს თემა გვაკლდა. ამ დანებს თავისი დამახასიათებელი კრიტერიუმები გააჩნიათ. ვიწრო, გრძელი, დრეკადი პირი, რაც აადვილებს ფილეს სუფთად ამოჭრას. ამ დროს დანის ფირი თითქოს თევზის ნეკნებზე გადაცურდება(არადრეკადი პირით ეს შეუძლებელია). დანის პირი საშუალოდ 7-10 ინჩამდეა. ტარი ხშირად ხეა ან პლასტიკური მასალა. ხშირად ფილეს დანები წყალში არ იძირებიან. განთქმული ფილეს დანების მწარმოებლები ხშირად სკანდინავიელები არიან.

post-3-0-85882700-1366509575_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

საინტერესო თემაა. მე ჩემით დავამზადე ამასწინათ თევზის დასამუშავებელი დანა. თხელი პირისაგან,ძალიან მოქნილი და დრეკადია.პირველი გამოცდა საუკეთესო მონაცემებით გაიარა (ჭრის იდეალურად ყველა პოზიციიდან.) შემდეგი კი ,,ჩაისვარა,,, ჩემი შერჩეული ლითონი ძალიან მჭრელი კი გამოდგა მაგრამ იჟანგება კატასტროფიული სიჩქარით. :karochera: მოგვიანებით სურათებსაც დავდებ.

Link to post
Share on other sites

რაპალას დანებს მარტიინი ამზადებს. პირი ხელით გამოჭედილი უჟანგავი ფოლადისაა(აუს 8, 440 ტიპის და ა.შ.), თხელი, დრეკადი და სამართებელივით ბასრი. ტარი კლასიკურ მოდელებს არყის აქვთ. პირის სიგრძე 6 ინჩიდან.

post-3-0-59300200-1366597778_thumb.jpg

post-3-0-20664700-1366597783_thumb.png

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

 

როგორც მახსოვს რაპალას დანა გაქვს შენ.

ზუსტად იგივე ზომის ბერკლის დანა მაქვს უკვე სამი წელია.

ბევრი არაფერი დიზაინი და რამე, მაგრამ მაგარი მუშა გამოდგა.

მარტო თევზისთვის არ ვხმარობ, მშვენივრად ვიყენებ სამზარეულოში.

 

იმდენად მომეწონა, მეორე ვიყიდე დიასახლისისთვის.

ერიდება, რადგან ძალიან ბასრია, მაგრამ იმას მაინც ვერ მეტყვის "დანებია გასალესიო". :d030: :d030:

 

ამ დღეებში გადავიღებ სურათს და დავდებ.

Link to post
Share on other sites

მაგრამ იმას მაინც ვერ მეტყვის "დანებია გასალესიო". :d030: :d030:

 

 

ნუ ეგ დიასახლისების პრობლემაა,ჩემი ოჯახის დიასახლისებიც სულ მაგას წუწუნებენ.ამასწინ გავლესე და :alfons: ჯერ მეუღლემ მიისხიპა თითი მერე ცოტახანში დედაჩემმა.ჯერჯერობით ხმას არ იღებენ.

აი იმ დღეს ცოლეულებთან ვიყავი და სიდედრმა წაისისინა ჩემ გასაგონად აღარცერთი დანა არ ჭრისო,თუ რამე დანა ქონდათ სახლში ყველა ისე გავლესე ჯერ ტაჩილაზე მერე სალესავებით და ბოლოს პირიც აუწყვე,რომ რო მივალ მომავალში უეჭველი ნაკლები თითები ექნება სხვებთან შედარებით :e025:

Link to post
Share on other sites

 

აი იმ დღეს ცოლეულებთან ვიყავი და სიდედრმა წაისისინა ჩემ გასაგონად აღარცერთი დანა არ ჭრისო,თუ რამე დანა ქონდათ სახლში ყველა ისე გავლესე ჯერ ტაჩილაზე მერე სალესავებით და ბოლოს პირიც აუწყვე,რომ რო მივალ მომავალში უეჭველი ნაკლები თითები ექნება სხვებთან შედარებით :e025:

ესეიგი ვერ გასწავლეთ რა ! ბიჯო სიდედრს თითები კიარა ენა უნდა მიაჭრას სიძის გალესილმა ხელსაწყომ ენა! :old::e025:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

JABA

ავთო

 

ჯაბა და ავთია, თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ რა გააკეთა სიდედრიკომ.

ადრე ცოცხები და კალოშები ხომ ჩამოიტანა და ათასი ხარახურა კიდევ, ხალიჩის წამოღება უნდოდა და დროზე მიუსწრო ჩემმა ძმამ, ის ჩემზე უარესი ფეთიანია. :d030: :d030:

 

მართლა ვუყიდე ქალებს უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან დამზადებული ყველანაირი დანა სამზარეულოსათვის.

 

ამ ქალმა შარშან ჩამოიტანა ისეთი ჯაგლაგი, ნაღდად არ გადავაგდებ, საშვილიშვილოდ უნდა შევინახო.

 

მაგაი დანაი არ ჰქვია,, მაგარი უშნო რამეა. :d030: :d030: :d030:

 

პ.ს. კიდევ დამავიწყდა სურათების გადაღება. :karochera:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ესეც ბერკლის დანა, 4 წელია მემსახურება, დიდი ვერაფერი დიზაინი აქვს, მაგრამ მაგარი ბასრი ვინმეა.

ვინჩესტერისა თევზისთვის არ არის, თავის მოსაჭრელად დამჭირდა.

აქვე ნახავთ რა რეზულტატს იძლევა ჩემნაირი "გამოუცდელი მეთევზსათვის" საჭირო ხელსაწყო :haha: .

 

7e7bd422de5d.jpg

 

ბრტყელტუჩა ფხების დასაცლელად საჭიროა, როცა ფილეებად აქცევ ამხელა სიამტკბილობას.

 

7442cc2ae745.jpg

 

ესეც შედეგი./არის კიდევ სხვა სურათებიც, მაგრამ ერთ პოსტში სამზე მეტ სურათს ვერ ვდებ და იყვეს მხოლოდ ესენი./

 

12a1c528cc64.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

2ვე მომწონს, მაგრამ ოპინელს მე დანა არ მინრჩევნია, ნომერ პირველია ჩემთვის. #8 ოქროს შუალედია. ეგ 7 ან 8 ზომაა ხო? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ერთხელ ვიდეოს გადავუღებ დანებს როგორ ვლესავ და დავდებ, გამოგადგებათ ალბათ. ბრიტვასავით რომ ჭრიდეს ისე ზუსტათ ბრიტვასავით

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...
  • 2 months later...

მარტიინის(ფინეთი) ეს დანა 30-40 წლისაა. მეგობარს დარჩა ბაბუამისისგან(ვისი ნახმარი, გადატეხილი და შეკეთებული ჯილუმისის ჯოხი მე მაქვს თბილისში), უბასრესია.

post-3-0-19642900-1404692504_thumb.jpg

post-3-0-92550600-1404692515_thumb.jpg

post-3-0-02114600-1404692526_thumb.jpg

post-3-0-03818000-1404692535_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 2 weeks later...
  • 1 year later...
  • 5 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...