Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის იდენტიფიცირება


Recommended Posts

იარაღის იდენტიფიცირება

 

არც თუ იშვიათია შემთხვევები როცა ადამიანები ყიდულობენ ან მემკვიდრეობით გადმოეცემათ ცეცხლსასროლი იარაღი და წარმოდგენაც არ აქვთ რისი მფლობელები ხდებიან. ვერც სარეგისტრაციო სამსახურია გარანტი იმისა, რომ შენი იარაღის იდენტიფიცირებას მოახდენენ. ჩემი თვალით მაქვს მოწმობა ნანახი, რომლის მიხედვითაც ბელგიული "ლეპაჟ"-ის გარე ჩახმახებიანი თოფი ტოზ ბ-ით იყო მონათლული. მეპატრონეზე რაღა უნდა ვთქვათ, სარეგისტრაციო სამსახურშიც არ იცოდა როგორც ჩანს რეგისტრატორმა რასთან ქონდა საქმე, არადა ვალდებული იყო ცოდნოდა ან გაერკვია. თუმცა ეს სხვა სიმღერაა და ამაზე არ შევჩერდები.

ამ თემაში ვისაუბრებ სანადირო გრძელულიანი იარაღის იდენტიფიკაციაზე.

თავიდანვე ვიტყვი, ის რასაც აქ დავწერ საკუთარი შემოქმედება არაა, მე უბრალოდ გაგიზიარებთ იმ მასალებს რომლებიც თან მაქვს და რომელსაც მეც ეტაპობრივად ვსწავლობ.

 

როგორ მოვახდინოთ ჩვენთვის უცნობი იარაღის იდენტიფიცირება?

უმარტივესი გზაა ვაჩვენეოთ იგი ისეთ ადამიანს, რომელიც ამ კონკრეტული სახეობის იარაღში ძალიან კარგად ერკვევა. და თუ არ ვიცნობთ ესეთს ან არ ვართ დარწმუნებული იმაში რომ მეტ-ნაკლებად ამომწურავ პასუხს მივიღებთ, მაშინ რჩება ერთი გზა, ჩვენ თვითონ დავიწყოთ ჩვენივე თოფის კვლევა.

დღესდღეობით ინტერნეტში უამრავი მასალაა ამ კუთხით თავმოყრილი და თუ ადამიანი მართლა მოწადინებულია, პასუხს აუცილებლად იპოვის. მაგრამ სანამ ინტერნეტს მივაშურებდეთ, მოდით ვნახოთ რისი თქმა შეუძლია თავად იარაღს.

როგორც წესი ცეცხლსასროლ იარაღზე იქნება ეს სანადირო თუ თავდაცვითი, მწარმოებელს დატანილი აქვს მისი საფირმო სახელწოდება/ლოგო, რომელიც ყველაზე თვალში საცემია. ასევე დატანილია სხვადასხვა დამღები/აღნიშვნები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გარკვეული ინფორმაციის ამოღება.

სად ვეძებოთ ეს ყველაფერი?

უპირველეს ყოვლისა კარგად დავათვალიეროთ თოფის ლულა და კალაპოტი/რესივერი გარედან. აქ ხშირად მწარმოებელი საფირმო სახელწოდებას, კალიბრს, და გამოშვების წელს უთითებს (განსაკუთრებით კუთხვულულიანის/პომპის/ნახევრადავტომატურის შემთხვევაში). როცა გარე ზედაპირის დათვალიერებას მოვრჩებით, გადავიდეთ უფრო დეტალურ კვლევაზე. ანუ ლულა და კალაპოტი/რესივერი გავაცალკავოთ და თითოეული მათგანი დეტალურად შევისწავლოთ. ორ ლულიანი სანადირო თოფის შემთხვევაში სწორედ ლულის ქვედა მხარეს დაფებზე ან გვერდებზე, რომლითაც ის კალაპოტს ებჯინება ან მასშია ჩამალული ვერტიკალურ ლულიანის შემთხვევაში, დატანილია სხვადასხვა უცნაური "იეროგლიფები"-დამღები თუ ციფრები, რომლებიც კონკრეტული ინფორმაციის მატარებლები არიან.

რისი თქმა შეუძლიათ მათ?

ესაა იარაღის კალიბრი, სავაზნის სიგრძე, ლულის გეომეტრია, ლულების წონა, დასაშვები მაქსიმალური წნევა, დასაშვების დენთის ტიპი, თოფის გამოცდის/შემოწმების დასტური, გამოშვების წელი, ქვეყანა სადაც ის დამზადდა და თქვენ წარმოიდგინეთ ცეხიც კი სადაც ის აიწყო. უმაღლესი კლასის თოფებზე უმრავლეს შემთხვევაში დატანილია ლულის დამამზადებელი ოსტატის, მგრავირებლის, და საბოლოოდ ამწყობის დამღებიც. მოკლედ ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებლებია ეს იეროგლიფები და თუ მათ ამოცნობას შევძლებთ პასუხიც გვექნება ბევრ დასმულ კითხვაზე.

პირველ ეტაპზე წარმოგიდგენთ ბელგიელ მეიარაღეთა ტიპიურ დამღებს, ასევე ფაბრიკების სახელწოდებებს, რომლებიც ასე უხვად იყო და არის ამ ქვეყანაში. რატომ ბელგია? იმიტომ რომ ამ ქვეყანაში წარმოებული იარაღი ფართოდ გავრცელდა ჩვენთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, და ძალიან ხშირად ვხვდებით მათ, ქართველი მონადირეების ხელში. შემდგომი სტატია დაეთმობა გერმანული იარაღის მწარმოებლებს და მათ საცნობ ნიშნებს.

წყარო ამ და შემდგომში ინფორმაციებისა, რომელსაც მე დავდებ არის www.piterhunt.ru, საიდანაც ეტაპობრივად ვთარგმნი სტატიებს.

მსგავსი თემა გახსნილი აქვს ჯანოს, თუმცა სურვილი მაქვს რომ ეს იყოს როგორც ინფორმაციული ხასიათის აპინული თემა, სადაც კითხვებს არ დავსვათ.

ყველანაირი ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია :(

 

ბელგია

84bc2ed874d9.jpg4293ff483746.jpg

 

დამღები და მათი მნიშვნელობები რომელიც დამახასიათებელია ბელგიაში წარმოებული იარაღისათვის

988179c3a2c5.jpga3b97a33c9b3.jpg

6e42d3de39e4.jpg55cb07fcf04e.jpg

 

გერმანია

როგორც წესი ყველა გერამნულ იარაღს გარკვევით აწერია მწარმოებლის სახელწოდება და ქალაქი თუმცა ვფიქრობ უპრიანი არ იქნება მათი საფირმო დამღების თუ დასახელებების აფიშირება

34ec6b33c493.jpgb95ff9b8bb7c.jpg

564379f0910e.jpg

გერმანული დამღები და მათი მნიშვნელობები

38ddd4ccd508.jpgfe9e58d2f2a3.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 103
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რუსეთი/სსრკ

ძირითადი მწარმოებლები და მათი საფირმო დამღები

7aaf408aa819.jpg757ef7df5c97.jpg

b6b80dad7001.jpg

რუსულ/სსრკ იარაღზე არსებული დამღების მნიშვნელობები

9dd6fe7c8e73.jpg4c7a5646140e.jpg

9d3000ebde2e.jpg

Link to post
Share on other sites

რემინგტონის გამოშვების თარიღის დადგენა

 

 

 

თვეების აღმნიშვნელი კოდი: [პირველი ასო]

 

B - L - A - C - K - P - O - W - D - E - R - X

1 - 2 - 3 - 4 - 5 - 6 - 7 - 8 - 9 - 10 - 11 - 12

 

წელი:______მეორე ან მესამე ასო

 

1960_______ G

1961_______ H

1962_______ J

1963_______ K

1964_______ L

1965_______ M

1966_______ N

1967_______ P

1968_______ R

1969_______ S

 

1970_______ T

1971_______ U

1972_______ W

1973_______ X

1974_______ Y

1975_______ Z

1976_______ I

1977_______ O

1978_______ Q

1979_______ V

 

1980_______ A

1981_______ B

1982_______ C

1983_______ D

1984_______ E

1985_______ F

1986_______ G

1987_______ H

1988_______ I

1989_______ J

 

1990_______ K

1991_______ L

1992_______ M

1993_______ N

1994_______ O

1995_______ P

1996_______ Q

1997_______ R

1998_______ S

1999_______ T

2000_______ U

2001_______ W

2002_______ X

 

As maybe seen, the year code letters duplicate; some knowledge of when the model was introduced should resolve the actual year of manufacture.

 

 

 

SO, if (for instance) your Remington LW-20 has a Date Code of, say, "AZ" - that would indicate a manufacturing date of March 1975 ("A"=3=March; "Z"=1975).

 

 

Read more: http://www.shotgunworld.com/bbs/viewtopic.php?f=5&t=247926#ixzz1Tk1ubEuI

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ბრიტანული დამღები

 

 

ზიმსონის თემაზე და ზოგადად გერმანელების ომისშემდგომი წარმოების თოფებზე ამასწინათ წარმოქმნილმა პოლემიკამ გადამაწყვეტინა კიდევ ერთხელ გადამეხედა ინგლისელთა ტრადიციებისათვის და უკვე მერამდენედ დავრწმუნდი, რომ ბრიტანელები ტყუილად არ ითვლებიან კლასიკოსებად!!!

 

 

გამოცდისა და კონტროლის ინგლისური სისტემა წარმოიშვა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში. აქაური თოფი წარმოების პერიოდის დამღებისა და წარწერების სრული კომპლექტის გარეშე არ არსებობს. დადამღვა და მარკირება ინგლისში აუცილებლობაა. ჯერ კიდევ

XIX საუკუნის შუა წლებში დაუდამღავი იარაღით ვაჭრობისათვის ჯარიმა 20 გირვანქას შეადგენდა(ეს მაშინ დიდი თანხა იყო). მაშინდელი კანონის თანახმად, მშობელს სიკვდილით სჯიდნენ თუ მან საკუთარ შვილს მშილდისრის სროლა არ ასწავლა(!!!)

ინგლისში ყველაფერი ტრადიციებითაა გაჟღენთილი... ცეცხლსასროლი იარაღის გამოცდასაც საუკუნებრივი ფესვები აქვს.

ახლა კარგადაა ცნობილი ინგლისელ მეიარაღეთა გაერთიანება ,,Worshipful Company of Gunmakers of the City of London". ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ოსტატი, რომელსაც საკუთარი რიგებიდან წელიწადში ერთჯერ ირჩევენ. ეს პოსტი 1841 წელს დაწესდა და თითქმის 30-ჯერ ეკავათ პერდეს გვარის ოსტატებს. გაერთიანება დღესაც არსებობს, თუმცა სხვა ფუნქციებითა და მიზნებით.

ფესვებით აღნიშნული ორგანიზაცია საუკუნეებს ეყრდნობა_ 1631 წელს ლონდონელი მეიარაღეები საამქროების პრინციპით გაერთიანდნენ. 1637 წელს კი გაერთიანებამ იურიდიული დამოუკიდებლობა შეიძინა და გაფართოება დაიწყო ინგლისის სხვა ქალაქების მეიარაღეთა ხარჯზე(პირველ რიგში ბირმინგემელების). XVII საუკუნეში მან მიიღო პრივილეგია გამოეცადა და შეემოწმებინა ცეცხლსასროლი იარაღი. მეფე ჩარლზ პირველისაგან ორგანიზაციას ქარტიით(Charter) მიენიჭა ამის უფლება და სიტყვა Charter-ის პირველი ასო ,,C" გახდა ამ ორგანიზაციის დამღა. საკუთარ იარაღს გაერთიანება არ უშვებდა, მაგრამ აწარმოებდა მისროლას და დადამღვას. იმ დროში შემოღებული დამღები დღესაც გამოიყენება.

ამ დაწესებულების მოღვაწეობის ერთ-ერთი სერიოზული რეზულტატი გახდა საგამოცდო სადგურის Proof House-ის შექმნა ლონდონის ცენტრში, რომლის ფუნქციონირების ოფიციალურ თარიღად ითვლება 1713 წელი. თუმცა ცნობილი ლონდონური დამღა G და P, რომელიც წარმოიშვა სიტყვებიდან Gunmaker(მეიარაღე) და Proof(გამოცდა) ჯერ კიდევ 1637 წლიდან ისმებოდა თოფებზე. აქვე მინდა მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ დამღა G წარმოიშვა არა სიტყვიდან Gun, არამედ სიტყვა Gunmaker-დან(ამ შეცდომას ზოგიერთ გამოცემებში ვხვდებით). შემდეგი იყო დამღა V გვირგვინითურთ, სიტყვიდან View(დათვალიერება). სწორედ ამ ასოებმა შეინარჩუნეს დღემდე თავიანთი ადგილი ინგლისურ თოფებზე.

 

1dbf78def037.gif

 

ბირმინგემში არის 1813 წელს შექმნილი საკუთარი საგამოცდო სადგური. აღნიშნული დაწესებულება შეიქმნა ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ნაპოლეონის ევროპაში გამოლაშქრებასთან დაკავშირებით. მის შექმნამდე ამ ქალაქში არ იყო დადამღვის ორგანიზებული და მოწესრიგებული სისტემა, თუმცა დაუდამღავი თოფის გასაყიდად გამოტანა გამორიცხული იყო. გამოიყენებდნენ ძირითადად ასოებს P და V-ს გვირგვინითურთ და სხვადასხვა ნიშნებს. ერთ-ერთი ძირითადი დამღაა გადაჯვარედინებული ორი სკიპტრა ასოებით B, P და C(სიტყვებიდან Birmingham Proof) და გვირგვინი; მეორე დამღაა ორი სკიპტრა ასოთი V (სიტყვიდან View) და გვირგვინი. დამღა C წარმოდგება ან სიტყვიდან Charter ან Company.

 

4bbfd0401cf2.gif 7f47d46ad78c.gif

 

პირველ დამღას გამოიყენებდნენ გამოცდის შემდგომ, ხოლო მეორეს რევიზიისას(შემოწმებისას). ამ დამღებს ასვამდნენ 1904 წლამდე, როცა მთელ ბრიტანეთში გადახედილი იქნა გამოცდებისა და დადამღვის სისტემა.

კიდევ ორი კანონი, რომლებიც არეგულირებდნენ იარაღის გამოცდების პირობებს ბირმინგემსა და ლონდონში, მიღებული იყო 1855 და 1868 წლებში. პირველის თანახმად სანადირო იარაღი ცალკე კლასად გამოეყო იარაღის სხვა სახეს და მათი გამოცდის პირობები განსხვავდებოდა დანარჩენებისაგან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: გამოცდებს უტარებდნენ დაუსრულებელ ლულებს და მათ ლონდონში დამღავდნენ ლომის ფიგურით და ასოებით G და P, ბირმინგემში კი გვირგვინითა და ასოებით B და P.

 

fe2c6b69a7f3.jpg 18cbfa3e67ff.jpg

 

ლომის ფიგურა ბევრი ქვეყნის დამღაა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დეტალს, რომ ლონდონური ნაწარმის დამღა_ლომი ნახტომისათვის ემზადება და მიმართულია მარჯვნივ; ბელგიური დამღა_ლომი დგას უკანა თათებზე და მიმართულია მარჯვნივ; ჩეხური დამღა_ლომი დგას უკანა თათებზე და მიმართულია მარცხნივ. ჩეხური ლომის განმასხვავებელია სტილიზებული ორმაგი კუდის გამოსახულება.

ყველაზე ცნობილი გახდა 1868 წლის კანონი სახელწოდებით ,,Gun Barrel Proof Act of 1868", რომლის საფუძველზეც მიიღეს მკაცრი დოქტრინები დაუდამღავი თოფების ვაჭრობის საწინააღმდეგოდ.

1875 წელს მიღებული კანონის თანახმად შემოღებული იქნა ლულათა შევიწროების შესახებ საინფორმაციო დამღები. ლულაზე იწერებოდა არხის ზომა, ასო B(სიტყვიდან Barrel_ლულა) და ლულის შევიწროების ზომა ასო M-თან ერთად(სიტყვა Muzzle-ლულის ტუჩი). გარდა ამისა ეწერებოდა Not for ball_,,არა ტყვიისათვის". ლულათა შევიწროების ეს საინფორმაციო დამღები ოფიციალურად არსებობდა მხოლოდ 1887 წლამდე, როცა ისინი შეიცვალა სიტყვა Choke-ით(ჩოკი).

 

2d323e405c8c.jpg

 

ასე და ამგვარად, ლონდონურ დამღაში აბრევიატურა წარმოდგებოდა ასოთაწყობით VGP, ხოლო ბირმინგემულში კი VBP

 

 

 

 

 

5255c9b94b42.jpg

 

 

1) პირველადი მისროლის დამღა;

2) საბოლოო მისროლის დამღა;

3) 12 ყალიბი;

4) ლულის შევიწროება ჩოკი;

5) ნიტრო დენთით გამოცდის დამღა;

6) ყალიბი;

7) შემოწმების(რევიზიის) ლონდონური დამღა;

8) ნიტრო დენთით გამოცდის დამღა 1¼ უნცია(35,44გრამი) მასის საფანტის პირობებში.

 

 

 

 

 

6d951668a082.jpg

 

 

1) სერიული ნომერი;

2) უებლი სკოტის სავაჭრო ნიშანი(მოდელი ,,პრემიერი")

3) დათვალიერების(რევიზიის) დამღა;

4) მწარმოებლის სახელი(ამ შემთხვევაში ,,უებლი სკოტი და ვაჟი")

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ბელგიური დამღები

 

 

როგორც მოგეხსენებათ ბელგიაში იარაღის მწარმოებელთა ძალიან დიდი არმია იყო ოდითგანვე. ბევრი კომპანია ნახევარფაბრიკატებს ბელგიის გარდა ყიდულობდა გერმანიაში, საფრანგეთში და ინგლისში. ბელგიურ თოფებზე ვხვდებით მაგალითად კრუპის ფოლადს, თუმცა საგამოცდო დამღები ბელგიურია.

თუ საგამოცდო დამღები ერთნაირია კალაპოტსა და ლულებზე, ამასთან გამოცდის თარიღიც შესაბამისია, მაშინ ეს თოფი სრულყოფილად საფირმოა. ბელგიური დამღების თაობაზე ძალიან დიდ ხანს შეიძლება საუბარი, მაგრამ ახლა მხოლოდ ძირითად ასპექტებს გამოვყოფთ.

 

 

ცეცხლსასროლი იარაღის დადამღვა ბელგიაში XVII საუკუნიდან დაიწყეს. ქალაქ ლიეჟის მერმა 1672 წელს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ყველა იარაღი გაყიდვამდე უნდა გამოცდილიყო და დადამღულიყო. ეს გახლდათ პირველი ოფიციალური დოკუმენტი. იარაღზე ამ პერიოდში ისმებოდა სვეტის გამოსახულება, რომელიც ქალაქ ლიეჟის გერბზე გამოსახული სვეტის ასლი გახლდათ. XIX საუკუნის შუა წლებამდე სვეტი მართკუთხედის ფონზე იდგა.

 

 

1caa707bdc14.jpg 918fb1c0b993.jpg

 

სისტემაში მოყვანილი გამოცდები დაიწყო 1810 წლიდან იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის დეკრეტის თანახმად. საგამოცდო სადგური შეიქმნა ლიეჟში.

თანამედროვე ბელგიური დამღის_ სვეტის(ახლა მართკუთხედის ფონის გარეშე) გამოსახულება არ იცვლება 1853 წლიდან. სწორედ ამ წელს ბელგიის მეფის მიერ დამტკიცდა კანონი:

1) ლულების პირველადი გამოცდის შემდეგ ლათინური ასო L-ის დადამღვის თაობაზე(Liege-ის პირველი ასო);

2) მზა ლულების გამოცდის შესახებ გადაჭდობილი ლათინური ასო L და Е(Epreuve-ს პირველი ასო. Epreuve-გამოცდა)

 

ამ ორი გამოცდის შემდეგ ბელგიური ფირმებში მოღვაწე კონტროლიორები ასვამდნენ დამღას მათი გვარ-სახელის ინიციალებით. ეს დამღა ისმებოდა გვირგვინის ქვემოთ, ხოლო 1877 წლიდან კი ვარსკვლავის ქვემოთ. კონტროლიორის დამღა დღესაც აუცილებლობას წარმოადგენს(1893 წლიდან არის დამატებაც: ხრახნილი ლულებისათვის დამატებით ისმება ასო R, რომელიც აღნიშნავს რემონტისშემდგომ გამოცდას).

საბოლოოდ დამუშავებული(მოხატული, ქრომირებული, ოქსიდირებული და ა.შ.) ლულები რევიზიას გადიოდა, კიდევ ერთჯერ იდამღებოდა ოვალში ჩასმული Е L G ასოებით და მათ ქვემოთ ვარსკვლავი ესმებოდა. ამ შემთხვევაში

L და G მომდინარეობდა სიტყვებისაგან Libertas Gentis- ,,ხალხის თავისუფლება".

 

თანამედროვე ბელგიური დამღებიც სწორედ ამ საფუძვლებს ეყრდნობა.

 

 

1888 წელს მიღებული კანონის თანახმად ლულის სახაზინო ნაწილიდან 220 მილიმეტრში იზომებოდა ყალიბი მილიმეტრებში და ამასთანავე ზომავდნენ გამოსაცდელ წნევას, რაც შესაბამისად იდამღებოდა.

უბოლო დენთის საგამოცდო დამღების დასმა დაიწყეს 1891 წლიდან_ დამღა წარმოადგენდა მარჯვნივ მიმართულ ლომს შემგარს უკანა თათებზე(დამღამ იარსება 1968 წლამდე). არსებობს ლომის ანალოგიური გამოსახულება, თუმცა მიმართულია ეს გამოსახულება მარცხნივ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იარაღი დამზადებულია ბელგიაში, თუმცა გამოცდილია ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

1892 წლიდან შემიოღეს დამღა, რომელიც აღნიშნავდა ლულის წონას(მეათედი გრამის სიზუსტემდე). სავაზნის ზომებსაც აუცილებლად დამღავდნენ. ბელგიაში ამ დამღას არსებობა 1924 წლამდე ეწერა.

ლულის შევიწროების აღნიშვნები შემოიღეს 1897 წლიდან დამღით Choke.

1898 წლიდან ყალიბის აღნიშვნა ჩასვეს რომბში.

1914 წლის ბრიუსელის კონვევციის გადაწყვეტილებით ბელგიის, იტალიის, გერმანიის და საფრანგეთის(კონვენციის მონაწილენი) იარაღისათვის საერთო დამღები შემოიღეს, რომლებიც გადახედილი(გარკვეულწილად შეცვლილი) იქნა 1969 წელს. ამჟამად ამ კონვევციას შეუერთდა ძალიან ბევრი ქვეყანა და CIP-ის წესებს იცავს ყველა მწარმოებელი(თავმოყვარე).

1968 წლიდან იარაღის(და არა მხოლოდ ლულის) სავალდებულო გამოცდას აღნიშნავენ ოვალში ჩასმული გვირგვინითა და ასოებით Р V წარმოდგება სიტყვებიდან Poudres vives_ ,,უბოლო დენთი"

 

დამღების სურათები არის რამდენიმე პოსტის ზემოთ :hi3:

Link to post
Share on other sites

იტალიური დამღები

 

 

 

იტალიურ იარაღზე დამღები უძველესი დროიდან ისმებოდა. ჯერ კიდევ ძველ რომში იარაღის ოსტატები საკუთარ აღნიშვნებს ასვამდნენ პროდუქციაზე. შუა საუკუნეებში მეიარაღეების გილდიები ჩამოყალიბდა და ოსტატთა საკუთარი აღნიშვნების გარდა ამ გაერთიანებათა დამღების დასმაც დაიწყეს. თუმცაღა ეს დამღები კერძო ოსტატებისა და გაერთიანებათა ნიშნებად რჩებოდა და საერთო სახელმწიფო მზრუნველობის საგანს ჯარ კიდევ არ წარმოადგენდა. სახელმწიფო სავალდებულო აღნიშვნები(გამოცდებიც) იტალიაში 1910 წლის 13 იანვრიდან დაიწყეს, როცა სამეფო დეკრეტით(Regio Decreta № 20) დაფუძნდა ორი საგამოცდო სადგური, ერთი ბრეშიაში, ხოლო მეორე გარდონში. ცოტა ხნის განმავლობაში საგამოცდო სადგური არსებობდა კამერლატშიც. მართალია პირველ ხანებში მწარმოებლები ამ საგამოცდო სადგურებს უცილობლივ არ აკითხავდნენ, მაგრამ 1920 წლიდან კი ეს გარდაუვალი გახდა.

როგორც ბელგიური დამღების თემაში აღვნიშნავდი, 1914 წელს იტალია შეუერთდა CIP-ს (Comission Internationale Permanente pour L’Epreuve des Armes a Feu Portives ) – საერთაშორისო ორგანიზაციას, აღიარა საერთაშორისო დამღები და შესაბამისად იტალიური დამღებიც აღიარებული იქნა ამ ქვეყნებში.

1925 წლის 9 თებერვალს შეიქმნა იარაღის კონტროლის ნაციონალური პალატა(Banco di Prova Nazionale per le Armi Portattili), რომლის მიერ შემუშავდა საგამოცდო წესები. ისინი ძალაში შევიდა 1924 წლის 16 ოქტომბერს. ეს წესები მოქმედებენ დღესაც მცირედი შესწორებებით(შესწორებები შევიდა 1929, 1931, 1951, 1962 და 1980 წლებში).

CIP-ის წესების თანახმად იტალიურ იარაღზე მოწმდება: ლულის კედლის სისქე, წნევა, ლითონის მდგრადობა-მედეგობა და ა.შ.

აუცილებელი აღნიშვნებია: ლულათა შევიწროება, ყალიბი და სავაზნის სიგრძე, ლულის წონა, მისროლის დამღა. აქვე აღვნიშნავ, რომ იტალიურად შავი დენთი იწერება pulvere nero და მისი დამღაა PN, რომელიც არ უნდა აგვერიოს სხვა დამღებში :dato:( PN – არ ნიშნავს NITRO PROOF!). ნიტრო დენთის გამოცდის დამღაა PSF.

1931 წლიდან თოფები გამოიცდება მხოლოდ საბოლოო, აწყობილ მდგომარეობაში.

 

 

 

არასავალდებულო დამღები 1920-1925 წლებში:

 

 

 

f6ce1259f041.gif _ გლუვლულიანის პირველადი გამოცდის დამღა;

 

b09fc7e24691.gif _ ნიტროდენთით მეორადი(საბოლოო) გამოცდის დამღა;

 

 

1a790d95afe3.gif _ ბოლიანი დენთით მეორადი(საბოლოო) გამოცდის დამღა;

 

 

e50ecd996cf7.gif _ საბოლოო(გამოცდების შემდგომი) დათვალიერების დამღა;

 

 

 

7a83b55a491b.gif _ კუთხვილი ლულის მისროლის დამღა( ნომინალურზე 30%-ით მეტი წნევით);

 

 

 

12c64567953e.gif _ ერთ-ერთი იშვიათი დამღა(1920-1921წ). იარაღზე ისმებოდა 1920 წლის სამეფო დეკრეტის მიღებამდე.

 

 

 

 

 

სავალდებულო დამღები 1925-1950 წლებში

 

 

 

de160ee03d7e.gif _ გარდონის საგამოცდო სადგურის დამღა;

 

 

 

93fdf0fb17e7.gif _ ბრეშიას საგამოცდო სადგურის დამღა;

 

 

64b7531caa87.gif _ კამერლატის საგამოცდო სადგურის დამღა. გამოიყენებოდა 1925- 1926 წლებში;

 

 

53c56e1891da.gif _ ლულის შავი დენთით გამოცდის დამღა(ლულა წყვილთან შეერთების გარეშე);

 

 

87dde3745af1.gif _ შეერთებული(დაწყვილებული) ლულების შავი დენთით გამოცდის პირველადი დამღა;

 

 

2ea67e909a0c.gif _ კუთხვილი ლულის გამოცდის დამღა(ნომინალურზე 30%-ით მეტი წნევით) შავი ან ნიტრო დენთით. გამოიყენებოდა 1925-1929 წლებში;

 

 

 

44889c1db4ea.gif _ შავი დენთით საბოლოო გამოცდის დამღა. 1930 წლიდან ისმებოდა კუთხვილ ლულებზე;

 

 

 

ef755b414df5.gif _ ეს დამღა გამოიყენებოდა 1920-50 წლებში და ნიშნავს ნიტრო დენთით საბოლოო გამოცდას. 1930 წლიდან ესმებოდა კუთხვილ ლულებს;

 

 

c4e22db2d65f.gif _ დამატებითი დამღა, ისმებოდა ყველა სახის იარაღზე საბოლოო გამოცდის შემდგომ ბოლიანი ან უბოლო დენთით.

Link to post
Share on other sites

იტალიური დამღები გაგრძელება

 

 

თანამედროვე დამღები 1950 წლიდან

 

 

 

773ccdde375e.gif _ გარდონის საგამოცდო სადგურის დამღა;

 

 

 

f45d84d4a1d0.gif _ ბრეშიას საგამოცდო სადგურის დამღა;

 

 

d3272acc250e.gif _ ნიტროდენთით მეორადი(საბოლოო) გამოცდის დამღა;

 

 

e8f090d708af.gif _ ნიტროდენთით გამოცდის დამღა. შემოღებულია 1962 წლიდან. აუცილებელია 70მმ სიგრძეზე მეტი ყველა სავაზნისათვის, თუმცა შეიძლება დასმული იყოს უფრო მოკლე სავაზნის მქონე გლუვლულიანებზე;

 

 

0352d6dfe234.gif _ შავი დენთით გამოცდის დამღა;

 

 

1a446f45b795.gif _ დამატებითი დამღა, ისმება ყველა სახის იარაღზე საბოლოო გამოცდის შემდგომ.

 

 

 

ლულათა შევიწროების აღნიშვნა(1962 წლიდან)

 

 

 

52a966df47da.gif _ ლულის შევიწროება 0,9-1,1 მმ;

 

 

8f5d197b5849.gif _ ლულის შევიწროება 0,7-0,8 მმ;

 

 

 

23632936a9e7.gif _ ლულის შევიწროება 0,2-0,3 მმ;

 

 

 

 

74fe0b37ba5a.gif _ ცილინდრული ლულა(0,1მმ-ზე ნაკლები შევიწროება).

Link to post
Share on other sites

ფრანგული დამღები

 

 

სენტ-ეტიენში იარაღის გამოცდა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ხდებოდა, თუმცა ამას სისტემური და რეგულირებადი ხასიათი არ ქონდა. 1700 წელს სამეფო ბრძანებით მწარმოებლები ვალდებული ხდებიან გამოცდები ჩაუტარონ მათ ნაწარმს. ლუდოვიკო მეთექსვმეტის 1782 წლის დეკრეტით მოხდა გარკვეული სისტემატიზაცია და სავალდებულო დამღის ესკიზი აღებული იქნა სენტ-ეტიენის დამღისაგან(გადაჯვარედინებული პალმის რტოები).

ნაპოლეონის ეპოქაში, კერძოდ, 1797 წელს, გარდა სენტ-ეტიენისა სადგურები შეიქმნა პარიზში, ტიულში, შარლევილში, შატერლოში და სხვა ქალაქებში. მათი დამღები ამ ქალაქთა გერბებიდან იყო აღებული. იმპერატორის დამარცხების შემდეგ საგამოცდო სადგურები დარჩა პარიზსა და სენტ-ეტიენში(1973 წლიდან კი მხოლოდ ამ უკანასკნელში).

ნაპოლეონის ბრძანებით 1810 წლიდან ყალიბის აღნიშვნა 1 კგ ტყვიიდან დამზადებული ბურთულების რაოდენობით ხდებოდა(ადრინდელი 1 ფუნტი ტყვიის ნაცვლად). მაგალითად, 16 ყალიბის(ფუნტიდან ნაანგარიშები) ნაპოლეონისეული ზომა გახლდათ 40 ყალიბი. ეს ზომა(აღნიშვნა) რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იყო ძალაში, კერძოდ 1868 წლამდე.

მეცხრამეტე საუკუნეში მიღებული იქნა რამდენიმე კანონი, რომლებიც გარკვეულ საგამოცდო რეგლამენტს აწესებდნენ. ამავე დროს დამღების გრაფიკაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

იარაღის გამოცდები შეწყდა რევოლუციის დროს, თუმცა მეიარაღეების მოთხოვნით კვლავ აღადგინეს. 1855 წელს ფრანგებმა მიიღეს კანონი სახელწოდებით ,,იარაღის წარმოებასა და გაყიდვაზე სრული თავისუფლება", რომლის შედეგადაც კვლავ შეწყვიტეს სავალდებულო გამოცდები. 1895 წლიდან კვლავ აღდგა და გათვალისწინებული იყო შემდეგი შემოწმებები: დაუმუშავებელი ლულების გამოცდა ჩვეულებრივი მუხტით, მზა ლულების გამოცდა გაძლიერებული მუხტით და აწყობილ მდგომარეობაში გაძლიერებული მუხტით გამოცდა. სენტ-ეტიენში ისმებოდა დამღა პალმების რტო+გვირგვინი, ხოლო პარიზში "Е" და "Р". 1901 წლიდან დაიწყეს აწყობილი თოფების კიდევ უფრო გაძლიერებული მუხით გამოცდა.

ნიტრო დენთით გამოცდის დამღები J ან S შემოვიდა 1896 წლიდან; R ან М 1898 წლიდან; Т კი 1900 წლიდან. საგამოცდო სადგურების მიერ ნიტრო დენთით გამოცდის შემდგომ დასმული დამღები მოიცავს აგრეთვე ლათინურ P-საც, რაც წარმოდგება სიტყვისაგან Poudre-დენთი, ამას ემატება თავად დენთის მარკა და აღინიშნება PJ, PS, PR, РМ, РТ.

საფრანგეთი 1914 წლიდან შედის CIP-ის შემადგენლობაში.

1962 წლიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის თანახმადაც გლუვლულიანის გამოცდა ხდება ბოლიანი დენთით, ნიტრო დენთით, და გაძლერებული ნიტრო დენთის მუხტით. დამღები იმება ლულებზე და კალაპოტზეც. რემონტის შემდგომ აგრეთვე ხდება თოფის გამოცდა და ისმება დამღა R.

ფრანგები სავაზნის ზომა 65მმ-ს თვლიან ნორმალურ ზომად 12,16 და 20 ყალიბებში. ასეთი სავაზნეების სიგრძე შეიძლება მითითებული არ იყოს(დამღა 65MM), თუმცა აღნიშვნა NORMAL დასმულია. რაც შეეხება სავაზნის ზომა 70-75-76-89-ს მათი ციფრობრივი აღნიშვნა აუცილებელია.

1973 წლის 1 იანვრიდან პარიზის სამრეწველო-სავაჭრო პალატის თხოვნით დედაქალაქის საგამოცდო სადგურისა და მისი ფილიალების(Mulhouse,Bayonne და Hendaye) საქმიანობა გადაიბარა სენტ-ეტიენმა. პარიზის საგამოცდო სადურები საბოლოოდ დაიხურა 1978 წლის 31 დეკემბერს.

 

 

 

საგამოცდო სადურების დამღები

 

 

 

eee4e3097dfe.gif _ შარლევილი, XVI-XIX სს.

 

c835c6c1cf40.jpg _ შარლევილი 1811წ.

 

1ce06fae2721.gif _ შარლევილი ХIХ საუკუნის პირველი ნახევარი.

 

bd3bfa3fb928.gif _ შატელრო ХIХ საუკუნის ბოლო.

 

c4f74c64911d.gif _ პარიზი 1810 წ.

 

df644070725e.gif _ სენტ-ეტიენი, 1735 წ.

 

dbaa904938e5.gif _ სენტ-ეტიენი, 1825 წ.

 

c3c2b6eb2750.gif _ სელევილი, XIX ს-ის მეორე ნახევარი.

 

86cee364c667.gif _ მიუტციგი, XIX ს.

 

1b4ba81d8a5a.jpg _ სუიაკი 1811 წ.

 

 

 

საგამოცდო დამღები

 

 

7f296b0b04f6.jpg _ ბოლიანი დენთის გამოცდის დამღა; 1879- 1897 წწ;

 

 

60a598c0cc28.jpg _ ბოლიანი დენთის გამოცდის დამღა, რომელიც გამოიყენებოდა საფრანგეთის გარეთ წარმოებულ თოფებზე; 1879- 1924წწ;

 

df6109167b9b.jpg _ დამღა ისმებოდა გარემონტებულ სამხედრო დანიშნულების თოფებზე 1862-1885წწ;

 

939688f6b215.jpg _ ბოლიანი დენთის გამოცდის დამღა მზა თოფებზე, 1886- 1893წწ;

 

 

c8dcff86dc2e.jpg _ ბოლიანი დენთის გამოცდის დამღა მზა თოფებზე, 1893- 1897წწ;

 

f57294e5f17f.jpg _ გაძლიერებული გამოცდის დამღა(შავი დენთი) 1893 წლიდან;

 

145f8e586f1a.jpg _ გაძლიერებული გამოცდის დამღა(შავი დენთი) 1894-1897წწ; წლიდან;

 

3037a4552280.jpg _ "N.A." - სიტყვებიდან "non-assembled" - დამატებითი დამღა დაუწყვილებელი ლულებისათვის, 1897 წლიდან; ეს დამღა გამოიყენებოდა ქვემოთმდებარე დამღებთან ერთად:

 

f01813b48ff7.jpg cd02b9a8ba54.jpg

Link to post
Share on other sites

ფრანგული დამღები გაგრძელება

 

 

პარიზის დამღები

 

 

428702ab75c6.jpg _ ნიტრო დენთით გამოცდის დამღა 1924- 1973წწ;

 

13eec093bb56.jpg და 0e838288862e.jpg დენთის მარკები "J", "S" გამოცდის ნიშანი(დაახლოებით 850 ატმ) "P" - სიტყვიდან Poudre (დენთი); 1896-1914წწ;

 

 

cf41bf3fd6bf.jpg და 45ff8a4e8e86.jpg _ დენთის მარკები "M", "R" გამოცდის ნიშანი(დაახლოებით 850 ატმ) "P" - სიტყვიდან Poudre (დენთი); 1898- 1914-1926წწ;

 

 

18e230322eac.jpg _ ნიტროდენთით გამოცდის დამღა "T"- დენთის მარკა; 1900-1972წწ;

 

 

9df657ffbba9.jpg _ კუთხვილლულიანების განმეორებითი გამოცდის დამღა ნიტრო დენთით 1962- 1972წწ;

 

a31c5204aaf3.jpg _ განმეორებითი გამოცდა ბოლიანი დენთით; 1962-1972წწ;

 

e10475362708.jpg _ გაძლიერებული გამოცდის დამღა(დაახლოებით 1100ატმ). ლათინური "T"-ის ნაცვლად შესაძლებელია იყოს могут "J", "S", "M","R" (დენთის მარკები); 1962-1972წწ;

 

 

8dd21cf2a6aa.jpg _ დამატებითი დამღა საბოლოო სახელმწიფო გამოცდისა; 1973 წლამდე.

 

 

სენტ-ეტიენის დამღები

 

f617e7d390df.jpg _ "T" მარკის ნიტრო დენთით გამოცდის დამღა; 1900 წლიდან;

 

 

b90207bd528b.jpg _ ნიტრო დენთით გაძლიერებული გამოცდის დამღა; 1924 წლიდან;

 

4f103721467a.jpg _ კუთხვილლულიანის გამოცდის დამღა(Épreuve des armes longues rayées); 1924 წლიდან;

 

 

f01311ce2eeb.jpg _ კუთხვილლულიანის განმეორებითი გამოცდის დამღა(R&éépeuve des armes longues rayées ); 1924 წლიდან;

 

ab7777d278c1.jpg _ საბოლოო გამოცდის დამღა შავი დენთით;

 

 

af6ecb7514b0.jpg და 1c4d5856f8c8.jpg_ პირველი და საბოლოო გამოცდის დამღა ნიტრო დენთით;

 

9abb4226e41e.jpg _ ეს დამღა ესმება წუნდებულ იარაღს(სიტყვიდან "Rebutées");

 

 

2710f391d490.jpg _ AN - სიტყვებიდან "Armes Neutralisées" ("ნეიტრალიზებური იარაღი"). დამღა ესმება იარაღს რომლიდანაც შეუძლებელია გასროლა;

 

367c4acfb128.jpg _ დამღა "საბრძოლო მასალის კონტროლი".

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

მაქვს სანადირო თოფი როგორც წინაპრებიდან ვიცი ეს თოფი ჩამოტანილია გერმანიიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არანაირი ინფორმაცია ამ თოფის შესახებ არ ვიცი(გამოშვების წელი, სახელი, გამომშვები ქვეყანა) როგორც წინაპრები ამბომბდნენ ვერიკარონი ჰქვიაო მაგრამ ეს სახელი არსად არ აწერია.რაც თოფზე წარწერები ამოვიკითხე ეს აწერია REGULA ACIER COMPRIME CHOKES RECTIFIES ST.ETIENNE და ეს ნომერი 831 აწერია 5 ადგილას იქნებ ვინმემ დამეხმაროდ ამ თოფის სახელის და გამოშვების წელის დადგენაში და რამდენად ფასეულია

Link to post
Share on other sites

წარწერებიდან ფრანგული ჩანს,მაგრამ სურათები თუ არ დადე არაფერი გამოვა,დამღებსა და წარწერებს გადაუღე,ისე რომ კარგად იკითხებოდეს!!!!

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ, თქვენი დახმარება მჭირდება თოფის იდენტიფიცირებისთვის, ვერ გავიგე რა ბრენდის თოფია, ვიცი ბელგიურია და ქალაქ ლიეჯის ნამუშევარია, დამღები აქვს ლიეჯის, ცალკე კიდეც აწერია ლიეჯი. ასევე აქვს საფირმო დამღა, აქვე ვდებ სურათს, თქვენი იმედი მაქვს, განსაკუთრებით "ზემლიაკის" Gurulo-ს

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ, თქვენი დახმარება მჭირდება თოფის იდენტიფიცირებისთვის, ვერ გავიგე რა ბრენდის თოფია, ვიცი ბელგიურია და ქალაქ ლიეჯის ნამუშევარია, დამღები აქვს ლიეჯის, ცალკე კიდეც აწერია ლიეჯი. ასევე აქვს საფირმო დამღა, აქვე ვდებ სურათს, თქვენი იმედი მაქვს, განსაკუთრებით "ზემლიაკის" Gurulo-ს

post-320-0-90654600-1359664459_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

,,ავგუსტ ფრანკოტია,, დიდი ვარაუდით. ყველა დამღა ემთხვევა.ლულებზე ყველა ასო გადაიღე და კონდახი უკნიდან.

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

გამარჯობათ, თქვენი დახმარება მჭირდება თოფის იდენტიფიცირებისთვის, ვერ გავიგე რა ბრენდის თოფია, ვიცი ბელგიურია და ქალაქ ლიეჯის ნამუშევარია, დამღები აქვს ლიეჯის, ცალკე კიდეც აწერია ლიეჯი. ასევე აქვს საფირმო დამღა, აქვე ვდებ სურათს, თქვენი იმედი მაქვს, განსაკუთრებით "ზემლიაკის" Gurulo-ს

 

 

სალამი ზემლიაკ! :hi:

სამიზნე თამასის და ლულის კარგი ხარისხის სურათი გვჭირდება!!! :hi3:

გამოცდები ლიეჟში აქვს გავლილი, მაგრამ რომელი ფირმის თოფია სამიზნე თამასაზე ან უშუალოდ ლულაზე უნდა ეწეროს(თუ კალაპოტზე არ აწერია მაშინ).

თოფი მაღალი კლასის ბოქსლოკია, ეჟექტორებზე და ტიბჟირის წინა საკეტით...

 

 

დამღებიდან გამომდინარე შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება(დამღები მოხაზული მაქვს და წრეში 1-2-3-4 დავაწერე):

 

5123aedf729e.jpg

პირველ სურათზე:

 

ნომრით 1_ ნიტრო დენთით გამოცდის ბელგიური დამღა;

ნომრით 2_ შეწყვილებული ლულების საბოლოო გამოცდის დამღა("Libertas gentis")_ ამ დამღას გვირგვინი ახლავს 1893 წლის 11 ივლისიდან;

ნომრით 4_ კონტროლიორის დამღაა თავზე ვარსკვლავით_ გამოიყენებოდა 1877 წლიდან 1909 წლამდე;

 

121c8fa14b27.jpg

 

მეორე სურათზე:

 

ნომრით 3_ საბოლოო გამოცდის დამღა;

 

ნომრით 5_ კონტროლიორის დამღაა თავზეც და ძირზეც ვარსკვლავით :scratchchin:

 

 

 

ერთი რამ მაეჭვებს მხოლოდ: კონტროლიორის დამღა P თავზე ვარსკვლავით გამოიყენებოდა 1909 წლამდე(კონტროლიორებს შეეძლოთ გამოეყენებინათ თავიანთი ინიციალები A-დან Z-მდე) , ხოლო ვარსკვლავი ლათინური ასოს ქვემოთ ისმებოდა 1911 წლიდან(დღემდე).

ამ თოფზე ლულაზე P-ს მხოლოდ თავზე აქვს ვარსკვლავი, ხოლო კალაპოტზე კი თავზეც და ძირზეც... :scratchchin:

 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლულა 1909 წლამდეა გამოშვებული, ხოლო კალაპოტთან ერთად საბოლოო სახე თოფმა 1911 წლის შემდგომ წლებში მიიღო?! :scratchchin:

Link to post
Share on other sites

თქვენთან დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.

 

სამსახურში ვარ და საღამოს დავდებ ახალ სურათებს, თქვენი იმედი მაქვს, გაიხარეთ

Link to post
Share on other sites

სალამი ზემლიაკ! :hi:

სამიზნე თამასის და ლულის კარგი ხარისხის სურათი გვჭირდება!!! :hi3:

გამოცდები ლიეჟში აქვს გავლილი, მაგრამ რომელი ფირმის თოფია სამიზნე თამასაზე ან უშუალოდ ლულაზე უნდა ეწეროს(თუ კალაპოტზე არ აწერია მაშინ).

თოფი მაღალი კლასის ბოქსლოკია, ეჟექტორებზე და ტიბჟირის წინა საკეტით...

 

 

დამღებიდან გამომდინარე შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება(დამღები მოხაზული მაქვს და წრეში 1-2-3-4 დავაწერე):

 

5123aedf729e.jpg

პირველ სურათზე:

 

ნომრით 1_ ნიტრო დენთით გამოცდის ბელგიური დამღა;

ნომრით 2_ შეწყვილებული ლულების საბოლოო გამოცდის დამღა("Libertas gentis")_ ამ დამღას გვირგვინი ახლავს 1893 წლის 11 ივლისიდან;

ნომრით 4_ კონტროლიორის დამღაა თავზე ვარსკვლავით_ გამოიყენებოდა 1877 წლიდან 1909 წლამდე;

 

121c8fa14b27.jpg

 

მეორე სურათზე:

 

ნომრით 3_ საბოლოო გამოცდის დამღა;

 

ნომრით 5_ კონტროლიორის დამღაა თავზეც და ძირზეც ვარსკვლავით :scratchchin:

 

 

 

ერთი რამ მაეჭვებს მხოლოდ: კონტროლიორის დამღა P თავზე ვარსკვლავით გამოიყენებოდა 1909 წლამდე(კონტროლიორებს შეეძლოთ გამოეყენებინათ თავიანთი ინიციალები A-დან Z-მდე) , ხოლო ვარსკვლავი ლათინური ასოს ქვემოთ ისმებოდა 1911 წლიდან(დღემდე).

ამ თოფზე ლულაზე P-ს მხოლოდ თავზე აქვს ვარსკვლავი, ხოლო კალაპოტზე კი თავზეც და ძირზეც... :scratchchin:

 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლულა 1909 წლამდეა გამოშვებული, ხოლო კალაპოტთან ერთად საბოლოო სახე თოფმა 1911 წლის შემდგომ წლებში მიიღო?! :scratchchin:

 

აგაშენა ღმერთმა ზემლიაკ! :hi3:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...