Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის იდენტიფიცირება


Recommended Posts

  • 1 year later...
  • Replies 103
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აუ დამეხმარეთ რა კაცურად. ვერ გავარკვიე რა თოფია რა და იქნებ ვინმემ იცოდეთ ან გამიგოთ მე ვერ გავიგე :) მოკლედ იარაღზე კალოდკაზე ქვემოდან აწერია hubertus suhl და რა ფირმააა და რა არის საერთოდ? 12/70 კალიბრია. წარწერა აქვს კიდევ imman meffert suhl გსმენიათ რამე?

Link to post
Share on other sites

აუ დამეხმარეთ რა კაცურად. ვერ გავარკვიე რა თოფია რა და იქნებ ვინმემ იცოდეთ ან გამიგოთ მე ვერ გავიგე :) მოკლედ იარაღზე კალოდკაზე ქვემოდან აწერია hubertus suhl და რა ფირმააა და რა არის საერთოდ? 12/70 კალიბრია. წარწერა აქვს კიდევ imman meffert suhl გსმენიათ რამე?

ზულზე ბევრი გვსმენია მაგრამ ასე მშრალ ინფოზე ვერავინ გეტყვის რა თოფია.

დამღებზე და წარწერებზე გადაუღე სურათები და დადე აქ.

Link to post
Share on other sites

მაგ თოფის ამბავი ასეა ძამიკო:ეგ არის ცნობილი გერმანული ფირმა ,,იმმან მეფერტი,, ქალაქ ზულში,რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხის სანადირო თოფებს უშვებდა.ფირმის ისტორია მე-19-ე საუკუნის პირველი მესამედიდან იღებს სათავეს და მის დამწყებად ემანუილ მეფერტი მიიჩნევა,მას კომპანიონებად საკუთარი ვაჟები ფრიდრიხ იუსტინი და ერნსტ რიჰარდი ჰყავდა,მე-20-ე საუკუნის პირველ ნახევარში საკმაოდ ცნობილი ფირმა იყო,ხელმძღვანელი ბრუნო მეფერტი,ომის შემდგომ ეს ბრუნო,ჯერ ამერიკელებმა დააპატიმრეს,თუმცა მალევე გამოუშვეს,მერე რუსებმა გაატკუციეს 5 წელი ,,ლაგერებში,,.იქედან გ.დ.რ.-ში დაბრუნების შემდგომ,შეძლო ფირმის აღორძინება და მუშაობაც განაახლა,მაგრამ,მალე კომუნისტებმა მისი საწარმოს ნაციონალიზაცია მოახდინეს,ჩვენებურად დაახიეს და სახელად ,,ჰუბერტუსი,, დაარქვეს,აქედან ის წარწერები,რაც შენ თოფზე გვხვდება,უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებს,როგორც ავთომ გითხრა სურათები წარმოადგინე!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

აუ დამეხმარეთ რა კაცურად. ვერ გავარკვიე რა თოფია რა და იქნებ ვინმემ იცოდეთ ან გამიგოთ მე ვერ გავიგე :) მოკლედ იარაღზე კალოდკაზე ქვემოდან აწერია hubertus suhl და რა ფირმააა და რა არის საერთოდ? 12/70 კალიბრია. წარწერა აქვს კიდევ imman meffert suhl გსმენიათ რამე?

 

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=761

Link to post
Share on other sites

და კიდევ ერთი შეკითხვა მეგობრებო... გადაჭრილი თოფის გაფორმება, რომლის ლულის სიგრძე 51სანტიმეტრია, არის თუ არა შესაძლებელი?

post-1169-0-98932400-1422898080_thumb.jpg

post-1169-0-37327600-1422898102_thumb.jpg

post-1169-0-93257900-1422898123_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ავთო

mamuka grigolia

Gurulo

მეგობრებო აი სურათებიც გადავუღე და თუ რამე დამატებითს მეტყვით მადლობელი დაგრჩებით

 

დამატებითი ინფო თქვენი თოფის თაობაზე:

თქვენი თოფი გამოცდილია ზულში 1955 წლის აპრილში. გამოცდა გავლილი აქვს ნიტრო დენთით და გავლილი აქვს გამოცდისშემდგომი რევიზია. ლულები სავარაუდოდ სრული ჩოკებია.

სალულე ფოლადის საფირმო წარწერა ვერ ამოვიკითხე(ემ სორიიიი, თუ ამოიკითხავთ და მომწერთ დამატებით მოგახსენებთ შემდგომ).

ლულები დემიბლოკებია, ეჟექტორებზე. სტანდარტული გრავირებითა და რასაც ვხედავ ნორმალური შენახულობით. სამმაგი საკეტი და გვერდითა ,,ფრთები" ხიბლს მატებს ნაკეთობას. :hi3:

Link to post
Share on other sites

SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL ასე ეწერება. ფოლადის მარკაა. თუ ვერსად კითხულობ ვერც სამ რგოლს და ვერც ოთხ რგოლს. მაშინ უფრო მეტს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ან კრუპის სამრგოლიანის ტყუპისცალია ან რუსული ა50 მარკის ტყუპი...

 

უწვერო სამკუთხედში ჩასმული ორიანი გვეუბნება ხარისხის თაობაზე. თქვენი თოფის შემთხვევა მეორე ხარისხს აღნიშნავს და ნიშნავს ე.წ. ,,მუშა" ხარისხს.

იგივე ფორმით მოცემული ერთიანი გვაუწყებს ,,კარგ" ხარისხზე, ხოლო თუ მაგ ფიგურაში s იქნებოდა ჩასმული მაშინ ,,სპეციალურ ხარისხთან" გვაქვს საქმე.

 

აგერ სურათებით განსჯი:

 

 

ესაა ,,კარგი" ხარისხი

6348acc237ab.jpg

 

 

ესაა ,,მუშა" ხარისხი

1495c8d8ab7c.jpg

 

 

ესაა ,,სპეცხარისხი"

0bc18529ddc5.jpg

Link to post
Share on other sites

ესაა კომუნისტური გერმანიის სამთავრობო და ხარისხის დამღა და აღნიშნავს ,,პირველი კლასის" ნაკეთობას (1. Qualitat)

603c7feaefa5.jpg

 

 

 

 

ეს კი ყველაზე მაღალ ხარისხზე(,,საუკეთესო") მეტყველებდა კომუნისტური გერმანიის პირობებში.

acf006105599.jpg

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

მოგესალმებით თუ შეიძლება იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ. მაქვს 1951წ გამოშვებული ზიმსონი ლულებზე აცერია(SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL) მაინტერესებს რა ხარისხის ფოლადია?

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

მოგესალმებით თუ შეიძლება იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ. მაქვს 1951წ გამოშვებული ზიმსონი ლულებზე აცერია(SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL) მაინტერესებს რა ხარისხის ფოლადია?

 

 

ფრიად საჩოთირო პასუხი მაქვს გასაცემი :alfons:

 

 

მაშ ასე, 1893 წელს კრუპის კონცერნმა შეიმუშავა, მისი თქმით, უნივერსალური ფოლადი, რომელიც გამოიყენებოდა როგორც გლუვ, ასევე კუთხვილი ლულების დასამზადებლად. ამ ფოლადმა მიიღო სახელი SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL. სამი წლის შემდეგ(ანუ 1896 წელს) ეს მასალა დააპატენტეს და აქედან მოყოლებული ლულებზე წარწერასთან ერთად სამი გადაფარული რგოლის დასმა დაიწყეს.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ ამ მარკის მასალა დიდად არაფრით განსხვავდება კრუპის ჩვეულებრივი ნადნობი ფოლადისაგან სამი რგოლის გარეშე(მაგალითად FLUSS-STAHL), თუმცა თავად იარაღის მწარმოებლისაგან(და ეს გახლდათ ზაუერი) უფრო პრესტიჟულად აღიქმებოდა.

 

SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL-ის მაჩვენებლებია: დენადობის ზღვარი 45-50კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 70-80კგ/მმ2; ფარდობითი დაგრძელება 23-16%.

 

რაც შეეხება თქვენს ზიმსონს

 

1945 წლიდან ზიმსონის ქარხანა გადავიდა საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის მმართველობაში და შესაბამისი გამომდინარე მოვლენები დაწვრილებით ,,ზიმსონის" თემაში დაათვალიერე... მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, 1968 წლიდან სანადირო თოფების წარმოება შეწყვიტეს(აბა სხვანაირად რაფერ მოიქცეოდნენ კომუნისტები?!).

დაახლოებით 1947 წლის გაზაფხულისათვის კრუპის საფირმო ლულების ნამზადები ფაქტიურად ამოილია გერმანიის ყველა საწარმოსათვის(მ.შ. ზიმსონისათვის). ამის შემდგომ მწარმოებლები სხვადასხვა შემთხვევით შემორჩენილი მასალებით სარგებლობენ. ამ პერიოდში ლულის ნამზადებზე გვხვდება წარწერები SPECIAL-LAUF-STAHL. ყურადღება მიაქციეთ რომ ძველი საფირმო წარწერიდან გაქრა სიტყვა GEWEHR. ამავე პერიოდში გვხვდება სამი რგოლი, თუმცა არა ერთმანეთში გადაფარული, არამედ განცალკევებული და მასში ჩაწერილი ასობგერით S.

მერე იყო საბჭოთა კავშირიდან A 50 მარკის ფოლადის შემოტანა და მისი დადამღვა ოთხი გადაფარული რგოლით.

ამ ყველაფრიდან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ გერმანიის გასაბჭოების შემდეგ ლულათა ხარისხი ერთობ საპოლემიკო თემაა, ამიტომ ამა თუ იმ წარწერის ქვეშ შეიძლება შეგვხვდეს ა)ნაღდი საფირმო ხარისხი, ბ)გარდამავალი ხარისხი, გ)სხვა შემთხვევაში რატომღაც დაწუნებული და მასალათა დეფიცისას გამოყენებული ნამზადები, დ)საბჭოთა A 50 მასალა და ა.შ.

საკმაოდ ბლომად ვიყბედე, თუმცა ამ პოსტის დაწყებისას მოგახსენეთ, რომ ერთობ საჩოთირო ამბავს გეუბნებით თქო. :alfons:

და ბოლოს, თუ 1945 წლის შემდეგ წარმოებულ გერმანულ თოფზე არის ნაღდი საფირმო წარწერა SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL, FRIED. KRUPP A.-G. ESSEN და ლეგენდარული ერთმანეთს გადაჭდობილი სამი რგოლი, მაშინ ეს ნამდვილად ფრიდრიჰ კრუპის ნაკეთობაა. სხვა შემთხვევაში შეიძლება ისეც იყოს და შეიძლება ასეც :hi3:

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

გაიხარე მეგობარო საკმაოთ საინტერესო იმფორმაციის მოწოდებისთვის და დახმარებისთვის. ესეიგი ეხლა კიდევ გადავავლე თვალი ლულებს გვერდებზე აცერია (SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL) როგორც მოგახსენეთ წინა პოსტში და შვაში კი (SIMSON & C9.S.A.G AWTOWELO.SUHL) და რაც შეხება უკანა მხარეს ლულებზე აწერია ორივე მხარეს ზიმსონი და თავში კიდე ასო ს ორივე მხარეს

და რაღაც მთვარის ფორმის რკალები ახატია კიდე არის დამღებიც რომლებიც ცალმხარეს კარგათ არჩანს სავარაუდოთ ლულის შევიწროებას აღნიშნავს.

Edited by ika777
Link to post
Share on other sites

Gurulo

თქვენს მიერ წინა პოსტში მოყვანილი მაჩვენებლები ფოლადის (SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL-ის მაჩვენებლებია: დენადობის ზღვარი 45-50კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 70-80კგ/მმ2; ფარდობითი დაგრძელება 23-16%.) შეიძლება რომ ითქვას ეს არის კრუპის პოლადი?

Edited by ika777
Link to post
Share on other sites

Gurulo

თქვენს მიერ წინა პოსტში მოყვანილი მაჩვენებლები ფოლადის (SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL-ის მაჩვენებლებია: დენადობის ზღვარი 45-50კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 70-80კგ/მმ2; ფარდობითი დაგრძელება 23-16%.) შეიძლება რომ ითქვას ეს არის კრუპის პოლადი?

 

 

აღნიშნული ტექმაჩვენებლები ნამდვილად კრუპის SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL-ის მარკის ფოლადის მახასიათებლებია. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნავდი წარწერა ლულაზე SPECIAL-GEWEHR-LAUF-STAHL არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კრუპის ფოლადთან გვაქვს საქმე. ეს ეხება კომუნისტური გერმანიის პირობებში წარმოებულ ლულებს.

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

ზაუერის თემაში წარმოშობილმა პოლემიკამ გადამაწყვეტინა პატარა ინფო მომეწოდებინა გერმანული დამღების სახეცვლილებისა და მონაცვლეობის თაობაზე ეპოქის შესაბამისად. მაშ ასე:

 

 

გერმანული დამღები

 

 

5f1e48eb3689.jpg

 

 

გერმანიაში გამოცდების ერთანი სისტემა, მათ შორის სანადირო იარაღისა, მიღებული იქნა ინგლისზე, ბელგიაზე, ესპანეთსა და ავსტრო-უნგრეთზე უფრო გვიან, კერძოდ 1891 წელს.

არ წარმოიდგინოს მკთხველმა, რომ ამ თარიღამდე გამოცდა სავალდებულო არ იყო... გამოცდა აუცილებელი გახლდათ, მხოლოდ გამომცდელთა დამღების ნაირგვარობა და ნაირსახეობა ძალიან ფართო გახლდათ.

1891 წელს მიღებული კანონი მუშაობდა 1939 წლამდე, რომლის თანახმადაც სანადირო იარაღს ესმებოდა სავალდებულო და დამატებითი მარკირების ნიშნები(სურათზე 1-8).

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ სავალდებულო დამღებმა მეტნაკლებად იცვალეს სახე და "არწვი" გახდა კონტურული(სურათზე 9-10). ამ ფორმით დამღებმა იარსებეს 1939 წლამდე. როცა გერმანიის ხელსუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ, დამღებიც ფაშისტური რეიხის სიმბოლიკამ შეცვალა. ამავე დროს მიღებულ იქნა გამოცდების ახალი ერთიანი სისტემა(სურათზე 11-13).

ამ ნიშნებმა იარსებეს 1945 წლის მაისამდე, როცა საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მიღებული იქნა ახალი მარკირების ნიშნები(სურათზე 14-17). ქალაქი ზული სწორედ ამ ზონაში მოექცა. მიღებული იქნა ახალი სავალდებულო დამღები და ნაწილობრივ შეიცვალა დამატებთი ნიშნებიც(დამატებით ნიშნებში ნაწილი ძველი დატოვეს). თუმცა ახალმა მარკირებამ შეაფერხა საერთაშორსო ბაზარზე პროდუქციის რეალიზაცია, რამეთუ მათ არ იცნობდნენ მყიდველები. ამ მიზეზთა გამო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1950 წელს კვლავ იქნა განახლებული მარკირების ნიშნები(სურათზე 18-28).

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეიცვალა 1939 წელს შემოღებული სავალდებულო ნიშნების მხოლოდ ნაწილი(სურათზე 29-32), ხოლო დამატებითი დამღები დატოვეს იგივე. 1973 წელს მოახდინეს კანონის უმნიშვნელო ცვლილება, რაც ეხებოდა სანადირო თოფების ლულათა გამოცდას.

 

 

რაც შეეხება გერმანიის გაერთიანების შემდგომ სახეცვლილ დამღებს, ისნი მოტანილია ქვემოთ

 

b0f1fc484b02.jpg

Link to post
Share on other sites

c335850e183a.png

 

საინტერესო ინფო მაქვს ხელკეტიანი კაცის თაობაზე, რომელიც ზაუერის ოფიციალურ ლოგოდ ითვლება.

 

ანალიზი გაკეთებულია ზაუერის მიერ რუსეთში გაყიდულ თოფებზე.

 

 

1880-1915 წლებში გამოშვებულ ზაუერებზე ხელკეტანი კაცი იცქირება მარჯვნივ ხელკეტისაკენ;

 

1924-1945 წლებში გამოშვებულ ზაუერებზე_ მარცხნივ(სანახევროდ);

 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 1951-1965 წლებში წარმოებულ ზაუერებზე_ პირდაპირ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...