Jump to content
Club-Monadire.Ge

ნორმატიულ ბაზაზე მუშაობა


Recommended Posts

ძალზე აქტუალური თემაა !!!!! თორნიკე მჟავანაძის (მეკობრე)-ს თხოვნით FISHER.GE-დან გადმოვაკოპირე და ვდებ ჩვენ ფორუმზე.გამოთქვით თქვენი აზრი

 

მეგობრებო, საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია გამოდის წინადადებით -ამ თემაში განვიხილოთ სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტი - "დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ", რომლის ახალ რედაქციასაც სავარაუდოდ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს, თუმცა მათი მხრიდან არსებობს მზაობა რათა საზოგადოებრივი გაერთიანებებიც იქნან ჩართული ამ საქმეში. აქვე აიტვირთება (იხ. ქვემოთ) დებულების დღეისათვის მოქმედი რედაქცია, რიგი შენიშვნებით.

 

საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს ასევე საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია. ინფორმაციას გავავრცელებთ სხვა მეზობელ (მეგობარ) ფორუმებზეც, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი თემით დაინტერესებული საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინება.

 

გთხოვთ, პოსტები დადოთ რაც შეიძლება ახლოს საკითხთან დაკავშირებით, ყოველგვარი "გადახვევების", სენტიმენტების, პათეტიკის და მითუმეტეს პოლიტიკური განცხადებების გარეშე! (ასეთებად მიჩნეული პოსტები დაკორექტირდება ან წაიშლება ჩვენს მიერ)

 

დოკუმენტზე მუშაობა და ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება მიმდინარე კვირის ბოლომდე. ამ ვადის ამოწურვის შემდგომ მოხდება საზოგადოებრივი გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზედაც განიხილება დოკუმენტში შესატანი სათანადო ცვლილებები და ჩამოყალიბებული პროექტი გადაეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს.

 

 

http://fisher.ge/index.php?showtopic=1340&pid=69311&st=0entry69311

Edited by BROWNING
Link to post
Share on other sites

ზური თემის სათაური დააკორექტირე. მე არ შემიძლია.

 

უნდა იყოს "ნორმატიულ ბაზაზა მუშაობა"

 

 

ისე, ნამდვილად კარგი საქმეა! :yes:

Link to post
Share on other sites
:blush2: შეცდომით დამიწერია :blush2: მოდერატორებმა შეასწორეთ სათაური "ნორმატიულ ბაზაზა მუშაობა" ზე ძმურად .მადლობა დავით
Link to post
Share on other sites

ვერ ვხსნი დოკუმენტს.

 

თევზაობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება მაქვს:

 

თევზაობა უნდა იყოს ლიცენზირებული(შესული თანხა მოხმარდეს გადაშენების პირას მისული სახეობების არდგენას ან მსგავს ღონისძიებებს).

 

დამკვიდრდეს დაჭერა-გაშვების ლიცენზიები კალმახზე.

 

განისაზღვროს თევზაობის ვადები, ადგილები, დაჭერილი თევზის ლიმიტები(ან ულიმიტო სახეობები).

 

ორგანიზაციებს რომლებიც განახორციელებენ ზუთხის, ორადულის, ფარგას, ღელის კალმახის მოშენებას, შეუმცირდეთ(ან გათავისუფლდნენ გარკვეული დროით) გადასახადები.

 

ბრაკონიერობაზე არაფერს ვიტყვი, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ უნდა იყოს სერიოზული ჯარიმები(სახლართი ბადეები, დენის აპარატები, მოწამლვა..). ეს ჯარიმები დიფერენცირებული უნდა იყოს, ერთი ტავიტ მეტი თევზი თუ დაიჭირა, იგივე ჯარიმა არ უნდა გადაიხადოს რაც ''ელექტრიკმა''.

 

მკაცრად განისაზღვროს სად შეუძლია ხალხს თევზაობა და სამინისტრომ გაავრცელოს შესაბამისი დოკუმენტი რომ თავიდან ავიცილოთ ეგერსა და მეთევზეს შორის გაურკვევლობა.

Link to post
Share on other sites

ზონებად უნდა დაიყოს ამ შემთხვევაში ქვეყანა, განისაზღვროს რომელ წყალსატევში რა სახეობაა, როდის აქვთ ქვირითობის პერიოდი და ლიმიტი გამოცხადდეს თითოეულზე.

/რამდენი რამის დაწერა შეიძლება, ნაღდად არ მეზარება, აზრი აღარ აქვს/ :karochera:

სხვანაირად დადებითი შედეგი არ იქნება.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...