Jump to content
Club-Monadire.Ge

კლუბთაშორისი სასტენდო შეჯიბრი


Recommended Posts

მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,,

 

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, ატარებს პირველ კლუბთაშორის შეჯიბრს სპორტინგში მოყვარულ - მონადირეთა შორის.

კლუბიდან უნდა იქნან წარმოდგენილი მხოლოდ კლუბის 3 წევრი , რომელთაც ექნებათ გარკვეულ ხნიანი კლუბის წევრობის სტაჟი.

 

მაშ ასე იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება - პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული !

 

1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ.

2. მრავალვაზნიანი - ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ.

3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება !

4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი

5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე.

6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.

7. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა !

8. არ არის სასურველი მუქი ფერის და ასევე სამხედრო (სამხდრო კამუფლირება ) ტანისამოსით შემოსვა

9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.

10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! !

11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია.

12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ !

13. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით.

14. ყველა , ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩასახრახნ ჩოკებიანი თოფებით, უნდა ჩაახრახნოს , 0.5 -ი ჩოკი ანუ ნახევარჩოკი. ან უფრო ვიწრო (სურვილის მიხედვით)

 

მონაწილეობის მისაღბად ,გუნდის შემოსატან თანხას შეადგენს 170 GEL ანუ მსროლელი 55 ლარი და ვამრგვალებთ +5 = 170

 

თანხაში შედის : 35 ვაზნა 35 თეფში. მედლები, სიგელები, თასი და პრიზი (პრიზები)

 

მონაწილეები გადმორიცხავენ თანხას მისამართზე:

 

სს "თიბისი ბანკი" >> საბანკო კოდი : TBCBGE22 >> ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე." >> ანგარიშსწორების ანგარიში: GE34TB1130836080100002 , დანიშნულებაში მიუთითეთ, კლუბის დასახელება რომლის სახელითაც გამოდის მონაწილეები

 

პ.ს. გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობს რამდენიმე კლუბი, რაც დაგვიდასტურეს, ველით თქვენგანაც შემოთავაზებაზე პასუხს, მაქსიმუმ 28 მაისამდე.

 

გისურვებთ წარმატებებს

Edited by Davitus
Link to post
Share on other sites
  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Davitus-მოგესალმები.

 

კარგი ჰქენით რომ გაგვაგებინეთ ამ აქციის შესახებ, მადლობის მეტი რა მეთქმის.

 

ჩემის მხრიდან ვიტყვი და ეს მხოლოდ ჩემი პოზიციაა, ჯერ არ დავლაპარაკებულვარ კლუბის წევრებს.

 

აუცელებელია თუ არა შეჯიბრში მონაწილეები იყვნენ მხოლოდ კლუბის წევრები?

 

რაც შეეხება შესატან თანხას და ვადებს, მონაწილეობის მიღება არ არის ძვირი, თანაც პრიზებიც გავითვალისწინოთ, ნამდვილად მისაღებია, მაგრამ 28 რიცხვამდე რამდენად მოესწრება ამ ყველაფრის ორგანიზება, ეგ მიჩენს ეჭვს.

დღეს 25-ია. :scratchchin:

 

პ.ს. მაქვს სხვა შეკითხვებიც, თუ გექნებათ საშუალება, გამოხმაურება გაუკეთეთ ამ წერილს და შემდეგ გავაგრძელოთ, საინტერესო შემოთავაზებაა.

Link to post
Share on other sites

მართლაც საინტერესო შემოთავაზებაა.მაგრამ 2 დღეში რამდენად მოესწრება ორგანიზება ეგ არ ვიცი.სამწუხაროა ცოტა ადრე რომ ვერ შევიტყვეთ.მე რამდენადაც ვიცი სხვა კლუბები კაი ხანია ვარჯიშობენ.

 

Davitus

დაუსწრებლად გიცნობ მეგობარო :Laie_99:

იქნებ ისიც გვითხრა სად ჩატარდება შეჯიბრი,რომელ სტენდზე,ვინ იმსაჯებენ და ვისი სასტენდო აპარატი(თეფშების სასროლი) იქნება.მე რამდენადაც ვიცი სპორტული სტენდი ლისზეა.

Link to post
Share on other sites

სადაც ჩვენ ვისროლეთ ჯაბა იქ გააკეთეს უკვე საკაიფო სტენდი.ამას ვიძახოდი ხალხო მე რომ გავიდეთ ხანდახან გავისროლოთ მეთქი,ახლა ხომ ხედავთ მოუმზადებლები შევხვდით ამ შემოთავაზებას,რა ვქნათ?

Link to post
Share on other sites

სადაც ჩვენ ვისროლეთ ჯაბა იქ გააკეთეს უკვე საკაიფო სტენდი.ამას ვიძახოდი ხალხო მე რომ გავიდეთ ხანდახან გავისროლოთ მეთქი,ახლა ხომ ხედავთ მოუმზადებლები შევხვდით ამ შემოთავაზებას,რა ვქნათ?

ეგ სვა სტენდია,სპრტული სტენდი ლისზეა.ავიდეთ კარგია მირზა ფარა უნდა მაგას ძმაო.10-15 სროლას აზრი არ აქვს მაგაში ხო შენც დარწმუნდი.

კლუბებს ყველას აქვს თავისი ტეფშების სასროლი და ისე ვარჯიშობენ ბიჭები.ჩვენ მაგ ამბავში მოვიკოჭლებთ

Link to post
Share on other sites

არის დრო ბიჭებო, 2 ივნისს არის შეჯიბრი, მანამდე შეიძლება გახვიდეთ და გაივარჯიშოთ, მეც ვიღებ მონაწილეობას კლუბი ხირიმის სახელით, კარგი იქნება თქვენც თუ მიიღებთ მონაწილეობას.

Link to post
Share on other sites

JABA

პ.ს. გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობს რამდენიმე კლუბი, რაც დაგვიდასტურეს, ველით თქვენგანაც შემოთავაზებაზე პასუხს, მაქსიმუმ 28 მაისამდე.

 

შეჯიბრი 2 ივნისსაა.

Link to post
Share on other sites
რაც შეეხება შესატან თანხას და ვადებს, მონაწილეობის მიღება არ არის ძვირი, თანაც პრიზებიც გავითვალისწინოთ, ნამდვილად მისაღებია, მაგრამ 28 რიცხვამდე რამდენად მოესწრება ამ ყველაფრის ორგანიზება, ეგ მიჩენს ეჭვს.

დღეს 25-ია.

 

 

ხალხნო და ჯამაათნო :) არასწორად აღიქვით ალბათ განცხადება, 2-3 დღით ადრე ნამდვილად არ გეუბნებით, შეიჯიბრამდე მთელი 8 დღით ადრე დაიდო განცხადება, სხვა კლუბებსაც ანალოგიურად დაეგზავნა, ნუ შეიძლება მაქსიმუმ 1-2 დღით ადრე ვიდრე თქვნ, ამ 1-2 დღისთვის ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ მემგონი 1-2 დღე ვარჯიშის ამბავში არ წყვეტს საქმეს :) შეჯიბრი უფრო სპორტინგის პოპულარიზაციის, გართობის და ერთმანეთის უკეთ გაცნობის არსს ემსახურება, ნუ მიუდგებით მაინცდამაინც "რომ ვერ მოვიგოთ, მოგვეჭრა თავი"-ს პრინციპით. წაგება და მოგება არ არის მანდ მნიშვნელოვანი. რაც მთავარია მაქსიმალურად ვცდილობთ ისიამოვნოთ, სროლის მრავალფეროვანი სანადირო იმიტაციებით. ყველაფერს ვერ დავწერთ, ბევრი რამ გვინდა სიურპრიზის სახითაც იყოს.

 

შემოსატანი თანხა მაქსიმალურად მცირედი დავაწესეთ, კლუბი გაიღებს გარკვეულ ხარჯებს თავისი ბიუჯეტიდან. ყველაზე მინიმუმ 200 ლარი მაინც იყო საჭირო გუნდიდან, საშუალოდ 250 ლარი

 

აუცელებელია თუ არა შეჯიბრში მონაწილეები იყვნენ მხოლოდ კლუბის წევრები?

 

გარკვეული მიზეზების გამო, საჭიროდ ჩავთვალეთ ჩაწერილიყო მსგავსი "მოთხოვნა" თუმცა იმის გამო რომ, მონაწილე გუნდებიდან ბევრი არ არის ოფიციალური კლუბი, გამონაკლისები დაიშვება და იმ მსროლელებს დავუშვებთ რომლებზეც პასუხისმგებელი იქნება მონაწილე გუნდი. ეს გეხებათ თქვენც და არ დავიწყდებთ საბუთების შემოწმებას, "კლუბის წევრია" თუ "სტენდიდან წამოყვანილი ეროვნული ნაკრების წევრი". კიდევ გავიმეორებ რომ, ეს არის პირველი გუნდთაშორისი სპორტინგის შეჯიბრის საპილოტო ვერსია. შემდგომში დაიხვეწება და პრესტიჟულიც თუ გახდება პრიზებიც და ბევრი რამ უფრო სრულყოფილი გახდება.

 

შეჯიბრი იქნება კვირას, 2 ივნისს, უბრალოდ მონაწილეობის დასტური გვინდა ცოტა უფრო ადრე, რომ ორგანიზების საკითებში ბოლო დღეს სიურპრიზები ნაკლები გვქონდეს ჩვენც, ვიხარჯებით დროს და ენერგიას არ ვზოგავთ და მაქსიმალურად გვინდა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. მიმიხვდით ალბათ.

 

 

არის აგრეთვე გახსნილი თემა ამ შეჯიბრთან დაკავშირებით და მთლად "გაფუჭებული ტელეფონის" სტილში რომ არ გამოვიდეს, შეგიძლიათ, აქაც გადაავლოთ თვალი და ზოგიერთ კითხვებზეც იპოვით პასუხს. http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10445&hl=

 

 

პ.ს. თანხაზე უკაცრავად, ტექნიკური შეცდომა გაიპარა ტექსტის კოპირებისას. 170 ლარი გუნდზე

 

 

თუ რამე კითხვები იქნება მზად ვარ გიპასუხოთ.

 

პატივისცემით Davitus

Edited by Davitus
Link to post
Share on other sites

Davitus

გასაგებია ყველაფერი და მადლობა ინფორმაციისთვის. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას (მიუხედავად იმისა რომ სტენდზე საერთოდ არ მაქვს ნასროლი :) ), მაგრამ ამ დროისთვის დასავლეთში ვიქნები.

 

ვფიქრობ რომ ინფორმაცია მასგავსი ღონისძიებების შესახებ (სროლა იქნება ეს, თევზაობა თუ გამოფენა), კლუბთაშორისი იქნება ეს თუ პირადი, უნდა დაანონსდეს ყველა ამ სფეროში მოქმედ საიტზე.

 

ბიჭებო შეკარით გუნდი და დააბრახუნეთ :) დარწმუნებული ვარ კარგად ისიამოვნებთ

Link to post
Share on other sites

ქევხო

 

დაახლოებით 8-9 გუნდში დაანონსდა, იმედია უკლებლივ ყველა მიიღებს მონაწილეობას, თქვენის ჩათვლით

Edited by Davitus
Link to post
Share on other sites

რატომ ხართ ჩუმათ :e025::clapping: მართალს ამბობს ეს კაცი,სავალდებულო არ არის რომ არიქა გავიმარჯვოთ აუცილებლად,მივიდეთ,ერთმანეთი გავიცნოთ,დავუბრახუნოთ და დავიშალოთ,მე ვიქნები 1 მონაწილე.მეორე ვინ არის?

Link to post
Share on other sites

მე ვიმონაწილევებ კლუბ მონადირეს ეგიდით ერთი კარგი მსროლელი მიემატოს სიას და ეგაა

პრობლემა იმაშია რომ ხვალ უნდა გადაირიცხის ფული თუარადა არ გამოვა არაფერი.

ხვალ შუადღის მერე აზრი არ ექნება.

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

ჯაბას არ ცალია მაგისთვის ბებია გარდაეცვალა. ხვალ დილის 11-12 საათმდე დაწეროს მსურველმა რომ თანხის გადარიცხვის საკითხი დროულად მოგვარდეს

 

12 მერე აზრი აღარ ექნება

Link to post
Share on other sites

მე ვიმონაწილევებ კლუბ მონადირეს ეგიდით ერთი კარგი მსროლელი მიემატოს სიას და ეგაა

პრობლემა იმაშია რომ ხვალ უნდა გადაირიცხის ფული თუარადა არ გამოვა არაფერი.

ხვალ შუადღის მერე აზრი არ ექნება.

 

კლუბის და ჩვენი ფორუმის სახელით დიდ მადლობას მოგახსენებ. :friends:

Link to post
Share on other sites

ვინც ხართ ბიჭებო თბილისში იქნებ მოახერხოთ რომელიმემ .ერთი ადამიანია საჭირო. ეჰ ვერ ვახერხებ ვერანაირად რომ ჩამოვიდე. არ შეიძლება ასეთი ღონისძიების გამოტოვება!

Link to post
Share on other sites

მშვენიერი შემოთავაზებაა ! იქნებ გამოინახოს კიდევ ერთი კაცი,გადაურეკეთ ვინმეს,იქნებ არ შემოსულა პოტენციური მონაწილე ფორუმზე ამ დღეებში და იქნებ არც იცის ამ ღონისძიების შესახებ.ისე კი ძალიან კარგი იქნება ! კაცურად არ გამაზოთ ასეთი შესაძლებლობა :hi:

Link to post
Share on other sites

აზრი აღარ აქვს.. დღეს შუადღემდე იყო გადარიცხვის ბოლო ვადა.. სამწუხაროა ესეთი პასიურობა..

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

ეხლა ვნახე ეს თემა. ჩემნაირი "ცალლულიანებს"(იჟ-18) აქვთ ისე შანსი მონაწილეობის სამომავლოდ, თუ აუცილებლად 2ლულიანებით ხდება სროლა?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...