Davitus 0 Posted May 25, 2013 Report Share Posted May 25, 2013 (edited) მოგესალმებათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,ოჩოპინტრე,, ატარებს პირველ კლუბთაშორის შეჯიბრს სპორტინგში მოყვარულ - მონადირეთა შორის. კლუბიდან უნდა იქნან წარმოდგენილი მხოლოდ კლუბის 3 წევრი , რომელთაც ექნებათ გარკვეულ ხნიანი კლუბის წევრობის სტაჟი. მაშ ასე იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება - პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული ! 1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ. 2. მრავალვაზნიანი - ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ. 3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება ! 4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი 5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე. 6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება. 7. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა ! 8. არ არის სასურველი მუქი ფერის და ასევე სამხედრო (სამხდრო კამუფლირება ) ტანისამოსით შემოსვა 9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი. 10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! ! 11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია. 12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ ! 13. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით. 14. ყველა , ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩასახრახნ ჩოკებიანი თოფებით, უნდა ჩაახრახნოს , 0.5 -ი ჩოკი ანუ ნახევარჩოკი. ან უფრო ვიწრო (სურვილის მიხედვით) მონაწილეობის მისაღბად ,გუნდის შემოსატან თანხას შეადგენს 170 GEL ანუ მსროლელი 55 ლარი და ვამრგვალებთ +5 = 170 თანხაში შედის : 35 ვაზნა 35 თეფში. მედლები, სიგელები, თასი და პრიზი (პრიზები) მონაწილეები გადმორიცხავენ თანხას მისამართზე: სს "თიბისი ბანკი" >> საბანკო კოდი : TBCBGE22 >> ააიპ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე." >> ანგარიშსწორების ანგარიში: GE34TB1130836080100002 , დანიშნულებაში მიუთითეთ, კლუბის დასახელება რომლის სახელითაც გამოდის მონაწილეები პ.ს. გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობს რამდენიმე კლუბი, რაც დაგვიდასტურეს, ველით თქვენგანაც შემოთავაზებაზე პასუხს, მაქსიმუმ 28 მაისამდე. გისურვებთ წარმატებებს Edited May 26, 2013 by Davitus ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 25, 2013 Report Share Posted May 25, 2013 Davitus-მოგესალმები. კარგი ჰქენით რომ გაგვაგებინეთ ამ აქციის შესახებ, მადლობის მეტი რა მეთქმის. ჩემის მხრიდან ვიტყვი და ეს მხოლოდ ჩემი პოზიციაა, ჯერ არ დავლაპარაკებულვარ კლუბის წევრებს. აუცელებელია თუ არა შეჯიბრში მონაწილეები იყვნენ მხოლოდ კლუბის წევრები? რაც შეეხება შესატან თანხას და ვადებს, მონაწილეობის მიღება არ არის ძვირი, თანაც პრიზებიც გავითვალისწინოთ, ნამდვილად მისაღებია, მაგრამ 28 რიცხვამდე რამდენად მოესწრება ამ ყველაფრის ორგანიზება, ეგ მიჩენს ეჭვს. დღეს 25-ია. პ.ს. მაქვს სხვა შეკითხვებიც, თუ გექნებათ საშუალება, გამოხმაურება გაუკეთეთ ამ წერილს და შემდეგ გავაგრძელოთ, საინტერესო შემოთავაზებაა. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 25, 2013 Report Share Posted May 25, 2013 მართლაც საინტერესო შემოთავაზებაა.მაგრამ 2 დღეში რამდენად მოესწრება ორგანიზება ეგ არ ვიცი.სამწუხაროა ცოტა ადრე რომ ვერ შევიტყვეთ.მე რამდენადაც ვიცი სხვა კლუბები კაი ხანია ვარჯიშობენ. Davitus დაუსწრებლად გიცნობ მეგობარო იქნებ ისიც გვითხრა სად ჩატარდება შეჯიბრი,რომელ სტენდზე,ვინ იმსაჯებენ და ვისი სასტენდო აპარატი(თეფშების სასროლი) იქნება.მე რამდენადაც ვიცი სპორტული სტენდი ლისზეა. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted May 25, 2013 Report Share Posted May 25, 2013 სადაც ჩვენ ვისროლეთ ჯაბა იქ გააკეთეს უკვე საკაიფო სტენდი.ამას ვიძახოდი ხალხო მე რომ გავიდეთ ხანდახან გავისროლოთ მეთქი,ახლა ხომ ხედავთ მოუმზადებლები შევხვდით ამ შემოთავაზებას,რა ვქნათ? ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted May 25, 2013 Report Share Posted May 25, 2013 (edited) ნუთუ გუშინწინ გადაწყვიტეს ეს ამბავი და დღეს გვითხრეს? Edited May 25, 2013 by JABA ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 25, 2013 Report Share Posted May 25, 2013 სადაც ჩვენ ვისროლეთ ჯაბა იქ გააკეთეს უკვე საკაიფო სტენდი.ამას ვიძახოდი ხალხო მე რომ გავიდეთ ხანდახან გავისროლოთ მეთქი,ახლა ხომ ხედავთ მოუმზადებლები შევხვდით ამ შემოთავაზებას,რა ვქნათ? ეგ სვა სტენდია,სპრტული სტენდი ლისზეა.ავიდეთ კარგია მირზა ფარა უნდა მაგას ძმაო.10-15 სროლას აზრი არ აქვს მაგაში ხო შენც დარწმუნდი. კლუბებს ყველას აქვს თავისი ტეფშების სასროლი და ისე ვარჯიშობენ ბიჭები.ჩვენ მაგ ამბავში მოვიკოჭლებთ ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 არის დრო ბიჭებო, 2 ივნისს არის შეჯიბრი, მანამდე შეიძლება გახვიდეთ და გაივარჯიშოთ, მეც ვიღებ მონაწილეობას კლუბი ხირიმის სახელით, კარგი იქნება თქვენც თუ მიიღებთ მონაწილეობას. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 გადაიდო?? ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 JABA პ.ს. გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობს რამდენიმე კლუბი, რაც დაგვიდასტურეს, ველით თქვენგანაც შემოთავაზებაზე პასუხს, მაქსიმუმ 28 მაისამდე. შეჯიბრი 2 ივნისსაა. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 ვინმე არის მსურველი რომ მიიღოს მონაწილეობა? ციტირება Link to post Share on other sites
Davitus 0 Posted May 26, 2013 Author Report Share Posted May 26, 2013 (edited) რაც შეეხება შესატან თანხას და ვადებს, მონაწილეობის მიღება არ არის ძვირი, თანაც პრიზებიც გავითვალისწინოთ, ნამდვილად მისაღებია, მაგრამ 28 რიცხვამდე რამდენად მოესწრება ამ ყველაფრის ორგანიზება, ეგ მიჩენს ეჭვს. დღეს 25-ია. ხალხნო და ჯამაათნო არასწორად აღიქვით ალბათ განცხადება, 2-3 დღით ადრე ნამდვილად არ გეუბნებით, შეიჯიბრამდე მთელი 8 დღით ადრე დაიდო განცხადება, სხვა კლუბებსაც ანალოგიურად დაეგზავნა, ნუ შეიძლება მაქსიმუმ 1-2 დღით ადრე ვიდრე თქვნ, ამ 1-2 დღისთვის ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ მემგონი 1-2 დღე ვარჯიშის ამბავში არ წყვეტს საქმეს შეჯიბრი უფრო სპორტინგის პოპულარიზაციის, გართობის და ერთმანეთის უკეთ გაცნობის არსს ემსახურება, ნუ მიუდგებით მაინცდამაინც "რომ ვერ მოვიგოთ, მოგვეჭრა თავი"-ს პრინციპით. წაგება და მოგება არ არის მანდ მნიშვნელოვანი. რაც მთავარია მაქსიმალურად ვცდილობთ ისიამოვნოთ, სროლის მრავალფეროვანი სანადირო იმიტაციებით. ყველაფერს ვერ დავწერთ, ბევრი რამ გვინდა სიურპრიზის სახითაც იყოს. შემოსატანი თანხა მაქსიმალურად მცირედი დავაწესეთ, კლუბი გაიღებს გარკვეულ ხარჯებს თავისი ბიუჯეტიდან. ყველაზე მინიმუმ 200 ლარი მაინც იყო საჭირო გუნდიდან, საშუალოდ 250 ლარი აუცელებელია თუ არა შეჯიბრში მონაწილეები იყვნენ მხოლოდ კლუბის წევრები? გარკვეული მიზეზების გამო, საჭიროდ ჩავთვალეთ ჩაწერილიყო მსგავსი "მოთხოვნა" თუმცა იმის გამო რომ, მონაწილე გუნდებიდან ბევრი არ არის ოფიციალური კლუბი, გამონაკლისები დაიშვება და იმ მსროლელებს დავუშვებთ რომლებზეც პასუხისმგებელი იქნება მონაწილე გუნდი. ეს გეხებათ თქვენც და არ დავიწყდებთ საბუთების შემოწმებას, "კლუბის წევრია" თუ "სტენდიდან წამოყვანილი ეროვნული ნაკრების წევრი". კიდევ გავიმეორებ რომ, ეს არის პირველი გუნდთაშორისი სპორტინგის შეჯიბრის საპილოტო ვერსია. შემდგომში დაიხვეწება და პრესტიჟულიც თუ გახდება პრიზებიც და ბევრი რამ უფრო სრულყოფილი გახდება. შეჯიბრი იქნება კვირას, 2 ივნისს, უბრალოდ მონაწილეობის დასტური გვინდა ცოტა უფრო ადრე, რომ ორგანიზების საკითებში ბოლო დღეს სიურპრიზები ნაკლები გვქონდეს ჩვენც, ვიხარჯებით დროს და ენერგიას არ ვზოგავთ და მაქსიმალურად გვინდა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. მიმიხვდით ალბათ. არის აგრეთვე გახსნილი თემა ამ შეჯიბრთან დაკავშირებით და მთლად "გაფუჭებული ტელეფონის" სტილში რომ არ გამოვიდეს, შეგიძლიათ, აქაც გადაავლოთ თვალი და ზოგიერთ კითხვებზეც იპოვით პასუხს. http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10445&hl= პ.ს. თანხაზე უკაცრავად, ტექნიკური შეცდომა გაიპარა ტექსტის კოპირებისას. 170 ლარი გუნდზე თუ რამე კითხვები იქნება მზად ვარ გიპასუხოთ. პატივისცემით Davitus Edited May 26, 2013 by Davitus ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 Davitus გასაგებია ყველაფერი და მადლობა ინფორმაციისთვის. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას (მიუხედავად იმისა რომ სტენდზე საერთოდ არ მაქვს ნასროლი ), მაგრამ ამ დროისთვის დასავლეთში ვიქნები. ვფიქრობ რომ ინფორმაცია მასგავსი ღონისძიებების შესახებ (სროლა იქნება ეს, თევზაობა თუ გამოფენა), კლუბთაშორისი იქნება ეს თუ პირადი, უნდა დაანონსდეს ყველა ამ სფეროში მოქმედ საიტზე. ბიჭებო შეკარით გუნდი და დააბრახუნეთ დარწმუნებული ვარ კარგად ისიამოვნებთ ციტირება Link to post Share on other sites
Davitus 0 Posted May 26, 2013 Author Report Share Posted May 26, 2013 (edited) ქევხო დაახლოებით 8-9 გუნდში დაანონსდა, იმედია უკლებლივ ყველა მიიღებს მონაწილეობას, თქვენის ჩათვლით Edited May 26, 2013 by Davitus ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 დღეს ხირიმი კლუბმა გამოავლინა 3 ფავორიტი, ქსოვრელმა აიღო 1 ადგილი. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 რატომ ხართ ჩუმათ მართალს ამბობს ეს კაცი,სავალდებულო არ არის რომ არიქა გავიმარჯვოთ აუცილებლად,მივიდეთ,ერთმანეთი გავიცნოთ,დავუბრახუნოთ და დავიშალოთ,მე ვიქნები 1 მონაწილე.მეორე ვინ არის? ციტირება Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted May 29, 2013 Report Share Posted May 29, 2013 (edited) მე ვიმონაწილევებ კლუბ მონადირეს ეგიდით ერთი კარგი მსროლელი მიემატოს სიას და ეგაა პრობლემა იმაშია რომ ხვალ უნდა გადაირიცხის ფული თუარადა არ გამოვა არაფერი. ხვალ შუადღის მერე აზრი არ ექნება. Edited May 29, 2013 by შუკა ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted May 29, 2013 Report Share Posted May 29, 2013 შუკა ჯაბას დაუკავშირდი იქნება მიიღოს მონაწილეობა, 3 კაცი კი გამოდიხართ. ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted May 29, 2013 Report Share Posted May 29, 2013 კაი იქნება თუ მიიღებთ მონაწილეობას, ყველა ფორუმი და კლუბი იღებს მონაწილეობას. ციტირება Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted May 29, 2013 Report Share Posted May 29, 2013 ჯაბას არ ცალია მაგისთვის ბებია გარდაეცვალა. ხვალ დილის 11-12 საათმდე დაწეროს მსურველმა რომ თანხის გადარიცხვის საკითხი დროულად მოგვარდეს 12 მერე აზრი აღარ ექნება ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 29, 2013 Report Share Posted May 29, 2013 მე ვიმონაწილევებ კლუბ მონადირეს ეგიდით ერთი კარგი მსროლელი მიემატოს სიას და ეგაა პრობლემა იმაშია რომ ხვალ უნდა გადაირიცხის ფული თუარადა არ გამოვა არაფერი. ხვალ შუადღის მერე აზრი არ ექნება. კლუბის და ჩვენი ფორუმის სახელით დიდ მადლობას მოგახსენებ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 30, 2013 Report Share Posted May 30, 2013 ვინც ხართ ბიჭებო თბილისში იქნებ მოახერხოთ რომელიმემ .ერთი ადამიანია საჭირო. ეჰ ვერ ვახერხებ ვერანაირად რომ ჩამოვიდე. არ შეიძლება ასეთი ღონისძიების გამოტოვება! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted May 30, 2013 Report Share Posted May 30, 2013 მშვენიერი შემოთავაზებაა ! იქნებ გამოინახოს კიდევ ერთი კაცი,გადაურეკეთ ვინმეს,იქნებ არ შემოსულა პოტენციური მონაწილე ფორუმზე ამ დღეებში და იქნებ არც იცის ამ ღონისძიების შესახებ.ისე კი ძალიან კარგი იქნება ! კაცურად არ გამაზოთ ასეთი შესაძლებლობა ციტირება Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted May 30, 2013 Report Share Posted May 30, 2013 (edited) აზრი აღარ აქვს.. დღეს შუადღემდე იყო გადარიცხვის ბოლო ვადა.. სამწუხაროა ესეთი პასიურობა.. Edited May 30, 2013 by შუკა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 30, 2013 Report Share Posted May 30, 2013 ეჰ, ტეხამს. :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 30, 2013 Report Share Posted May 30, 2013 ეხლა ვნახე ეს თემა. ჩემნაირი "ცალლულიანებს"(იჟ-18) აქვთ ისე შანსი მონაწილეობის სამომავლოდ, თუ აუცილებლად 2ლულიანებით ხდება სროლა? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.