Jump to content
Club-Monadire.Ge

კლუბთაშორისი სასტენდო შეჯიბრი


Recommended Posts

ეხლა ვნახე ეს თემა. ჩემნაირი "ცალლულიანებს"(იჟ-18) აქვთ ისე შანსი მონაწილეობის სამომავლოდ, თუ აუცილებლად 2ლულიანებით ხდება სროლა?

 

 

ცალლულიანით გამოსვლა სპორტინგზე ცოტა გაჭირდება,მრგვალ სტენდზე დუპლეტების გარდა პრობლემა არ არის,შეძლებ.

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites
  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ხო დუპლები ტეხავს, მაგრამ წესდებაში ეწერა ნახევარჩოკი, ჩემი კიდე ჩოკია. მოკლედ ამ თოფით არაფერი გამოვა სტენდზე, სფანტის თოფს კიდე სხვას არ ვიყიდი შეგნებულად, ეს მეყოფა დიდხანს.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მოგესალმებით, monadire. com ატარებს ღია ჩემპიონატს სპორტინგში, 30 ივნისს, მგონი ფეისბუქზეც არის ეს ინფორმაცია, გადაამოწმეთ და მიიღეთ მონაწილეობა.

Link to post
Share on other sites

თბილისლებმა უნდა იაქტიურონ.

ვახო აქ მარტო თბილისზე არაა ძმაო :Laie_99: .თბილისელებმა კი არა კლუბმა უნდა იაქტიუროს :alfons: .თბილისელი კლუბის წევრი მე ვარ მარტო

Link to post
Share on other sites

მე მაქვს მაგათ ჩატარებულ ჩემპიონატზე მონაწილეობა მიღებული,შარშან აგვისტოში.

 

 

 

პ.ს. მაშინ მრგვალ სტენდზე იყო შეჯიბრი,ზღვაზე.

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

ჯაბა, ბათუმიდან გაჭირდება ჩამოსვლა და თბილისელ არაკლუბელ ფორუმელებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, როგორც წალკაში მოხდა.

 

 

ვახო აქ მარტო თბილისზე არაა ძმაო :Laie_99: .თბილისელებმა კი არა კლუბმა უნდა იაქტიუროს :alfons: .თბილისელი კლუბის წევრი მე ვარ მარტო

Link to post
Share on other sites

ჯაბა, ბათუმიდან გაჭირდება ჩამოსვლა და თბილისელ არაკლუბელ ფორუმელებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, როგორც წალკაში მოხდა.

ხო ესეა, ნებისმიერ მსურველი მიიღებს მონაწილეობას, უბრალოდ კლუბის და ფორუმის სახელით.

Link to post
Share on other sites

სიტყვა კლუბთაშორისი - აბსურდულად მიმაჩნია. რომელი კლუბები??? აბა მოვითავლოთ რამდენი კლუბია? ჯერ ადრეა ამ სტატუსით შეჯიბრების მოწყობა.

 

1. ყველაზე მასშტაბური იქნება პირადული.

 

2. გუნდური, აი აქ კი შეუძლია ამა თუ იმ კლუბს დააყენოს თავისი გუნდი.

Link to post
Share on other sites

Untitled-13.jpg

2013 წლის 30 ივნისს ვებ-გვერდი Monadire.Com ატარებს ღია, არაოფიციალურ ტურნირს სასტენდო სროლაში. ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მონადირეებს და სასტენდო სროლის მოყვარულებს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

 

ტურნირს ექნება სპორტინგის სახე. მოგეხსენებათ სპორტინგის სროლის პრინციპი ყველაზე მეტად არის მიახლოებული ნადირობასთან და უფრო მონადირულია ვიდრე სპორტული, თევშის ფრენის ტრაექტორიები მიმსგავსებულია სხვადასხვა სანადირო ობიექტების ფრენისა თუ სირბილის სტილთან, მაგ: ტყის ქათმის გადაფრენა, ხოხბის ამოფრენა, კურდღლის სირბილი, იხვის გადაფრენა და სხვა ესეთი მრავალი.

 

შეჯიბრი ჩატარდება ლისის ტბაზე. მონაწილეთა შეკრება ხდება დილის 7:30 წუთზე ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე. (ძაღლების გამოფენა სადაც ტარდება ხოლმე). ყველა მონაწილეს ვთხოვთ რომ გამოცხადდეს დათქმულ დროს!!!

 

თითოეული მონაწილე განახორციელებს 30 გასროლას. 1 სროლის ღირებულებაა ერთი ლარი. (ამ ფასში შედის: თეფშის ღირებულება, ვაზნის ღირებულება და პროფესიონალების ინსტრუქტაჟი. მონაწილემ უნდა წამოიღოს საკუთარი თოფი). შესაბამისად თითოელმა მონაწილემ რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს 30 ლარი გასროლის გასაკეთებლად და + 5 ლარი საპრიზო ფონდისთვის, ანუ ჯამში 35 ლარი.

 

ტურნირის მიმდინარეობა: თითეული მონაწილე გაისვრის 30 ვაზნას, იქნება სულ ხუთი პოზიცია, პირველი 4-ი პოზიციიდან იქნება ხუთხუთი გასროლა, ხოლო მე-5-ე პოზიციაზე იქნება წყვილი გასროლა (10ვაზნა). ჩემპიონატი ჩატარდება ლისის ტბაზე. როდესაც ერთი პოზიცია მთლიანად დასრულდება, გადავალთ მეორე პოზიციაზე. მსროლელები დაიყოფიან 6-6 კაციან ჯგუფებათ. გასროლა მოხდება 24 გრამიანი ვაზნებით. 9 ნომერი საფანტით. ჩემპიონატს დაესწრება ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი და საქართველოს მსროლელთა ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, ბატონი თამაზ იმნაიშილი.

 

გამარჯვებულის გამოვლენა: გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება შემდეგი პრინციპით. გაიმართება ორი ტური.

 

პირველი ტური: პირველ ტურს გაივლის ყველა მონაწილე ანუ ისვრის ყველა. 30 გასროლის შემდეგ, გამოვლენილი ყველაზე მაღალქულიანი 6 მონაწილე გადადის მეორე ტურში.

 

მეორე ტური: მეორე ტურში 6 მონაწილე გადადის თავისი ქულებით რომლებიც დააგროვეს პირველ ტურში. ისინი გაისვრიან 10 ვაზნას. 10 გასროლაში დაგროვილი ქულები დაემატება პირველ ტურში მოპოვებულ ქულებს და ამის შემდეგ გამოვლინდება: 1, 2 და 3-ე ადგილები. თუ 1,2 ან 3-ე ადგილზე რამდენიმე მონაწილეს ექნება ერთნაირი ქულა, ერთნაირ ქულიანებს შორის მოხდება გადასროლა რათა გამოვლინდეს მათ შორის საუკეთესო.

 

მეორე ტურს მთლიანად აფინანსებს ბატონი შოთა თავაძე, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით!!! ჩემპიონების გამოვლენის ამგვარი პრინციპი, უფრო დაძაბულს და აზარტულს გახდის ტურნირს.

 

კიდევ ერთი სტიმული მსროლელებს!!! მონაწილეებს შორის აირჩევა ბატონ შოთა მიერ კარგი მსროლელები და სურვილის შემთხვევაში გააგრძელებენ მოღვაწეობას სასტენდო სროლაში.

 

იმედია არავითარი ექსცესები არ იქნება – პირველ ყოვლისა უსაფრთხოების ნორმები უნდა იქნას დაცული!

 

1. თოფებს ვკეტავთ, სასროლად, მხოლოდ ნომერზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ.

2. მრავალვაზნიანი – ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე ივლიან ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ.

3. ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად არ შეიძლება !

4. ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ნასროლი თიხის თეფშებზე, ასეთი ადამიანის მონაწილეობა შეჯიბრზე არ არის სასურველი

5. სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიჩუმე.

6. აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.

7. სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა !

8. არ არის სასურველი მუქი ფერის და ასევე სამხედრო (სამხდრო კამუფლირება ) ტანისამოსით შემოსვა

9. დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.

10. თოფი სიცოცხლისათვის საშიში იარაღია. ყურადღებით ! ! !

11.შეჯიბრის დროს, მონაწილის მიერ თოფის დამიზნება რაიმე საგნისადმი, ვიდრე ნომერზე არ გავა. კატეგორიულად აკრძალულია. ჯარიმა: ავტომატური დისკვალიფიკაცია.

12.ვაზნა თოფში ჩაიდება ნომერზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ !

13. ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით.

 

ჩემპიონატების შემდეგ დაგეგმილია მონადირეთა და მეთევზეთა ტრაპეზობა. ვისაც სურვილი ექნება და დროც დამატებით იქონიოს 25-30 ლარი რესტორნისთვის (სავალდებულო არ არის. შესაძლებელია მხოლოდ ტურნირშიც მონაწილეობა.)

 

მსურველებმა დაგვიტოვეთ საკონტქტო ტელეფონები და დააფიქსირეთ თავები ფორუმზე. გადადით მოცემულ ბმულზე

 

 

თანხის გადახდა

 

გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს ტურნირში, გადაწყდა, რომ მოხდეს მონაწილეთა წინასწარი რეგისტრაცია.

 

რეგისტრაციისთვის საჭიროა, ყველა მსურველმა monadire.com-ის ანგარიშზე ჩარიცხოს ტურნირში მონაწილეობისათვის საჭირო მოსაკრებელი – 35 ლარი, საიდანაც 30 ლარი იქნება 30 გასროლის საფასური, ხოლო 5 ლარი საპრიზო ფონდი, რომლიდანაც მოხდება ფასიანი საჩუქრების შეძენა, დააფიქსიროს თავი ფორუმზე მოცემულ ბმულზე, საკონტაქტო ინფორმაციებით. დააჭირეთ აქ

 

შესაძლოა წინასწარ თანხის ჩარიცხვა ზოგიერთი მონაწილისთვის პრობლემებთან იყოს დაკავშირებული და უფრო კომფორტული იყოს თანხის პირდაპირ შეჯიბრზე მოტანა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც იძულებული ვართ ამ ზომებს მივმართოთ რათა გამოვრიცხოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. იმედს ვიტოვებთ, გაგებით მოეკიდებით ჩვენს პოზიციას, რომელიც განპირობებულია ტურნირის ორგანიზებულად ჩატარების სურვილით. ჩვენი მხრიდან კი, ამ დისკომფორტის შესამცირებლად გთავაზობთ თანხის ჩარიცხვის რამდენიმე ვარიანტს.

 

1)ვარიანტი. თანხის ჩარიცხვა Libety Bank-ის ნებისმიერი ფილიალიდან.

ჩვენი რეკვიზიტებია:

ანგარიშის ნომერი: GE97LB0288870050028911

ანგარიშის მფლობელი (მიმღები): დავით ლიპარტელიანი

ანგარიშის ვალუტა: GEL

მფო: 220101480

მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

თანხის ჩარიხვის დროს, დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და ჩარიცხული თანხის დანიშნულება.

2)ვარანტი. თანხის ჩარიცხვა სმარტივის ანგარიშზე.

სმარტივზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია PAY BOX-ის საშუალებით, სმარტივის ანგარიში მიუთითეთ შემდეგნაირად monadire com (გაითვალისწინეთ monadire-სა და com-ს შორის დატოვეთ სივრცე – space). აუცილებლად შეინახეთ გადახდის ჩეკი და სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითეთ მასზე არსებული მონაცემები (აპარატის ნომერი, გადახდის დრო). თუ აპარატმა ჩეკი არ მოგცათ, აუცილებლად დაიმახსოვრეთ თანხის ჩარიცხვის დრო, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა.

3)ვარიანტი. აგრეთვე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა ჩვენს Emoney ანგარიშზე აპარატების საშუალებით. ჩვენი Emoney-ს ნომერია 360335033 (გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი აპარატი თქვენს მიერ ჩარიცხულ თანხას აჭრის საკომისიოს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ ჩარიცხოთ 36.5 ლარი). აუცილებლად შეინახეთ აპარატის ქვითარი, რათა განაცხადის ფორმაში ზუსტად მიუთითოთ მასზე არსებული მონაცემები (აპარატის ნომერი, გადახდის დრო). თუ აპარატმა ჩეკი არ მოგცათ, აუცილებლად დაიმახსოვრეთ თანხის ჩარიცხვის დრო, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა.

4) ვარიანტი. და ბოლოს, შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ თქვენი Emoney ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე (360335033) და დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და თანხის გადმორიცხვის დანიშნულება.

 

მას შემდეგ რაც ჩარიცხავთ თანხას, დაგვიკავშირდით და გვითხარით ჩარიცხვის დრო. 595 42 68 39 – თაზო

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 ივნისი 2013 წელი. (სამშაბათი)

 

შეკითხვებისთის დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს:

ელ. ფოსტა – monadire.com1@gmail.com

ტელ. – 595 42 68 39 – თაზო

Skype – tazo.chxaidze

 

ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს შეცდომით გადარიცხულ თანხებზე. გთხოვთ, ყურადღებით განახორციელოთ გადარიცხვა. გადახდის ქვითარი შეინახეთ დასტურის მოსვლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ განიხილება.

 

5) ვარიანტი. ვინც ვერ ახერხებს ჩარიცხვას ბანკის ან სწრაფი გადახდის აპარატებით და ურჩევნია ხელზე გადახდა, დაგვიკავშირდეს მობილურზე (595 42 68 39 – თაზო) და 25 ივნისს, წევრების შეკრებისას მოხდება თანხის ხელზე გადახდა.

Edited by tazo
Link to post
Share on other sites

მოგესალმებით მეგობრებო. ზემოთ მოცემული ტექსტი ჩავასწორე და უფრო დაწვრილებითI ინფორმაცია წარმოვადგინეთ. #37 პოსტს ვგულისხმობ. :)

Link to post
Share on other sites

ყველა დღე ამდენი კაცი შემოდის და არავინ ხართ ბიჭებო მსურველი საიტიდან ვინმე წამოვიდეს. სამწუხაროა... :scratch:

Link to post
Share on other sites

მართლა კარგი რამეა, სეზონის დადგომამდე კაცი გულს გადააყოლებს. მე არ მცალია ეს ერთი, მეორეც ცალპირა მაქვს :dance:

Link to post
Share on other sites

ვისაც თანხის ჩარიცხვა არ შეუძლია ინტერნეტის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ბანკის საშუალებით. დღეს საღამოს 6 საათზე მობრძანდით ძველ იპოდრომზე. სადაც ძაღლების გამოფენა ტარდება ხოლმე და თანხა გადაიხადეთ ხელზე. ტელ: 595 42 68 39 თაზო.

თანხის გადახდის ბოლო ვადაა დღეს!!!

Link to post
Share on other sites

ერთი კითხვა მაქვს ოღონდ ბევრი არ იცინოთ (ცოტა შეიძლება :haha: ) ბავშვობიდან თოფს დავათრევ მარა სტენდზე ერთხელ ვიყავი ძალიან ცუდი შედეგი ვაჩვენე :scratchchin: მართალია სხვისი თოფი მეჭირა მარა მაგი ამბავი ნაღდად არ იქნებოდა ბერეტა იყო მშვენიერი, ნადირობის დროს იშვითად ვმაზავ და იქ რა მომივიდა არ ვიცი, ნორმალურია ეს თუ ავიღო ხელი თოფის სროლაზე? :karochera:

Link to post
Share on other sites

ერთი კითხვა მაქვს ოღონდ ბევრი არ იცინოთ (ცოტა შეიძლება :haha: ) ბავშვობიდან თოფს დავათრევ მარა სტენდზე ერთხელ ვიყავი ძალიან ცუდი შედეგი ვაჩვენე :scratchchin: მართალია სხვისი თოფი მეჭირა მარა მაგი ამბავი ნაღდად არ იქნებოდა ბერეტა იყო მშვენიერი, ნადირობის დროს იშვითად ვმაზავ და იქ რა მომივიდა არ ვიცი, ნორმალურია ეს თუ ავიღო ხელი თოფის სროლაზე? :karochera:

ნორმალურია. :e025:

საერთოდ განსხვავდება სანადირო ობიექტზე სროლა და სტენდზე სროლა, აბა სტენდზე რომ ვმაზავ მასე რომ ნადირობაზე გავმაზო საერთოდ აღარ ვინადირებ, მეც და ალბათ ყველა მონადირეც გამაზავს სტენდზე,

Link to post
Share on other sites

ისე ყველაფერი მიჩვევაზეა, რამდენჯერმე რომ ვესროლე კი დავამუღამე ბოლოს. :e025:

დამამშვიდე მადლობ, ვინერვიულე მაშინ ძალიან რა მემართება მეთქი, არადა სანადირო ობიექტზე გაცდენის დროს რეაქცია არ მაქვს, ეგ სტენდი რაღაც კაზინოსავით ხო არაა? აზარტული

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...