Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Латэк

 

მართალია ეს ფირმა მთლად რუსეთის არაა, თუმცა ახლოა :alfons:

 

 

 

38c1acf23845.jpg

 

 

ფირმა წარმოიშვა 1997 წლის იანვარში, როცა ხუთმა ხარკოველმა მეიარაღემ დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს ფიქრი უკრაინული სანადირო იარაღის წარმოებაზე(შემდგომში ფირმა შევიდა კონცერნ ,,საფარიში"(ხარკოვი)).

ნულიდან იარაღის წარმოების სრული ციკლის აწყობა ძალიან ძნელი გახლდათ_ 90-იან წლებში განადგურებული ერთ-ერთი ლითონმწარმოებელი ქარხნის ბაზაზე და თურქულ კომპანია AKKAR silah sanayi Ltd-თან პარტნიორობით საქმე დაიძრა. 1999 წელს ამ ტანდემს შეუერთდა ჩეხური ALFA-PROJ.

ხარკოვის თავდაცვის მრეწველობის ინსტიტუტმა შეიმუშავა ტექნიკური დოკუმენტაცია და უზრუნველყო საწარმოო ფართის შესაბამისობაში მოყვანა. უკრაინის შსს-ს მიერ ფირმისათვის მიცემულმა ნებართვამ იარაღის ნაწილების შემოტანის თაობაზე, გზა გაუხსნა ახალ საწარმოს და 1997 წლის ივლისში ლატეკმა ნახევარფაბრიკატების პირველი პარტია ხარკოვში შემოიტანა.

იარაღის გამოცდა ლუგანსკის სადგურზე მოხდა(ახლაც იქ ხდება), რომელმაც აჩვენა სრული შესაბამისობა უკრაინულ სტანდარტებთან.

ამის შემდეგ ფირმამ მიიღო ლიცენზია იარაღის წარმოება-რემონტზე და სერიულ წარმოებაში ჩაუშვა 12 და 20 ყალიბის ნახევარავტომატები Алтай, ვერტიკალური ორლულიანი Churchil(მოდელი ,,იდეალი") და პომპა ПН-001.

ლულები ერთდება ვერცხლით, ყოველი ლულა გამოცდილია 1200 ბარზე. ფირმა თავის პროდუქციაზე იძლევა რამდენიმეწლიან გარანტიას ან გარანტიას 10 000 გასროლაზე.

 

 

Алтай Trap

 

19c4ddfe2787.jpg

 

ყალიბი 12/76, ლულის სიგრძე 76სმ, ლულის ფოლადი 42CrMo4, 5 სახსნელი ჩოკი, კალაპოტი დამზადებულია ტიტანისა და ალუმინის შენადნობისაგან(მარკა 7075-Т6), ტევადობა 5+1კონდახი თურქული კაკალი, წონა 3,45კგ,

ფასი 656$.

 

 

 

ПН-001

b7454d5bb4b9.jpg

 

 

 

ყალიბი 12/76, ლულათა სიგრძე 470, 560 ან 710 სმ, კონდახი ხის ან პოლიმერის.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...