Jump to content
Club-Monadire.Ge

ზაფხულის ტურნირი ფიდერით თევზჭერაში'' ნადარბაზევი 2013''


Recommended Posts

ძვირფასო მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამვბავი შეგატყობინოთ და გამოვაცხადო საყოველთაო მზადება წლევანდელი, რიგით მესამე ტურნირისთვის ფიდერით თევზჭერაში!

 

 

 

ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

 

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge

 

ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის ზაფხულის გუნდურ–პირადი პირველობა ფიდერით თევზჭერაში"

 

ტურნირის ჩატარების თარიღი: 28 ივლისი

 

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: წალკის წყალსაცავი

 

ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში

 

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით

 

შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა.

 

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

 

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით.

2. შეჯიბრზე თევზჭერის ადგილი დაიყოფა 3 ზონად. ყოველ ზონაში მოხვდება ყველა გუნდის თითო წევრი. ინდივიდუალური მონაწილეები კენჭისყრის შედეგად განაწილდებიან ზონებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებში. 3 საპრიზო ადგილი განაწილდება გუნდებს შორის. დაწესდება ასევე ერთი პრიზი საუკეთესო პირადი შედეგისთვის და ერთი პრიზი "BigFish".

3. თითო სექტორისთვის ზონაში გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი.

4. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა).

5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში.

6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.

7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით.

8. თევზჭერის დროს დასაშვებია ნებისმიერი ფიდერის ერთნემსკავიანი მონტაჟი, მათ შორის მეთოდ–ფიდერი და მისი ნაირსახეობები (ზამბარა, ფლეტი, ბანჯო და ა.შ.).

9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.

10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია.

11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.

12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.

13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

 

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

 

ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე.

 

 

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა სპორტსმენებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი ______30_______ ლარი TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

 

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

 

საბანკო კოდი: TBCBGE22

ანგარიში: GE32TB7601436080100003

[/b][/size]

 

თანხის შეტანის ბოლო ვადა 25 ივლისი.

 

მეგობრებო, გთხოვთ კარგად გაეცნოთ შეჯიბრების ჩატარების წესებს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით არის გადმოცემული. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ შეჯიბრებაზე პრიორიტეტულია გუნდური ასპარეზობა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა და შედეგიანია სპორტსმენებისთვის, ვიდერე პირადი. ფედერაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სტაბილური ფიდერის გუნდების ჩამოყალიბებას, რაც კარგი ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების წინაპირობაა. შეჯიბრების სტრუქტურაც გუნდურ ასპარეზობაზე იქნება აგებული. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე კარგი ფიდერის გუნდი და მათ უკვე სერიოზული კონკურენცია აქვთ ერთამნეთში, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ასე რომ, ყველას ვურჩევ ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი. ყველას გისურვებთ წარმატებას, აბა დავიწყოთ მონაწილეების რეგისტრაცია!

 

 

 

მონაწილეთა საერთო სია:

 

1. თენგო ბინიაშვილი (dentist);

2. გიგა გაბრიაძე (GigaG);

3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06);

4. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);

5. გიორგი გარაყანიძე (goxnari);

6.

 

გუნდები:

 

1. გუნდი "Smart Feeder" - გიგა გაბრიაძე (GigaG), მალხაზ მახარაშვილი (maxo06), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5);

2.

Link to post
Share on other sites

ერთი თხოვნა მაქვს---საერთო რეგისტრაცია ფიშერ.გე---ზე მოხდება და იქ დავაფიქსიროთ ბიჭებო მსურველთა დამატება

Link to post
Share on other sites

maxo06

 

ყოჩაღ ორგანიზატორებო !

 

ძალიან მიხარია კიდევ ერთ ტურნირს რომ ატარებთ.

 

სამწუხაროდ 28-ში არანაირად არ მცალია, თუმცა წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!

Link to post
Share on other sites

როგორ ხართ ბიჭებო? აბა, რას აპირებთ, არ გამოგყავთ გუნდი ტურნირზე?

 

პაატა ჩამოვა, აი რამაზი დავკარგე, გამოჩნდება მალე ალბად დავილაპარაკებთ და მგონი გამოვალთ.

Link to post
Share on other sites

პაატა ჩამოვა, აი რამაზი დავკარგე, გამოჩნდება მალე ალბად დავილაპარაკებთ და მგონი გამოვალთ.

 

ძალიანაც კარგი იქნება ;) ერთერთ ფავორიტ გუნდებში მოიაზრებით და არ გამოტოვოთ :)

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

საბოლოო შედეგები არ ვიცი ხალხო, წავაგეთ :alfons: ოღონდ ლაითად :old: ან წავაგეთ? :D მანდ ხო ყველა მოგებულია :old:

 

მაგარი შეცივებულები და სველები ვიყავით, კიდევ 1 სთ ვერ დავიცადე, რადგენ 2 დღე-ღამის უძილოს არ მინდოდა კიდევ პერევალზე ღამე მევლო, თან ბოტებში წყალი მედგა. მოკლედ ვზილეთ ტალახში ჭიაყელა :D :D

Link to post
Share on other sites

შედეგები კი ასე გადანაწილდა:

 

1. გუნდი "Soft Sweeps" (16,580) - თენგო ბინიაშვილი (dentist)(7,880), გია ჩიტაიშვილი (kalojero74)(5,060), გიგა ბაინდურაშვილი (giga-bai)(3,640);

2. გუნდი ,,ფიდერის სპეცები" (15,900) - მირიან ბეჟიტაძე (Mirian)(5,350), იმედა ჩოხელი (Obexe)(6,700), ვლადიმერ ზარკალიანი (3,850);

3. გუნდი FF (FishFinders) (14,360) - არტურ ვართარეზოვი (artnightman)(2,130), ლაშა დარჩიაშვილი (DARCHO)(2,060), დიმიტრი ჯარიაშვილი (fff)(10,170);

 

4. გუნდი "Different" (13,190) – გიორგი გარაყანიძე (goxnari)(6,160), ოთარ ჩოდრიშვილი (o.cho)(2,700), ალექსანდერ გალაჩი (PaRaDoKs)(4,330);

5. გუნდი "Smart Feeder" (11,750) - გიგა გაბრიაძე (GigaG)(1,400), მალხაზ მახარაშვილი (maxo06)(3,970), ზურაბ ჩაქალოვი (zukako5)(6,380);

6. გუნდი "13" (11,560) - ირაკლი ხორავა (irakli 13)(1,590), თემო ჯიჯელავა (თემო)(5,550), თორნიკე მჟავანაძე (მეკობრე)(4,420);

7. გუნდი "Cast Masters" (11,240) - არჩილ ქევხიშვილი(qevxo)(3,500), პაატა ქობალია(oraguli)(2,070), პავლე ზედგინიძე (UGT-202)(5,670);

8. გუნდი "ProFisher" (11,130) - ანდრო სიარგი (ANDRO)(3,670), დავით ბროძელი (Glaxuna)(4,260), ბესო კაკულია (Sioneli)(3,200);

9. გუნდი "GoodFellas" (11,110) - დავით მარინაშვილი (Mr.David)(2,440), ბექა ბაშინურიძე (Beka Bashi)(4,000), მიშო ხიდირბეგიშვილი (khidirbega)(4,670);

10. გუნდი “მეკობრეები” (9,270) - გიორგი მარღანია (5,340), ლევან ნიაური (2,330) და ირაკლი ვარაზი (1,600);

11. გუნდი "GOLDEN BAIT" (8,930) - ოთარ ქორიძე (doni04)(2,250), გიორგი ხუტაშვილი (bombora)(1,880), ბაჩო ბერძენიშვილი (bacho)(3,800);

12. გუნდი "ALLIGATORS" (8,840) - იოსებ დალაქიშვილი(ranger64)(3,950), დავით იაკობიძე(d.i.1973)(3,060), დავით დალაქიშვილი(dada74)( 1,830);

13. გუნდი "მურენა" (7,850) – გიგა ამაშუკელი (2,730), მიშა ხიზანიშვილი (0,970), კახა ფანჩულიძე(4,150);

14. გუნდი "ოჩოპინტრე 1" (7,710) - ილია ბერძენიშვილი (1,090), თამაზ ჩომახაშვილი (6,000), დევდარიანი დავითი (0.620);

15. გუნდი "ოჩოპინტრე 2" (7,610) - სანდრო ჯანგირაშვილი (0,570), ლევან ბაქრაძე (3,600), გიორგი ნინოშვილი (3,460).

 

პირადი ჩათვლა:

 

1. დიმიტრი ჯარიაშვილი - 10,17 კგ;

2. თენგო ბინიაშვილი - 7,88 კგ;

3. იმედა ჩოხელი - 6,7 კგ.

 

ნომინაცია "Big Fish":

 

კახა ფანჩულიძე - 2,7 კგ სარკისებური კობრი;

 

 

წყარო: http://fisher.ge/index.php?showtopic=1382&st=280&gopid=72470entry72470

Link to post
Share on other sites

გილოცავთ ბიჭებო! მაინც კარგი შედეგია :yes::clapping:

 

მადლობა კობა :hi:

 

მართალია ეს სამოყვარულო ტურნირი იყო, მაგრამ მსგავსად რომ ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატი შემოდგომაზე - ის იქნება ჩემი ბოლო ტურნირი

Link to post
Share on other sites

კარგია მსგავსი ტურნირები რომ ეწყობა, სამომავლოდ ალბათ მოიმატებს კიდეც რაოდენობა. ყოჩაღ ყველა მონაწილეს რომ აქტიურობენ, ამაზე უკეთესი მაგალითი რა უნდა იყოს გარემოს დაცვის სფეროში :yes:

Link to post
Share on other sites

ვულოცავ ყველა მონაწილეს და გამარჯვებულებს! სამწუხაროდ ცუდ ამინდში მოგიწიათ ორთაბრძოლა,მაგრამ ერთი მხრივ ხიბლიც ამაშია :yes:

Link to post
Share on other sites

მადლობა კობა :hi:

 

მართალია ეს სამოყვარულო ტურნირი იყო, მაგრამ მსგავსად რომ ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატი შემოდგომაზე - ის იქნება ჩემი ბოლო ტურნირი

 

რატომ არჩილ, რა არ მოგეწონა?

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

კობა

 

ორთაბრძოლაა კობა ეს, წესი და რიგი რომ ირღვევა ვიღაცას უპირატესობა ეძლევა, მე რაღაც არ მომეწონა მარა არაა ეს კატასტროფა და იმედია მომავალში გამოსწორდება.

Link to post
Share on other sites

კობა

 

ორთაბრძოლაა კობა ეს, წესი და რიგი რომ ირღვევა ვიღაცას უპირატესობა ეძლევა, მე რაღაც არ მომეწონა მარა არაა ეს კატასტროფა და იმედია მომავალში გამოსწორდება.

 

თუ სხვებსაც არ გაუზიარე რაში და როგორ დაირღვა წესი და რიგი, მომავალშიც იგივე იქნება.

Link to post
Share on other sites

კობა

 

ახლა არ ღირს ამაზე საუბარი, ვინც საჭიროა იცის ყველამ ყველაფერი. იმედი მაქვს მომავალ, თუნდაც სამოყვარულო ტურნირზე იქნება სრული წესრიგი. :) ამის გაკეთება არის 2X2=4

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...