გიორგი 46 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 levani ამათი თავდაყირა ჭკუაც ვატირე, კოდები აქვს ყველა ქალაქს, მაგ კოდების მიხედვით გადაიხდი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს ტერიტორიაზე შეგიძლია ინადირო ნებადართულ ობიექტებზე. ესეც ქალაქების კოდები: N თვითმმართველი ერთეულის კოდი თვითმმართველი ერთეულის დასახელება 1. 300773033 თბილისი 2. 300063033 რუსთავი 3. 300073033 დმანისი 4. 300083033 თეთრიწყარო 5. 300093033 ბოლნისი 6. 300103033 მარნეული 7. 300113033 გარდაბანი 8. 300123033 წალკა 9. 300133033 მცხეთა 10. 300143033 თიანეთი 11. 300153033 დუშეთი 12. 300163033 ყაზბეგი 13. 300173033 ახალგორი 14. 300183033 ქუთაისი 15. 300193033 ზესტაფონი 16. 300203033 თერჯოლა 17. 300213033 სამტრედია 18. 300223033 საჩხერე 19. 300233033 ვანი 20. 300243033 ბაღდათი 21. 300253033 წყალტუბო 22. 300263033 ჭიათურა 23. 300273033 ტყიბული 24. 300283033 ხარაგაული 25. 300293033 ხონი 26. 300303033 ამბროლაური 27. 300313033 ლენტეხი 28. 300323033 ონი 29. 300333033 ცაგერი 30. 300343033 ზუგდიდი 31. 300353033 მარტვილი 32. 300363033 აბაშა 33. 300373033 სენაკი 34. 300383033 ჩხოროწყუ 35. 300393033 წალენჯიხა 36. 300403033 ხობი 37. 300413033 მესტია 38. 300423033 ფოთი 39. 300433033 გორი 40. 300443033 კასპი 41. 300453033 ქარელი 42. 300463033 ხაშური 43. 300473033 თიღვი 44. 300483033 ერედვი 45. 300493033 ქურთა 46. 300503033 გურჯაანი 47. 300513033 თელავი 48. 300523033 სიღნაღი 49. 300533033 დედოფლისწყარო 50. 300543033 ახმეტა 51. 300553033 საგარეჯო 52. 300563033 ყვარელი 53. 300573033 ლაგოდეხი 54. 300583033 ახალციხე 55. 300593033 ასპინძა 56. 300603033 ახალქალაქი 57. 300613033 ადიგენი 58. 300623033 ბორჯომი 59. 300633033 ნინოწმინდა 60. 300643033 ლანჩხუთი 61. 300653033 ჩოხატაური 62. 300663033 ოზურგეთი 63. 300673033 სოხუმი 64. 300683033 გალი 65. 300693033 ბათუმი 66. 300703033 ქედა 67. 300713033 ქობულეთი 68. 300723033 ხულო 69. 300733033 ხელვაჩაური 70. 300743033 შუახევი 71. 300753033 აჟარა ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 levani არაა მასე ეგ ყოველივე, ეგ კოდები მხოლოდ ბანკებისთვისაა(ეს მიმღები ანგარიშები ყველა რეგიონს თავისი აქვს) მონადირის ნადირობის არეალს არ ზღუდავს. ჩემსას ასეთი ნომერი აქვს 300773033, აქედან თბილისისაა 0077 დანარჩენი უცვლელია, შენი იქნება 3....3033(.... შენი ქალაქის კოდი). ეს არის სულ ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 ვწერდი პასუხს და ელჩს დაუსწრია ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 15, 2013 Report Share Posted August 15, 2013 (edited) ბიჭებო რა მაინტერესებს, ამ დილას ახლობელმა დამირეკა და მითხრა ბანკში მივედი ლიცენზია ავიღეო და იქ მითხრესო ყველა რეგიონს მისი ლიცენზია აქო, ესე იგი გურიაში თუ ინადირებ იქაური გინდაო, სამეგრელოში და კახეთში იქაურიო და მასეა თუ იცით? სისულელეა ეგ ბრატანა... ყველა რაიონს აქვს თავისი კოდი, რათა მონადირის მიერ ჩარიცხული თანხა შევიდეს შესაბამისი რაიონის ბიუჯეტში. მე როცა ვიღებდი ქვითარს, მკითხეს, რომელი რაიონის ბიუჯეტში ისურვებთ რომ თქვენი თანხა მოხვდესო, მივუგე რომ პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე ოზურგეთის მეთქი არანაირი სხვა ქვითარი არ ჭირდება სხვა რეგიონში ნადირობას! Edited August 15, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 19, 2013 Author Report Share Posted August 19, 2013 ჩამოვედი ამ დილით ვოლოგდის ოლქიდან. ძან ლამაზ და საინტერესო ადგილას ვიყავით სანადიროდ. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ჩვენი მონადირის იაგტერიერმა ჩამიმწარა სიამოვნება და იძულებული გავხდი ადრე წამოვსულიყავი იქიდან. მოგვიანებით ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით და სურათებსაც დავდებ. ეხლა კი დავამთავრებ ბელორუსიის თემას. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 19, 2013 Author Report Share Posted August 19, 2013 ............................................................................................. ის ღამე ხაჩატურთან გავათიეთ და წავედით ბელორუსიის ჩრდილო-დასავლეთში. კერძოდ გროდნოში, საიდანაცაა ჩემი მეუღლე. გროდნოდან დასავლეთით 10 კილომეტრში პოლონეთია, ხოლო ჩრდილოეთში 25 კილომეტრში ლიტვა.იქ ერთი ღამე სიმამრთან გავათენეთ ბინაში, მეორე კი აგარაკზე, სადაც მეუღლის ძმაა ამჟამად. იქვე აგარაკთან ჩამავალ პატარა მდინარეში კოსტიამ 2 ცალი პატარა ოკუნი დაიჭირა, რომლებიც ჩემს მიერ მშვიდობიანად იქნა გაშვებული (ფოტო იქნება მოგვიანებით) ...................................................................................... ეს მდინარე იქ აგარაკთან ჩამოდის და "ласосянка" ქვია. ეს მდინარე უერთდება მდინარე "ნემანს", რომელიც "ბალტიის ზღვაში" ჩადის. მდინარის სახელი ორაგულის (Ласось) სახელიდან მოდის, რომელიც ადრე შემოდიოდა თურმე ამ პატარა მდინარეში ქვირითის დასაყრელად. საბჭოთა პერიოდში, მდ. "ნემანზე", ლიტვის ტერიტორიაზე, სადაც მდინარეს "ნიამუნას"-ი ქვია, ააშენეს გიდროელექტროსადგური და როგორც Xშირად ხდებოდა საბჭოთა კავშირში, თევზების მიგრაცია-გამრავლებაზე არავის უფიქრია. ამის გამო შეწყდა ამ მდინარეში ორაგულის შემოსვლა ბალტიის ზღვიდან, თუმცა ხანდისხან კალმახი კი ხდება მეთევზეების ნადავლი. როგორც ხედავთ იქ იხვიც ბლომადაა, რაც ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა ახალგაზრდა კურცჰაარისთვის კოსტიამ სადღაც ნახევარი საათი ითევზავა ამ მდინარეზე, მაგრამ 2 ცალი პატარა "ოკუნის" მეტი ვერაFერი ვერ დაიჭირა ორივე ჩემგან გაშვებული იქნა მშობლიურ სტიქიაში ყველაზე უფრო ძაღლები იყვნენ გახარებულნი მდინარეზე ყოფნით. გადაიღალნენ სიცხით და მანქანით სიარულით. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 19, 2013 Author Report Share Posted August 19, 2013 გროდნოდან ჩავედით ზელვაში, სადაც დავესწარით ჩვენი მოგზაურობის მთავარ მიზანს, იხვზე ნადირობის სეზონის გახცნასთან დაკავშირებულ დრესასწაულს, "ზელვა-2013"-ს. მაგრამ სანამ დანიშნულ ადგილზე ჩავიდოდით (ზელვის წყალსაცავის ნაპირზე), გზაში, იქვე ახლოს, გავიარეთ იმ სოფელში, სადაც ხშირად ვჩერდებით ნაცნობის ე.წ. "Агроусадьба"-ში, ნადირობისას, განსაკუთრებით ზამთარში. ასეთი "Агроусадьба"-ბი ბელორუსეთში ხშირია და გარკვეული რაოდენობის მცხოვრებლებისთვის არსებობის წყაროს წარმოადგენს. ჩვენთვის, მონადირეებისათვის (და არა მარტო მონადირეებისათვის...ბშირად უბრალოდ დამსვენებლები ჩამოდიან) იქ ყველაფერი მომხიბლავია - სამაზი, კოხტა ეზო, ფასი (1 კაცზე 10 ლჯკფჰბ დღეში), რუსული აბანო "პარილკით", ჩვენ სანადირო ადგილებთან სიახლოვე. ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 19, 2013 Author Report Share Posted August 19, 2013 როგორც იქნა ჩავედით შეხვედრის ადგილზე, რომელიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ზელვის წყალსაცავის ნაპირზე იყო დანიშნული. ჯერ ხალხის მხოლოდ ნაწილი იყო შეკრებილი, მაგრამ ამას არ შეუშლია ჩვენთვის ხელი, რომ შეხვედრის სადღეგრძელო შეგვესვა სანამ უმრავლესობა გზაში იყო, ჩვემნ დაგვეკისრა საჭმლის მომზადება. სურათებში ალბათ მიაქციეთ ყურადღება მშვენიერი კონსტრუქციის მანგალს და დიდ ტაფესაც, რომლისთვისაც ეს მანგალი სპეციალურად იქნა გაკეთებული. ასეთ მანგალზე ბუნებაში დიდი სიამოვნებაა მუშაობა, რადგანაც გაქვს შესაძლებლობა რამოდენიმე კერძი ერთდროულად გააკეთო. ჰოდა ჩვენც დავიწყეთ. მითუმეტეს რომ ანდრეი "კილერს@ გარეული ტახის ხორცისგან მწვადი უკვე დამარინებული ჰქონდა, შვლის და ირმის ხორცი კი გაყინულად მოიტანა (მამამისი იქვე ახლოს ცხოვრობს). დანარჩენი კი "дело техники" - ო, რომ იტყვიან რუსები. მითუმეტეს, რომ ჩემი "ჯადოქრული" აჯიკა (როგორც წინათ დაარქვეს საქართველოდან ჩამოტანილ ჩვენებურ "პრიპრავებს") თან მქონდა. მოკლედ, "მთავარი ძალების" მოსვლამდე გაკეთებული საჭმლიდან არაფერი არ დარჩა ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 მაგარი რეპორტია კობა გაიხარე რა მშვენიერებაა კაცო ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 19, 2013 Author Report Share Posted August 19, 2013 მადლობა, ლანდერ! საღამოს, როცა ყველანი შევიკრიბეთ დაიწყო ნამდვილი ლოთობა. დილით უმრავლესობას, მათ შორის ჩემს თანმხლებ კოსტიას, არც გახსენებია სეზონის გახსნა. ასეთები მხოლოდ ხუთნი აღმოვჩნდით. მე იხვზე ნადირობა უკვე იმდენად არ მხიბლავს, როგორც ადრე, მაგრამ მინდოდა ახალგაზრდა ძაღლის რეაქცია გამეგო ამ ფრინველზე და "აპორტზეც" მემუშავნა. ცოტა წავინადირეთ და მე მინდვრებს მივაშურე, სადაც აღმოვაჩინეთ ...მწყერი. აღმოჩენით კი აღმოვაჩინეთ, რამოდენიმეც ავაFრინეთ, მაგრამ ძან გაუჭირდა. უმრავლესობა, მათ შორის გადაადგილებულები, ვერ ააფრინა და ვერც იპოვა . საღამოს მე, კოსტია და რამოდენიმე ჩვენი ახლობელი, გავედით ჭაობის ფრინველებზე სანადიროდ. ახალგაზრდამ ისევ გამახარა ლამაზი ნაბულებით. 2 ბეკასი და 6 დუპელი მოვინადირეთ მარტო მე და ჩემმა "ნემო"-მ. დანარჩენებმა 1 ცალი აიყვანეს. საღამოს ნადირობიდან წამოსულებმა შევიარეტ ჩვენს ახლობლებთან, რომლებიც ესწრებოდნენ "ზელვის@ დღესასწაულს, მაგრამ ცხოვრობდნენ ერთ-ერთ ისეთივე "აგროუსადბა"-ში, რადგანაც მეუღლეებთან ერთად იყვნენ ჩამოსულნი. ერთ მათგანს თანაც დაბადების დღე ქონია და ჩემი ნადავლი მაგას ვაჩუქე, დაპირებით, რომ მე თვითონ მოვუმზადებდი, თუ გაპუტავდნენ. გაპუტავით კი გაპუტეს, მაგრამ, მაგათი გაპუტული ისევ თავიდან მექნა გასაწმენდი. შედეგს ბოლო სურათზე ნახავთ და შეაფასეთ იუბილარის ტორტი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 19, 2013 Author Report Share Posted August 19, 2013 არც იმ საღამოს, არც მეორე დილას სანადიროდ არავის ეცალა , მეც ძლივს ავდექი 9 საათზე. ღამით ჭექა-ქუხილი იყო და სადღაც ჩვენს ბანაკთან ელვამაც დაარტყა. ყველა გადავრჩით, თუმცა, როგორც მერე გაირკვა, ყველა დარწმუნებულები ვიყავით, რომ ცუდად იყო საქმე (ადგომით ვერავინ ვერ დგებოდა ). ჩვენ კიდევ დიდი გზა ცვქონდა წინ და ამიტომ ხსვებზე ადრე წამოვედით. ორი სიტყვა მინდა ვთქვა ბელორუსიაზე, მის გზებზე და ხალხის შრომისმოყვარეობაზე. ეს ყველაფერი უკვე მაქვს ნათქვამი, მაგრამ გავიმეორებ - ბელორუსიაში რომ შევდივარ, მორალურად ვისვენებ. თვალს უხარია კარგი გზების, გასუფთავებული და დამუშავებული გზისპირებისა და ტყე-მინდვრების ნახვა. პატარა, კოხტა სოფლები და კარ-მიდამოები. გზისპირას არსებული კოხტა დასასვენებელი ადგილები და პატარა "ზოოპარკები" ადგილობრივი და გამრავლებული ცხოველ-ფრინველებით. ნახეთ და თქვენც გაიხარეთ ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 შენ გაიხარე კობა! სუპერ რეპორტია ძმაო. 100 წელი გენადიროს დღეის იქეთ კიდევ! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 19, 2013 Author Report Share Posted August 19, 2013 მადლობა, ავთო! თქვენთან ერთად ძმაო! ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 ბევრს უთქვამს ისე ბელორუსიის სილამაზეზე და მოვლილობაზზე მართლაც ეგრეა/ კარგი გემრიელი გასვლა გქონია კობა! ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 ძალიან მესიამოვნა,მეტიც,ნერწყვიც კი მომადგა)).მადლობა კობას! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 28, 2013 Author Report Share Posted August 28, 2013 ეჰ, ამ გახურებულ პერიოდში უცხოეთში ნადირობა ვის აინტერესებს, მაგრამ, სანამ დროა და ელჩმა სეზონი არ გახსნა ამერიკაში, უნდა დავუმატო გასული ნადირობების სიუჟეტები. ვიცი, მერე აქ ადგილი არ დარჩება ამერიკელებისგან B) ეტყობა უკვე თავი მოგაბეზრეთ ჩემი გრძელი რეპორტებით, ამიტომ მოკლედ ავღწერ ყველაფერს. ბელორუსიიდან ჩამოსულმა, სამ დღეში დავუბერე ვოლოგდის გუბერნიაში. ჩემი ლეკვის პატრონმა, იაროსლავიდან, დამპატიჟა და მეც ციამოვნებით წავედი. ვნადირობდით ტბა "კუბენსკოე"-ზე. *ეს ტბა ვოლოგდის ჩრდილო-დასავლეთშია, დაახლოებით 60-80 კმ-ში.. ტბის სიგრძე 54 კმ, ხოლო სიგანე 12 კნ-ა. ფართობი 370 კვ.კმ. საშუალო სიღრმე 1,2 მ. ყველაზე ღრმა ადგილი 10-13მეტრი. ტბა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონიდან 110 მეტრის სიმაღლეზეა, მაინც დაჭაობებულ დაბლობშია განლაგებული და უმთავრესად გამდნარი წყლებით "იკვებება". ფსკერი უმთავრესად ქვიშიანია. ზუსტად ამ ტბის ერთ-ერთ ქვიშიან ნაპირზე მოვაწყვეთ ბანაკი. ავტოტრანსპორტი ტბის ერთ-ერთი შენაკადის ნაპირზე დავტოვეთ ვოლოგდიდან სადღაც 120 კმ-შ0 და ბანაკამდე დაახლოებით 15 კმ. ნავებით შევცურეთ. ძან ლამაზი და რაც მთავარია ფრინველ-ნადირით სავსე ადგილია. ჩემს ნანადირევს სურათებში ნახავთ და თუ კარგად დააკვირდებით, ერთ-ერთ ვიდეო როლიკში ლოსსაც ნახავთ, რომელმაც ძან ახლოს მიგვიშვა ნავით. სამწუხაროდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი წევრის ფსიხნა იაგტერიერმა სულ დაკბინა ჩემი ორივე ძაღლი (როგორც ხვადი, ასევე ძუ), იძულებული გავხდი ადრე მიმეტოვებინა ბანაკი და სასწრაფოდ ახალგაზრდა წამომეყვანა ვეტერინარულ კლინიკაში, საოპერაციოდ. კარმენი და მისი ორი შვილი - პატარა "არჩი" და დიდი "ნორბი" ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 28, 2013 Report Share Posted August 28, 2013 კობა საინტერესო რეპორტია როგორც ყოველთვის იაგი რა პარაზიტი ზაღლია არადა მომწომს. ძალიან დაკბინა? ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 28, 2013 Report Share Posted August 28, 2013 უმაგრესი სურათებია კობა როგორც ყოვაLთვის რა ლამაზი კონდახი აქვს შენ თოფს იმწუთში მომხვდა თვალში :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 28, 2013 Report Share Posted August 28, 2013 კობა ეხლა ვნახე შენი რეპორტები. რას ამბობ ძმაო, რა თავი მოგვაბეზრე? ცოცხალი ისტორია ხარ, ასეთ განხილვებს ვერცერთ ენოვან ფორუმზე ვერ ნახავს დაინტერესებული. ორი-სამჯერ ვკითხულობ ხოლმე, რაიმე არ გამომეპაროს. ჯანი მოგცეს და დიდხანს გენადიროს, მაგარი ადამიანი ხარ. ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted August 28, 2013 Report Share Posted August 28, 2013 საღოლ კობა, მშვენიერი სურათებია :yes: თევზიც ბლომად იქნება ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 28, 2013 Report Share Posted August 28, 2013 რას ამბობ კობა,ყოველთვის ზალიან საინტერესო რეპორტებს პოსტავ ! დიდი მადოლბა კობა! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 28, 2013 Author Report Share Posted August 28, 2013 (edited) კობა საინტერესო რეპორტია როგორც ყოველთვის იაგი რა პარაზიტი ზაღლია არადა მომწომს. ძალიან დაკბინა? მადლობა არჩილ! იაგი მართლა პარაზიტი ძაღლია, განსაკუთრებით "გარუსებული". ჩემს მეგობრებს ყავთ ბელორუსიაში სუფთა გერმანული სისხლის, რომლებიც აშკარად განსხვავდებიან "გარუსებულებისგან" ნერვიული სისტემით და ნებისყოფით. დაკბენით იმდენად არ დაუკბენია, რამდენადაც დაფლითა. არ ვიცი ეს შესაფერისი სიტყვაა თუ არა ჩვენი შემთხვევისათვის. უკბინა უკანა ფეხზე და ყურზე (პირველ დღეს), მერე კი ჩამოაფლითა ყელზე ტყავი (კიდევ კარგი, ხორცს არ შეხებია). პირველი დღის ინციდენტი ჩვენი ბრალი იყო. უფრო სწორედ იმ იაგის პატრონის. მან იცოდა რომ მე 2 ძაღლი მომყავდა, მათ შორის ხვადიც. მე კი არაფერი ვიცოდი იაგის თაობაზე და როდესაც მივედით მდინარის ნაპირას (სადაც უნდა გადაგვეტვირთა ნივთები ნავებში), გამოვუშვი ძაღლები მანქანიდან. გიოს ნათქვამისა რომ არ იყოს, "მაგ ჩემის თვრამეტიანმა" (იაგის პატრონმა), ჩვენს შემდეგ გამოუშვა თავისი და მეგობრის ძაღლები (ისიც იაგი, ოღონდ ძუ) და ამან გამოიწვია პირველი კონფლიქტი. მართალი გითხრათ იაგს გადარჩენის ძან მცირე შანსი ჰქონდა, ჩვენ რომ არ ჩავრეულიყავით. სამაგიეროდ, მაგ ახვარი, ცოტა ხნის შემდეგ, როცა ჩემს ძაღლებს საჭმელს ვაჭმევდი, უკნიდან მიეპარა "ნორბის" (კარმენის შვილს) და ... კი არ უკბინა, არამედ, როგორც იაგებს ჩვევიათ, ჩამოეკიდა უკანა ფეხზე კბილებით. ძლივს მოვაცილეთ. ამის მერე, უკვე ბანაკში, ორივე დაბმული გვყავდა ერთმანეთის მოშორებით. მიუხედავად ამისა, რარაც მომენტში, იაგი გაშვებული აღმოჩნდა და პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ, დაბმულ "ნორბის" დაესხა თავს. საბედნიეროდ, დაბალი სიმაღლის გამო დიდი ზიანი ვერ მიაყენა, მაგრამ ჩამოეკიდა ქვევიდან "ღაბაბზე" და სანამ ვაშორებდით ერთმანეთს, ჩამოაფლითა კანი. ნორბის ამ დროს იაგის ყბა ქონდა დათრეული და ორივე წყალში რომ არ ჩაგვეყარა, ალბათ, ყბას ჩამოგლიჯავდა (ძვლებს უკვე კრაჭანი გაუდიოდა). არ ვიცი, შეიძლება ყველაფერი ეს ამ ძუკნა იაგის ბრალი იყო. მაგ გოგონას ძან მოეწონა "ნორბი", ამას კიდევ ქართული აღზრდა სისხლში აქვს და უყურადღებოდ როგორ დატოვებდა ახალგაზრდა გოგონას. იმ "ფაშისტმა" კი იეჭვიანა და ....დამთავრდა იმით, რომ იაგი ადგილზე ამოკერეს, მე კი მივატოვე ნადირობა და სასწრაფოდ ვოლოგდაში დავბრუნდი :( Edited September 27, 2014 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 28, 2013 Author Report Share Posted August 28, 2013 უმაგრესი სურათებია კობა როგორც ყოვაLთვის რა ლამაზი კონდახი აქვს შენ თოფს იმწუთში მომხვდა თვალში :yes: ეს კონდახი, ჩემი მეგობრის და მასწავლებლის, ოლიმპიური ჩემპიონის სროლაში, ალექსანდრე (საშა) გაზოვის გაკეთებულია. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 28, 2013 Author Report Share Posted August 28, 2013 კობა ეხლა ვნახე შენი რეპორტები. რას ამბობ ძმაო, რა თავი მოგვაბეზრე? ................................... შენგან გამიკვირდა ზუსტად ბიჭებს საქართველოში ეხლა ცხელი ნადირობის დღეები აქვთ და არ ცალიათ, მაგრამ შენ???? კარგი გაიხსნას ერთი თქვენთან სეზონი და მერე ვნახოთ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 28, 2013 Author Report Share Posted August 28, 2013 (edited) საღოლ კობა, მშვენიერი სურათებია :yes: თევზიც ბლომად იქნება მადლობა, ზაზა! თევზი ამ ტბაში ძალიან ბევრია. იმის გამო, რომ ტბის სიღრმე დიდი არ არის, ტბის დიდი ნაწილი "აყვავებულია". წყალმცენარეები წყლის ზედაპირამდე არიან ამოსული და ძან აფერხებენ ნავის ძრავების მუშაობას. სამაგიეროდ ეს წყალმცენარეები ქმნიან თევზებისთვის მშვენიერ საკვებ და თავშესაფარ პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარდა ყველა იქ მყოფს მეთევზე-მონადირედ მოქონდა თავი, მაგათი დაჭერილი თევზი მე არ მინახავს. იხვი კი მოკლეს რამოდენიმე, მაგრამ ყველა ნავებიდან. ამის მთავარი მიზეზი კი იცით რა იქნებოდა .... ესენი უფრო დასათრობად იყვნენ ჩამოსული და სანადორო-სათევზაოდ გასვლის ძალა არ რჩებოდათ მართალი გითხრათ, ასეთ ბუნებაში, და რაც მთავარია ცივილიზაცია და ხალხისგან გაშორებით, კარგად დასვენებაზე უკეთესს მართლა რას ინატრებ. ჰოდა ყველა ისვენებდა, როგორც უხაროდათ ისე B) სამაგიეროდ მე საძებნი არ მყავდა იხვის გამპუტავები ისე, ჩემი წამოსვლის მერე კი დაუჭერიათ ცოტა თევზიც Edited September 27, 2014 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.