იეტი 1 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა მცდარმა აზრმა თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობს ან გადაფრენას აკეთებს გარეული ინდაური. ეს აზრი საკმაოდაა გავრცელებული ძველი თუ ახალი თაობის მონადირეებში და 100 % დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ყველა მათგანი ცდება. გარეული ინდაური, რომელიც ვიზუალურად არ განსხვავდება მისი შინაური თანამოძმისგან ბინადრობს ამერიკის კონტინენტზე და მას არაფერი აიძულებს გადაუფრინოს ოკეანეს (ამას ვერც შეძლებს) და საქართველოში ჩამოფრინდეს. მისი შინაური თანამოძმე მხოლოდ ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობის შემდეგ მოხვდა ევრაზიის კონტინეტზე ისიც იძულებით. ის რასაც ჩვენთან გარეულ ინდაურს უწოდებენ არანაირად არ ენათესავება ნამდვილ გარეულ ინდაურს. მეტიც გარეული ინდაური ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, ხოლო ეს ფრინველები კი მიეკუთვნებიან წეროსებრთა ოჯახს. ფრინველები, რომელთაც ჩვენი მონადირეები გარეულ ინდაურს უწოდებენ არც მეტი არც ნაკლები სავათი და სარსარაკია. სავათი სარსარაკი მათ შორის ვიზუალური მსგავსება აშკარადაა რადგან ისინი ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან, თუმცა სავათი მის მოძმე სარსარაკზე 2-ჯერ დიდი ფრინველია. ამ ვიდეოში კარგად ჩანს მათი ზომები: http://www.youtube.com/watch?v=WoLHRIb6VJ0&feature=player_embedded აქვე ავღნიშნავ რომ არც ერთი ამ ფრინველთაგანი საქართველოში არ ბინადრობს და ისინი მხოლოდ შემოფრენებს აკეთებენ. გადამფრენი სარსარაკების გუნდები ხშირად უნახავთ შირაქის ველზე. სავათების შემოფრენები ძალიან იშვიათია საქართველოში, თუმცა რამოდენიმე წლის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მე ვნახე მოკლული სავათი (90 % დარწმუნებით ვამბობ), რომელსაც რათქმაუნდა ადგილობრივი მონადირეები გარეულ ინდაურად "ასაღებდნენ". ხშირად მონადირეებს ღამის საათებში ესმით მაღლა გადამფრენი ფრინველების უცნაური ხმა რომელიც თითქოს ინდაურის ხმას წააგავს. ეს სარსარაკების გუნდია, რომელთა ფრთები ფრენის დროს სპეციფიურ ხმოვანებას გამოსცემს, სწორედ ეს ხმაა შეცდომაში რომ შეჰყავს მონადირეები, რომლებიც ფიქრობენ რომ მათ თავზე გარეული ინდაურების გუნდი გადადის. არადა რეალურად გარეული ინდაური საქართველოდან მრავალი ათასი კილომეტრის დაშორებით ბინადრობს და თავში აზრადაც არ მოდის ევრაზიის კონტინენტს ესტუმროს და მითუმეტეს საქართველოს. ცნობისათვის სავათი და სარსარაკი მათი უკიდურესათ შემცირებული პოპულაციის გამო ბერნის კონვენციის თანახმად შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში და მათი მოპოვება ყველგან აკრძალულია ! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 28, 2014 Report Share Posted March 28, 2014 (edited) ელაპარაკე ახლა ამათ მაღალ მატერიებზე (((( არა და ბუნების დაცვის საერტაშორისო კავშირის წითელ წიგნშია (IUCN) ,ესეიგი ყველა ქვეყანაში სადაც ბინადრობს... http://www.youtube.com/watch?v=OLrHI0djOVg Edited March 28, 2014 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.