Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

William Evans, Ltd

 

b915178d9081.jpg

 

ფირმა არსებობს 1883 წლიდან, როცა მისმა დამფუძნებელმა უილიამ ევანსმა დაარეგისტრირა ის ბუკინგემ პალას რუოდ 91 ა-ში.

საწარმოს პირველ თოფებზე იყო წარწერა William Evans, From Purdey's, London. რითაც კლიენტების მოზიდვას ცდილობდა.

მართლაც გარკვეული პერიოდი ოსტატი პერდეს კომპანიაში მუშაობდა, სადაც სრულყოფილად ჩაწვდა უმაღლესი კლასის იარაღის წარმოების საწყისებს.

აღნიშნული წარწერა ევანსის თოფებიდან მეოცე საუკუნის დასაწყისში გაქრა. ამ დროისათვის უკვე საწარმო William Evans-ს საკუთარი პრესტიჟი მოპოვებული ჰქონდა.

 

46e57ec693fa.jpg

 

1920 წლისათვის ფირმა სტაბილურ ფინანსურ დონეს აღწევს და გლუვლულიანების, კარაბინებისა და შტუცერების გაყიდვით. ამ პერიოდისათვის ევანსი გარკვეულ დეტალებს ჰოლანდ-ჰოლანდს უკვეთავდა.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ფირმა სენტ-ჯეიმს 67 ა-ში გადადის, სადაც იარაღთან ერთად სანადირო ატრიბუტებისა და ვაზნების დამზადება-გაყიდვა დაიწყო Marlboro, St James's და Pall Mall სავაჭრო მარკებით.

 

 

სერიული ნომრების სიტემატიზაციას შემდეგი სახე აქვს:

N 44XX_ 1901 წელი; N63XX_1903 წელი; N104XX_ 1912 წელი; N128XX_ 1922 წელი; N142XX_ 1926 წელი; N161XX_1930 წელი; მეოცე საუკუნის შუა წლებიდან ნომერაცია შეცვალეს და ნომრები ექვსციფრიანი გახდა N 1331XX_ 1963 წელს და ა.შ.

 

 

26c626dafb19.jpg

 

ფირმას ძალიან კარგად აქვს ორგანიზებული სერვისი. მაგალითად კლიენტს შეუძლიათ შესთავაზონ თოფი ე.წ. ,,თეთრი" სახით ანუ კონდახისა და გრავირების გარეშე. შემკვეთი კი სურვილის შესაბამისად ირჩევს შესაფერის კაკლის მასალას(რა თქმა უნდა კლიენტზე სრული მორგებით) და გრავირების სიუჟეტს.

 

როგორც უმეტესობა დიდი ინგლისური ფირმებისა, ევანსიც აწარმოებს ტყუპებს

 

 

f57b3757dbf2.jpg

 

 

ასეთი მომსახურების პირობებში შემკვეთს თვეობით(ზოგჯერ წლობით) ლოდინი არ უწევს.

ფირმა აგრეთვე დაკავებულია მაღალი ხარისხის თოფების რემონტითა და რესტავრაციით.

ფირმას არც თუ ისე ბევრი გამოგონება აქვს, თუმცა ერთი მათგანი აღნიშვნის ღირსია, რომელზეც ევანსმა ოსტატ კორისტან ერთად 1905 წელს მიიღო პატენტი, ეს გახლავთ ერსასხლეტიანი მექანიზმი.

 

 

f9599611ddea.jpg

 

ხრახნილლულიანების სპექტრი საკმაოდ დიდია. ესენია .577N.E. და .600N.E. ყალიბის მძლავრი შტუცერები და მაუზერის ბაზაზე დამზადებული კარაბინები.

ფირმის ერთ-ერთი თანამედროვე კარაბინი .416 Rigby გაკეთებულია მაუზერის 98-ე მოდელის ბაზაზე.

 

e188db6f19c5.jpg

 

კარაბინის ეს სისტემა ძალიან პოპულარულია ინგლისელ მონადირეთა შორის. ისინი 2 მოდელის გამოდის ,,სტანდარტი" და ,,მაგნუმი". მაგნუმის ფასი თითქმის 2-ჯერ მეტია ჩვეულებრივთან შედარებით.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

William Evans ,,Pall Mall"

 

 

92428205e1ff.jpg

 

 

მოდელი ,,ლუქს" კატეგორიისაა და შექმნილია ესპანური Grulla-თან თამანშრომლობის შედეგად 2008 წელს.

კლასიკური ინგლისური სტილი(საიდლოკი-სრული); ლულის სიგრძე 25-დან 30 დიუმამდე; ორი სასხლეტით; კონდახის ტიპი_ ,,უელსის პრინცი"; ენსონის ტიბჟირით; წონა 20 ყალიბში 2,72კგ.

როგორც შეეფერება ექსკლუზიურ მოდელს სხვა ყველა პარამეტრი მყიდველის შეკვეთის შესაბამისად. განთავსებულია ქეისში.

 

ფასი 15 000 გირვანქა სტერლინგიდან. დამზადების დრო 4 თვე.

 

 

e9b40d76a96a.jpg 29b0f420d198.jpg

 

 

7b51c0684f26.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...