Jump to content
Club-Monadire.Ge

ვეფხვი საქართველოში


Recommended Posts

გადავწყვიტე ამ თემის ძველი ფორუმიდან გადმოტანა...ბავშვობაში მაქვს ნანახი სურათი სადაც მონადირეებს ურემზე თბილისის შემოგარენში მოკლული ვეფხვი უდევთ.სურათის ავტორი არ ვიცი ვინაა.ეს ამბავი მართლა მოხდა 1922 თუ 1923 წელს ტაბახმელის ტერიტორიაზე საბჭოთა მილიციის რაზმელების მეშვეობით, ვარაუდობენ რომ ვეფხვი ირანიდან იყო გადმოსული. ინეტში ამ ამბის თაობაზე ძალზე მწირი ინფოა.

Link to post
Share on other sites

150-200 წლის წინ ვეფხვი ბინადრობდა აჭარაში,სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.აგრეთვე თურქეთში მაგრამ მისი ძირითადი ადგილსამყოფელი იყო ირანი და სამხრეთი აზერბაიჯანის თალიშის მთები,აგრეთვე ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი.ეს იყო ეგრედ წოდებული თურანული ვეფხვი (Panthera tigris virgata).დღეს დღეობით ეს ქვესახეობა მთლიანად გადაშენებულია...

 

129d58be345a.jpg

 

8d3d4102682e.jpg

 

e098b4ca7def.jpg

 

ერთ ერთი უკანასკნელი თურანული ვეფხვის ფიტული მოსკოვის დარვინის მუზეუმში...

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ვეფხვი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი ახლაც, ჯერ მოქმედ პრეზიდენტს (თვითონ სირს) ხელი აქვს მოწერილი იმ სირის შეტანილ დოკუმენტზე ვინაც მოახსენა ვეფხვია საქართველოში, აგერ აგერ გადაშენდება ბატონო პრეზიდენტო, მანოკებს უდგამენ და ჟლეტენ და კაცურად მოაწერე აგერ ხელი, დავიცვათ რაღაცა 1238 ვეფხვი დაგვრჩაო. ბავშვივით იტირა საცოდავმა პრეზიდენტა, იმ ღამეს 4 პაჩკა ვაისროი მოწია თურმე და დილას დაურეკა ხაჩიძეს: ახლა მე ამ ცხოველს წითელ წიგნში შევიტან და თუ ვინმეს წავასწარი ჩემ საქართველოში ვეფხვი მოკლას იქეთ თუ არ მოვკლა ჩემი დედა მ............ნო!!!!!!!

Link to post
Share on other sites

ვეფხვი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი ახლაც, ჯერ მოქმედ პრეზიდენტს (თვითონ სირს) ხელი აქვს მოწერილი იმ სირის შეტანილ დოკუმენტზე ვინაც მოახსენა ვეფხვია საქართველოში, აგერ აგერ გადაშენდება ბატონო პრეზიდენტო, მანოკებს უდგამენ და ჟლეტენ და კაცურად მოაწერე აგერ ხელი, დავიცვათ რაღაცა 1238 ვეფხვი დაგვრჩაო. ბავშვივით იტირა საცოდავმა პრეზიდენტა, იმ ღამეს 4 პაჩკა ვაისროი მოწია თურმე და დილას დაურეკა ხაჩიძეს: ახლა მე ამ ცხოველს წითელ წიგნში შევიტან და თუ ვინმეს წავასწარი ჩემ საქართველოში ვეფხვი მოკლას იქეთ თუ არ მოვკლა ჩემი დედა მ............ნო!!!!!!!

:d030: :d030: :d030::d030:

Link to post
Share on other sites

ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.ueire.jpg

 

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი....."წყარო ქართული ვიკიპედია"

Edited by lasha777
Link to post
Share on other sites

ციმბირული (ამურის) ვეფხვი-(წყარო ჩრდილოეთის ციალი)....ციმბირული ვეფხვები ყველაზე დიდი კატები არიან. მათ ასევე ეძახიან ამურის ვეფხვს, ჩრდილო-აღმოსავლურ ჩინურ ვეფხვსა და მანჯურიულ ვეფხვს. ციმბირული ვეფხვი ერთ-ერთია კატისებრთა ოჯახიდან, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ გადაშენების პირას დგას ადამიანთა დაუფიქრებელი საქციელის გამო.orvh8.jpg

 

ციმბირული ვეფხვის საბინადრო არეალია აღმოსავლეთ რუსეთის არყის ტყეები, რამოდენიმე წარმომადგენელი არის ჩინეთსა და კორეაშიც. დღესდღეობით მათი რაოდენობა ველურ ბუნებაში 300-დან 400-მდეა, ზოოპარკებში კი 490 (აქედან 226 ევროპაში, 151 ჩრდ. ამერიკაში, 93 იაპონიაში, 20 აზიაში). ბოლო 100 წლის განმავლობაში ზოგადად ვეფხვების 8 სახეობა არსებობდა, მაგრამ მეოცე საუკუნეში 3 მათგანი სრულად გადაშენდა. ტყეების გაკაფვამ და ნადირობამ ვეფხვების რაოდენობა 100 000-ობით წარმომადგენლიდან 7 000-ზე დაიყვანა. მათზე ნადირობენ ტყავისა და ზოგჯერ ორგანოების გამოც, რომელიც ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება. ციმბირული ვეფხვის შემცირებაში ლომის წვლილი მიუძღვით რუსულ თეთრ და წითელ არმიებს. თუმცა იმედს იძლევა ის ფაქტი, რომ 1940-იან წლებში მთელს მსოფლიოში მხოლოდ 24 (!) ციმბირული ვეფხვი იყო დარჩენილი, და ადამიანების ჩარევის შედეგად ისევ გამრავლდნენ.

 

ციმბირული ვეფხვები წონაში ზოგჯერ 350-400 კგ-ს აღწევენ, სიგრძეში კი 3 მეტრს. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე მძიმე ციმბირული ვეფხვი იყო ჯაიპური – 465 კგ, რომელიც 1999 წელს მოკვდა. ყველაზე გრძელი კი მანჯურიაში მოკლეს 1943 წელს – 3 მ და 35 სმ. მათი შეფერილობაა ღია ფორთოხლისფერი შავი ზოლებით. თუმცა არიან თეთრი ციმბირის ვეფხვებიც, რომლებსაც თეთრი ტყავი აქვთ და შოკოლადისფერი ზოლები.ზოლების რაოდენობა ხშირად 100-ს ცდება. სიმწიფის ასაკს 3-დან 5 წლამდე პერიოდში აღწევენ და გამორჩეული სეზონი შეწყვილებისთვის არ აქვთ. შეწყვილებისთვის მზადყოფნას მდედრი გამოხატავს მიწაზე (თოვლზე) შარდის კვალის დატოვებით. თუ ტერიტორია დიდია და ვეფხვები იშვიათობა, მდედრი შეიძლება მეწყვილეს საძებრად წავიდეს და რამდენიმე კმ გაიაროს. დედალი 2 ან 6 ბოკვერს აჩენს, რომელთა აღზრდაშიც მამრს ან მცირე წვლილი შეაქვს, ან საერთოდ არ შეაქვს. როგორც წესი, ბოკვერების გაჩენისთანავე მამრი სხვა მეწყვილეს ძებნას იწყებს, ანუ ისინი არ ცხოვრობენ ოჯახებად. ბოკვერები ბრმები იბადებიან და ამიტომ 8 კვირის განმავლობაში მათ დედა არ სცილდება. 1 წლის ასაკში პატარები ზრდასრულ ვეფხვებს ეხმარებიან ნადირობაში, 3 წლიდან კი მარტო იწყებენ ნადირობას. დედასთან 2-3 წლის მანძილზე რჩებიან. შემდეგ საკუთარ ტერიტორიას პოულობენ და ცალკე სახლდებიან. ცოცხლობენ დაახლოებით 25 წელი. ტყვეობაში გაზრდილი დედა ვეფხვი არ ზრუნავს ბოკვერებზე, რადგან ის ადამიანების გაზრდილია და არ იცის, რომ თავის შვილებს თავად უნდა მიხედოს.eqg6w.jpg

 

ციმბირული ვეფხვები შესანიშნავი მონადირეები არიან, შეუძლიათ კილომეტრების მანძილზე ეძებონ მსხვერპლი, განსაკუთრებით ცხენირემი და ტახი. თუმცა საშუალოდ, 10 მცდელობიდან 1 ნადირობაა წარმატებული. დაფიქსირებულია რეკორდად, რომ ერთხელ ერთმა მათგანმა დაახლოებით 620 მილი (997 კმ) გაიარა 22 დღის განმავლობაში საკვების ძიებისას. მათი გარეგნობა ბუნებასთან მშვენიერ კამუფლაჟს ახდენს. ამასთან, არ არსებობს ორი ვეფხვი, რომლებსაც ერთნაირი ზოლები აქვთ.როგორც კი საკბილოს შეამჩნევს, მიწაზე წვება და ნელ-ნელა ეპარება მას, შემდეგ ნახტომს აკეთებს, ეწევა და ერთი თათით ზურგში მაგრად ეჭიდება, მეორე თათს კი თავში შემოსცხებს და თიშავს ან კლავს. არაჩვეულებრივი სისწრაფის მიუხედავად (80 კმ/სთ – მხოლოდ ავაზას ჩამორჩება) ის საკბილოს 10-25 მეტრის მანძილზე ნელ-ნელა უახლოვდება და მხოლოდ მერე გადადის შეტევაზე. ამის შემდეგ კისერში კბენს უზარმაზარი და ბასრი კბილებით, რაც გარდაუვალ სიკვდილს იწვევს. მოკლული მსხვერპლი წყლის პირას მიაქვს და ნადიმობს. მშიერ ციმბირულ ვეფხვს შეუძლია ერთ ღამეში 60 ფუნტამდე (27 კგ) მიირთვას, თუმცა როგორც წესი, უფრო ნაკლებს ჭამენ – საშუალოდ დღეში 10 კგ-მდე. ცხენირმის, ირმისა და ტახის გარდა, ზოგჯერ არ ამბობენ უარს მაიმუნებზე, გარეულ ფრინველებზე, ბაყაყებსა და თევზებზე.

Edited by lasha777
Link to post
Share on other sites

ესეც ციმბირული ვეფხვი და მისი ეშვის შედარება სხვა ცხოველების ეშვებთან....ek77g.jpg

wd7ka.jpg

wrx8d.jpg

ულამაზესი ცხოველია ვეფხვი,სიძლიერის და სიმამაცის განსახიერებაა...

Link to post
Share on other sites

ბაბუ

კი,თურანული უფრო მომცრო იყო უსურიულთან შედარებით.

 

ინეტში ვიპოვე თურანული ვეფხვის სურათი.გასული საუკუნის დასაწყისშია გადაღებული რომელიღაც ზოოპარკში

 

f0a0da60dd93.jpg

 

ეს პოსტი ძველ ფორუმზედაც მაქვს დადებული მაგრამ აქაც უნდა იყოს.აზერბაიჯანში ვმსახურობდი ირანის საზღვართან ლენქორანის რაიონში,საბჭოთა ჯარში.ლენქორანის რაიონშია ზუსტად ტალიშის მთები.მოხუცებული კაცი გავიცანი შემთხვევით მთის პოლიგონზე ყოფნისას რომელსაც ვეფხვი ჰყავდა მოკლული.30-იან წლებში ახალგაზრდა იყო და მეტყევეთ მუშაობდა.ერთ დღეს როდესაც თავის ტერიტორიებს ათვალიერებდა პირის პირ შეეჩეხა ვეფხვი.შიშისაგან გაისროლა და იმ უბედურს ისეთ ადგილას მოარტყა რომ ეგრევე მოკლა.ამას რომ მიყვებოდა ეტყობოდა რომ ნერვიულობდა,და თქვა კიდეც რომ მთელი ცხოვრება ვნანობ ამასო.იმის მერე თოფი საერთოდ არ ამიღია ხელშიო.მერე სხვა ადგილობრივებსაც ვკითხე ამ ისტორიის და ამ კაცის შესახებ და ყველამ დაადასტურა ეს ფაქტი.ეს ისტორია 1987 წელს მიამბო იმ კაცმა....

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

საქართველოში ვეფხვი ოდითგანვე იყო მაგრამ ტარიელ შოთას-ძემ არ დააყენია, სულ ერთმანეთზე ატაკუნებია თავები და გადააშენა, იმ საცოდავი დევებისა არ იყოს :haha:

Link to post
Share on other sites
  • 5 years later...

ამბავი თბილისთან მოკლული უკანასკნელი კასპიური ვეფხვისა

1921 წლის 4 დეკემბერს, თბილისიდან 23 კილომეტრში მდებარე სოფელ ლელობთან, საქართველოში გავრცელებული უკანასკნელი კასპიური ვეფხვი (Pantera Tigris Virgata) მოკლეს. 
იმ პერიოდის პრესაში ვკითხულობთ:

„წინადღით (3 დეკემბერს) უკვალოთ დაიკარგა ამ სოფლის (ლელობი) ხარი, შემდეგ მეორე დღეს დილით დაიკარგა ძროხა. ამ გარემოებამ დიდად შეაწუხა ადგილობრივი მცხოვრებნი. ოთხმა ადგილობრვ მონადირემ: გიორგი წითურიშვილმა, ალექსი წიკლაურმა, იოსებ წიკლაურმა და სიმონ ბექაურმა გადასწყვიტეს აღმოეჩინათ ეს უხილავი მტაცებელი.
"იმავე დღეს, ბევრი ძებნის შემდეგ კვალით მიაგნეს ვეფხის ბუნაგს, რომელიც მას მოეწყო ახლო მდებარე ტყეში. მხეცმა, როგორც კი დაინახა ახლო მოსულნი მონადირენი, ელვასავით გამოვარდა ბუნაგიდან და ის იყო აპირებდა სასიკვდილო ნახტომს, როდესაც მას ერთბაშად ოთხივე მონადიირემ დაახალა თოფები და მოსტეხეს უკანა ფეხი. ამ გარემოებამ გადაარჩინა ისინი ვეფხის ბასრი კბილებისგან." 
მიუხედავად ასეთი მძიმე ჭრილობისა, საშინელი მხეცი მაინც სცდილობდა მისწვდომოდა თავის მტრებს და ზევით აშვერილ თათებით ბზრიალასავით ტრიალებდა...

დანამდვილებით შეიძლება ვსთქვათ, რომ მოკლული ვეფხი მოსულა ტალიშიდან, ლენკორანის მაზრა, ბაქოს გუბერნია, სადაც ის იმყოფება ბინადრად. ალბათ ვეფხი ნადირობდა გარეულ ღორებზე ჩალაკალმებში მტკვრის ნაპირებზე და ამ ნაიდრობამ გაიტაცა ის შორს. უნდა ვიფიქროთთ, რომ მდინარე ხრამის ან და ალგეთის შესართავთან მან დასტოვა მტკვრის მიდამოები და გაჰყვა ამ ერთ-ერთ მდინარეს და შემდეგ მოხვდა სოფ. ლელობნის მიდამოებში.

მოკლული ვეფხი წარმოადგენს მშვენიერ ეგზემპლიარს. ტყავის ფერი და მისი ნახატი, აგრეთვე მესამე ღრძილის ეგრეთწოდებული სიმხეცის კბილი მოწმობენ, რომ ის ეკუთვნს კასპიის რასას - Septeutrioriales ოქროს ფერი ტყავი დახაზული შავი ზოლებით. ბალანი შუა ზომისაა. უზარმაზარიი თავი კისერთან შემოსილია გრძელი ბალნით: ოთხი ვერშოკის სიგრძე. ტანის სიგრძე უდრის თითქმის 3 არშ. ნახევარს (3 არშ. 32 სანტიმეტრ.).
ამჟამად ვეფხი გადაეცა მუზეუმს...“
მოკლული ცხოველის ფიტულის დასამზადებლად, საქართველოს მუზეუმისა და მასთან არსებული ბიბლიოთეკის დირექტორს, ნოე ყიფიანს ოსტატები გერმანიიდან მოუწვევია. 
მას შემდეგ, 1922 წლიდან, თბილისთან ახლოს მოკლული ვეფხვის ფიტული ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში ინახება.
„თურანული ვეფხვი, მამრი ინდივდი (160კგ), მოპოვებული 1922 წელს, სოფ. ლელობთან ძმები წიკლაურების მიერ. იგი აზერბაიჯანიდან შემოვიდა მდ. მტკვრის ჭალებით.როგორც, ჩანს, გადმოიხვეწა აქ ირანიდან, შემდეგ ძუ ვეფხვის ძებნაში მოხვდა ჯერ გარდაბნის ტყეში, შემდეგ მანგლისში და ბოლოს მოკლული იქნა სოფ.ლელობთან“, - ასეთია მოკლული ვეფხვის ანოტაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.
P.S. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვეფხვის არსებობაზე წერდა XVIII საუკუნეში მოღვაწე გერმანელი მოგზაური და მეცნიერი - გულდენშტადი, რომელმაც სამეგრელოში, კოლხეთის ჭაობებში ორი მოკლული ვეფხვის ტყავი იხილა.

მარცხნიდან: ნოე ყიფიანი, ოთარ ყიფიანი, თამარ ორახელაშვილი და ფიტულის ოსტატები გერმანიიდან.

85c278b90dc4.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...