Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

9d9bfccdc170.jpg

 

 

კუს ტბა, ქორქის ტბა — ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად.

ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა კუს ტბა იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.

 

 

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A1_%E1%83%A2%E1%83%91%E1%83%90

 

P.S. ახალი მონაცემებით კუს ტბის მაქსიმალური სიღრმე 4 მეტრს უახლოვდება..

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

მათლა ძალზე კარგი საქმეა ! ერთია რომ ასეთ პატრა ტბებზე როგორიც კუს ტბაა,თევზის პოპულაციის შენარჩუნების მიზნით აუცილებლად უნდა მოქმედებდეს პრინციპი "დაიჭირე-გაუშვი".სხვანაირად თევზს ვერ შეინარჩუნებ ან და ყოველწლიურად უნდა ჩაისვას შიგ დაჭერილის მაგიერი რაოდენობის თევზი...

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

მოგესალმებით მეგობრებო!! კუს ტბაზე რაც რაჩარდა ორივე პესტივალსჰი მივიგე მონაწილეობა და დიდი თხოვნა მაქ რო დაჭერილი თევზი უკან დაუბრუნდეს ტბას ) ერთი დზალიან კარგი ადამიანის დამსახურებაა რო მაგ ტბასჰი მტაცებელი არის სჰოტა კვარაცხელიასი და მინდა რო გავამრავლო ლისის ტბაზე ქორჭილა ) მყავს გაშვებული უკვე რამოდენიმე ) მოდით სპინინგისტებო გავაკეტოტ ეგ საქმე რო არა მარტო კუს ტბაში იყოს მტაცებელი არამედ ტბილისის ყველა ტბაში ეგრეთ წოდებული (street fishingi)ყველასთვის კარგი იქნება გავზარდოთ პუპულარიზაცია თბილიშიც რო არ მოგვიწიოს ფოთში სიარული სულ ოგონდ (დაიჭირე გაუშვი) დიდი თხოვნაა ვისაც სურვილი ექნება შემეხმიანოს 555232559 ნომერზე ყველანაირად გვერდში დავუდგები ) დიდი მადლობა წინასწარ!!!

Link to post
Share on other sites

vatoo

 

გლდანის პატარა ტბაშიც რომ გადავსხათ რაღაც რაოდეობა, მგონი ცუდი არ იქნება. ასევე ჭილის ტბაშიც. https://www.google.ge/maps/@41.8106057,44.8276102,17z?hl=en

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

გამარჯობათ მეგობრებო

 

ხომ არ იცით კუს ტბაზე რა ზომის კიბორჩხალები ბინადრობენ?

 

კიბორჩხალების ჭერით ძალიან ვარ გატაცებული და მინდა ერთხელ მანდაც მოვსინჯო :)

Edited by Kusto
Link to post
Share on other sites

მოგესალმებით მეგობრებო!! კუს ტბაზე რაც რაჩარდა ორივე პესტივალსჰი მივიგე მონაწილეობა და დიდი თხოვნა მაქ რო დაჭერილი თევზი უკან დაუბრუნდეს ტბას ) ერთი დზალიან კარგი ადამიანის დამსახურებაა რო მაგ ტბასჰი მტაცებელი არის სჰოტა კვარაცხელიასი და მინდა რო გავამრავლო ლისის ტბაზე ქორჭილა ) მყავს გაშვებული უკვე რამოდენიმე ) მოდით სპინინგისტებო გავაკეტოტ ეგ საქმე რო არა მარტო კუს ტბაში იყოს მტაცებელი არამედ ტბილისის ყველა ტბაში ეგრეთ წოდებული (street fishingi)ყველასთვის კარგი იქნება გავზარდოთ პუპულარიზაცია თბილიშიც რო არ მოგვიწიოს ფოთში სიარული სულ ოგონდ (დაიჭირე გაუშვი) დიდი თხოვნაა ვისაც სურვილი ექნება შემეხმიანოს 555232559 ნომერზე ყველანაირად გვერდში დავუდგები ) დიდი მადლობა წინასწარ!!!

სალამი მეგობარო. პირველ რიგში გაითვალისწინეთ რომ ლისი კერძოა და ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე თუ გყავს გაშვებული ძალიან ცუდი საქციელია. ლისზე გაშვებულია კაპარჭინას ლიფსიტა გარკვეული რაოდენობით, რომლის პოპულარიზაციაც და აღდგენა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოში ვიდრე ქორჭილა. მეორე გთხოვთ გაითვალისწინოთ ისიც რომ ქორჭილამ წონამატს რომ მიაღწიოს ჭირდება 15 კგ საკვების მიღება 1 კილოსთვის. შესაბამისად 15 კგ თევზის ლიფსიტა ნადგურდება 1 კგ ქორჭილასთვის. საქართველოში მობინადრე მტაცებლებთან შედარებით ქროჭილა არის ყველაზე პარაზიტი.

ქარიყლაპია პასიური მტაცებელია ის თავშესაფრიდან ესხმის თავის მსხვერპლს.

ლოქოს ამბავიც მოგეხსენებათ და მისი პასიურობის შესახებ

კალმახზე არაფერს ვამბობ ოღონდ ეგ გამრავლდეს :)

სხვათაშორის ეგ სისხლისსამართლის დანაშაულიც არის და ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას. ამიტომ ძალიან გთხოვთ თავი შეიკაოთ მსგავსი აქციებისგან შეთანხმების გარეშე, იმიტომ რომ საგრზნობლად განსხვავებულ შედეგს იძლება მტაცებლის ტბაში გაჩენა ვიდრე მის იქ ჩასმამდე.

პს რაც შეეხება ჭილს იქ პირადად მე ვიღებ თავზე ქარჭილას გაშვებას იმიტომ რომ იქ მხოლოდ კარჩხანაა ;)

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

დღეს ცოტა ხნით ავედი კუს ტბაზე სანამ ამინდი აირეოდ.ა არაფერი მოდიოდა და ეს ციცქნა ფრიტა გამოედო; ცნობისმოყვარეობა ვერ გადალახა ეტყობა :haha:

post-845-0-05299000-1429448248_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

გუშინაც ვიყავი კუს ტბაზე. რამდენიმე სპინინგისტიც იყო და ვერაფერი შედეგი. ერთი სამწუხარო სიტუაცია უნდა გითხრათ: ერთი ტიპია, ტივტივით თევზაობს ლიფსიტით. წინა კვირასაც ვნახე და გუშინაც. გუშინ მეუბნება წინა კვირას 4 ქარიყლაპია დავიჭირეო კაი დიდებიო :karochera: რომ შემხედა სახე შემეცვალა, იასაო, მკვდარი იყო თორემ ვუშვებ ხოლმეო (შანსი არაა მაგან დაჭერილი თევზი უკან გაუშვას). არც ბრაკონიერობს და არაფერი, მაგრამ ასე კოხტად ამოასუფთავებს ქარიყლაპიისგან ამ ტბას და რა უნდ აუთხრა კაცმა არ ვიცი. აზრი არ აქვს, მაგას ყარაულად იქ ვერ დაუდგები და ამოცალა მგონი უკვე ქარიყლაპიასგან ეგ ტბაც :vinsent:

 

ქორჭილა კი არის ბლომად, მაგას კიდევ არაუშავდა...

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

2014 წლის 18 დეკემბერი.თბილისი.კუს ტბა.ზემსუბუქი სპინინგი.სატყუარა სილიკონი.გიორგი სტურუას 5 კილოიანი კობრი !!!!!!

 

c25abb521147.jpg

 

 

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

a02411107605.jpg

 

0c4004d45926.jpg

 

 

ეს ახალგაზრდები (და სხვებიც ამის მაგვარები) დახარბდნენ ჩემს MEPPS WOOLY WORM-ს.

 

ძალიან კარგი და უნივერსალური სატყუარაა. ქაშპიდან დაწყებული ყველა მტაცებელს იჭერს ლამისაა. :yes:

 

p.s. ჰო მართლა, ყველა დაუბრუნდა თავის სახლს. ;)

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...