Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მოგესალმებით,ახლახანს გავყიდე მრ-153,საკმაოდ მასიამოვნა,საიმედო,უტყუარი,მაგრამ ახლა ვნახე მრ- 155,ახალი მოდელი, გადავწყვიტე მეყიდა მაგრამ დავიბენი მაგაზიაში მისვლისას,ზოგმა სტოეგერ 2000 მირჩია ზოგმა მრ 155 ახალი მოდელია და კარგიაო,დახვეწილიო.ნუ სტოგერი გასაგებია საკმააო ინპორმაცია დევს მაგრამ მრ 155 -ზე არ მომეპოვება ინპორმაცია,არც სამეგობროში აქვთ და თუ ვინმეს წვდომა-შეხება გაქვთ მირჩიეთ ამ ორიდან.ჩემთვის მთავარია იყოს მუშა,საიმედო,უტყუარი კარგი მიტანით თავისთავად შორ მანდზილზე .

თუ ვინმემ გატესტა ახალი მრ-155 და შევადარებთ სტოეგერ 2000 უმორჩილესად გდხოვთ დამეხმაროდ არჩევაში თორე მოვიდა იხვის სეზონი. მადლობთ პატივისცემით-ზურა

Link to post
Share on other sites

სხვებზე რატომ არ ფიქრობ მაგალითად ატა ნეოზე ან ფენომაზე ან არმსან 612 ზე ან თუნდაც შტოგერ 3500ზე??

 

ეხლა აქ რომ შემოიხედავენ ერთი ამბავი ატყდება თურქულები რატო ახსენო, მაგრამ მე რომ ვყიდულობდე ფენომას და ნეოს შორის გავაკეთებდი არჩევანს.

Link to post
Share on other sites

სხვებზე რატომ არ ფიქრობ მაგალითად ატა ნეოზე ან ფენომაზე ან არმსან 612 ზე ან თუნდაც შტოგერ 3500ზე??

 

ეხლა აქ რომ შემოიხედავენ ერთი ამბავი ატყდება თურქულები რატო ახსენო, მაგრამ მე რომ ვყიდულობდე ფენომას და ნეოს შორის გავაკეთებდი არჩევანს.

ნუ სტოგერ 3500 ეგეც ახალი ხილია,თაან 89 სმ.ისე კი ეგეც დამაინტერესდა,მაგრამ სროისას 89 პატრონიკით რომ ისროლო ჩვეულებრივი 70 სმ ვაზნა ან 76 მაგნუმი რამე იაგლიშს ხომ არ ეკნება ადგილი?ნუ თავისტავად გასვრის უბლალო ტყვიებს მარა შედეგი???

Link to post
Share on other sites

მე მაგალითაბ armsan fenoma - მომწონს თავის ფასის ნახევარ ავტომატებში ჩემი აზრით საუკეთესოა,მინადირია მაგ იარაღით და აღტაცებული დავრჩი მისი მიტანით და ჭრით,ხელშიდაც ძალიან მოხერხებულია ! :yes:

Link to post
Share on other sites

არმსან ფენომას გირჩევდი მეც მაგ ფასის ფარგლებში, კაი გამოცდილი მონადირეები ვიცი ვინც მაგარი კმაყოფილია მაგ თოფით.. ეგენი "გაზაატვოდზეა", შტოგერი, ატა ნეოც ინერციულებია.. პირადად მე საიმედოობის თვალსაზრისით გაზზე ვამჯობინებ..

ატა ნეო მქონდა რამდენიმე წლის წინ რო შემოვიდა ვიყიდე და 4-5 ნადირობის მერე გავყიდე ისევ, ვერ შევეგუე და "ატსეჩკაც" არაერთი მომცა საპასუხისმგებლო მომენტში(არ გადატენა).. ზოგს აქვს და კარგად ხმარობს, გამოდგომაზეც არი ალბათ, მარა ამ არმსან ფენომას ყველა აქებს :scratchchin:

Link to post
Share on other sites

გიორგი ჟორჟოლიანი

მეც გამიგია ეგეთები, და როგორც ვიცი გამოსწორებადი პრობლემაა

 

chipo

რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მ 3500 უკვე აღარ ითვლება ახალ ხილად, გარკვეული ინფო არის დაგრიოვილი უკვე სხვადასხვა ფორუმებზე.

აი 155 რომ ვუყურებ მისი წინამორბედისაგან დიდად არ განსხვავდება, ვიზუაზე ასე ჩანს

Edited by master
Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ყველას.....ჩემი აზრით ინერციული სჯობია და ეს ვიდეოც ამას ამტკიცებს

სტოგერ მ2000 მაქვს და არ ვემდური ასეთ ფასში კარგი იარაღია 30-34გრ ვისვრი და არ გაუჭედავს აგერ დაახლოებით 200 ვაზნამდე ვისროლე უკვე....არის კიდევ ინფო სხვადასხვა ფორუმებზე სადაც 71 სტოგერ მ2000 -ა 76 ატა ნეოს აჯობა მიტანაშიც და ჭრაშიც....იხვზე სტოგერ მ2000 76-ნი ლულით უმაგრეს შედეგს აჩვენებს..... http://www.youtube.com/watch?v=h3m67Vl9JAw Edited by lasha777
Link to post
Share on other sites

მაინტერესებს მრ-153 ან მრ-155 რას ერჩით.მესმის მრ-თან შედარებით დახვეწილი და დაბალანსებულია თურქული თოფები მაგრამ 2 წლით თუ ყიდულობთ ეგ არ ვიცი..ვფიქრობ მრ არ ჩამოუვარდება არც ატას და არც შტოგერს,მე პირადად მაგრად ვისიამოვნე მრ-ით შარშანდელი სეზონი.

Link to post
Share on other sites

zaza13

ა ხო ვთქვი დაიწყებენთქო :alfons: :alfons:

არაფერს არ ვაზაგებ ხალხო მე, უბრალოდ ჩემს შეხედულებას ვამბობ და სხვათაშორის ესეთი აზრი აქვს უმრავლესობას დრეს საქართველოში ვისაც ასე თუ ისე შეხება აქვთ ამ ორ "დაპირისპირებულ მხარესთან"

 

კარგით რა რატომ გიყვართ ორი და სამი წელის ძახილი, სწორედ მაგას შეყავს შეცდომაში სხვები, ორიც კარგად გაუძლებ და ათიც თუ ნორმალურად მოეპყრობა, აქვთ მაგ თოფებს იმედნი რესურსი რო ქართველ მონადირეს 10 წელი ეყოს.

არის აგერ 2 წელი რაც მაქ თურქული და ჯერ პრობლემა არ აქ ლაქს თუარ ჩვთვლით ისიც ოდნავ. ბოლო ნადირობის მერე (ფორუმელების გასვლა სართიჭალაში) გუშინწინ გავწმინდე მიმდნარი ჰქონდა სულ ტყვია, ისე გაკრიალდა რო გრამი არაფერი ემჩნევა.

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ყველას.....ჩემი აზრით ინერციული სჯობია და ეს ვიდეოც ამას ამტკიცებს

სტოგერ მ2000 მაქვს და არ ვემდური ასეთ ფასში კარგი იარაღია 30-34გრ ვისვრი და არ გაუჭედავს აგერ დაახლოებით 200 ვაზნამდე ვისროლე უკვე....არის კიდევ ინფო სხვადასხვა ფორუმებზე სადაც 71 სტოგერ მ2000 -ა 76 ატა ნეოს აჯობა მიტანაშიც და ჭრაშიც....იხვზე სტოგერ მ2000 76-ნი ლულით უმაგრეს შედეგს აჩვენებს.....

 

სხვათაშორის საქართველოშიც შეაჯიბრეს და ფენომას ბევრად აჯობა 3500მა მიტანაში

Edited by master
Link to post
Share on other sites

თედო მაშინდელი ნასროლი ეხლა გაწმინდე? :crazy: :crazy: თან ტყვია მიმდნარი...რაის 10 წელი მომავალ სეზონამდე თუ მოგყვა მადლობა მოუხადე :d030:

Link to post
Share on other sites

master

თედო იჟ 58 ვიყიდე სეზონის დასაწყისში, დავღალე ნადირობით რასაც ქვია და საერთოდ არ გამიწმენდია, ანუ თითქმის 3 თვეა და 500 ზე მეტი გილზი მაქვს გასროლილი, თუ გინდა ერთად გავწმინდოთ და დარწმუნდები რომ თურქული მაგდენს ვერ აიტანს, იმ წლოვანებაში რა წლოვანებაშიც რუსული იჟ 58 არის ეხლა.

 

 

 

პ.ს. თედო არ გედავები, მივხვდი რომ თურქული თოფის ფანი ხარ უბრალოდ, ისე კი რუსულიც და თურქულიც ნაგავია.

Link to post
Share on other sites

lasha777

ვახო (ჩუბინიც) მასე ამბობდა და შემოეშალა ხელში შტოგერი, ცივიო გასკდა, და რავი კიდე რა აღარ მოუვიდა და ეს იმიტომ მოხდა რომ ამ სეზონზე ხელიდან არ გაუგდია სტოგერი, აქამდე მც9 ით ნადირობდა და სტოგერს შეფუთულს ინახავდა, როცა რასაც ქვია იხმარა თოფსაც შეეტყო და პირველივე სეზონზე.

Link to post
Share on other sites

ახლა მაცალეთ ! :old: ბიჭებო გეხუტეთ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ერთ ჭეშმარიტებას გეტყვით გამოცდილებიდან. ცუდი იარაღი არ არსებობს როგორც ცუდი ღვინო! არსებობენ ცუდი მსმელები და ცუდი მსროლელები! :old: აქ არის ერთი ფაქტორი რომელიც განასხვავებს ხარისხს . თურქული იარაღი კარგად ისვრის მერწმუნეთ მაგრამ ვერ უძლებს დროს,რადგან მალე გამოდის მწყობრიდან ლითონის არასწორი შენაერთების და შენადნობების გამო ასეა ეს დალოცვილი ღვინოც!ნატური რაც დრო გადის უფრო მწიფდება მბრძენდება და მეტ სიამოვნებას განიჭებს ადამიანს . დაშაქრული და ნამამაძაღლარი კი მალეც ძმარდება და ნაბახუსევიც აუტანელი აქვს,იცით რატომ? იმიტომ რომ ის არ არის ის რაც უნდა იყოს! :old: ეს ძმობასავითაა ხალხო! დრო ამტკიცებს და აძლიერებს ძმობას თქვენ შემოგევლეთ.გაგიგიათ ალბათ: კაცი რომ გაიცნო ფუთი მარილი უნდა შეჭამო მასთან ერთადო. ხოდა ჯერ ფუთი კიარა ,,კვინჩხი,, მარილიც არ გვიჭამია თურქულ იარაღთან და ნუ დავდებთ აქ დასკვნებს. ამას დრო აჩვენებს აუცილებლად,ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები იტყვიან ამ იარაღების ავკარგიანობაზე რამეს. :old:

Link to post
Share on other sites

ავთო მართალია,მეც ძველი კაცი ვარ და თურქულის არაფერი არ მწამს,აი ვახო-ჩუბინის მც-9 ავიღოთ,ვიცი ეგ თოფი,ხელშიც მჭერია და მისროლია კიდეც,ხო არის 50-60 წლის თოფი,ალბათ მინიმუმ 15000 გილზი ექნება ნასროლი,დღეიდან დაწყებული 10 სტოგერს მოინელებს და კიდევ თოფად დარჩება,არც ჭრაში ჩამოუწევს.ის არგუმენტი რომ,1000 ლარიანი თოფი ორი წელი უნდა იხმარო და გადააგდო,ჩემთვის მიუღებელია,თოფს სამი-ოთხი სეზონი რომ იხმარ მერე იწყებ იმ თოფით კარგად სროლას,თითქმის დაუმიზნებლად,აფრენისთანავე,მერე ხდება ეგ თოფი შენი მეგობარი და კომპანიონი,რა ვიცი მე ასე ვფიქრობ!!!!!

Link to post
Share on other sites

master

თედო იჟ 58 ვიყიდე სეზონის დასაწყისში, დავღალე ნადირობით რასაც ქვია და საერთოდ არ გამიწმენდია, ანუ თითქმის 3 თვეა და 500 ზე მეტი გილზი მაქვს გასროლილი, თუ გინდა ერთად გავწმინდოთ და დარწმუნდები რომ თურქული მაგდენს ვერ აიტანს, იმ წლოვანებაში რა წლოვანებაშიც რუსული იჟ 58 არის ეხლა.

 

 

 

პ.ს. თედო არ გედავები, მივხვდი რომ თურქული თოფის ფანი ხარ უბრალოდ, ისე კი რუსულიც და თურქულიც ნაგავია.

 

მე ძველებზე არ მაქვს ლაპარაკი ახლებს ვადარებ, ვიცი რომ იჟ 58-ის რესურსი არ ექნება მაგრამ აი კოროზიასთან დაკავშირებით რა გითხრა, ტოზ ბ მაქვს სოფელში და ყოველ ჩასვლისას ვატყობ როგორ ემატება რაკოვინები ასევე გარედანაც ედება ჟანგები და საერთოდ ბევრი საბჭოური მინახავს გაუწმენდაობისგან ჟანგით შეჭმული.

ჩემს ახლობელს აქვს ქუთაისში ატა და ჰუგლუ იგლ მოდელი, მგონი არცერთხელ არ გაუწმენდია არც ერთი და არც მეორე.

ისე რუსულ და უკრაინულ ფორუმებსაც გადაავლეთ ხოლმე თვალი ხანდახან

 

ისე ეს თემა ძაან გავაოფეთ, ადამიანი კითხულობდა შტოგერი თუ მრ 155 იო, მე 155 ავირჩევდი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის გამო და როგორც ვიცი ახალი მრ შტოგერზე მსუბუქი ყოფილა, ეს დიდი პლიუსია სამწუხაროდ ტიბჟირის ნაკლი არ არის გამოსწორებული. ასევე საკითხავია გამოსწორდა თუარა ხისა და რკინის დაფერვა პირველივე დღეს რომ გადასდიოდათ 90 პროცენტს ასევე დეტალების დამუშავების ხარისხი, რაშიდაც ნამდვილად ჩამორჩება ნებისმიერი სერიული რუსული თურქულს.

დამიჯერეთ ორ წელზე ბევრად მეტი გასიამოვნეთ თურქულები.

ცევიოს გასკდომას სხვა მიზეზი ექნება, მაგას ვერ დმაჯერებთ რომ ვახომ შტოგერის რესურსი რამდენიმე თვეში ამოწურა.

 

p.s არავის ფანი არ ვარ. უბრალოდ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობ რომ საუკეთესო ავირჩიო.

Edited by master
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...