Jump to content
Club-Monadire.Ge

გლუვლულიანი იარაღის მოვლა


Recommended Posts

გამომდინარე იქედან, რომ აქტიური ნადირობის სეზონია და თან ცუდ ამინდში გვიწევს ნადირობა, მოდით ამ თემას წამოვწევ.

წამოვწევ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ნადირობის შემდეგ იარაღი.

დავწერ იმ საშუალებებზე რომლებიც ეფექტურია და ამავდროულად ხელმისაწვდომი ჩვენთვის.

თოფის ეფექტური წმენდისათვის გვჭირდება 2 ტიპის ზეთი

1) მურის/ნამწვის/ტყვიის მოსაშორებლად მჟავატუტოვანი ე.წ სოლვენტი

2) ნეიტრალური ზეთი ხახუნის ადგილების შესაზეთად და ზოგადათ მეტალის ნაწილების კოროზიისაგან დასაცავად.

ძალიან კარგი სოლვენტია ეს

3bc5e668bc6b.jpg

აშორებს მურს, ნამწვს, ჟანგს და გაგლესილ ტყვიას. შესაბამისად აღარ გვჭირდება ლატუნის ჯაგრისებით ხეხვა.

აქ არ შემხვედრია კარგა ხანია, ადრე ჩამოვიტანე აქედან

www.cabelas.com

მაქვს ასევე ბალისტოლის ეს ნაკრები, რომელიც ასევე საკმაოდ კარგია.

dce7fa7d9dce.jpg

მასში შედის ტყვიის/ნამწვის/სპილენძის ამოსაყვანი სოლვენტი. ნახევრად ნეიტრალური ზეთი გარკვეული მინარევებით, რომელიც ასევე აშორებს ნამწვს, მაგრამ არა ტყვიას. ლულის გასაშავებელი სითხე და ცხიმის გასაშორებელი სითხე.

რაც შეეხება ნეიტრალურ ზეთს. მე წარმატებით ვხმარობ ბრაუნინგის ლეგიას, მართლა კარგი ნეიტრალური ზეთია !!! საკმაოდ ბლანტი და 100 %-ით ნეიტრალური.

a7dd0c8f3ba3.jpg

იყიდება ბევრ მაღაზიაში აქ ჩვენთან.

მესმის რომ ყველას არ აქვს შეიძლება შესაძლებლობა რომ სხვადასხვა ნაკრებები ვიყიდოთ. მაგრამ თუ გვინდა რომ თოფის ლულა მთელი ცხოვრება სარკესავით ბზინავდეს აუცილებელია, ვიმეორებ აუცილებელია რომელიმე სოლვენტის ან სპეც მინარევების მქონე ზეთის შეძენა, რომელიც მოაშორებს ლულას ყველაზე დიდ მტერს, მურს და ნამწვს ! ყველაზე მარტივი გამოსავალია ბალისტოლის უნივერსალი. იგი შეიცავს გარკვეულ მინარევებს და ამ საქმეს თავს ართმევს. მისი შეძენა საქართველოშიც შეიძლება ბევრ სამონადირეო მაღაზიაში. აი ესაა

2b5b29e302fc.jpg

ნეიტრალურ ზეთად მე გირჩევთ ბრაუნინგის ლეგიას, თუმცა ყველასათვის ცნობილი ტრანსფორმატორის ზეთიც წავა.

არც ერთი ნეიტრალური ზეთი და მათ შორის ტრანსფორმატორის არ აშორებს ბოლომდე მურს და ნამწვს, პირიქით აკონსერვებს მათ ზეთის ფენის ქვეშ რაც წლების შემდეგ კოროზიის გარანტიას იძლევა !

ძალიან მოკლედ შევეხები თავად წმენდის პროცედურას. იარაღი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურამდე გამთბარი და გამშრალი. გაყინული და ნესტიანი იარაღის წმენდა ზეთებით არაფექტურია!

თუ გვაქვს სოლვენტი ხომ კარგი თუ არადა ბალისტოლს ვასხურებთ კონდახიდან განცალკევებულ ლულაში, იმდენს რომ წვეთებად არ წამოშხვიფინდეს ლულის ბოლოდან, ვატრიალებთ რამოდენიმეჯერ რომ ლულის გარსს კარგად მოედოს და 15-20 წუთით ვდებთ რომ თავის საქმე გააკეთოს. ამ ხნის განმავლობაში ვწმინდავთ ტიბჟირს (ცევიოს) იგივე ბალისტოლით რომელსაც მაინდამაინც დიდი დრო არ მიაქვს, ვამშრალებთ და რკინის რკინასთან შეხების დეტალებს პატარა ფუნჯით ვადებთ ნეიტრალური ზეთის თხელ ფენას. შემდეგ გადავდივართ კალაპოტზე, იგივე ბალისტოლით და ჯაგრისით (კბილის ჯაგრისს ვიყენებ) კარგად ვწმენდთ სანემსეების ადგილებს რადგან მური მანდაცაა და მთლიანად კალაპოტს და ვამშრალებთ. ნეიტრალური ზეთის თხელ ფენას ფუნჯითვადებთ რკინის რკინაზე შეხების (ხახუნის) ადგილებში. იარაღი საკერავი მანქანა არაა დაუშვებელია სანემსეებში ზეთის ჩასხმა !, რადგან მტვერთან ერთად ზეთი ხმება და ხელს უწყობს მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლას. შიდა მექანიზმი ქარხნულად საიმედოთაა დაფარული სპეციალური ზეთით. ამის შემდეგ გადავდივართ ხის ნაწილებზე. ზეთები რომელიც გამოიყენება რკინის დეტალებისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიხმაროთ ხის ნაწილებზე ამით ხე ხდება მყიფე. არსებობს სპეციალური ბალზამები რმელიც ხისთვის გამოიყენება. ბალისტოლს აქვს მაგალითისათვის. თუმცა მე დიდი წარმატებით ვიყენებ სელის ზეთს. რომლის შეძენა სამხატვრო მაღაზიებში შეგიძლიათ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი. მაგრამ არა სინთეტიკური ზეთები, ისეთები რომელთაც რკინის დეტალებისათვის ვიყენებთ. მოკლედ მოვრჩით კონდახ კალაპოტ ტიბჟირის წმენდას, გადავდეთ ცალკე და ეხლა ვუბრუნდებით ლულას. ვიღებთ ხის ზუმბას (რკინის არ შეიძლება) და ნაჭერს და ვატარებთ ლულაში რომელშიც სოლვენტი ან ბალისტოლი შევაშხურეთ. ნაჭრი უნდა გადიოდეს დაახლოებით 1-2 კილოგრამი დაწოლის სიმჭიდროვით. გაჭედვა და მერე ზემოდან რტყმევით გამოდევნა დაუშვებელია. წმენდა წარმოებს ერთი მიმართულებით, პრინციპით გავატარეთ, ჭუჭყიანი ნაჭერი გადავაგდეთ. სოლვენტის შემთხვევაში თქვენ ვერ წარმოიდგენთ (თუმცა ალბათ ბევრს ნანახიც აქვს) რა დონის ჭუჭყი გამოდის. მურთან ერთად მას გამოაქვს ტყვიის ნაგლესიც რადგან ტყვიას შლის. ნეიტრალური ზეთის შემთხვევაში მსგავსი შედეგი წარმოუდგენელია, ვგულისხმობ მურს, ტყვიას ნეიტრალური რომ ვერ დაშლის ეს ბუნებრივია. წმენდას ვაწარმოებთ მანამ სანამ არ გამოვა აბსოლუტურად სუფთა ნაჭერი (ნაჭერი თეთრი უნდა იყოს, მარა არა ატლასის :() თუ ვწმენდთ სოლვენტით შეგიძლიათ ჩავთვალოთ რომ ლულიდან ყველაფერი ზედმეტი გამოდევნილია. კარგად ვამშრალებთ, ნეიტრალურ ზეთში დაშველებულ ნაჭერს ვატარებთ მჟავა რეაქციების გასანაიტრალებლად და ისევ ვამშრალებთ. თულულა ჩოკებიანია, ვხსნით ჩოკს, ვწმენდთ ბუდეს და თავად ჩოკს და ისევ ჩავახრახნით. ჩოკს მოხსნა აუცილებლად ჭირდება რადგან ნამწვი იქაც აღწევს და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად კოროზიას გამოიწვევს. ხო ლულაში ზეთს არ ვტოვებთ. და გადავდივართ უკვე ლულის გარე წმენდაზე, რომელიც ძალზე მარტივია. სოლვენტის გარედან ხმარება არ შეიძლება ეგრევე დაფარვას გააცლის ! ამისთვის ნეიტრალური ზეთია გამოიყენება. ეჯექტორებს კარგად ამოვწმინდავთ ძალიან მსუბუქად დავზეთავთ და ამით შეგვიძლია ვთქვათ რომ იარაღის წმენდა დავამათავრეთ.

იმ შემთხვევაში თუ ლულის საწმენდათ ვხმარობთ ბალისტოლს დაგვჭირდება ლატუნის ჯაგრისები, რადგან ბალისტოლი მურს აშორებს მაგრამ ტყვიის ნაგლესს ვერა. მშრალ ლულაში ვატარებთ ერთი მიმართულებით ჯაგრისს მანამ სანამ ტყვიის ნაგლესის ლაქები არ გაქრება. შემდეგ ვატარებთ ნეიტრალურ ზეთიან მჩვარს და ვამშრალებთ. იდეაში ბალისტოლი აგრესიული სოლვენტი არაა და ნეიტრალური ზეთით დამუშავებას არც საჭიროებს.

რაც შეეხება შენახვას. უმჯობესი თუ იარაღს არ შევინახავთ კაბურაში. რადგან იქ სინესტეა დაბუდებული. მე მივანახავ პლასტმასის კეისში ნაწილს და ნაწილს კარადაში რომელიც იკეტება :(

მოკლედ ეს იყო სულ თუ რამე გამიმრჩა დავამატებ ან დაამატეთ.

მემგონი არაფერი გამომრჩენია :rolleyes:

გამორჩა :)

მესამე დღეს ლულაში სუფთა ნაჭერი რომ გავატაროთ ისევ ჭუჭყიანი გამოვა, ასე რომ მსუბუქი წმენდა ლულას შიგნიდან მესამე, მეოთხე დღესაც უნდა ჩავუტაროთ. ეს ის ჭუჭყია რომელიც მოლეკულების დონეზე ჩაჯდა შემდეგ ლითონმა გამოდევნა.

თუ ზეთიან ლულას დავტოვებთ წმენდის შემდგომ და დამატებით წმენდას არ ჩავატარებთ, ჩათვალეთ ამ მურს ვაკონსერვებთ იმისთვის რომ დროთა განმავლობაში ლულაში ღრმულები გააჩინოს.

Link to post
Share on other sites
  • Replies 153
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

საცხები მასალებით თოფის დამუშავება ხდება სამი სხვადასხვა მიზნით. პირველ რიგში ჟანგისაგან დასაცავად, შემდგომ მოძრავი ნაწილების ხახუნის(ცვეთის) შესამცირებლად და ბოლოს, სროლის შედეგად დარჩენილი მავნე ნივთიერებებისაგან გაწმენდის გასაადვილებლად. შესაბამისად საცხები მასალებისადმი წაყენებული მოთხოვნები რამდენადმე განსხვავებულია.

ლითონის ჟანგისაგან დამცავი ზეთი ადვილად არ უნდა შრებოდეს ანუ ქმნიდეს დამცავ ფენას დიდი ხნის განმავლობაში(ზაფხულშიც კი). ასეთი ზეთი ზომიერად ბლანტია(თხელი ზეთი სწრაფად ჩამოიღვენთება). გარდა ამისა ასეთი ზეთი არ უნდა შეიცავდეს მჟავებსა და ტუტეს ანუ როგორც ქიმიკოსები ამბობენ უნდა იყოს ნეიტრალური რეაქციის. ზეთში მჟავებისა და ტუტეების არსებობას ადვილად დავადგენთ თუ ამ ზეთით დავფარავთ ლატუნის ვაზნას(ლატუნი ფოლადზე მგრძნობიარეა). თუ ზეთი შეიცავს არასასურველ მინარევებს, ასე ,,დამუშავებული" ლატუნის ვაზნა რამდენიმე დღეში გამწნავდება და მიიღებს მუქ ფერს.

ხახუნის(ცვეთის) შესამცირებელი ზეთი, აგრეთვე არ უნდა შეიცავდეს მჟავა-ტუტეს, ამავე დროს ჰაერისა და ყინვის ზემოქმედების შედეგად არ უნდა სქელდებოდეს(სქელდება მცენარეული წარმოშობის ზეთები). საზოგადოდ ამ ტიპის ზეთები უფრო თხელია ვიდრე დამცავი ზეთები.

მავნე ნივთიერებებისაგან საწმენდი ზეთით იარაღი იფარება რამდენიმე დღით, რამეთუ გაანეიტალოს დენთისა და ფისტონის წვის ნარჩენები. ასეთი ზეთები ტუტე რეაქციისაა(ამიტომაც არ შეიძლება მისი დიდი ხნით თოფზე დატოვება)

ზეთები არ უნდა ხდებოდეს იარაღის ხის ნაწილებზე, რადგან ისინი ზრდიან მის სიმყიფეს და იწვევენ ბზარებს.

 

 

 

პ.ს. ზეთების თანამედროვე არჩევანი(დამცავი, საწმენდი და ტუტე რეაქციის) საკმაოდ მარავალფეროვანია, ესენია: WD-40, ”დონაქს შელლი”, ბალისტოლი და ა.შ.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

რა ვქნა ბრაუნინგ 3-ჯერ ძვირი ღირს აქ იარაღი კანადასთან შედარებით, გინდა არ გინდა უნდა მოუარო :e025:

 

p.s მანდ ვდ-40-ის შემდეგ ბოთლი რომაა ყვითელი ეგაა სელის ზეთი, ნუ ძალიან მაგარია ხის დეტალების მოსავლელად. ინახავს იდეალურად და აძლევს ძალიან მდიდრულ ფერს.

Link to post
Share on other sites

კი, დავაფიქსირე. სელის თესლი მართლა კაი რამეა.

 

მე ორი ტიპის ზეთს ვხმარობ. ლულის(ნიტრო) და გარეგანს. კონდახები კარგადაა დაცული ლაკით.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მე ერთი საშუალება ვიცი ავიაციონი ნავთით ვრეცხავ ლულას შემდეგ ტრანსფორმატორის ზეთით ვწმინდავ მოზრავ ადგილებზე ხახუნის ძალის შესამცირებლად ატფ მანქანის კარობკის ზეთი კარგი ხარისხის მე მაგეებს ვხმარობ

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

რატო სოსო,რაჭირს მაგნაირი თოფს?

არაფერი არ ჭირს ჯაბა ახალი თოფია,უბრალოდ ბალისტოლიანი(უნივერსალი) ნაჭერი თუ შეიძლება გარედან გადაესვას ლულებს,ანუ ტუტე მჟავიანი ხომ არაა იმ დონეზე რომ დაფარვა მოაშოროს ლულებს?

Link to post
Share on other sites

არაფერი არ ჭირს ჯაბა ახალი თოფია,უბრალოდ ბალისტოლიანი(უნივერსალი) ნაჭერი თუ შეიძლება გარედან გადაესვას ლულებს,ანუ ტუტე მჟავიანი ხომ არაა იმ დონეზე რომ დაფარვა მოაშოროს ლულებს?

არ გინდა სოსო,ჩვეულებრივი ზეთი იხმარე გარედან.მე პირადად ჩემს თოფზე არ ვხმარობ

Link to post
Share on other sites

ბალისტოლის უნივერსალით თუ შეიძლება ლულის გარედან გაწმენდა?

 

უპრობლემოთ

მაგისთვისაა შექმნილი და...

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

აქ არის

http://www.magnum.ge/production-ka-Means%20for%20cleaning%20weapons-1

 

ჩამონათვალში ამ ნომრითაა HPBR904B, ღირს 25 ლარი

 

ესეც მისამართები

http://www.magnum.ge/contact-ka

Link to post
Share on other sites

მადლობა იეტს კარგი ლექციისთვის

ისე ეგ ყველაფერი რომ წავიკითხე ცოტა შემეცოდა კიდეც ჩემი თოფი საწყალს საწმენდ ჩოთქზე დახვეული ქვაბის სახეხი ლითონის ბურბუშელით და ბოლოს ზეთიანი შალის ნაჭრით ვწმენდ :( ზეთები კი მაქვს მაგრამ მეც არ ვიცი რა დანიშნულებისაა

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 3 weeks later...

ხელია არ ახლო,გარედან გაწმინდე ოდნავ ზეთიანი ნაჭრით,ეს გურულოს რეკომენდაციაა,გურულო კიდე ექსპერტია მაგ საქმეში

Link to post
Share on other sites

kakulia

დიდი მადლობა.

 

გურულოს ექსპერტობაში უკვე ბევრი წელია რო ეჭვი არ მეპარება :old: . მე ჩაინიკს იმდენი რამე მასწავლა რო რა მოსთვლის :hi: .

Link to post
Share on other sites

ფორუმელებო მექანიზმის კოლოფს რა სახის მოვლა ჭირდება?

 

თუ ჯობია რო ხელი არ ვახლო?

 

ირაკლის გაუმარჯოს! :hi:

 

 

თანამედროვე ორლულიანი და ცალლულიანი თოფის მექანიზმის კოლოფს, თუ საჭიროება არ მოითხოვს, ანუ თუ ნორმალურად მუშაობს, ნუ გახსნი.

საზოგადოდ, თოფის მაგ ნაწილში მტვერი, ტალახი და სხვა უცხო სხეულები არ ხვდება იმ შემთხვევაში როცა მასზე კონდახი კარად ზის და გარდა ამისა ექსპლოატაციის ელემენტარულ წესებს იცავ.

კოლოფში ზეთის ჭარბი რაოდენობით ჩასხმაც არაა რეკომენდირებული(ზოგიერთი მონადირე ასხამს მასში ზეთებს გარკვეულ ჭრილებსა და ნახვრეტებიდან). სრულიად საკმარისია თითო წვეთი ნეიტრალური ზეთის დასხმა სანემსეებზე და მისი სანემსის გარშემო მოსმა. კოლოფზე კოროზიის ნიშნების შემჩნევისას უნდა გავწმინდოთ ჩვრით და დავფაროთ ნეიტრალური ზეთით. საერთოდ უნდა ვერიდოთ ზეთის მოხვედრას ხის ნაწილებზე...

 

სხვა საქმეა პომპა და ნახევარავტომატები. ექსპლოატაციის სიხშირის შესაბამისად ამ თოფებზე პერიოდულად საჭიროა მექანიზმის დაშლა და წმენდა, რაც განპირობებულია მექანიზმის მოქმედების პრინციპით... ;)

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

გაიხარე, როგორც ყოველთვის ამომწურავი კონკრეტული და კომპეტენტური პასუხი გაქვს ყველას შეკითხვაზე. გაგიმარჯოს ღმერთმა :drinks:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...