გიორგი 46 Posted January 25, 2014 Report Share Posted January 25, 2014 (edited) მამუკა ბათუმი თუ მისასხმელი ბალონებით დააპირებ გალაკვას, ჩამოკიდე და ისე დაუშვი ლაკი, ბევრ დროს მოიგებ და ხარისხიც მაღალი გექნება. მანამდე სხვა საგანზე სცადე, თუ რა დისტანციიდან მიიღებ საუკეთესო დაფარვას, მერე მიადექი კონდახს, პირველად კონდახზე არ სცადო. მზეზე არ გააშრო, ან რაიმე თმის საშრობი ფენით, ამ შემთხვევაში ზედა შრე გაშრება და სანამ ქვედა მოასწრებს გაშრობას, ზედა დაიფშხალება. ამიტომ მიგანიშნე ოთახის ტემპერატურა. არის კიდევ ერთი საშუალება, ვერ მოგცემ იმაზე რეკომენდაციას, რადგან არ ვიცი რა და როგორ იყიდება დღეს საქართველოში. არის ასეთი პასტა, რომელსაც გადაუსმევ უკვე გამზადებულ მასალას, დააცდი გაშრობას და შემდეგ შალის, ან მაუდის ნაჭერით იწყებ დამუშავებას, დაახლოებით ისეთი პროცესია, როგორც მანქანის პოლირება. თუ გაქვს ამაზონთან კავშირი, მოგიძებნი ლინკს და მოგაწვდი მაგ პროდუქტის ლინკს. სურათებს რაც შეეხება, მთავარია აქ ხარ, დანარჩენს მივხედავთ მეგობარო, არაა პრობლემა. Edited January 25, 2014 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
m_devadze 0 Posted January 25, 2014 Report Share Posted January 25, 2014 კი ამაზონიდან გამომიწერია ბევრი რამე,მაგრამ იყოს ლაკით ვსინჯავ და ვნახოთ რა გამომივა,იმედია ისე გამომივა როგორც თქვენ მირჩიეთ და მასწავლეთ,ცოტა მასეთი რაგაცეები მიყვარს და მეხერხება მაგრამ ხარისხიანი ლაკის შერჩევაა პრობლემა... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2014 Report Share Posted January 25, 2014 მოგიძებნი კაი რამეს. თუ ინგლისური იცი, კარგად წაიკითხე მენუალი, თუ არა, არ დაგზარდები, გითარგმნი. დავძებნი აბა რაიმე სამაგისოს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 25, 2014 Report Share Posted January 25, 2014 აგერ არის ლინკი: http://www.amazon.com/Rust-Oleum-249117-Painters-Multi-Purpose-12-Ounce/dp/B002BWOS5I/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1390670819&sr=8-1&keywords=rust-oleum+clear+gloss+lacquer+for+wood მულტი გამოყენებისთვისაა, აუცილებლად ოთახის ტემპერატურაზე გქონდეთ ეგეც და გამოყენებამდე დაახლოებით 10 წუთი "მიჯირყვნა-მიჭირხვნა" დასჭირდება , ანუ უნდა აჯანჯღაროთ ეგ ათი წუთი. მანამდე სცადეთ სხვა ხის საგანზე, დარწმუნდით იმაში, თუ რა ინტენსივობით გამოდის ლაკი და შემდეგ კონდახზე სცადეთ. პირადად გამოცდილი მაქვს და იმიტომ გირჩიეთ GLOSS, რადგან თქვენი კაკლის კონდახის ყველა ელემენტი გაბდრღვიალებული გამოჩნდება მაგის მოლო მისხმის შემდეგ. თუ რაცინალურად მოიხმართ, წესით ერთი ბალონი უნდა გეყოთ. ციტირება Link to post Share on other sites
m_devadze 0 Posted January 25, 2014 Report Share Posted January 25, 2014 კი ვნახე გამოვიწერ მაგრამ 20დღეს არ ჩამოვა ეგ Gloss Clear,კაი დაველოდები მაშინ რა გზა მაქ სხვა თუ ჩვენთან არ იშოვება მსგავსი რაიმე,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ ასეთი ყურადღებიანი ხართ ციტირება Link to post Share on other sites
hunter1993 0 Posted May 22, 2014 Report Share Posted May 22, 2014 ბიჭებო ასეთი ტიპის საწმენდი ლულას ხომ არ აზიანებს... რომ გავატარებ ხოლმე ლულაში ძალიან ხრიალებს და რამეს ხომ არ ვაფუჭებ? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 22, 2014 Report Share Posted May 22, 2014 მეც ვხმარობდი ამას, არაფერს არ გააფუჭებს სპილენძის ხვია აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
hunter1993 0 Posted May 22, 2014 Report Share Posted May 22, 2014 თორნიკე რეხვიაშვილი მადლობა ძმა... ხმა ისეთი აქვს ასე მგონია ლულას ვშკურკავ ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted November 23, 2014 Report Share Posted November 23, 2014 გამარჯობათ მაქვს 1951 გამოშვებული ზიმსონი თოფი არის იდეალურ მდგომარეობაში როგორც მექანიზმი ასევე ლულებიც მიუხედავათ იმისა რომ თოფი არასდროს არ ყოფილა თაროზე შემოდებული ყოველთვის იყო ჯანსაღი მონადირების ხელში და შესაბამისადაც უვლიდნენ. თოფი ჩემს ხელში მოხვდა 4 თვის წინ და შესაბამისად მინდა შევინარჩუნო რაცშეილება დიდხანს თოფის დღევანდელი მდგომარეობა მაინტერესებს რა საწმენდ ზეთს მირჩევთ ლულებისთვის შიგნიდან საწმენდათ და კიდევ მაინტერესებს რამდენად რეკომენდირებულია სპილენძის ჯაგრისები რაც ჩვენთან ბაზარზე იყიდება იმით თოფის წმენდა? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted November 23, 2014 Report Share Posted November 23, 2014 ika777 მე მეორე პრობლემა მაქვს რომელი ზეთი აღარ ვიყიდე და არ ვარგა არც ერთი,შრება ზეთი.კონსერვაციაზე რომ ვდებ თობს ზეთი მხვდება გამშრალი ციტირება Link to post Share on other sites
Guga 0 Posted November 23, 2014 Report Share Posted November 23, 2014 სპილენძის ჯაგრისი წესით ვერაფერს დააზიანებს, მე ქვავბების სახეხი როა მაგითაც გამიხეხავს და არანაირი პრობლემა, ზეთი კიდე მეც ვეღარ გავიგე ხან რომლით ვარ კმაყოფილი ხან რომელს ვხმარობ ვერ გამიგია, ჯაბა ერთმა ახლობელმა მაჩუქა ზეთი კონსერვაციაზე (გაურკვეველი წარმომავლობის) ძაან კმაყოფილი ვიყავი, იმდღეს ვთხოვე კიდე თუ მომაწოდა შეგახვედრებ ცოტას და ცადე )) ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted November 23, 2014 Report Share Posted November 23, 2014 Guga გაიხარე მეგობარო,მადლობა ყურადღებისთვის. ერთმა ბებერმა მონადირემ მირჩია მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორში რო ზეთია კარგიაო,ე.წ ვერეტიონკააო და წესით და რიგირთ ეგ უნდა წირდებოდეს საკერავი მანქანის ზეთიც ვერეტიონკა მაგრამ რათ გინდა ჩინური ნაგავია ყველა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 23, 2014 Report Share Posted November 23, 2014 ამას გირჩევთ. სითხე შტატებშია გამოშვებული, ერთი ლულებისთვის არის, მეორე მექანიზმისთვის. ამათ ვხმარობ 8 წელზე მეტია და პრობლემა არ მქონია. http://www.amazon.com/Hoppes-Cleaning-Kit-Gauge-Aluminum/dp/B0000C526W/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1381419213&sr=8-1&keywords=hoppe%27s+shotgun+cleaning+kit ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 23, 2014 Report Share Posted November 23, 2014 მგონი ქართული საპოხი უნდა გამოვუშვათ - ღორი ქონი ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted November 23, 2014 Report Share Posted November 23, 2014 ელჩი რამაინტერესებს ამ ნაბორს რასაც ვხედავთ რომელი გამოიყენება ლულებისთვის შიგნიდან საწმენდათ შავი ბოთლი რაცარიის? და კიდევ თუარვცდები ამის ყიდვა ცალცალკე აქაც შესაძლებელია მაგნუმში 25 ლარიგირს რაგანსხვავებაა და რამდენად მირჩევ აქ კიდვას ხარისხი ნორმალულიაქ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 24, 2014 Report Share Posted November 24, 2014 (edited) სალამი ყველას! საწმენდი ზეთი სხვაა, საკონსერვაციო კიდევ სხვა. საერთოდ პატიოსანი მწარმოებლის მიერ გამოშვებულ ზეთს აწერია რისთვისაა განკუთვნილი. ამიტომ პატიოსანი მწარმოებლის მიერ გამოშვებული ზეთი გამოიყენეთ. იმ ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქებში და სოფლებში, სადაც ,,გადაჩინურებულია" ყორიფელი და არც არჩევანით ვართ განებივრებული(მაგალითად ჩემი გურიიაა ამფერი), ვურჩევ ზეთს... სახელი არ ვიცი რა ქვია, თუმცა არის ელექტროსადგურებში, გამოიყენება ტურბინებში; უფრო სწორად ტურბინის საკისრის ზეთია(საკისარი ,,პაჩევნიკია" ჩვენებურად). ამ ზეთში წყლის რაოდენობა უტოლდება 0-ს; უძლებს ძალიან მაღალ ტემპერატურებს; არის საკმაოდ ბლანტი, მოყვითალო ფერის და ახასიათებს სპეციფიკური, საკმაოდ სასიამოვნო სუნი. ერთი ლიტრი ღირს 16 ევრო(ეს ფასი ელექტროსადგურის თანამშრომელმა გამიმხილა, თურმე ამ ფასად ყიდულობენ ელსადგურები). ეს ზეთი ამ ზაფხულში მაჩუქეს ცოტა რაოდენობით და დავიწყე გამოყენება. საკონსერვაციოდ არის სუპერი: ა) არ შრება; ბ) აქვს თანაბარი დაფარვა ლითონის ზედაპირზე; გ) არანაირი ჟანგი და ნადები 3 თვის შენახვის შემდეგაც!!! და ა.შ. Edited November 24, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 24, 2014 Report Share Posted November 24, 2014 საბჭოთა ლიფტის ძრავებს ჰქონდა მაგარი ზეთი. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted November 24, 2014 Report Share Posted November 24, 2014 JABA პავლოვზე, ინფექციურის წინ არის მონადირეთა მაღაზია: "დენთი". მანდ აქვთ კარგი ზეთი დიდ ბალონბში აქვთ და რამდენსაც გინდა იყიდი. მაგ ზეთს ვხმარობ კაი ხანია მე და კმაყოპილი ვარ. არც შრება და რავი კაი ზეთია რაა. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted November 24, 2014 Report Share Posted November 24, 2014 Gurulo გელა ეგება მოგვყოდონ სად ვეძებო აქ ეხლა? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 24, 2014 Report Share Posted November 24, 2014 (edited) ელჩი რამაინტერესებს ამ ნაბორს რასაც ვხედავთ რომელი გამოიყენება ლულებისთვის შიგნიდან საწმენდათ შავი ბოთლი რაცარიის? და კიდევ თუარვცდები ამის ყიდვა ცალცალკე აქაც შესაძლებელია მაგნუმში 25 ლარიგირს რაგანსხვავებაა და რამდენად მირჩევ აქ კიდვას ხარისხი ნორმალულიაქ? კი, შავი ბოთლი ლულებისთვის არის, ღია კიდევ მექანიზმისთვის. ნამდვილად არ ვიცი რა ხდება ქართულ მარკეტზე. აუცილებლად აშშ-ში გამოშვებული ხსნარები იყიდე. თავიდან მთლიანი კომპლექტი შევიძინე და მერე სითხეებს და ჯაგრისებს ცალცალკე ვამატებ. ჯაგრისები კალიბრების მიხედვით იყიდება. მაგათ ვხმარობ როგორც გლუვებზე, ასევე ხრახნულებზეც. ხის დეტალებით რომელი თოფიც მაქვს, ხეზე დანიურ ზეთს ვხმარობ. გაბზრიალებული მაქვს ყველა თოფი. ერთია რომ ძალიან მიყვარს იარაღის მოვლა და მეორე ის რომ ეგ პროდუქტი კარგად მუშაობს. Edited November 24, 2014 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 24, 2014 Report Share Posted November 24, 2014 Gurulo გელა ეგება მოგვყოდონ სად ვეძებო აქ ეხლა? ჰესებში მომუშავე და შენთან დაახლოებულ პირებთან ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted November 24, 2014 Report Share Posted November 24, 2014 ყველაზე კაი სოფლის პირობებში მანქანის ბაბინის ზეთია,ჟიგულებს რომ მრგვალი ბაბინა აქვს მაგი დაშალეთ და იმაში არის ძალიან მაგარი ზეთი ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted November 24, 2014 Report Share Posted November 24, 2014 ელჩი გაიხარე მეგობარო დიდი მადლობა დახმარებისათვის! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted November 26, 2014 Report Share Posted November 26, 2014 ჰესებში მომუშავე და შენთან დაახლოებულ პირებთან ციტირება Link to post Share on other sites
ikaika123456 1 Posted November 29, 2014 Report Share Posted November 29, 2014 (edited) JABA ჯაბა ეხლა შემპირდნენ მაგ ტურბინის პაჩებნიკის ზეთს საკონსერვაციოთ რომ გამოიყენება თუ მომიტანეს შეგახვედრებ. მაგრამ მანამდე უნდა მომიტანონ ამდგებში მაგალი ძაბვის ტრანსპორმატორის ზეთი 110 კილოვატია ქვესადგური დზლიერი ზეთია თუ გინდა მაგასაც შეგახვედრებ ? Edited November 29, 2014 by ika777 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.