salamandra 65 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 ბუჯა — მდინარე ზემო იმერეთში, მდინარე ჩოლაბურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ერთ-ერთი სათავე. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 184 კმ2 სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1194 მ. საშუალო წლიური ხარჯი 9,76 მ3/წმ. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის. წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. ბუჯა რცხილათში ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 (edited) ჩემი სოფლი, როგორ გამიხარდა ამის ნახვა, აქ ვარ გაზრდილი, ჩემი სახლიდან 2 კილომეტრშია მარა დღეში 2-3 ჯერ ჩავდიოდი ხოლმე. ძაან გემრიელი თევზი აქ მარა რათ გინდა მეაპარატეები დედას ტირობენ. ადრე შეილებდა კიდე დაჭერა ახლა არაფერი არაა წვრილი ლიფსიტების გარდა. ბუჯის სათავეზე ამბობენ მაგარი სანახავიაო, ერთი უნდა მოვახერხო და წავიდე. Edited November 22, 2013 by master ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted November 22, 2013 Author Report Share Posted November 22, 2013 master ვიცოდი რომ გაგეხარდებოდა თედო! რა უნდა გკითხო ,თუ იცი სათევეში ყავს კალმახი ბუჯას ? ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 (edited) არ ვიცი ნამდვილად არავისგან მსმენია, ეგ ხრეველბს ეცოდნიბათ უფრო, შემილია გავიკითხო. აი შემორევაზე კი დადიან ჩემები და იჭერენ კიდეც ცოტ-ცოტას. Edited November 22, 2013 by master ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted November 22, 2013 Author Report Share Posted November 22, 2013 (edited) ვააა ! შემორევა მაგარია !!! ერთი პერიოდი ხშირად დავდიოდით ხოლმე მე და ჩემი ძმა შემორევეზე სათევზაოდ,კაცხიდან ფეხით დილა ადრიანად მივდიოდით და გვინ საღამოს ვბრუნდებოდით.მერე ორი დღე ფეხის განძრევის თავი აღარ გვქონდა ხოლმე.... ადრეე,60-70წლის წინ შემორევაში წვერაც ყოფილა.ეს მიამბო აწ განსვენებულმა მეზობელმა შოთამ,ალბათ უკვე 10 წელზე მეტია რაც გარდაიცვალა ისე კი 80-ს იყო მიტანებული.ხო და მან მომიყვა ერთხელ რომ ხრეითში თუ მელუშეეთში აღარ მახსოვს ზუსტად ნათესავები ყავდა,ერთერთი მათგანი კი შემორევაში გოდორს აგებდა ხოლმეო.ერთხელ ერთად მივედით ტბაზეო და გოდრიდან თითქმის მეტრიანი წვერა ამოიყვანა ამ ჩემმა ნათესავმაო და მე მომცაო.წამოვიღე სახლში კაცხშიო,მაგარი სიცხე იყოო და თევზი გამიფუჭდაო...ახლა შემორევიდან გამომავალ და ბუჯაში ჩამავალ ღელეს ძალიან ჩაჭრილი კალაპოტი აქვს როგორც მახსოვს და ბუჯიდან თევზის შემოსვლა გამორიცხულია.იმ პერიოდში კი ალბათ ეს შესაძლო იყო წვერასათვის Edited November 8, 2014 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 (edited) კიი შეილება არ არის გამორიცხული, ისე კი მაგ ტბას ადგილობრივებში, არც ისე კაი სახელი აქვს. უძიროს ეძახიან და ბევრი შეუწირია მიუხედავად იმისა რომ ძალიან პატარაა. ზოგი ამბობს 48 მეტრი აქ სიღრმეო. ხრეითიდან რო ჩახედავ კი აქვს რაღაცნაირი პირქუში შესახედაობა, შავად მოსჩანს. Edited November 22, 2013 by master ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted November 8, 2014 Author Report Share Posted November 8, 2014 თედო ეს ისტორია გაქვს გაგონილი ? ძველ დროს თურმე შემორევის თავზე ციხე ყოფილა.მტრის შემოსევისას ამ ციხის დამცველთ ოქრო ვერცხლით სავსე სკივრი ტბაში გადაუგდიათ მტერს რომ არ შეხვედროდა.გასული საუკუნის დასაწყისში ვიღაც ებრაელს დომია ამ განძის პოვნა და სატუმბი ხელსაწყოები აუტანია მაგრამ ვერაფერი გამოუვიდა და ეს ყველაფერი ტბაში გადაუყრია ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 30, 2016 Author Report Share Posted April 30, 2016 (edited) ზეციხე.შემორევაზე არსებული ციხის ნანგრევები. Edited April 30, 2016 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.