Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბუჯა — მდინარე ზემო იმერეთში, მდინარე ჩოლაბურის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ერთ-ერთი სათავე. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 184 კმ2 სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1194 მ. საშუალო წლიური ხარჯი 9,76 მ3/წმ. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის. წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში.

 

6efeb94f0193.jpg

 

ბუჯა რცხილათში

Link to post
Share on other sites

ჩემი სოფლი, როგორ გამიხარდა ამის ნახვა, აქ ვარ გაზრდილი, ჩემი სახლიდან 2 კილომეტრშია მარა დღეში 2-3 ჯერ ჩავდიოდი ხოლმე. ძაან გემრიელი თევზი აქ მარა რათ გინდა მეაპარატეები დედას ტირობენ. ადრე შეილებდა კიდე დაჭერა ახლა არაფერი არაა წვრილი ლიფსიტების გარდა.

ბუჯის სათავეზე ამბობენ მაგარი სანახავიაო, ერთი უნდა მოვახერხო და წავიდე.

Edited by master
Link to post
Share on other sites

არ ვიცი ნამდვილად არავისგან მსმენია, ეგ ხრეველბს ეცოდნიბათ უფრო, შემილია გავიკითხო.

 

აი შემორევაზე კი დადიან ჩემები და იჭერენ კიდეც ცოტ-ცოტას.

 

post-95-1215733350.jpg

Edited by master
Link to post
Share on other sites

ვააა ! შემორევა მაგარია !!! ერთი პერიოდი ხშირად დავდიოდით ხოლმე მე და ჩემი ძმა შემორევეზე სათევზაოდ,კაცხიდან ფეხით დილა ადრიანად მივდიოდით და გვინ საღამოს ვბრუნდებოდით.მერე ორი დღე ფეხის განძრევის თავი აღარ გვქონდა ხოლმე....

ადრეე,60-70წლის წინ შემორევაში წვერაც ყოფილა.ეს მიამბო აწ განსვენებულმა მეზობელმა შოთამ,ალბათ უკვე 10 წელზე მეტია რაც გარდაიცვალა ისე კი 80-ს იყო მიტანებული.ხო და მან მომიყვა ერთხელ რომ ხრეითში თუ მელუშეეთში აღარ მახსოვს ზუსტად ნათესავები ყავდა,ერთერთი მათგანი კი შემორევაში გოდორს აგებდა ხოლმეო.ერთხელ ერთად მივედით ტბაზეო და გოდრიდან თითქმის მეტრიანი წვერა ამოიყვანა ამ ჩემმა ნათესავმაო და მე მომცაო.წამოვიღე სახლში კაცხშიო,მაგარი სიცხე იყოო და თევზი გამიფუჭდაო...ახლა შემორევიდან გამომავალ და ბუჯაში ჩამავალ ღელეს ძალიან ჩაჭრილი კალაპოტი აქვს როგორც მახსოვს და ბუჯიდან თევზის შემოსვლა გამორიცხულია.იმ პერიოდში კი ალბათ ეს შესაძლო იყო წვერასათვის

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

კიი შეილება არ არის გამორიცხული, ისე კი მაგ ტბას ადგილობრივებში, არც ისე კაი სახელი აქვს. უძიროს ეძახიან და ბევრი შეუწირია მიუხედავად იმისა რომ ძალიან პატარაა.

ზოგი ამბობს 48 მეტრი აქ სიღრმეო.

 

ხრეითიდან რო ჩახედავ კი აქვს რაღაცნაირი პირქუში შესახედაობა, შავად მოსჩანს.

Edited by master
Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

თედო ეს ისტორია გაქვს გაგონილი ? ძველ დროს თურმე შემორევის თავზე ციხე ყოფილა.მტრის შემოსევისას ამ ციხის დამცველთ ოქრო ვერცხლით სავსე სკივრი ტბაში გადაუგდიათ მტერს რომ არ შეხვედროდა.გასული საუკუნის დასაწყისში ვიღაც ებრაელს დომია ამ განძის პოვნა და სატუმბი ხელსაწყოები აუტანია მაგრამ ვერაფერი გამოუვიდა და ეს ყველაფერი ტბაში გადაუყრია

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...