Jump to content
Club-Monadire.Ge

2013 | ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე


Recommended Posts

პატარა ბავშვივით მიხარია

 

გაიხარე დავით :yes: არავის შეურაწმყოფას არ ვაყენებ და კიდევ უფრო მახარებს ის რომ შენ უდგახარ ამ საქმეს სათავეში :*

წარმოგიდგენიათ 3-4 წელიწადში რამდენი კალმახი იქნება თბილისის ზღვაში?

 

მე ახლო მომავალში გამოვგზავნი...

 

 

პ.ს.რამაზის გამოჩენას გაუმარჯოს!!! :*

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites
  • Replies 546
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

drakoni

 

კი, ჯაბა. :hi:

 

ყველაფერს გეახლება.

 

მგონი ვხვდები რატომაც კითხულობ, ხომ არ შეექმნებათ ახალ გაშვებულებს შარშანდელებისგან პრობლემები?

 

შეექმნებათ, მაგრამ მაგ ლიფსიტების გარდა უფო ადვილი საყლაპავი ჰყავთ ზღვაში.

 

ეგ თავიდანვე გავითვალისწინეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ წელს რაც შეიძლება მეტი რაოდენობა ჩავუშვათ, ორიოდ წელში ყველაფერი დაბალანსდება.

გიოს ვენაცვალე,

იმიტომ ვიკითხე რომ,ცოტა უფრო დიდები ხომ არ გავუშვათ?

მე იდეა მოგაწოდეთ,აწი თქვენ გადაწყვიტეთ ჩემზე ბევრად კომპეტენტურებმა.

Edited by drakoni
Link to post
Share on other sites

გიოს ვენაცვალე,

იმიტომ ვიკითხე რომ,ცოტა უფრო დიდები ხომ არ გავუშვათ?

მე იდეა მოგაწოდეთ,აწი თქვენ გადაწყვიტეთ ჩემზე ბევრად კომპეტენტურებმა.

 

ჯაბას გაუმარჯოს. :hi:

 

ვერა გვაქვს ფინანსურად და მენტალურად/ ხაზს ვუსვავ სიტყვა მენტალურს/საქმე ისე ძმაო, როგორც საჭიროა, თორემ ვინ მამაძალი, მანდ 20 სანტიმეტრის ლიფსიტის ჩაშვება მისწრება იქნებოდა, 3 წელში კალმახისთვის სრული იდილია იქნებოდა მანდ.

 

არ დამზარებია და მრავალი ინფო მოვაგროვე ამ სახეობაზე, მერე ყველას გაგიზიარეთ მოპოვებული.

 

დღეს ვიდეო ვნახე, თავიდან გამიხარდა, ველოდი როდის გაუშვებდნენ უკან, ეხლა გულდაწყვეტილი ვარ. :karochera:

Link to post
Share on other sites

ამ გაშვებაზე უნდა გაკეთდეს განხადება მოწოდების სახით რომ 1 წელი მაინც არავინ ამოიყვანოს კალმახი ზღვიდან და აცადონ გამრავლება, ისეთი გრძნობა მაქვს ჩვენი ხალხის შემყურე რომ შივათ. რა უბედურება გვჭირს ასეთი, ერთი წელიც არ აცადეს გაშვებულ ლიფსიტებს და ამოკრიფეს სულ :meeting:

Link to post
Share on other sites

ეგ შარშანაც გაკეთდა მაგრამ გაიგეს??აქ იმაზე კი არ არის საუბარი,უბრალოდ საერთო საქმე კეთდება და ყველასთვის სასიხარულო უნდა იყოს მაგრამ როგორც ზემოხსენებული კლუბი აღნიშნავს მათთ ჩვენთან ერთად არ სურთ ამ აქციაში მონაწილეობა და თავად აპირებენ.აი ეგ ღუპავს საქართველოს რომ ყველა ცალკცალე იწევს

Link to post
Share on other sites

რომ გაიძახიან ამოკრიფესო, კაი რა მართლა და მართლა, აბა ვინ რამდენი დაიჭირა 1000? 2000?

 

მასე საზანსაც და ლოქოსაც იჭერენ, რომელი გადაშენდა?

 

ჩავამატებთ ყოველ წელს, თვითონაც თუ გამრავლდა ხომ მთლად უკეთესი, ხოდა მანდ კალმახს ვერ გააქრობს ანკესი

Link to post
Share on other sites

ვერაფერიც ვერ ამოკრიფეს,მანდ მესამედიც რომ გადარჩენილიყო შედეგი საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს. წელსაც დაემატება. აგერ ხირიმი აპირებს თურმე იგივეს გაკეთებას,სხვა კლუბებიც მიბაძავენ და სასიკეთოდ წავა საქმე წინ.

2-3 წელიწადში თავადაც დაიწყებს გამრავლებას და აღარ დაჭირდება ლიფსიტის დამატება თბილისის ზღვას. სამომავლოდ დასავლეთშიც არის მსგავსი აქცია ჩასატარებელი სადაც პირობები აქვს. მაგალითად: შაორზე ან ტყიბულის წყალსაცავზე.

Link to post
Share on other sites

სრულ ამოკრეფვით ვერ ამოკრეფენ უბრალოდ მე ის ვთქვი რომ 1 წელი უნდა დააცოდან მაინც ამ კალმახს რო საქმე ქვირითობამდე მივიდეს და ამ პერიოდში 1 მდედრის დაჭერაც კი დანაშაულად მიმაჩნია :meeting:

Link to post
Share on other sites

სრულ ამოკრეფვით ვერ ამოკრეფენ უბრალოდ მე ის ვთქვი რომ 1 წელი უნდა დააცოდან მაინც ამ კალმახს რო საქმე ქვირითობამდე მივიდეს და ამ პერიოდში 1 მდედრის დაჭერაც კი დანაშაულად მიმაჩნია :meeting:

მაგაში გეთანხმები

Link to post
Share on other sites

courage

 

მინიმუმ 3 წელი მაინც არის საჭირო, კალმახმა რეპროდუქცია რომ დაიწყოს.

ცოცხლობს 10-12 წელი და შეუძლია ყოველწლიურად 3 000-დან 4 500-მდე კვერცხის გასროლა.

 

იდეალური სამყოფელია მაგათთვის თბილისის ზღვა, ადამიანის ხელის შეწყობა უნდა, დანარჩენს თვითონ მიხედავენ.

 

 

 

ავთო

 

რა გითხრა აბა ავთია, შაორზეც უმაგრესი იქნებოდა და ტყიბულის წყალსაცავზეც, თუნდაც სიონი და ჟინვალი.

ხალხის პრობლემა გვაქვს ძმაო, თორემ ეს დალოცვილი დედა-ბუნება, მართლაც რომ იდეალური გვაქვს.

Link to post
Share on other sites

ხოდა სამი წელი თუ უნდა მაშინ რთულადაა ჩვენი საქმე, მაშინ მსგავსი აქციები წელიწადში 2ჯერ მაინც რომ ჩატარდეს საბოლოო ჯამში, 5 წელიწადში მგონი შედეგი უნდა დადგეს სასურველთან ახლოს მაინც.

Link to post
Share on other sites

თუ ადმინისტრაცია წინააღმდეგი არ იქნება ამ თემაში რამაზს ჩემთვის მოდერატორის ფუნქციას ჩავართვევინებ.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ჯობს კეთილი საქმე გავაკეთოთ ბიჭებო ყველამ ერთად :old::-) არ ვარ კლუბის წევრი, მარა ამ ღონისძიებას და დმორალს ნამდვილად გვერდში დავუდგები როგორც რიგითი ადამიანი :friends:

Edited by Supernatural
Link to post
Share on other sites

P.S. თუ ადმინისტრაცია წინააღმდეგი არ იქნება ამ თემაში რამაზს ჩემთვის მოდერატორის ფუნქციას ჩავართვევინებ.

ჩართულია... :clapping: :clapping:

Link to post
Share on other sites

უღრმესი მადლობა რამაზ! გაიხარე!

 

ყველა ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით. ასე მიმაჩნია. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ.

 

მე აქ სადავოს და გასაყოფს ვერაფერს ვხედავ. ყველამ ერთად, ვისაც ეს ქვეყანა და მისი ბუნება უყვარს უნდა გავქაჩოთ და გავიტანოთ ეს საქმე.

 

ლელო უნდა მივიტანოთ ჩათვლის მოედანზე!

 

იცით რა მინდა ყველაზე მეტად?! ის რომ ჩვენ, ჩვენმა ხალხმა გავიგოთ, გავიაზროთ, დავრწმუნდეთ რომ ეს ქვეყანა ჩვენია! ჩვენი მისახედია, ჩვენი დასაცავია, მოსავლელია , მოსაფერებელია. ჩვენ ეს ყველაფერი არ ვიცით. მართლა არ ვიცით, მეც არ ვიცი.

უკეთეს შემთხვევაში სუფრაზე ბახუს მორეულებს გვახსენდება ეპიზოდებად. არადა "პახმელიაზეც" კი უნდა გვახსოვდეს.:)

ამ სიტყვებით არავის ვადანაშაულებ. იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის არ უსწავლებიათ! არავის! ნორმალურ ქვეყნებში ამ ყველაფერს სკოლებში ასწავლიან, დეტალურად უხსნიან თუ რა უბედურება შეიძლება მოჰყვეს ბუნებაზე ძალადობას. იმასაც ასწავლიან, რომ ისევე როგორც ადამიანს ბუნების უმცროს შვილებსაც გააჩნიათ უფელებები. ჰოო !!! ისევე როგორც არსებობს ადამიანის უფლებები, ასევე არსებობს: ცხოველის, მცენარის, მთის, მდინარის, ტბის...უფლებები.

თუმცა თუ ოდნავ მოვინდომებთ და ცოტა თავს "მოვიფხანთ" გაგვახსენდება რომ ამ ყველაფრის უბრწყინვალესი მასწავლებელები გვყავდა. თუნდაც დიდი ვაჟა ფშაველა. მაგრამ 21 საუკუნეში, კომპიუტერიზაციის, პროპაგანდის და დეტალური ვიწროპროფილური ინსტრუქციების ეპოქაში აუცილებებია ეს სითბო და სიყვარული ასევე დეტალებად და პრაქტიკულ თვალსაჩინოებად მიეწოდოს ახალგაზრდობას მაინც.. მიეწოდოს როგორც მეცნიერული საგანი და პრაქტიკული გაკვეთილი. მაგალითად სკოლის გარეთ, ტყეში სოკოს ჯიიშების გაცნობის გაკვეთილი ან ტივტივით თევზაობის გაკვეთილი.

 

სამწუხაროდ ამას ჩვენ სკოლაში არ გვასწავლიდნენ. ყველაფერს მაგის გარდა. მაგალითად ბრეჟნევის მცირე მიწა, ყამირი, მოგონებანი :)

 

აღარ გავაგრძელებ დაგღალეთ მგონი.

 

 

რაც სეეხება ლიფსიტის გაშვებას - ეს ყველაფერი ყველას სახელით კეთდება და აქ ცალკეული კლუბის, ფორუმის თუ პიროვნების სახელით მოქმედება არაფერშუაშია.

 

 

:hi:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე უნდა ვაკეთოთ ყოველთვის,კიდევ გავუშვებთ აბა რა.კეთილი საქმე აუცილებლად გამოვა :yes: :yes:

მე პირადად ძალიან მიხარია,რომ ყველას ჩვენი პატარა წვლილი შეგვაქვს ამ კეთილშობილურ საქმეში გენაცვალეთ ყველას :drinks:

პ.ს.სხვებიც თუ მოგვბაძავენ ძალიან კარგი იქნება.

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

დავით დღეს "იბანკით" გადმოვრიცხე თანხა და რომ დაჯდება გამაგებინე.თუ არა ბანკს უნდა დავურეკო მერე.

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

დავით დღეს "იბანკით" გადმოვრიცხე თანხა და რომ დაჯდება გამაგებინე.თუ არა ბანკს უნდა დავურეკო მერე.

 

დიდი მადლობა! გაიხარე!

 

იქნებ აქ სახელი და გვარი და თანხაც დააფიქსირო.

 

ავთოს უნდა ვთხოვოთ თანხის გადამოწმება, მას აქვს ანგარიშზე წვდომა.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა! გაიხარე!

 

იქნებ აქ სახელი და გვარი და თანხაც დააფიქსირო.

 

ავთოს უნდა ვთხოვოთ თანხის გადამოწმება, მას აქვს ანგარიშზე წვდომა.

 

:hi:

 

 

სოსო კოპაძე, 30 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია soso k.

Link to post
Share on other sites

კალმახის გაშვების 2013 წლის ღონისძიებისთვის გაღებული სახსრები (12.03.13-ს მდგომარეობით):

 

1)გიორგი ელჩიბეგაშვილი(ელჩი) -100$

 

2)სოსო კოპაძე (soso k.)- 30 ლარი.

 

3)

 

 

მეც რამოდენიმე დღეში შევიტან.

 

ვისაც სურვილი აქვს და შესაძლებლობაც გააჩნია შეუძლია ჩარიცხოს ნებისმიერი თანხა.(1(ერთი) ლარიდან დაწყებული).

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ეს ისეთი კეთილშობილური საქმეა, რომ ფულის ხსენება მგონი ცოტათი დამაკნინებელია(ცუდად არ გამიგოთ). ფულის მაგივრად დაწეღეთ ხოლმე ლიფსიტების ის რაოდენობა რაც ამ ფულით მოდის, მაგალითად ელჩის შემთხვევაში 100$-ის ლიფსიტების რაოდენობა :flirt: კიდევ ერთხელ ცუდად არ გამიგოთ.

 

პ.ს. 1 ლიფსიტა რა ჯდება?

Link to post
Share on other sites

ეს ისეთი კეთილშობილური საქმეა, რომ ფულის ხსენება მგონი ცოტათი დამაკნინებელია(ცუდად არ გამიგოთ). ფულის მაგივრად დაწეღეთ ხოლმე ლიფსიტების ის რაოდენობა რაც ამ ფულით მოდის, მაგალითად ელჩის შემთხვევაში 100$-ის ლიფსიტების რაოდენობა :flirt: კიდევ ერთხელ ცუდად არ გამიგოთ.

 

პ.ს. 1 ლიფსიტა რა ჯდება?

 

 

არ მიმაჩნია მიზანშეწონილათ მასეთი მიდგომა...შეიძლება ადამიანმა 5 ლარით შეუერთდეს ამ აქციას და შეიძლება 500-ით...აქ ხალხის რაოდენობის აქტიურობას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე მათი შემოტანილი ფულის (ჩემი პირადი აზრით).ბოლოს საბოლოო თანხის გამოკვეთის შემდეგ გაირკვევა და გამოქვეყნდება საბოლოო რაოდენობა თანხისიც და თევზისიც.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...