laika 0 Posted January 20, 2012 Report Share Posted January 20, 2012 ირლანდიური სეტერი ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიური სეტერის შეფერილობად ერთიანად წითელი ფერი დადგინდა. მოხდენილი შეფერილობის გარდა ირლანდიურის "სამოსელი" სხვა მხრივაც გამოირჩევა _ მისი ბეწვი შედარებით მოკლეა და უფრო სწორად ჩამოვარცხნილი, ვიდრე ინგლისური და შოტლანდიური სეტერებისა, და ალბათ უფრო ეფექტურიც. დღეს ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე "საპოდიუმეა" კუნძულელ მეძებრებს შორის. ირლანდიური სეტერი არა მარტო მონადირეებს ეძვირფასებათ _ აშკარა იმპოზანტურობის, გამორჩეული სილამაზისა და თუნდაც ფერის გამო იგი არამონადირე ძაღლისმოყვარულთათვისაც ძალზე მიმზიდველი ჯიშია. დაუოკებელი სამონადირეო ჟინი და ულევი ენერგია - აი, თანამედროვე ირლანდიური სეტერის სავიზიტო ბარათი. იგი, გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, ადრეული ასაკიდანვე ავლენს საველე თვისებებს, ადვილად იგეშება და მუშაობასაც ადრევე და ადვილად იწყებს. ეგ არის, შედარებით გულიც ადვილად უცრუვდება _ მინდორში თუ ცოტა ფრინველია, ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემთხვევაში, თავდაპირველ აზარტს და ენთუზიაზმს ხანდახან კარგავს კიდეც. ირლანდიური სეტერი ეძებს სწრაფი, ენერგიული ნავარდით, მოძრაობს ღონიერი არეკვნით, გავის დამახასიათებელი შეხტუნებებით, მისი სვლა თითქოს დანაწევრებულია. თავი მაღლა უჭირავს. ახლომიწევა და მიტანებაც სწრაფი აქვს. ნაბული მუხლგამართული და თავაღერილი იცის, შედარებით დინჯი და ზომიერად დაძაბული. გამოირჩევა შორი და ზუსტი ყნოსვით. საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი ირლანდიური სეტერი პროპორციული აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ძაღლია; კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და ხმელია. მაღალ ფეხზე დგას და გამორჩეულად წინამაღალაა. სქესის გამოხატულება სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ხვადები უფრო ტანადები და ღონივრად დაკუნთულები არიან; ძუები _ უფრო მსუბუქები და ტანმორჩილები. ნაკლი: ძუ _ ხვადის მომგვანო. . ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა. ქცევა და ხასიათი ტემპერამენტიანი, მოძრავი და ენერგიულია; პატრონისადმი უაღრესად ერთგული გარეშეებს ძნელად ენდობა. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება. ტანადობა მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი. შეფერილობა ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე. ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის "სათვალეები"; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი. ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას. ბანალი ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება. ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ - იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; "ფაფანაკი" თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი. ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა. ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული. თავი გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას. დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი. ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი. ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი. ყური საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის. ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური. ხინჯი: დიდი და გაშლილი ("პარტყუნა"); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური. თვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს. ნაკლი: დიდი, გადმოკარკლული თვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს. ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები. კბილები თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია. კისერი საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი. ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი. მინდაო გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია. ზურგი სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი. ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი. წელი მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია. ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი. ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი. გავა განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი. ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა. ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი ("ჩასხეპილი") გავა. მკერდი არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია. ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი. ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი. მუცელი მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი. ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები. წინა კიდურები წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით. ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები. უკანა კიდურები უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი. ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი. თათები საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება. ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით. კუდი საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი. ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ). ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted February 1, 2012 Report Share Posted February 1, 2012 მეგობრებო, სასწრაფოდ მესაჭიროება ირლანდიური სეტერის 4-6 თვვის ლეკვი ან ზევით, შევიძენ რეალურ ფასად და რა თქმაუნდა უნდა აკმაყოფილებდეს სუფთა სისხლის შესაბამის ექსტერიერს, საბუთი დიდად არ მაინტერესებს ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 ყოჩაღ გივიმომწონს ნამუშევარი ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted February 11, 2012 Report Share Posted February 11, 2012 მეგობრებო, სასწრაფოდ მესაჭიროება ირლანდიური სეტერის 4-6 თვვის ლეკვი ან ზევით, შევიძენ რეალურ ფასად და რა თქმაუნდა უნდა აკმაყოფილებდეს სუფთა სისხლის შესაბამის ექსტერიერს, საბუთი დიდად არ მაინტერესებს ჩუბი გამოჩნდა ირლანდიური.ნახე თუ გაწყობს http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2176368 ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 29, 2012 Report Share Posted April 29, 2012 ძალიან გული მწყდება,რომ ეს მშვენიერი ჯიში საქართველოში გადაშენების გზაზეა,არადა იყო დრო როცა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ჯიში იყო საქართველოში.დღეს ერთ რუსულ საიტზე ვნახე შესანიშნავი წყვილი,რომელიც მალე ლეკვებს ელოდება.არა მგონია ვინმე ლეკვის შემოყვანის ენთუზიასტი აღმოჩნდეს,მაგრამ განწყობისათვის მაინც დავდებ სურათებს!!! http://huntdogs.ru/dog_details.php?bc_tovar_id=2805 ეს ძუა.აქედან დააწკაპეთ წარწერაზე ,,ოჟიდაიუტსია შჩენკი,, და წარწერა ,,საბაკა პარტნიორ,, გაგიხსნით ხვადის სურათს,მაგარი ეგზემპლარია,მე სურათი ვერ დადე სამწუხაროდ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 29, 2012 Report Share Posted April 29, 2012 არა მგონია ვინმე ლეკვის შემოყვანის ენთუზიასტი აღმოჩნდეს და არც მსურველი გამოჩენილა მამუკა ამ ჯიშის საქართველოში გაახლების ციტირება Link to post Share on other sites
oTson 0 Posted October 10, 2012 Report Share Posted October 10, 2012 ჩუბინი მე მყავს 4 თვის ირლანდიური სეტერი ხომა რ გინდა? ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 10, 2012 Report Share Posted October 10, 2012 მაგარი ძაღლია ძაან, ექსტერიერით. ყველაზე ლამაზიც კი ჩემთვის ძაღლებს შორის. ვინმეს გინადირიათ ამ ძაღლთან? ყნოსვა ინგლისურთან შედარებით როგორი აქვს? ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted October 10, 2012 Report Share Posted October 10, 2012 oTson ძველი პოსტია , აღარ უნდა. master მინადირია კიარა მყავდა და ძალიან მაგრადაც ნადირობდა, ნაბულით და ყნოსვით, მე პირადათ ვერაფრით ვერ ვიტყვი რომ პოინტერს რაიმეთი ჩამორჩება. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 11, 2012 Report Share Posted October 11, 2012 oTson ძველი პოსტია , აღარ უნდა. master მინადირია კიარა მყავდა და ძალიან მაგრადაც ნადირობდა, ნაბულით და ყნოსვით, მე პირადათ ვერაფრით ვერ ვიტყვი რომ პოინტერს რაიმეთი ჩამორჩება. ჰაა ზაზა ქარი ამოვარდა :e025: ირლანდიურები მაგარი მუშა ძაღლები არიან მაგრამ პოინტერთან და ინგლისურთან შედარებით დაბალი ყნოსვა აქვს,მაგრამ კონტინენტალებზე მაღალი. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 11, 2012 Report Share Posted October 11, 2012 ჩუბინი მე მყავს 4 თვის ირლანდიური სეტერი ხომა რ გინდა? უკაცრავად გასაჩუქებელია თუ გასაყიდი???ძუა თუ ხვადი? ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 11, 2012 Report Share Posted October 11, 2012 რბილი ხასიათის გამო ალბად დამწყებისთვის კარგი ძაღლი იქნებოდა მაგრამ მე რატომღაც მაინც კურცჰარისკენ ვიხრები, ყველაზე მაგარია საქარტველოს პირობებში და წლევანდელ გამოფენაში ყველაზე ბევრიც სწორედ ქურცჰჰარი იყო. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 11, 2012 Report Share Posted October 11, 2012 კურცხარი,პოინტერი ქალაქის პირობებსი შეუდარებელია ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 11, 2012 Report Share Posted October 11, 2012 ხო პოინტერიც მაგრა მევასება მაგრამ, მცივანაა ნამეტანი. არც კურცჰაარია თავისი უფროსი ბიძაშვილივით ნამეტანი ყინვა გამძლე მაგრამ, პოინტერს მაინც სჯობს. არადა პოინტერის ყნოსვა........! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 11, 2012 Report Share Posted October 11, 2012 ხო პოინტერიც მაგრა მევასება მაგრამ, მცივანაა ნამეტანი. არც კურცჰაარია თავისი უფროსი ბიძაშვილივით ნამეტანი ყინვა გამძლე მაგრამ, პოინტერს მაინც სჯობს. არადა პოინტერის ყნოსვა........! თედო დამერწმუნე ძმაო პოინტერს როგორც გაზრდი ისეთი გამოვა.11 წლის იყო ჩემი ნაპირიდან 3 მეტიანი ყინული იყო და ისეთ წყალში შედიოდა.როგორსაც გაზრდი ისეთი გამოვა.დამერწმუნე ამაში და ძაღლში ნუ შემედავებით გთხოვთ ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted October 11, 2012 Report Share Posted October 11, 2012 ჰაა ზაზა ქარი ამოვარდა :e025: ირლანდიურები მაგარი მუშა ძაღლები არიან მაგრამ პოინტერთან და ინგლისურთან შედარებით დაბალი ყნოსვა აქვს,მაგრამ კონტინენტალებზე მაღალი. პოინტერი რომ ჯობია მაგას რათ უნდა ლაპარაკი, მაგრამ კონკრეტულად ის მე რომელიც მყავდა გამოირჩეოდა ძლიერი ყნოსვით, მარა რათ გინდა გადასვლა ქონდა ძალიან ნელი, ფეხის მიხმარება უნდოდა, დანარჩენი არაფრით არ ჩამოუარდებოდა პოინტერს, გეუბნევი რა ძმაო, პოინტერითაც მინადირია და მაგიტომაც ვწერ ამას. შევთანხმდეთ ეხლა, ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 12, 2012 Author Report Share Posted October 12, 2012 საქართველოს პირობებში და მითუმეტეს დასავლეთში კონტინენტალებს ვერცერთი ჯიში ვერ ჯობს ჩემი აზრით,ინგლისელების სეზონი მალე მთავრდება და მითუმეტეს პოინტერის,როცა ნამდვილად ვაჯკაცური ნადირობა იწყება სუსხში ყინვაში და უბედურებაში,მაშინ გიზის ის გვერდით და ხნეობას გმატებს რომელსაც ყანაში შეიძლება ბევრი აგინო,ყველა ჭაობში და ტალახში გორიალის გამო,მაგრამ ის მაშინ გიწევს დიდ მეგობრულ კომპანიონობას როცა სახლში წასვლა გინდა და იმდენად გაყინულიხარ მანქანამდე მისვლასაც კი ვერ ახერხებ,ის კი ყველა ჩამოგდებულ იხვზე ამაყად მიდის ყინვას აპობს ტალღებს მიყავს თითქოს უნდა დაახრჩოს და სამუდამოდ დაგაშოროს ერთმანეთს რათა ერტხელ და სამუდამოდ შენც ირწმუნო რო ეხლა თბილი საბნის ქვეშ უნდა იყო და არა ამ უკაცრიელ ჭაობში,მაგრამ ის იქედან ისევე ამაყი და თავაწეული გამოდის როგორც ამაყად გადახტა,აი ეს არის იის ვენაცვალე ჩემ პატარა ვაჯკაცს,ყოველ სახლში მისვლაზე ნინი და ლორდი ორივე კარებთან მხვდებიან თითქოს ფეხის ხმაზე ცნობენ რო კიბებზე ამოვდივარ ! ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 12, 2012 Report Share Posted October 12, 2012 გეთანხმები ქუთათური, კონტინენტალურები უფრო უნივერსალურები არიან, მაგრამ ჭაობში უჭირთ, არ არსებობს ისეთი ძაღლი რომელიც ყველა პირობებში ერთნაირად კარგად იმუშავებს. კონტინენტალურები იმიტომ მომწონს, რომ მეტ ნაკლებად, სხვასთან შედარებით ამას აკეთებენ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 12, 2012 Report Share Posted October 12, 2012 გეთანხმები ქუთათური, კონტინენტალურები უფრო უნივერსალურები არიან, მაგრამ ჭაობში უჭირთ, არ არსებობს ისეთი ძაღლი რომელიც ყველა პირობებში ერთნაირად კარგად იმუშავებს. კონტინენტალურები იმიტომ მომწონს, რომ მეტ ნაკლებად, სხვასთან შედარებით ამას აკეთებენ. ვის უჭირთ კაცო ჭაობში, დრათჰაარებს????ელჩი როგორც იტყოდა,თქვენ უნდა მამკლათ კაცო,თქვენ უნდა მამკლაათ!!!!!!მაიყვათ ნებისმიერი ინგლისელი და დაუდგეს კარგად დაყენებულ დრათჰაარს ჭაობში!!!! :vinsent: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted October 12, 2012 Report Share Posted October 12, 2012 დრათჰაარი საქართველოს პირობებში უნივერსალია. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 12, 2012 Report Share Posted October 12, 2012 გავაოფეთ ირლანდიელების თემა ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 12, 2012 Report Share Posted October 12, 2012 ვის უჭირთ კაცო ჭაობში, დრათჰაარებს????ელჩი როგორც იტყოდა,თქვენ უნდა მამკლათ კაცო,თქვენ უნდა მამკლაათ!! :vinsent: მართალი ხარ მამუ ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 12, 2012 Report Share Posted October 12, 2012 ვის უჭირთ კაცო ჭაობში, დრათჰაარებს????ელჩი როგორც იტყოდა,თქვენ უნდა მამკლათ კაცო,თქვენ უნდა მამკლაათ!!!!!!მაიყვათ ნებისმიერი ინგლისელი და დაუდგეს კარგად დაყენებულ დრათჰაარს ჭაობში!!!! :vinsent: :scratchchin: დრათჰარი ხომ კვალზე ეძებს და ჭაობის ფრინველზე შესაბამისად უჭირს, მე პირადად არ მინადირია დრათჰარით ბეკასებზე და მასეთ რამეებზე, სხვისგან გაგონილს გეუბნებით. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 12, 2012 Report Share Posted October 12, 2012 :scratchchin: დრათჰარი ხომ კვალზე ეძებს და ჭაობის ფრინველზე შესაბამისად უჭირს, მე პირადად არ მინადირია დრათჰარით ბეკასებზე და მასეთ რამეებზე, სხვისგან გაგონილს გეუბნებით. არა თედო არ დაიჯერო ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 12, 2012 Author Report Share Posted October 12, 2012 ჰაა ზაზა ქარი ამოვარდა :e025: აქვე მიხვდი ჯაბა ძმის გულო რო გაოფდებოდა ეს თემა :haha: ვის უჭირს კაცო ჭაობში არ გადამრიოთ,ტყვილა ვილაყბე იმდენიი B) B) ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.