Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

William Powell & Son, Ltd

 

 

ad7f6533fb96.png

 

ფირმის დაფუძნების თარიღად 1802 წელი ითვლება, როცა უილიამ პაუელმა და ჯოზეფ სიმონსმა იარაღის სავაჭრო დაწესებულება გახსნეს ბირმინგემში. 1812 წელს პაუელი პარტნიორის გარეშე დარჩა. 1830 წლიდან ფირმა იარაღის წარმოებას იწყებს, სადაც ამ ოჯახის შემდეგი 5 თაობა მოღვაწეობდა. 1846 წელს ბიზნესში დამფუძნებლის ვაჟიშვილი შემოვიდა და ფირმის დასახელებაც William Powell & Son გახდა.

უილიამ პაუელს ეკუთვნის რიგი გამოგონებებისა. მაგალითად 1864 წელს მან დააპატენტა გარეჩახმახიანი თოფის საკეტი კვანძის ბერკეტი, რომელიც ზემოთ აწევით ხსნიდა საკეტს(შემდეგში ეს ბერკეტი შიდაჩახმახებიანი თოფების საკეტებშიც გამოიყენეს). 1866 წელს გამოგონებული ჩახმახების შეყენების მცველის პატენტიც სხვასთან ერთად პაუელსაც ეკუთვნის.

გამოგონებათა რიგი შვილი პაუელის ანგარიშზეცაა. მაგალითად 1869 წელს დაპატენტებული გარეჩახმახიან თოფში ვაზნის არსებობის მიმანიშნებელი; 1873 წელს გამოგონებული ტიბჟირში არსებული ზამბარიანი მექანიზმი, რომელიც თოფის გადახსნას აადვილებს. წლების განმავლობაში შვილი პაუელი ბირმინგემის საცდელი სადგური-სტენდის კურატორი იყო.

 

 

0866973912fa.jpg

 

 

60e5d9605e33.jpg

 

ფირმამ წარმატებით დაძლია მეოცე საუკუნის შუა წლების კრიზისი, 1977 წელს გააფართოვა წარმოება და ახალი ტექნოლოგიები დანერგა. 1992 წელს ნიუ-იორკში წარმომადგენლობა გაიხსნა. საწარმო 200 წელია ოჯახის მმართველობიდან არ გამოსულა და დღეს მის პროდუქციას თითქმის ყველა ქვეყანაში შეხვდებით.

 

თოფების ნომერაციაში სისტემატიზაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ნომერი 12XXX გამოშვებულია 1900 წლებში; 13XXX _1920 წლების პირველ ნახევარში; 14XXX _1930 წლების შუაში; 15XXX_ 1980-იან წლებში; თანამედროვე თოფები გამოდის ნომრებით 16XXX.

 

0ffb2903a355.jpg

 

ამ ფოტოზე მოცემულია 1900-1920 წებში გამოსული მოდელი ნომრით12675

 

 

ამ ეტაპზე ფირმა წელიწადში მხოლოდ 20 თოფს აწარმოებს, რომლებიც ელიტკლასის სერიისაა. ფირმა აგრეთვე ახდენს თოფების რემონტსა და რესტავრაციას. ფირმის ყველა ნაკეთობა ხელითაა შესრულებული. ფირმა აგრეთვე უშვებს ვაზნებს გლუვლულიანებისათვის.

 

 

68dced66c6af.jpg

 

აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ფირმა შეკვეთის შესაბამისად ყტუპებსაც(მ.შ. სამცალიანს ანუ ტრიოს) უშვებს. ერთ-ერთი ასეთი ტრიოთაგანი გამოშვებულია 1980 წელს. მათი ყალიბია 12; ლულათა წყობა ჰორიზონტალური, ლულის სიგრძე 711მმ, საკეტები გვერდით დაფებზე; წონით 3,06კგ.

 

ფირმაში თითოეული თოფის მოდელს მინიჭებული აქვს ნომერაცია. მაგალითად ,,მოდელი N1", ,,მოდელი N3", ,,მოდელი N4" და ა.შ.

მოდელი N1 მოდელთა სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. გამოდის 12, 16 და 20 ყალიბისა; მექანიზმი გვერდით დაფებზე; ეჟექტორებზე; ლულები დემიბლოკი, 65მმ ან 70მმ სავაზნით. გამოდის ამ მოდელის ტყუპებიც.

მოდელი N3 ენსონ დილეის საკეტებზეა, ლულები დემიბლოკი;

უილიამ პაუელის ნაწარმი მუდმივი ყურადღების ქვეშაა კოლექციონერების მხრიდან. მისი გარე თუ შიდაჩახმახიანი მოდელები ყოველთვის პოულობენ მყიდველს მიუხედავად იმისა, რომ ძვრის ფასობენ.

 

2017ee5db884.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

William Powell ,,Marquis''

 

cbc33945f96a.jpg

 

საიდლოკი; მოდიფიკაციები და ყალიბები ძალიან მრავალფეროვანია(12, 16, 20, 28 და 36). ლულის სიგრძე 28 ან 30 დიუმი; სტანდარტული წონა არაუმეტეს 3,2 კგ;

ახალი მოდელია და გათვლილია ,,ხელმისაწვდომი" ფასთა კატეგორიისათვის.

მოდელი Marquis შექმნილია კომპანია William Powell-ის მიერ პროექტ ,,Continental"-ის ფარგლებში და ორიენტირებულია კონტინენტური ევროპის ბაზრისათვის.

დამატებითი 295 გირვანქა სტერლინგის გადახდის შემთხვევაში მზადდება ინდივიდუალური კონდახი(მყიდველის გაბარიტების შესაბამისად) და დამატებითი ინდივიდუალური გრავიორული დამუშავება კლიენტის სურვილისამებრ.

 

რითაა ნიშანდობლივი ეს თოფი? პირველ რიგში ფასით_ დაახლოებით 3200 ევრო(!!! :yes: ); მეორე რიგში ტექნოლოგიით_ თანამედროვე ეჟექტორის სისტემა და ლითონის მაღალტექნოლოგიური დამცავი ფენა; მესამე რიგში ექსკლუზივი_ იწარმოება მხოლოდ 450 ცალი წელიწადში. მოდელი მზადდება ესპანური ფირმა არიეტას საწარმოო ბაზაზე.

 

ef90f7c6416c.jpg b5932f0f1245.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

William Powell Perseus

 

7468cea1523f.jpg

 

ეს თოფი მისი ინგლისური სახელის მიუხედავად წარმოებულია იტალიაში, კერძოდ, რიცინის მიერ.

ბრიტანელების შეფაებით ამ მოდელში საუკეთესოდ არის დაცული პროპორცია, ფასი_ხარისხი(ამ კომპონენტში ექსპერტებმა მოდელს 100 შესაძლებლიდან 89 ქულა მიანიჭეს).

ეჭვგარეშეა, რომ ინგლუსური ფირმის იტალიელ მწარმოებელთან თანამშრომლობამ ერთი დიდი პლიუსი მიანიჭა თოფს, ესაა ფასი!

William Powell Perseus-ის ფასი ბრიტანეთში 1795 გირვანქა სტერლინგიდან იწყება(გაცილებით იაფია მისი კლასის ბრიტანულ მოდელებზე).

თოფი იწარმოება 12 და 20 ყალიბში; ლულის სიგრძე შეადგენს 30 დიუმს, ხოლო კონდახი მზადდება მაღალი ხარისხის კაკლისაგან. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში სრულდება სხვადასხვა დამუშავება და გრავირება.

რაც შეეხება იარაღის პროპორციებს, ეს უცვლელია, და ტრადიციულ ბრიტანულ, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი.

 

 

3388f0101246.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 1 year later...

William Powell Perdix

 

120d3e1736a9.jpg

 

 

ეს ექსკლუზიური იარაღი განკუთვნილია ფრინველზე მონადირისათვის.

საიდლოკი; 12 ან 20 ყალიბი; ლულების სიგრძე 28 ან 30 დიუმი; განთავსებულია ქეისში. იწარმოება ძალიან შეზღუდული რაოდენობით; ფასი ბრიტანეთში 2995 გირვანქა სტერლინგი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...