Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

20 კალიბრი

 

გამომდინარე იქედან რომ რამოდენიმე ფორუმელს გვაქვს ამ კალიბრის გლუვლულიანი იარაღი გადავწყვიტე სპეციალურად მისთვის თემა მიმეძღვნა.

თემის ძირითადი მიზანი ამ კალიბრის პოპულაცია არაა. უბრალოდ ჩვენ აქ ვისაუბრებთ მის თავისებურებებზე, გამოყენების არეალზე, არსებულ პლუისებსა თუ მინუსებზე, ვაზნების შერჩევაზე და ასე შემდეგ. ანუ ეს იქნება ტიპიური "მოყვარულთა კლუბი".

 

დავიწყებ ჩემით. მაქვს 20 კალიბრის ვერტიკალურ ლულებიანი ფაუსტი სტეფანო ელეგანტ ლუქსი 5 სახსნელი ჩოკით, ცილინდრიდან დაწყებული სრული ჩოკით დამთავრებული, წონა ზუსტად 3050 გრ. ლულა 71 სმ, 76 მმ სავაზნით, ანუ მაქვს შესაძლებლობა ვისროლო 32 კრამიანი ვაზნებიც. შევიძინე საქართველოში ერთ-ერთ სამონადირეო მაღაზიაში გადავიხადე 1600 მარადმწვანე.

c22da5be063b.jpg

 

ეხლა მოკლედ მოგახსენებთ თუ რატომ შევიძინე ეს კალიბრი. ვერ ვიტყვი რომ სუსტი აღნაგობის ვარ და მძიმე თოფის ტარება მიჭირს, არც ჩუბინობით გამოვირჩევი ვინმესგან, მაგრამ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მიწევდა გული ამ კალიბრისაკენ. ანუ მინდოდა მქონდა შედარებით მსუბუქი, მანევრირებადი და საკმაოდ კარგი ბალისტიკის ვერტიკალურ ლულებიანი ახალი თოფი შედარებით ვიწრო სპეციალიზაციით, ვიწრო სპეციალიზაცია შემთხვევით არ მიხსენებია და მასში ვიგულისხმე ის შედარებითი უნივერსალურობა რაც 12 კალიბრს აქვს 20 კალიბრთან შედარებით. ანუ ამით ხაზი მინდა გავუსვა ფაქტს, რომ 20 კალიბრი არ არის უნივერსალური და მიუხედავად იმისა რომ იგი გარკვეულწილად ქედს იხრის თავისი უფროსი ძმის წინაშე, ამავდროულად კონკრეტულ ნადირობებში ტოლს არ უდებს და მეტიც აღემატება კიდეც მას (ეს ჩემი როგორც ორივე კალიბრის მფლობელის სუბიექტური ხედვაა)

 

მე წარმატებით ვნადირობ ამ კალიბრით ნებისმიერ სანადირო ობიქტზე რაც კანონითაა დღეს დაშვებული საქართველოში, იმდენად წარმატებით რომ თითქმის გადამავიწყდა რომ მაქვს 12 კალიბრის იარაღიც. საუცხოოა ისეთ ნადირობებში სადაც ფეხით დიდი მანძილების გადალახვა და ამავდროულად ბევრი გასროლის განხორცილების შესაძლებლობა გაქვს. საუცხოოა იმიტომ, რომ აქვს შედარებით დაბალი წონა და ისვრი 12 კალიბრთან შედარებით სუსტ მუხტიან ვაზნებს. მუხტთან დაკავშირებით ერთ ჩემს "აღმოჩენასაც" გაგიზიარებთ. სტანდარტულად მე ვისვრი 25 გრამ საფანტს ჩემი 20 კალიბრით. რათქმაუნდა იგივე შეგიძლია ისროლო 12 კალიბრითაც, თუმცა ჭრა 20 კალიბრის შემთხვევაში უფრო მკვეთრია. ანუ 25 გრამი მისთვის არის სტანდარტული და ამუშავებს უკეთესად ვიდრე 12 კალიბრი. ისევე როგორც 12 კალიბრი უკეთესად ამუშავებს 32 გრამს ვიდრე 20 კალიბრი.

 

რაც შეეხება სროლის რეზულტატიურობას. იგი ისევე როგორც 12 ან თუნდაც 16 კალიბრის შემთხვევაში მსროლელზეა დამოკიდებული. იმ მცირედი განსხვავებით, რომ რასაც 12 კალიბრი გაპატიებს არ გაპატიებს მისი უმცროსი ძმა. ჩემი აზრით ეს კი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ნადირობას, რადგან მსლოლელისგან შედარებით მეტ ყურადღებას მოითხოვს.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე ორი 20 კალიბრიანი მაქვს. საქართველოში ბრაუნინგი სიტორი, მაგნუმი, 66 სმ ლულებით, 0.25 და 0.5 ჩოკებით. მსუბუქია და მწყერ-ქატამზე მისწრებაა. ჟაკანსაც კარგად ამუშავებს. მაგნუმით იხვსაც კარგად შეეთამაშება.

 

 

 

 

b0352dc42113.jpg

 

f5edf229dc5e.jpg

 

c0441a899e22.jpg

Link to post
Share on other sites

კანადაში მაქვს რემინგტონ 870 ფილდ სპესიალ, 61 სმ ლულით, პომპა, 0.25 ჩოკით. ჟრუნზე, როჭოზე, კურდღელზე კაია. დათვზეც კარგად იმუსავებს, პომპა საშუალებას მაძლევს ერთი ან ორი ჟაკანი სულ მედოს ტავის დასაზღვევად

 

 

fd6a74e00c51.jpg

 

0f406cb56460.jpg

 

6fbce8a855ab.jpg

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

რატომღაც ამ ბოლო დროს მეც ავიჩემე 20 კალიბრი,არ ვიცი როგორ გამომადგება მაგრამ მაინც მინდა ვიყიდო ალბათ თურქულს ვიყიდი მეტს ვერ გავქაქჩავ

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით, თანამდროვე მიღწევებით 20 კალიბრს მეტ-ნაკლებად შეუძლია 12 კალიბრის ჩანაცვლება, თანამედროვე მიღწევებში ვგულისხმობ სახსნელ ჩოკებს და მაგნუმის ლულას. სხვა შემთხვევაში კი ჩემთვის 20 კალიბრი ნაკლებად განხილვადია, დიდი დიდი მწყერზე ვიხმარო.

Link to post
Share on other sites

მე ვხმარობ 20 კალიბრს უკვე 5 წელია,2007-ში ვიყიდე იჟ-27,67სმ-იანი ლულით,საცვლელი ჩოკებით,76-მმ-იანი სავაზნით,მწყერზე იდეალურია,იხვზეც მაგას ვხმარობ,მე როგორი იხვის ნადირობასაც ვნადირობ სავსებით მაკმაყოფილებს,ქვედა ლულაზე 0,25 მიგია,ზედაზე 0,5.რა თოფიც არ უნდა ვიყიდო,მაგის გაყიდვას არ ვაპირებ,ვხმარობ ძირითადად თითბერის გილზებს!!! :yes:

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

გამარჯობათ.

 

20 კალიბრის შეძენა მინდა ჰორიზონტალი ("ვერტიკალს ვერ ვიტან") და მირჩიეთ რამე 1000-1500 ლარის ფაგლებში, საქართველოში სად შეიძლება რამე ნორმალური თოფის შეძენა.

Link to post
Share on other sites

მე მაინც არ ვიყიდდი 20 კალიბრს, თუ რაღაც ისეთი შემთხვევა არ ჩავარდა რისი ხელიდან გაშვებაც დანაშაულის ტოლფასი არ იქნება. ანდაც შორეულ მომავალში, როცა უკვე ყველა სასურველ ცეცხლსასროლ იარაღს შევიძენ, მერე შეიძლება სპეციალურად მწყრისთვისაც შევიძინო 20 კალიბრის მოკლელულებიანი მსუბუქი თოფი.

Link to post
Share on other sites

20 კალიბრში სიიაფეს ნუ ეძებთ.

ქარხნული ვაზნები 12 კალიბრზე იაფი არ ღირს არსად მსოფლიოში.

20 კალიბრის მიმზიდველობა სულ სხვა რამეა...

საქართველოში ეს კალიბრი ფეხს ალბათ ვერასდროს მოიკიდებს, ჩვენთან ეხლა მაგნუმებია მოდაში

რა 20 კალიბრი, რის 20 კალიბრი. დაივიწყეთ 20 კალიბრი.

ეგ "პენსიონერების" კალიბრია...

Edited by იეტი
Link to post
Share on other sites

20 კალიბრს ნუ მილანძღავთ,მე ვარ მაგის ფანი!!!!!ვცვლი ჩემს 12 კალიბრიან გერმანულ ,,ვოლფს,, იმავე დონის 20 კალიბრიანში!!!,,ვოტ ტაკ!!!!!!,, :vinsent:

Link to post
Share on other sites

მეც ვცვლი ჩემს იჟ-27-ს იგივე დონის 20 კალიბრში.

 

ვბერდები აწი და ზედმეტი წონის თრევა არაა სახარბიელო. ვოტ ტაკ!!! :hi3:

Link to post
Share on other sites

20 კალიბრში სიიაფეს ნუ ეძებთ.

ქარხნული ვაზნები 12 კალიბრზე იაფი არ ღირს არსად მსოფლიოში.

20 კალიბრის მიმზიდველობა სულ სხვა რამეა...

საქართველოში ეს კალიბრი ფეხს ალბათ ვერასდროს მოიკიდებს, ჩვენთან ეხლა მაგნუმებია მოდაში

რა 20 კალიბრი, რის 20 კალიბრი. დაივიწყეთ 20 კალიბრი.

ეგ "პენსიონერების" კალიბრია...

ეხლა 28 გრამიანებით იხვზე ნადირობა არც ისე სასიამოვნო პროცესი იქნება, ამიტომ მაინც 34 გრამით ნადირობა მოგვიწევს, 20 კალიბრში კი 34 გრამის გამოყენება სასურველი შევიწროების გამოყენებას გვიზღუდავს, რადგან 34 გრამიან 5 ნომრის სრული ჩოკით სროლას ბევრად ცუდი დაჯგუფება ექნება ვიდრე 12 კალიბრს.

Link to post
Share on other sites

master

 

გაგიკვირდება და 25 გრამიანი ვაზნებით ვხოცე იხვები შარშან ჯავახეთში.

მეც მაგრად მიკვირდა, მაგრამ ხვდებოდა და კლავდა :)

34 გრამს 20 კალიბრით არ ისვრიან !

Link to post
Share on other sites

ჩემთვის უფუნქციოა,არ მომწონს!!!!

 

გეთანხმები მამუკა.

მაქვს და ვერაფერში ვიყენებ, უბრალოდ მიდევს ისე...

Link to post
Share on other sites

თუ ბელკას ფუნქცია ვერ გამოუნახეთ, მაშინ იჟ-94-ზე რას იტყვით? და ზოგადად კომბინირებულებზე? მე მაგრად მომწონს :yes:

Link to post
Share on other sites

საქართველოში კომბინირებული თოფი თავის ფუნქციებს ვერ ამართლებს.

ეგ არის ევროპის ტყეებზე მორგებული იარაღი.

საქართველოში გლუვლულიანი ფარავს ყველა ნადირობას გარდა მთის ნადირობებისა.

მთის ნადირობები აკრძლულია და კიდეც რომ იყოს დაშვებული, საჯიხვეებში ზედმეტად გლუვი ლულის თრევის აზრს ვერ ვხდები.

იჟ-94 ვინაც იყიდა ყველამ გაყიდვაზე დაიწყო მალევე ჩალიჩი.

ნამეტანი არაზუსტია.

Link to post
Share on other sites

სიზუსტე არ ვიცი მარა თვითონ კომბინირებული თოფი მხიბლავს. ნადირზე კარგი იქნება. იჟის გარდა უფრო ძირადღირებულ ბრენდებთან როგორ არის სიზუსტის საქმე, ხომ არ იცი?

Link to post
Share on other sites

master

 

გაგიკვირდება და 25 გრამიანი ვაზნებით ვხოცე იხვები შარშან ჯავახეთში.

მეც მაგრად მიკვირდა, მაგრამ ხვდებოდა და კლავდა :)

34 გრამს 20 კალიბრით არ ისვრიან !

ბერ მოკლავსთქო მაგას არ ვამბობ, ეგრე 32 კალიბრითაც ნადირობენ მწყერზე.

უბრალოდ 12 კალიბრით გასროლილ 36 გრამთან შედარებით სასიკვდილოდ დაზიანების უფრო ცოტა შანსს იძლევა, აქ მსროლელის ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს, მაგრამ მოძრავ სამიზნეზე საფანტის სროლა მარტო მსროლელზე არაა დამოკიდებული ამიტომ მე მირჩევნია დავიზღვიო თავი.

ისვრიან მაგნუმისტები 36 გრამსაც, თუმცა მე არ ვარ მაგის მომხრე.

მაქვს რამდენიმე ასე 6-7 ცალი 42 გრამიანი და 2 ცალი 50 გრამიანი ნასროლი და არაფერი არ მომიკლავს. ერთხელ დავჭერი ბაკლანი 42 გრამიანი 5 ნომრით, (ღამე იხვი მეგონა). აქედან ნასროლამა არცერთმა ვაზნამ არ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, 36 გრამს არ ავცდები. შეიძლება ისე ცავიდო ხოლმე 1-2 42 გრაmიანი.

ღამე ნადირობისას უფრო გამოდგება მაგნუმები როცა ცილინდრით გიwევს ნადირობა ახლოში და სამიზნე ძნელი დასანახია.

Edited by master
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...