Jump to content
Club-Monadire.Ge

გილოცავთ 2014 წლის მობრძანებას


Recommended Posts

ჩემო კეთილო ხალხო, მეგობრებო, თანაფორუმელებო, გილოცავთ ახალი 2014 წლის მობრძანებას, მრავალს დაესწარით.

 

მხოლოდ სიკეთე გამეგოს თქვენზე, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულს თქვენს საქმიანობაში.

 

ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს.

 

გამრავლდით და გაიხარეთ.

Link to post
Share on other sites

ყველას გილოცავთ დამდეგ 2014 წელს!კარგის მომტანი ყოფილიყოს ყველა თქვენთაგანისთვის ეს ახალი წელი :drunk:

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

ახალი წელია…

თოვლიც გვესალმება…

თოვლიც გვესალმება ციდან…

- ცრემლები?!

- ცრემლებზე – ბოდიში!

- ღიმილი?!

- ღიმილი -

რამდენიც გინდა…

 

 

 

გილოცააააააავთ!!! :* :* :*

Link to post
Share on other sites

რას მოგვიტანს ახალი წელი? - მეკითხებიან მეგობრები.

რას მოგვიტანს ახალი წელი? - მეკითხება მეუღლე.

რას მოგვიტანს ახალი წელი? - მეკითხებიან შვილები.

რას მოგვიტანს ახალი წელი? - მესმის აგერ 45 წელიწადია. ეს საოცარი კითხვაა და მის ყოველ გაგონებაზე ვიწვი ახალი წლის საცოდაობით, რომელსაც ეს მთელი მილეთის ხალხი ხელებში შეჰყურებს და ელოდება, აბა, რას მოგვიტანსო. შენ, შენ რას მოუტან ამ ახალ წელს, ჩემო ხალხო?

მე თავად რას ვპირდები და მოვუტან ახალ წელს?..

ახლაც უამრავ რამეს გპირდები, რადგან ვიცი, შენაპირებს მომთხოვ კი არა, ამისრულებ და ერთი ათად დამიბრუნებ. შენ აუხელ თვალს ყველა ხატიას, შენ გაანათებ ყველა მზიან ღამეს, შენ ანუგეშებ დედას, ... შენ შერთავ ყველა ქართველ მზეჭაბუკს ლამაზ მეუღლეს და მისცემ თორმეტ-თორმეტ შვილს, შენ გაამრავლებ მათ უსაშველოდ და უსასრულოდ ...

ისევ შენი იმედი მაქვს და გლოცავ, მამულო ჩემო! ღმერთმა ბედნიერი ახალი წელი გაგითენოს და მოგცეს დღე გრძელი, შენ - ჩემო თვალშეუდგამად მაღალო საქართველო!

 

ნოდარ დუმბაძე

Link to post
Share on other sites

გილოცავთ მონადირეებო,ვაჟკაცებო, ჯიგრებო.ბედნიერი ყოფილიყოს 2014 წელი თქვენთვის.გაიხარეთ და იდღეგრძელეთ თქვენ ოჯახებთან ერთად. :drunk::hi:

Link to post
Share on other sites

გილოცავთ ხალხნოოო გილოცაავთ.....

 

ყველაფრის კარგის მოტანი ყოფილიყოს 2014 წელი თქვენთვიდა თქვენი ოჯახებისთვის , მრავალ ახალ წელს დაესწარიით B) B) :drinks: :drinks: :drinks::vinsent: :vinsent: :vinsent: :vinsent:

Link to post
Share on other sites

ძმებო და დაიკო ეკა! გილოცავთ ახალი 2014 წლის მოახლოებას. ყველას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ბარაქას გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ 2014 წელს ბევრ თქვენგანს გავიცნობ პირადად და მექნება საშუალება ძმურად ჩაგეხუტოთ :hi::*:drinks:

Link to post
Share on other sites

ჩემო საყვარელო ხალხო,ჩემო უფროსო ძმებო და თანატოლებო,ნამდვილო ქართველებო და ვაჯკაცებო,გილოცავთ დამდეგ 2014 წელს,ხვავის ბარაქის მატების და მრავლების წელი ყოფილიყოს თითეული ჩვენთაგანისათვის.გეხუტებით და გეფერებით ყველას !!

მინდა ეს წელი იყოს ჩვენი დაჩაგრული და დანაწილებული სამშობლოს გამთლიანების და გაერთიენების წელი,მინდა ქართველს ნამდვილი ქართული სახე დაუბრუნდეს,მინდა ხალხმა არ იცხოვროს მხოლოდ დღევანდელი დღით,ძალიან ბევრი მინდა კიდევ მაგრაააამ,ოოოხ ეს მაგრაააამ !!!

Link to post
Share on other sites

გილოცავთ ხალხო გილოცავთ,გამრავლდით,იხარეთ და იბედნიერეთ..გელოდებით ყველას ვინც შეძლებს ჩემთან ოჯახში მოსვლას :drunk:

Link to post
Share on other sites

ლიფსიტა

 

დათიკოს კეპკაზე და პინჯაკზე წავიქეცი.

 

მოდაა ეხლა მასეთი ქუთეისში??? :d030: :d030: :d030:

 

რავი აბა, რაიკომის მდივანივით არის გამოწყობილი, სოფლის თავმჯდომარეებსაც ენგრე ეცვათ ადრე და იმათ კიდევ, პუნქტის გამგეები რო იყვნენ კომუნისტების დროს.

 

პ.ს. სხვანაირად დავითას ვერ მოვიტყებ აქ, იძულებულს ვხდი რაიმე დასწეროს, არადა მაგისი იუმორი აუწონავია.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...