Jump to content
Club-Monadire.Ge

სხვა თურქული კომპანიები


Recommended Posts

სხვა თურქული კომპანიები

 

 

 

Akus

 

ფირმა დაფუძნებულია 2003 წელს. ფირმის საწარმოო ფართობი შეადგენს 2500 კვადრატულ მეტრს, რომელზეც დასაქმებულია 90 ადამიანი. წელიწადში უშვებს დაახლოებით 3000 ეგზემპლიარს(ვერტიკალურებისა და ჰორიზონტალურების ჯამი), მათ შორის, მეხუთე წელიწადი დაიწყო, რაც სავაჭრო მარკა Webley & Scott მათ ხელშია :( . რამდენიმე წლით უფრო ადრე ეს ფირმა უშვებდა გლუვლულიანებს Smith & Wesson-ის სახელით.

იარაღის ყველა დეტალს ფირმა აწარმოებს თავად. აქვე აღვნიშნავთ, რომ ძვლის ფქვილი შემოაქვს აშშ-დან(ფქვილი საჭიროა ფერადი ოქსიდირებისათვის).

Akus-ი 8 ქვეყანაში აკეთებს თავისი თოფების ექსპორტს.

 

 

 

 

Bur-mak

 

 

 

ფირმა დაფუძნებულია 1993 წელს. თავიდან მხოლოდ ერთლულიან თოფებს უშვებდა. 1996 წლიდან ამზადებს ნახევარავტომატებს უკუქცეულ გაზებზე და ვერტიკალურ ორლულიანებს.

საწარმოს ფართობი 1000 კვადრატული მეტრია და დასაქმებული ჰყავს 20 ოსტატი. წლიური წარმადობა 6000 ერთეული. ექსპორტზე გადის 10 ქვეყანაში.

 

 

 

 

Utas

 

 

დაფუძნებულია 2006 წელს. მხოლოდ ერთი სახეობის გლუვლულიანს უშვებს_პომპა UTS 15-ს. სამუშაო ფართობით 1000 კვადრატული მეტრი და დასაქმებული 30 ოსტატით.

 

 

 

 

Torun

 

 

დაფუძნებულია 1996 წელს. საწარმოს მუშა ფართობი 7500 კვადრატული მეტრია. მუშაკების რაოდენობა 350; წლიურად უშვებს ჰორიზონტალურებს 3000 ერთეულს, ვერტიკალურებს 15000 ერთეულს, ერთლულიანებსა და პომპებს 15000 ერთეულს, ნახევარავტომატებს 25000 ერთეულს, პნევმატიურებს 15000 ერთეულს და სასიგნალო პისტოლეტებს 30000 ერთეულს.

ექსპორტზე გადის 30 ქვეყანაში, მათ შორის იყიდება ამერიკული ბრენდი Savage-ის სავაჭრო ნიშნითაც.

 

 

 

 

 

 

Kale

 

დაარსებულია 1996 წელს. ამზადებს ცალლულიანებს, პომპებსა და ნახევარავტომატებს. მუშაკების რაოდენობა 25-ს შეადგენს. წარმადობა კი 5000 ერთეული წელიწადში. საწარმოო ფართობი 400 კვადრატული მეტრია.

დეტალების დაახლოებით 20% ადგილზე არ მზადდება(შემოაქვთ).

 

 

 

 

 

 

 

Sipahier

 

დაფუძნებულია 1982 წელს. 1999 წლამდე მხოლოდ ვაჭრობდა და საწარმოო პროცესი არ გააჩნდა. ამჟამად წლიური წარმადობა 30000 ერთეულია(ჰორიზონტალურები, ვერტიკალურები, ნახევარავტომატები, პომპები). გარდა ამისა წლიურად აწარმოებს 10000 ერთეულ პნევმატიკასაც.

საწარმოო ფართობი შეადგენს 1200 კვადრატულ მეტრს, სადაც იწარმოება საჭირო დეტალების 50%, დანარჩენი შემოაქვს სხვა საწარმოებიდან.

ექსპორტზე გადის 28 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში ყიდის სავაჭრო ნიშნით Erma.

 

 

 

Armsan

 

 

დაფუძნდა 2005 წელს. აწარმოებს ნახევარავტომატებსა და პომპებს. გააჩნია წარმოების სრული ციკლი. მუშაკების რაოდენობა 200 ადამიანი. საწარმოო ფართობით 2600 კვადრატული მეტრი.

ექსპორტზე გადის 30 ქვეყანაში.

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

Yildiz SPZ ME Special Lux

 

 

035ef39fd042.jpg

 

თურქული კომპანიებიდან სულ რამდენიმეა, რომლებიც ,,ლუქს" კლასის იარაღს აწარმოებს...

ბრიტანული ინტერნეტ-პორტალ "Shooting UK"-ის კვლევის ობიექტი ამ ჯერად Yildiz SPZ ME Special Lux გახდა.

ამ თოფის ფასი ბრიტანეთში 2200 გირვანქა სტერლინს შეადგენს. ამავე კლასის ევროპელები გაცილებით მეტს ფასობენ, თუმცა მოწინავე ევროპელების ცნობადობა გაცილებით ფართოა, ამასთან საწარმოო ტექნოლოგიები ყველაზე თანამედროვეა...

მაშ ასე, რას წერენ ექსპერტები Yildiz SPZ ME Special Lux-ის შესახებ:

ყალიბი 12,20,28 და 36;26-28-30 დიუმის სიგრძის ლულები, მარტივი დიზაინი და კალაპოტის მდიდრული მოხატვა.

წარმოების ბოლო 40 წლის განმავლობაში თურქები მიხვდნენ, რომ იარაღის ტრადიციული სახე ყოველთვის დაფასდება;

დამზადების ხარისხი მოწინავე ევროპელების დონეზე(!!!)

აქვე დავამატებ: Yildiz-ის წარმადობა 45 ათასი ერთეულია წელიწადში და აქედან 95% ექსპორტზე გადის. შესაბამისად თურქი მწარმოებელი წარმოების ევროპული სტანდარტებს ეთამაშება :hi:

ექსპერტი რისი ექსპერტი იქნებოდა ნაკლი რომ არ ენახა?! ;) უთანაბრო ნაჭდევი კონდახზე; ძალიან მარტივი საბჟენი, რომელიც ცუდად ახშობს უკუცემის ძალას.

ბოლოს "Shooting UK"-ის ექსპერტებმა დაასკვნეს: Yildiz SPZ ME Special Lux არის ძალიან კარგი არჩევანი ,,ლუქს" კლასის თოფებს შორის დაბალი ფასის გამო :hi3:

 

e494fb49582f.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

თურქული იარაღი სულ უფრო ძალუმად შემოდის ჩვენში(რადგან იაფიანი სეგმენტი უკავია, ხოლო ჩვენი მსყიდველობითი უნარი სამწუხაროდ ვერ იზრდება). ამ ბოლო პერიოდში არაერთმა ფორუმელმა შეიძინა თურქული თოფები და კაი კმაყოფილებთაც უწევენ ექსპლოატაციას. მშვიდობაში და კაი ნადირობებში ლომებო :hi:

 

Armsan მიეკუთვნება ახალგაზრდა თურქულ მწარმოებლების რიგს. დაფუძნებიდან 10 წლის თავზე საკმაოდ ნორმალურ აღიარებას მიაღწია. საფირმო წარმოების პირველი ნახევარავტო А 612 უკუქცეულ გაზების სისტემაზეა დაფუძნებული და გამოსვლის დღიდან აქამომდე მისი მთავარი ღირსებაა სწორი შეთანაწყობა ფასი-ხარისხი.

А 612-ს პირველი მომხმარებელი აფასებდა რომ ბაზარზე შემოვიდა არმსანის ახალი მოდელი "ფენომა"(Phenoma). უნდა აღინშნოს, რომ ორთავე მოდელი თანამედროვე იარაღია, თუმცა "ფენომაში" უფრო ახლებურია დიზაინი და კომფორტი.

2014 წელს არმსანმა მოდელთა რიგი შეავსო სპორტული ნახევარავტოთი A-Challange და პომპით P-Challange.

მიმდინარე წელს კომპანიამ დაამატა ერთლულიანი EOS და ახალი ნახევარავტომატური Paragon.

დავუბრუნდეთ პირველ ნახევარავტომატურს ანუ А 612-ს.

გამოდის მისი დაახლოებით 40 მოდიფიკაცია 12, 20 და 28 ყალიბში, როგორც კაკლის ასევე პლასტიკატის კონდახებით. რესივერები სხვადასხვა ფერისაა სხვადასხვაა გრავირების დონეებით.

ამ მოდელს გააჩნია სპორტული მოდიფიკაცია А 612 DW 2 Sporting განიერი სამიზნე თამასით, სპორტული ჩოკებითა და რეგულირებადი კონდახით.

ლულის არხი და სავაზნე ქრომრებულია, არხის დიამეტრი 18,4მმ; საცვლელი ჩოკები სტანდარტულია, რესივერი დამზადებულია მსუბუქი მეტალებისაგან; ამორტიზატორით.

უკუქცეული გაზების მექანიზმი სტანდარტულია წნევის ავტომატური მარეგულირებლით. დგუშს გააჩნია გამწმენდი არხები(ჩაღრმავებული რგოლები) და კომპრესიის რგოლი. თოფი ამუშავებს 24-დან 53 გრამამდე ვაზნებს

 

 

ebbe7aea64ca.png

Link to post
Share on other sites

Koch Arms

 

დაფუძნებულია 2000 წელს. მუშაობს 15 მუშაკი; პროდუქცია ნახევარავტოები ინერციული სისტემით, უკუქცეულ გაზებზე და ერთლულიანები. 2014 წელს გაყიდეს 6000 თოფი.

 

 

Doruk Silah

 

დაფუძნებულია 1996 წელს იზმირში. 48 მუშაკი; სავაჭრო ნიშანი Armed. პროდუქცია: ნახევარავტომატები, პომპები, ერთლულიანები და ორლულიანი ვერტიკალები. წარმოების სრული ციკლი გარდა პლასტიკატის ნაწილებისა. 2014 წელს გაყიდეს 11 000 თოფი 42 ქვეყანაში.

 

 

Akdass

 

მუშაობს 2000 წლიდან; 80 მუშაკი; ერთ-ერთი სავაჭრო ნიშანი Siberia. პროდუქცა: ნახევარავტოები და ერთლულიანები. წარმოების 90%-იანი ციკლი. 2014 წელს გაყიდეს 5000 ერთლულიანი და 8000 ნახევარავტო, მათ შორის 60% აშშ-ში. პროდუქცის იმპორტიორ ქვეყანათა შორისაა ინგლისი,ავსტრალია, ფინეთი, ავსტრია, რუსეთი.

 

 

 

Bora Arms

 

დაფუძნებულია 2002-ში; 30 მუშაკი; პროდუქცია: პომპები, ნახევარავტოები, ტრავმატიკა. 2014 წელს გაყიდეს 8000 ცალი თოფი, აქედან 40% ექსპორტზე.

 

 

 

Tomahawk

 

დაფუძნებულია 2007 წელს. პროდუქცია: ნახევარავტოები, პომპები. მუშაობს 40 მუშაკი; ექსპორტი 70 ქვეყანაში.

2014 წელს 1000 ცალი თოფი მიყიდა უკრაინას.

 

 

Avcis Silah

 

დაფუძნებულია 1992 წელს. 20 მუშაკი; პროდუქცია: ნახევარავტოები და პომპები. საწარმოების 70%-იანი ციკლი; 2014 წელს გაყიდა 45000 ცალი თოფი მ.შ. ყველაზე მეტი მიეყიდა ლიბიას.

 

 

 

Dorkas

 

დაფუძნებულია 2012 წელს ანტალიაში. 11 მუშაკი; წარმადობა საწარმოო სიმძლავრეებთან შეფარდებით ძალიან მაღალი აქვთ_ 2014 წელს ააწყვეს 60 ათასი თოფი და 10 ათასი პნევმატიკა. იმპორტიორ ქვეყანათა ჩამონათვალში საქართველოცაა; მათ შორის რუსეთი, უკრაინა, იტალია, ესპანეთი, ინგლისი, აშშ.

 

 

 

Adler silah sanayi

 

დაფუძნებულია 2007 წელს; 25 მუშაკი; პროდუქცა: პომპები, ერთლულიანები, ნახევარავტოები. წარმოების 50%-იანი ციკლი; 2014 წელს გაყიდა 10 ათასი ცალი თოფი.

 

 

 

 

Ranger

 

მდებარეობა სტამბულში. 25 მუშაკი; პროდუქცია ნახევარავტოები. გასულ წელს გაყიდა 6000 თოფი.

 

 

 

MKA 1919/Husan

 

დაფუძნებულია 1988 წელს სტამბულში. 43 მუშაკი; პროდუქცია ნახევარავტოები; გასულ წელს გაყიდეს 30 ათასი ერთეული.

 

 

 

Asil arms

 

იარაღს აწარმოებს 2006 წლიდან. 50 მუშაკი; პროდუქცია ნახევარავტოები, პომპები და პნევმატიკა შეკვეთის შესაბამისად. წარმოების სრული ციკლი გარდა პლასტიკატისა და ზამბარებისა. 2014 წელს დაამზადეს 24 ათასი ცალი იარაღი. იმპორტიორ ქვეყანათა შორისაა ავსტრია, ბრაზილია, საფრანგეთი.

 

 

Ozkanlar Arms Antalya

 

აწარმოებს 1987 წლიდან. 65 მუშაკი; ერთ-ერთი სავაჭრო ნიშანია Ottomanguns. გასულ წელს გაყიდეს 18 500 ერთეული თოფი(ნახევარავტოებია პროფილი).

 

Derya Internat Arms Com

 

დაფუძნებულია 2000 წელს. 35 მუშაკი; პროდუქცია: პომპები, ნახევარავტოები, ერთლულიანები. 2014 წელს გაყიდა 18000 ერთეული თოფი. იმპორტიორთა შორისაა აშშ, კანადა, მექსიკა, უკრაინა, რუსეთი, იტალია, საფრანგეთი.

 

 

 

Aral

 

დაფუძნებულია 2012 წელს. აქვს საწარმოები სტამბულში და სხვა ქალაქებში. წარმოების 75%-იანი ციკლით. 40 მუშაკი; პროდუქცია ნახევარავტოები, ერთლულიანები, პნევმატურები და სასიგნალო პისტოლეტები.

ოფიციალურ იმპორტიორთა შორისაა საქართველო, აშშ, ავსტრია.

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

არმსან ფენომამ დამაინტერესა ამ ბოლო დროს, რას იტყვით ბიჭებო ვისაც გაქვთ ეს ნახევარ ავტომატი? გაზაატვოდით და პლასტიკის კონდახცევიოთი?

Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

Retay

 

თურქული კომპანიიის დაფუძნება დაემთხვა სწორედ იმ წელს, როცა დასრულდა  ბრუნო ჩივოლანის ინერციული საკეტის პატენტის ბენელის მიერ გამოყენების ექსკლუზივი(ეს მოხდა 2006 წელს... საინტერესო დამთხვევაა არა?!).

ფირმის მენეჯმენტი დაეფუძნა იმას, რომ ძნელია ინერციულ სისტემაში გამოიგონო რაღაც ახალი და რევოლუციური, ამიტომ ძველი და გამოცდილი ბრუნო ჩივოლანის ინერციული სისტემა გადაიტანეს თავის ნახევარავტომატებში.  მზა კონსტრუქციის კოპირების გარდა, როგორც ფირმაში აცხადებენ, გააუმჯობესეს სისტემა ე.წ. InertiaPlus Action-ით. ამ გაუმჯობესებაზე ქვემოთ ვისაუბროთ, ზოგადად კი საქმე ეხება ჩაკეტვის დეტალს. თქვენს ყურადღებას კი მივაქცევდი იმას, რომ თურქებს რაზე აქვთ პრეტენზია ხომ ხვდებით???

 

ruzhyo-masai-mara_02.jpg

 

 

ruzhyo-masai-mara_01.jpg

ბენელის სისტემაში(შედარებით ძველ მოდელებში) ძალიან იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ საკეტის ხელით ნელი მიყვანის დროს საკეტი სრულად არ კეტავს ლულის არხს და ასეთ დროს სასხლეტზე დაწოლისას ჩახმახის დაცემის ხმა ისმის, თუმცა გასროლა არ ხდება. ამ პრობლემას შეარქვეს Benelli Click. ეს ნაკლი ბენელის ახალ მოდელებში სრულადაა აღმოფხვრილი.

სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე საუბრობენ სიამაყით Retay-ს წარმომადგენლები.

კომპანიას თავის მოდელში  სახელწოდებით Masai Mara, საინტერესო გადაწყვეტა აქვს, კერძოდ, ძალიან მარტივად, ხელის ერთი მოძრაობით შესაძლებელია  სასხლეტ-დამცემი მექანიზმის მოხსნა;

ნახევარავტომატი Masai Mara გამოდის 61, 66, 71 და 76 სანტიმეტრიანი ლულებით და ფირმის განაცხადის თანახმად მზადდება Boehler Steel-ის მარკის ფოლადისაგან; ლულის გამოცდა ხდება 1500 ბარ წნევაზე; არხის დიამეტრია 18,4მმ.

როგორც ფირმა აცხადებს, ლულები გათვლილია ფოლადის საფანტზეც.

 

ruzhyo-masai-mara_06.jpg

კალაპოტი დამზადებულია ერგალისაგან. თოფი უპრობლემოდ ამუშავებს ყველა წონის ვაზნას 24 გრამის ჩათვლით.

 

ruzhyo-masai-mara_07.jpg

და ბოლოს, დღევანდელი საბაზრო ფასებით, Masai Mara ღირს საშუალო ბიუჯეტური ბენელის ერთი მესამედი

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...