Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ეხლა მე ვისაც ვუსმენ სხვაგანაც ზოგი მრ 155 ტს მიქებს ზოგი ა612 და ფენომას ვეღარ გამიგია როგორ მოვიქცე.. მეუბნებიან თურქულს რუსული ჯობია გამძლეობითო ზოგი პირიქით თურქული ჯობია რუსულსო და თვგზა ამებნა და ვეღარ გამიგია რა ვქნა.......

Link to post
Share on other sites
  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

basri55

მშვენიერი არჩევანი გააკეთე ძმობილო.

არ ცოდნა სირცხვილი არ არის.ყველამ ყველაფერი არ ვიცით და არც გვეცოდინება.

მოხარული ვარ რომ ჩვენი რჩევები გამოგადგა

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

მე დამაინტერესა მრ 155 მა. პირველ რიგში ყურადღება მიიპყრო ვიზუალურად. რატომღაც მომეწონა და მის შესახებ დავიწყე დადებითი და უარყოფითი მხარეების მოძიება. ძირითადად ვეძებდი ინფორმაციებს www.youtube.com-ზე. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნაკლოვანებები უმნიშვნელო ჰქონდა რაც ძირითადად გამოწვეული იყო გარკვეული დეტალების დაუსრულებლობით, რაზედაც ასევე მივიღე პასუხები, რომ ნებისმიერს დაინტერესებულ შემძენს შეეძლო ამ ნაკლოვანებების აღმოფხვარა. გადავწყვიტე შეძენა და შევიძინე. რაც ჩემ თოფში აღმოვაჩინე ნაკლი ის იყო რომ პატრონების ჩატენისას ქვეშიდან პატრონის მიმწოდებელს ჰქონდა წამახული დაბოლოება, რაც გავქლიბე და ამით მოვხსენი დისკომფორტი. არ მომწონდა წინა მხარეს რემნის სამაგრი, ისიც გადავაკეთე ძალიან მარტივად ისე, როგორც უცხოურ თოფებს აქვს და გამოვიდა ძალიან მოხერხებული. კონდახი ცოტა დავამოკლე, ისე,რომ ვერ შეატყობს ადამიანი და ძალიან კარგი გამოვიდა. ცევიო არ იჯდა მყარად, რაც ასევე იოლად გამოვასწორე და დაჯდა მყარად. ძალიან მომეწონა გაზის სარეგულირებელი მექანიზმი პრაქტიკულად შეგიძლია დაარეგულირო მაქსიმალური სიზუსტით შენთვის სასურველი წონის პატრონების სასროლად. ძალიან მომეწონა ჩამკეტის /ზატვორის/ გამოსაწევი შპონკის ჩამკეტში ჩამაგრების გადაწყვეტა, პრაქტიკულად ნულია მისი დაკარგვის შანსი. ასევე ძალიან მომეწონა სასხლეტის ჩამკეტის გადაწყვეტა, არის ძალიან კომფორტული, ძალიან მომწონს ვენტილირებადი სამიზნე თამასის სპორტული გადაწყვეტა. რაც შეეხება საიმედობას, არის უტყუარი, მსუბუქი და კომფორტული ნადირობაში, მაქვს ორი ლულა 71 სმ-იანი და 67-სმ-იანი. დანარჩენი მოვლის ამბავია, თუ გიყვარს იარაღი მოუვლი და გამოგყვება დიდხანს ნადირობაში. მიტანაც შესანიშნავი აქვს. ასე, რომ მე 21 საუკუნის რუსული წარმოების ამ ეთადერთ თოფს ვაფასებ ფასით და ნადირობაში კომფორტულობით /შეძენილი მაქვს 800 ლარად/. ვხმარობ უკვე 2 წელია და ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

Edited by aftarauli zamtara
Link to post
Share on other sites
  • 6 years later...

მრ 155 ის მფლობელებს, ვისაც გაქვთ და ხმარობთ ამ თოფებს გექნებათ ინფორმაცია ნემსის არასაიმედოობის შესახებ. მე პირადათ და ასევე ჩემს გარშემო რამდენიმე მონადირეს ნადირობისას გაგვიტყდა ნემსი. გამომდინარე ამ პრობლემიდან ვერ ვიტყვით თოფის საიმედობაზე. იარაღის ხელოსანს შევუკვეთე ნემსი რომელიც ბევრად საიმედოა ქარხნულზე. მან თავისებურად მგონია ბევრად უკეთესად გადაწყვიტა პრობლემა..

Edited by aftarauli
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...