salamandra 65 Posted January 28, 2014 Report Share Posted January 28, 2014 (edited) ლაჯანურის წყალსაცავი — საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე 0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ. მ³. ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანური, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე, აგრეთვე მდინარე ცხენისწყლიდან არხით გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა. წყლით უზრუნველყოფს ლაჯანურჰესს. ლაჯანურის წყალსაცავის ქვაბულის ქვედა ნაწილი აგებულია ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით, ზედა — ქვიშაქვებით, მერგელოვანი თიხაფიქლებითა და კონგლომერატებით. კალთები მეწყრებიანი აქვს. ნაპირების ტალღისმიერი გადამუშავება უმნიშვნელოა. წყალსაცავის მოლამვა ძირითადად ხდება შენაკადების მიერ შემოტანილი მყარი ჩამონადენის ხარჯზე. კაშხალთან ფსკერული ნატანის სისქე 10 მ აღემატება. Edited January 28, 2014 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 (edited) მოგესალმებით, საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ წყალსაცავს,გამოირჩევა ულამაზესი ადგილმდებარეობით და ბუნებით.თევზი საკმაოდ კარგად ყავს,ძირითადად წვერა,ხრამული,ნაფოტა. შეიძლება კარგად ორგანიზებული და ერთობლივი გასვლის მოწყობა,წყავსაცავიდან 3 კილომეტრში არის ჩემი სოფელი "უსახელო". თუ ვინმეს ექნება რაიმე შეკითხვა,შევეცდები ამომწურავი პასუხი გავცე,მაქვს სურათებიც რომლებსაც აუცილებლად დავდებ. Edited April 28, 2015 by QIQ777 ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 ესეც დაპირებული სურათები ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 იმედია მოგეწონებათ ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 ეს კიდე ჩემი სოფელი და ხედი ჩემი ეზოდან წყალსაცავზე B) ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 ძალიან ლამაზია! ლეჩხუმელები ძალინ პასიურობთ თქვენი პატარა კუთხის წარმოჩენის საქმეში, იმედია მეგობარო კიდევ მეტს გვეტყვი და გვანახებ ამ პატარა და ლამაზ კუთხეზე. სხვა თემებშიც დაგვანახე ლეჩხუმი ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 გაიხარე მეგობარო, შევეცდები კარგად წარმოვაჩინო ეს ულამაზესი მხარე.უკეთესი იქნება ერთობლივი გასვლით მოვინახულოთ !!! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 მე რაჭველი ვარ, ონიდან. შეიძლება ზაფხულისთვის რაჭა-ლეჩხუმის გასვლის დაგეგმვა ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 კი აუცილებლად დასალაშქრია ეგ მხარე. ჩემი გვარიც რაჭული წარმოშობისაა, სანთელაძე ვარ გვარად ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 QIQ777 გაიხარემეგობარო,ძალიან ლამაზი ფოტოებია ! ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 მადლობა,სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ხშირად ვერ ავდივარ და ძალიან მწყდება გული. აქ კიდევ ბევრი საოცარი ადგილია,მოკლედ ნამდვილად ღირს ასვლა და მონახულება. ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 (edited) ლაჯანურის წყალსაცავი — საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე 0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ. მ³. ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანური, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე, აგრეთვე მდინარე ცხენისწყლიდან არხით გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა. წყლით უზრუნველყოფს ლაჯანურჰესს. ლაჯანურის წყალსაცავის ქვაბულის ქვედა ნაწილი აგებულია ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით, ზედა — ქვიშაქვებით, მერგელოვანი თიხაფიქლებითა და კონგლომერატებით. კალთები მეწყრებიანი აქვს. ნაპირების ტალღისმიერი გადამუშავება უმნიშვნელოა. წყალსაცავის მოლამვა ძირითადად ხდება შენაკადების მიერ შემოტანილი მყარი ჩამონადენის ხარჯზე. კაშხალთან ფსკერული ნატანის სისქე 10 მ აღემატება. დიდი მადლობა salamandra_ს ამ წყალსაცავის რედაქტირებისთვის !!! Edited April 28, 2015 by QIQ777 ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 იმედია მოგვეწონება კი არა კიდევ ერთხელ გავახარე თვალი ჩვენი საოცარი ბუნების სილამაზით. პ.ს. ლაილაშში ვარ ნამყოფი, მაგრამ ზამთარში :( ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 28, 2015 Report Share Posted April 28, 2015 QIQ777 დიდი მადლობა ლამაზი სურათებისთვის...გახარე! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 QIQ777 მაგარი სილამაზეა ძმაო ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 სამოთხეში გქონია სახლი ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 სამოთხეში გქონია სახლი გაიხარეთ ბიჭებო, დავგეგმოთ მერე ერთად და ვინებივროთ "სამოთხეში" მთელი ზაფხული წინ გვაქვს !!! მე დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ B) ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 (edited) QIQ777 დიდ მადლობას გიხდი პირადად მე. შენ გაიხარე. ხალხო, მაგ ადგილას ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა შეიძლება, ტურისტს ვერ გამოლევთ მთელი წლის განმავლობაში. რა დასანანია, ასეთი ადგილები რომ არ არის მოწყობილი ისე, როგორც ეკადრებათ. Edited April 29, 2015 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 QIQ777 დიდ მადლობას გიხდი პირადად მე. შენ გაიხარე. ხალხო, მაგ ადგილას ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა შეიძლება, ტურისტს ვერ გამოლევთ მთელი წლის განმავლობაში. რა დასანანია, ასეთი ადგილები რომ არ არის მოწყობილი ისე, როგორც ეკადრებათ. მადლობას მე გიხდით ყველას,ბევრად უფრო საინტერესო გახადეთ ჩემთვის თევზაობასთან დაკავშირებული ყველა თემა. გეთანხმები 100%_ით,ადგილობრივებისთვისაც სასარგებლო იქნება და დამსვენებლისთვის ხო საერთოდ ....... ისე,წყალსაცავიდან 12 კილომეტრში არის ულამაზესი და სამკურნალო თვისებებით სავსე კურორტი "ლაშიჭალა" რამოდენიმენაირი გაზიანი,მჟავე წყალი ამოდის მიწიდან, ყველას თავისი სამკურნალო დანიშნულება აქვს და პლიუს ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო ადგილია როგორც გადმოცემით ვიცი,უბრალოდ აქ არ დავწერ ყველაფერს,თქვენც კარგად მიხვდებით ისედაც . . . . ციტირება Link to post Share on other sites
lasha777 0 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 (edited) ულამაზესი ადგილებია,მშვენიერებაა მოკლედ რომ ვთქვა...და ერთი კარგი საქმე რომ გავუკეთოთ ამ წყალსაცავს არ შეიძლება???-კალმახით რომ დავამშვენოთ ეს გასაოცარი წყალსაცავი.... Edited April 29, 2015 by lasha777 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 lasha777 ყველაფერი კი შეილება მარა მოვა მერე ჟორა არ გივი და ამოცლის ბადით ან დენით ესარი სამწუხარო ამბავი თორე ლიფსიტის გაშვებას ერთი გულიანი მმიდგომა უნდა თორე ამ ფორუმს აქ კეთილი საქმეები განაკეთები მე ვიქნები ყოველთვის თქვენ და ფორუმის გვერდით ციტირება Link to post Share on other sites
QIQ777 0 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 (edited) ულამაზესი ადგილებია,მშვენიერებაა მოკლედ რომ ვთქვა...და ერთი კარგი საქმე რომ გავუკეთოთ ამ წყალსაცავს არ შეიძლება???-კალმახით რომ დავამშვენოთ ეს გასაოცარი წყალსაცავი.... მეც ვფიქრობდი იგივეს მაგრამ,ყურადღებას ვინ მიაქცევს ეგაა საქმე :(( და კიდე რა მაინტერესებს,ამ წყალსაცავს წყლით ამარაგებს მდინარე ლაჯანური და ცხენისწყალი (არხი),მანდ რო კალმახი გავუშვათ,არ გავა წყალსაცავიდაან??? Edited April 29, 2015 by QIQ777 ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 მაგ ამბავს სალამანდრას რჩევა-დარიგება ჭირდება, იქტიოლოგია ცალკე მეცნიერებაა მეგობრებო!!! ციტირება Link to post Share on other sites
bigmisha 0 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 მდინარე ლაჯანას ყავს კალმახი, კურორტ ლაშიჭალაიდან უკვე კალმხი არის, მაგრამ ბრაკების გადამკიდე უჭირს გამრავლება. რაც შეეხება კალმახის გაშვებას წყალსაცავში, პიდროელექტროსადურის გაჩერებასთან ერთად პერიოდულად ხდება სწალსაცავის გაშვება და კალაპოსი გაწმენდა შლამისა და ქვაღორღისაგან, ასერომ კალმახის გაშვება პიდრ.ელ.სადგურის წყალსაცავში არგამოვა. ამ მდინარეს კიდე ყავს კარგი ლამაზი კალმახები. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.