BROWNING 349 Posted February 12, 2014 Report Share Posted February 12, 2014 (edited) სატარე მასალაზე არ გვაქვს თემა. ავთო შენი იმედი გვაქვს. ხე,რქა, ძვალი, პოლიმერი...... ხე ყველაზე გავრცელებული მასალაა. გეოგრაფიული ფაქტორი ხშირად განმსაზღვრელია ამა თუ იმ რეგიონის სატარე მასალის არჩევანში. მაგალითად სკანდინავიელები იყენებენ ვერცხლისფერი არყის(Betula pendula var. carelica) სტაბილიზებულ მერქანს. სტაბილიზება მერქნის აკრილის(ან სხვა სტაბილიზატორის) რეზინში დაყოვნებას გულისხმობს. სტაბილიზებული მერქანი არ იწოვს წყალს და უფრო მდგრადია ფიზიკური სტრესისადმი. სტაბილიზებული არყის მერქნის ფასები http://www.thompsonsknives.com/birch.html Edited February 12, 2014 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 12, 2014 Author Report Share Posted February 12, 2014 სხვადასხვა ქვეყნებში პოპულარულია ნეკერჩხლის, შავი ხის, ქვა ხის, კოკობოლოს და ზეთისხილის ტარები. აქაა მათი ფასები: http://www.bellforestproducts.com/knife-handle-blanks/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 12, 2014 Author Report Share Posted February 12, 2014 ძალიან საინტერესო თვალსაჩინო მასალა ტარებზე: http://www.bushcraftuk.com/forum/showthread.php?t=10436 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 9, 2014 Author Report Share Posted March 9, 2014 Micarta® ფენოლური ფისების და სხვა ბუნებრივი მასალის(ქაღალდი, ბამბა, მინა-ბამბა და ა.შ.)ნადნობია, რომელიც 1910-ში შეიქმნა. გარდა დანის ტარისა(გამძლეა, კარგი დეკორატიული თვისებების მქონე)იყენებენ სხვადასხვა სამრეწველო სფეროებში(მათ შორის იზოლატორებადაც). მიკარტას ყველა დიდი, დანის მწარმოებელი კომპანია იყენებს. http://www.jayfisher.com/Handles_Knife_Manmade_Materials.htm ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 29, 2015 Author Report Share Posted December 29, 2015 სატარე მასალა. https://www.theknifeconnection.net/handle-materials/ ციტირება Link to post Share on other sites
gcckoka 0 Posted December 29, 2015 Report Share Posted December 29, 2015 ჩემი პირველი დანის გაკეთების პროცესში ვარ , პირი მზადაა დამრჩა ტარი , რომელ ხეს მირჩევთ ტარისთვის რომ გამოვიყენო და ადვილად ვიშოვო ? ციტირება Link to post Share on other sites
xanjala 0 Posted December 29, 2015 Report Share Posted December 29, 2015 რათქმაუნდა კაკალი. მეორე ვარიანტად ბზა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 29, 2015 Report Share Posted December 29, 2015 გააჩნია დანას და მისი შემდეგი გამოყენების არეალს.მე ურთხელს გირჩევ .ბზა წყალთან ცოტა მწყრალადაა. კაკალი ძალიან მუქდება თუ სტაბილიზებას არ გაუკეთებ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 29, 2015 Author Report Share Posted December 29, 2015 ბჟოლა(თუთა) როგორია? ციტირება Link to post Share on other sites
gcckoka 0 Posted December 29, 2015 Report Share Posted December 29, 2015 დანა არის ესპანური მუელას ფირმის , რომელიც გავტეხე შუაზე და რადგან პირი საკმაოდ დიდი ზომის იყო წინა ნაწილი საკმარისია რომ პატარა სკანდინავიური დანა გავაკეთო , პირი გადავაკეთე გავლესე და მზადაა რომ სახელური გავუკეთო , ვფიქრობ ებოქსიტის წებო საკმარისია იქნება , არანაირი სერიოზული ზეწოლა და ცუდ პირობებში მუშაობა ამ დანას არ მოუწევს და ამიტომ უბრალოდ ლამაზი ხე მინდა რომელსაც ადვილადაც ვიშოვი და დიდი ხანიც გამიძლებს. ციტირება Link to post Share on other sites
giorgi1121 0 Posted April 6, 2016 Report Share Posted April 6, 2016 ხომ არ იცით კამეჩის რქა თბილისში სად ვიშოვო? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.