Gurulo 154 Posted February 27, 2014 Report Share Posted February 27, 2014 საბჭოთა წარმოების პირველი გლუვლულიანები ახალგაზრდა საბჭოთა იმპერიას, სამოქალაქო ომის ნანგრევებიდან გამოსვლის პერიოდში, პირველ ეტაპზე, სულ ცალ ფეხზე ეკიდა მონადირე-მოყვარულები, მითუმეტეს სპორტული ნადირობა. სპორტის ეს სახეობა საბჭოთა მენტალიტეტით ასოცირდებოდა დრომოჭმულ, კაპიტალისტურ გადმონაშთებთან... 1920 წლის 17 ნოემბერს კომუნისტურმა მთავრობამ გამოსცა დადგენილება დაახლოებით შემდეგი სათაურით(თარგმანი ჩემია )_ ,,ბეწვეულის მოპოვების მიზნით მონადირეთა იარაღითა და ტყვიაწამლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ". დადგენილება ტულისა და იჟევსკის ქარხნებს ავალდებულებდა უზრუნველეყოთ იარაღის გადაკეთება-რემონტი და წარმოება. რა თქმა უნდა იგულისხმებოდა სარეწაო დანიშნულების გლუვლულიანები. დადგენილება მიმართული იყო ბეწვეულის დამზადების ზრდისაკენ, რათა სახელმწიფოს მეტი ვალუტა მიეღო... გავრცელდა ერთლულიანები, რომლებიც გადაკეთებული იყო ბერდანებიდან. აგრეთვე გლუვლულიანებად გადაკეთდა საბრძოლოდ უვარგისი მოსინები. დაიწყეს ,,ფროლოვკებისა" და ,,მოდელ კ-ს" წარმოება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციამდელი რუსეთის მეიარაღეები მაინცადამაინც დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით არ გამოირჩეოდნენ საბჭოთა სახელმწიფოს მიმართ. უდავოდ დადებითი იმპულსი გახლდათ 1921 წლის ე.წ. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა(ნეპი), რომელმაც კომერციული ინტერესი გაუღვივა რუსეთის მეიარაღეებს. ამ პერიოდს ემთხვევა ,,მოდელი ბ"-ს წარმოების დაწყება. იწარმოებოდა სხვადასხვა ვარიანტებში, გამოირჩეოდა კარგი დაყვანითა და ნორმალური ბალისტიკით. 1925 წელს კოჩეტოვმა დაამუშავა ერთლულიანი ,,მოდელი რ"(იჟევსკში). იჟევსკის საიარაღო სფერო სამოქალაქო ომის პერიოდში არა იმდენად ტექნიკური კუთხით დაზარალდა, რამდენადაც კვალიფიციური კადრების მიმართულებით(რეპრესიები, რეპრესიები!!!). 1924 წელს იჟევსკში დაიწყეს ერთლულიანი იჟ-5-ის სერიული წარმოება, რომელიც ამერიკული ,,აივერ ჯონსონისაგან" გადმოიღეს. 1932 წელს ამავე თოფის წარმოება დაიწყეს ტულაში. დროთა განმავლობაში შეიცვალა დამოკიდებულება მოყვარულ მონადირეთა და მათ მოთხოვნილებათა მიმართ. 1921 წლის ბოლოს სამხედრო ოლქებში შეიქმნა მონადირეთა და მეთევზეთა ორგანიზაციები. 1930 წლიდან დაიწყეს პერიოდიკის ბეჭდვა. 1934 წელს მოსკოვში ჩატარდა მონადირეთა და მეთევზეთა პირველი კონფერენცია... ცალსახად იდგა პრობლემა_ არ არსებობდა თანამედროვე სანადირო იარაღი. და ასეთი იარაღი შეიქმნა 1932 წელს იჟევსკში სახელწოდებით ИЖ БК. მის ავტორად რუსები თვლიან მოროზოვს... ИЖ БК გაყიდვაში გამოვიდა 1934 წელს. 1937 წელს მისი წარმოება შეწყდა. 1936 წელს აზიაბინის მიერ შემუშავდა ИЖ Б-36. სერიულად ეს თოფი გამოვიდა 1937 წლის მარტიდან. საბჭოთა წარმოების პირველი გლუვლულიანები ფორუმში მოდელების მიხედვით გვაქვს დალაგებულ-განხილული, ამიტომ აქ აღარ განვმეორდებით. მხოლოდ მოკლედ მოგახსენებთ მათი ერთი ძირითადი ნაკლის შესახებ: პირველი საბჭოთა წარმოების თოფების ძირითადი ნაკლი გახლდათ ლულების ბლოკის ზედმეტი სიმძიმე. აქედან გამომდინარე ცუდი მანევრი და ბალანსი. ამ პერიოდის საბჭოთა ფოლადი საკმაოდ მაღალი ხარისხისა გახლდათ, ამიტომ უაზრობაა იმის მტკიცება, რომ მასალას იმ ეპოქის შესაბამისად ცუდი გამძლეობა-სიმყარე ჰქონდა. ყველაზე მეტად სავარაუდო გახლავთ მოსაზრება, რომ მწარმოებელი თავს იზღვევდა და ლულის კედელს ნორმაზე მეტად სქელს ამზადებდა, რათა შემდეგ ჩეკას არ დაედანაშაულებინა მავნებლობაში. მასიური რეპრესიების პერიოდში საკმარისი იყო თუნდაც ერთი ლულა გახეთქილიყო(თუნდაც გამოცდისას, თუნდაც ვაზნის არასწორი დამზადება-ექსპლოატაციისას) და მწარმოებელს თუ არ დახვრეტდნენ, საუკეთესო შემთხვევაში თეთრ დათვებთან უკრავდნენ თავს... რაც შეეხება საბჭოთა გლუვლულიანებში მოპარული კვანძებისა და დეტალების ჩადებას, ეს საკითხი არც სადაოა და არც განსახილველი. საბჭოთა იმპერიას საკუთარი ხალხი ეკიდა ფეხებზე და ევროპელ-ამერიკელები ხომ საერთოდ... ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted February 27, 2014 Report Share Posted February 27, 2014 საბჭოთა იმპერიას საკუთარი ხალხი ეკიდა ფეხებზე და ევროპელ-ამერიკელები ხომ საერთოდ.. ამაში მართალი ხარ, სად საბჭოთა დროინდელი გლეხი და სად ახლანდელი, მთელი მთავრობა ხომ გლეხებზე და ხალხზეა გადამკვდარი :d030: (ბოდიში ოფისთვის) ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 27, 2014 Report Share Posted February 27, 2014 ამაში მართალი ხარ, სად საბჭოთა დროინდელი გლეხი და სად ახლანდელი, მთელი მთავრობა ხომ გლეხებზე და ხალხზეა გადამკვდარი :d030: (ბოდიში ოფისთვის) არა მგონია საბჭოთა იმპერიას საკუთარი ხალხი ფეხებზე კიდებოდა, მათ იცოდნენ რაზეც იდგნენ. იმიტომაც იყო იმპერია !!!!!!!! (არც ის დაგავიწყდეთ ვინაა დღეს პლანეტის ერთერთი "სრულუფლებიანი" მმართველი) დაკიდება ახლა მოიკითხეთ, იგივე ევროპისგან, სადაც მართლა კიდიათ და ვერ არჩევენ კაცსა და პიდარასტს! მეც გავაოფე თემა და მერე ესეც მიაშალეთ ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted February 27, 2014 Report Share Posted February 27, 2014 ქევხო 100% ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 9, 2021 Author Report Share Posted April 9, 2021 კატეგორიულად არ ვეთანხმები ავტორის მოსაზრებას https://www.google.com/url?sa=t&source=web&rct=j&url=https://m.youtube.com/watch%3Fv%3DHtuiIVhh9oc&ved=2ahUKEwiM5uqEtvHvAhUIsaQKHURUDSsQ28sGMAJ6BAgnEAg&usg=AOvVaw2BShsFrl7nU4PL7vuN8Kjn ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 9, 2021 Author Report Share Posted April 9, 2021 (edited) აქ კი პრინციპში შეიძლება დაეთანხმო ავტორს(მესამე ადგილის გარდა) https://www.google.com/url?sa=t&source=web&rct=j&url=https://m.youtube.com/watch%3Fv%3DyQdzcqsxdGA&ved=2ahUKEwirz4-euPHvAhXBuKQKHQ_7CC0Q3MsGMAN6BAgnEAs&usg=AOvVaw2PJ3N30vtPgQJCTrH0xWPI Edited April 9, 2021 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.