Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის მოყვარულთა ბირჟა


Recommended Posts

ამ ტიპის იარაღებზე რას იტყვით, და საერთოდ 1 გასროლიან ნადირობაზე(მჭიდის გარეშე).

 

 

რას ვიტყვი და მხოლოდ ერთ წინადადებას: ახლა 21-ე საუკუნეა.

 

მაგხელა კალიბრი/50/ მსხვილ ცხოველებზეა გათვალისწინებული, ჰოდა დააცილებ და მეყოლე ვარდივით, მსოფლიო რეკორდების დამყარება მოგიწევს ხეზე სწრაფად ასვლაში და სირბილში. :d030: :d030: .

Link to post
Share on other sites
  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იარაღის ოსტატი ბორდოდან. ტონი ჟიკელი.   http://www.larquebusier.com/fr/fusil-juxtapose-artisan-armurier.php http://www.larquebusier.com/fr/fusil-superpose-artisan-armurier.php  

ჩრდილოამერიკული გემოვნებითაა, მაგრამ მაინც საინტერესოა.   https://www.fieldandstream.com/14-best-shotguns-of-2017#page-10

Posted Images

:haha:

კაი რამეა, მე მომწონს. ისეთიც მაქვს ნანახი ჩვეულებრივად რომ ჩადის ვაზნა და არა ლულიდან. კარგი იქნება ამერიკაში ალბათ ირემზე, ჩვენს პირობებში შველზე.

Link to post
Share on other sites

ქორიჯი

 

მე ვისაც ვიცნობ მონადირეებს, რომ ვუთხრა მაგ თოფით ვაპირებ ირემზე და შველზე გასვლასთქო, ჯერ დამაბავენ, მერე 911-ზე დარეკავენ, გიჟათ ჩამთვლიან.

 

მაგარი ხათაბალა რამეა, ეგ უფრო კლეოზნიკებისთვის არის.

 

და ისა კიდევ, სადაც ირემი და შველია, იქ არის მგელი, დათვი და კუგარი.

 

ამიტომ, თუ იძულებულს მხდი ეგ თოფი მოვიწონო :d030: , მაშინ მინიმუმ მაგნუმ44 ან კოლტი45 უნდა მეკიდოს ქამარზე.

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ, მეც ვემხრობი მაგ აზრს რომ 1 პისტოლეტი უნდა გქონდეს გარჭობილი ქამარში. მგელი და დათვი მაშინაც კი იყვნენ ხირიმით რომ ნადირობდნენ, ადამიანზე დიდი ნადირი რაა? :haha:

Link to post
Share on other sites

ხომ გაგიგია, სიფრთხილეს თავი არა სტკივაო?

 

მე რომ აქ რამემ მიმფლითოს, ხომ იტყვის ყველა, უტვინო ყოფილა ამხელა გზაზე წასული კაციო.

 

ახლო დისტანციაზე/30-50მეტრი/ ჰაა-ჰა ბოლტით მოასწრო გადატენვა, მაგითი ხომ საერთოდ.

ეგ კიდევ გასროლის შემდეგ ჰკარგავს თოფის ფუნქციას და ხდება კომბალი.

 

ჩემი აზრით, გამოუსადეგარი ნივთია ჩემს პირობებში.

 

რომც მაჩუქონ, მაშინვე მარკეტზე დავდებ გასაყიდად.

 

ხათაბალაა რა. :d030:

Link to post
Share on other sites

 

 

მე რომ აქ რამემ მიმფლითოს, ხომ იტყვის ყველა, უტვინო ყოფილა ამხელა გზაზე წასული კაციო.

 

 

მეტი რაღა შეფასება უნდა,შეაფასა უკვე გიომ :d030:

Link to post
Share on other sites

კი ვეფხო,ვნახე,ეს მგონი ძველი მოდელია,სანამ ფირმაში კურალი მოვიდოდა და ფირმას ლებო-კურალი დაერქმეოდა,კარგი რამეა,ალმათ სავაზნე 65მმ ექნება,კონდახი შეცვლილს გავს!!!! :yes:

Link to post
Share on other sites

კი ვეფხო,ვნახე,ეს მგონი ძველი მოდელია,სანამ ფირმაში კურალი მოვიდოდა და ფირმას ლებო-კურალი დაერქმეოდა,კარგი რამეა,ალმათ სავაზნე 65მმ ექნება,კონდახი შეცვლილს გავს!!!! :yes:

 

კი შეცვლილია, თუმცა პროფესიონალურად სურათბით მეტს ვერ იტყვი.

შეიძლება 70 მმ-იანი სავაზნე ქონდეს

მართთლა კარგი რამეა, ფასი ცოტა იკბინება

Link to post
Share on other sites

ერთი უცნაური რამ აღმოვაჩინე,

ჩემი ახალი თოფი 2-3-ჯერ დავტესტე ამ ბოლო დღეებში დაახლოებით 200 ვაზნამდე ვისროლე (სხვათა შორის როგორც მიუჩვეველი სტენდზე სროლაში კარგი შედეგი ვაჩვენე)

ერთ მშვენიერ დღეს დავიწყე გულიანად გაწმენდა რაცკი შეიძლებოდა ყველაფერი დავხსენი დავწმინდე და ნულიდან ავაწყე, საქმე მივიდა ლულის გახეხვამდე საშინელი ჭუჭყიანი იყო ,დიდის ამბით მოვიმარჯვე სახეხი (საკმაოდ კარგი ხარისხის მაქვს ნაყიდი 3 სეზონი წარმატებით მუშაობდა) დავიწყე ხეხვა მაგრამ რად გინდა, საერთოდ არაფერს აკეთებდა შეგრძნება მქონდა თითქოს 16-ანის სახეხით ვხვევდი არადა ამას ვხმარობდი იჟ27-ზე და ფაბარმ-ზე უპრობლემოდ, ჩემ ძმაკაცს დავურეკე იმანაც ჩემნაირი თოფი იყიდა ზუსტად იგივე პრობლემა აქვს იმასაც ვერც იმან გახეხა 12-ანის სახეხით... რაშია საქმე ვერ მივხდვი 12 კალიბერი 12 არ არის რამე სხვაობა აქვს სხვადასხვა ბრენდს თუ რახდება???/?

Link to post
Share on other sites

ქორიჯი

 

 

ნუ, ესეც ძველმოდურია, მაგრამ რა შედარებაა შე კაცო.

 

ეს კლასიკაა იმასთან შედარებით, მაგრამ ასეთი ხელის გადასატენიანი, მომკალი და არ მომწონს.

 

მგონი RUGER-ია. :scratchchin: ან ჰენრი. :scratchchin:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ავთო

 

ავთო რა არ ყოფილა ისეთ დღეში იყო გეგონება საუკუნის გასაწმენდიაო, მაღაზიაში გაგვაფრთხილეს სანამ გაისვრით კარგად გაწმინდეთო ზეთები უსვიაო და არ არის რეკომენდირებული ასე სროლაო,

მაგის ბრალია თუ სტენდზე ამოუცნობი ბრენდის ვაზნების (უფრო სწორედ ვიღაცის დატენილი ვაზნების სტენდზე) არ ვიცი, ფეჩის ტრუბასავით იყო ლულა.

 

kaskada

browning maxus

Link to post
Share on other sites

aleko22

 

ყველა ვარიანტში თოფის წამლის და უხარისხო საფანტის ბრალია ეგ ყველაფერი.

 

მსგავსი შენიშვნა მაგ თოფზე არსად არ წამიკითხავს.

Link to post
Share on other sites

ალეკო, თუ სწორად გავიგე საწმენდი საშუალება ისევე მჭიდროდ არ მუშაობს ბრაუნინგში როგორც იჟ-27-ში ხომ?

 

 

არხის დიამეტრი ექნება შენს ახალ თოფს მეტი და მიტომ ხდება მასე :hi:

 

 

მისი შესაბამისი დიამეტრის საწმენდი გჭირდება ბრატანა.

Link to post
Share on other sites

Gurulo

მასეა ზუსტად

 

 

,,ლულის back-bored გაბურღულობა" გადაათვალიერე ქვემოთ მოტანილ ბმულზე. 0,4-0,5 მილიმეტრი საკმარისია რომ საწმენდმა ისევე მჭიდროდ არ იმუშაოს როგორც 18,2-ში და 18,4-ში

 

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=205

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...