BROWNING 349 Posted June 9, 2014 Report Share Posted June 9, 2014 ჩვენს ფორუმელს(ნიკი დამავიწყდა) აქვს მაგ იარაღი, ფაუსტი აჯობებს თურქულს. http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_103&product_id=6151097&p=14 ამაზე რას იტყვით? ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted June 10, 2014 Report Share Posted June 10, 2014 (edited) იქნებ მირჩიოთ ვიმემ ვისაც შეხება გქონიათ ახალი ბრაუნინგ ა5–თან ან ბენელი სუპერ ვინჩი. რომელი ჯობია ან ამავე კატეგორიის სხვა გლუვლულიანი ავტომატური თოფები, ამავე კლასის, უკეთესი რომელია? ა 5 არის კლასიკა ასე ვთქვათ სულ პირველი ავტომატი და მისი პოპულარულობაც ამითაა გამოწვეული, სხვა ღირსებას დანარჩენ ავტოებთან მე პირადად ვერ ვხედავ. ამ სეზონზე მქონდა ბედნიერება ასე თუ ისე ახლოდან გავცნობოდი ვიჩის და რავი რა ვთქვა ან რის თქმაა საჭირო საერთოდ. იარაღი არის გაკეთებული იმისათვის რომ მაქსიმალურად იხმარო პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით ). მსუბუქია და მაგნუმებზე შესამჩნევი უკუცემა აქვს. თუმცა ბალანსი იდელაურადაა დაცული ნახევრად ავტომატის კვალობაზე და არის ძალიან კომფორტული იარაღი. მეეჭვება საიმედოობაში ვინჩის მექანიზმს ა5-ის მექნაიზმმა რამე უქნას. შესრულების ხარისხს რაც შეეხება ამაში არცერთი ფირმა არ იჭვევს რაიმე ეჭვებს. ისე მიდი მაღაზიაში და ნახე ორივე, ძალიან დიდ სხვაობას დაინახავ ხელში. პ.ს. მე ისე ბრაუნინგ მაქსუს ვარჩევდი, გარეგნულად მომწონს და მხოლოდ მაგიტომ. Edited June 10, 2014 by master ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted June 11, 2014 Report Share Posted June 11, 2014 (edited) იტალიური თოფები აღარ ჩამოდის იტალიის ემბარგოს გამო.უკრაინის გულისთვის.რისი გულისთვისაც გავყიდე თოფები ეგ პონტი გაიმაზა :karochera: რამისაა გავგიჟდე მირჩიეთ რამე,გადავატყავე თბილისის ყველა მაღაზია და ფაბარმის ელოს ა და ელოს ბ მოდელები აღარ შემოდის. ამ მოდელზე რას ფიქრობთ??? CZ-USA Mallard 12/76,მართალია თურქეთში იწყომა მაგრამ ჩეხების კონტროლით და მზადდება ამერიკის ბაზრისთვის და გადის ორმაგ კონტროლსო.მოიძიეთ რა თქვენც და იქნებ მირჩიოთ რამე.აგერ საიტიც cz-usa.com ჯაბა ჩზ უსა არის იგივე ჰუგლუ რომელიც ამერიკის ბაზარზე გადის. თუ უკეთესი ალტერნატივა არაა ეგ ფაუსტი დაითრიო აჯობებს ისევ, თორემ თუ დიდხანს გასტანა ემბარგომ საგრძნიბლად მოემატება ფასი იტალიურებს. პ.ს მე შენს ადგილზე აკუსზეც ვიფიქრებდი, შეგიძლია ქარხანას დაუკავშირდე და შენი გემოვნებით ააწყობინო. Edited June 11, 2014 by master ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted June 28, 2014 Report Share Posted June 28, 2014 დღეს აღმოვაჩინე თოფის კონდახზე ეს ლაქა, რისგან უნდა იყოს ნეტა გამოწვეული ??? ზეთი არამგონია სეზონის დახურვის შემდეგ რო გავწმინდე და შევინახე, დღეს დავხედე ზეთს გადავუსმევთქო და ეს ლაქა დამხვდა. შეიძლება ამის მოშორება ? ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted June 28, 2014 Report Share Posted June 28, 2014 თუ ზეთია ღრმად იქნება გამჯდარი, სხვა რა უნდა იყოს ვერ ვხვდები. ვაბშედა იყოს რას გიშლის. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted June 28, 2014 Report Share Posted June 28, 2014 (edited) ვაბშედა იყოს რას გიშლის. შენი ჰუგლu კიარაა, აჭრელებული კონდახი რო ქონდეს :haha: Edited June 28, 2014 by duta ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted June 28, 2014 Report Share Posted June 28, 2014 დღეს აღმოვაჩინე თოფის კონდახზე ეს ლაქა, რისგან უნდა იყოს ნეტა გამოწვეული ??? ზეთი არამგონია სეზონის დახურვის შემდეგ რო გავწმინდე და შევინახე, დღეს დავხედე ზეთს გადავუსმევთქო და ეს ლაქა დამხვდა. შეიძლება ამის მოშორება ? ლეიკემიამ იცის მასე და ერთი ანალიზები ჩააბარებინე ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted June 29, 2014 Report Share Posted June 29, 2014 შენი ჰუგლu კიარაა, აჭრელებული კონდახი რო ქონდეს :haha: ნუ ეხუმრები შენ ჰუგლუს ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted June 29, 2014 Report Share Posted June 29, 2014 მირზა ხოო ? ხოარ მოვიშორო გავყიდო ვაფშე? სანამ რთულ სტადიაში გადავა ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 7, 2014 Report Share Posted July 7, 2014 (edited) ბრიტანული ინტერნეტგამომცემლობა "Sporting Gun"-ის ჟურნალისტებმა გააკეთეს ინგლისის იარაღის მაღაზიებში წამოდგენილი მეორადი გლუვლულიანების შედარებითი ანალიზი და შეადგინეს 20 წევრიანი რეიტინგი. ლიდერის გამოვლენისას მნიშვნელობა ეძლეოდა შეგდეგ კრიტერიუმებს: ა) საიმედოობა; ბ) შეფარდება ფასი-ხარისხი; გ) მყიდველის ინტერესი; რეიტინგში აღებული იყო მხოლოდ ვერტიკალური წყობის ორლულიანები. ყველა მოდელი დაყოფილი იყო ფასების კატეგორიებად: 1) 750 გირვანქა სტერლინგამდე; 2) 1500 გირვანქა სტერლინგამდე; 3) 2500 გირვანქა სტერლინგამდე; 4) 6000 გირვანქა სტერლინგამდე. თითოეულ კატეგორიაში არჩეულ იქნა 5 იარაღი. პირველ კატეგორიაში პირველი ადგილი აიღო იჟ-27-მა_ ის ყველაზე იაფია; მეორე კატეგორიაში მოიგო Miroku MK60-მა (950 გირვანქა სტერლიგი) უფრო ძვირიან მოდელებში ლიდერია Beretta 682 Gold E (1600 გირვანქა სტერლინგი). ყველაზე ძვირფას კატეგორიაში კი პირველობა არავის დაუთმო Browning B25-მა(4500 გირვანქა სტერლინგი) Edited July 7, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 7, 2014 Report Share Posted July 7, 2014 ფასი-ხარისხით მიროკუს(იაპონია) იარაღი უმაგრესია. ციტირება Link to post Share on other sites
PREDATOR 0 Posted September 5, 2014 Report Share Posted September 5, 2014 ჩემი ბმული ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 5, 2014 Report Share Posted September 5, 2014 Gurulo თურქული იარაღი შედის Bრიტანეთში ნეტა? ციტირება Link to post Share on other sites
mais1978 0 Posted September 6, 2014 Report Share Posted September 6, 2014 კი შედის, მაგალითად არმსანი,ჰატსანი,უილდიზი, ფასები 250 დან 600 ფუნტამდეა.ანდა ეს საიტი ნახეhttp://www.gunstar.co.uk/All-Guns-for-sale#t6s83lRlDG8ufXqH.97 ციტირება Link to post Share on other sites
mais1978 0 Posted September 6, 2014 Report Share Posted September 6, 2014 მაგ საიტზე ატა არმს ნეოც ვნახე 789 ფუნტად ციტირება Link to post Share on other sites
mais1978 0 Posted September 17, 2014 Report Share Posted September 17, 2014 ბატონო გელა, ;Gurulo'' გვითხარით რამე უნგრულ იარაღწარმოებაზე, კერძოდ უფრო გლუვებზე. მე მაქვს უნგრული სანადირო თოფი ფრომერი,დამზადებული უნდა იყოს 1927 წელს,გრინერის ჭანჭიკი არ აქვს,იხსნება ქვევიდან,როგორც ცალლულიანი.ლულის სიგრძე76სმ, დიამეტრი17,5,ორთავე ლულას აწერია ნემ გოლიჩაკ. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted September 17, 2014 Report Share Posted September 17, 2014 (edited) Gurulo რაჭაში ვნახე ამ წასვლაზე 3ლულიანი თოფი, ძველი ძალიან, ზედა 2 ლულა იყო 16 კალიბრი და ქვედა მესამე 9,3მმ. გადასახნელი მექანიზმი იყო მარცხენა გვერდზე და მიძრაობდა თითის დაჭერით ქვევით. ვიან ღამე იყო აღარ დამიშლია წარწერების წასაკითხად. იქნება და დავადგინოთ რა თოფი იყო. ხო მართლა, ზედა ორი ლულა ჩახმახებზეა. Edited September 17, 2014 by თორნიკე რეხვიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted September 17, 2014 Report Share Posted September 17, 2014 muska78 მაშინ გამოდის იქ კარგ ხარისხს უშვებენ თორე მასე ძვირი არ ეღირებოდა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 17, 2014 Report Share Posted September 17, 2014 (edited) ბატონო გელა, ;Gurulo'' გვითხარით რამე უნგრულ იარაღწარმოებაზე, კერძოდ უფრო გლუვებზე. მე მაქვს უნგრული სანადირო თოფი ფრომერი,დამზადებული უნდა იყოს 1927 წელს,გრინერის ჭანჭიკი არ აქვს,იხსნება ქვევიდან,როგორც ცალლულიანი.ლულის სიგრძე76სმ, დიამეტრი17,5,ორთავე ლულას აწერია ნემ გოლიჩაკ. უნგრეთში იყო ბევრი კუსტარული საწარმო, რომლებიც იარაღის წარმოებით იყვნენ დაკავებულები, თუმცა მათ შესახებ ცნობები ნაკლებად შემორჩა ისტორიას. პირველი საიარაღო ქარხანა ამ ქვეყანაში 1887 წელს შეიქმნა. ეს იყო დიდი საწარმო, რომელიც უშვებდა ძირითადად სამხედრო იარაღს და მცირე რაოდენობით სანადირო თოფებს. ამ ქარხნის ხელმძღვანელი 1906 წლიდან 30 წლის განმავლობაში გახლდათ რუდოლფ ფრომერი. ქარხანა სწორედ ფრომერის კონსტრუქციის სანადირო თოფებს უშვებდა. სანადირო იარაღის საგამოცდო სისტემა უნგრეთში ჯერ კიდევ ავსტრო-უნგრეთის იმპერიის პერიოდში არსებობდა. პირველი უნგრული კანონი, რომელიც ავალდებულებდა მწარმოებელს გამოეცადა სანადირო თოფი, თარიღდება 1892 წლით და წარმოადგენდა ამავე შინაარსის ავსტრიული კანონის ანალოგს. უნგრეთს როგორც იმპერიაში შემავალ ცალკე ქვეყანას ჰქონდა საკუთარი დამღები. უნგრული წარმოების თოფები ევროპაში ძალიან ფართოდ გავრცელებული არ ყოფილან და ყოველთვის ითვლებოდა, რომ ისინი უფრო დაბალი დონისა გახლდნენ, ვიდრე სხვა ევროპულები. როგორც აღინიშნა ამ ქვეყნის სანადირო საიარაღო სკოლის ფუძემდებლად ფრომერი ითვლება, რომელსაც ცნობადობა თავისივე კონსტრუქციის მოდელმა ,,მონტე-კარლომ" მოუტანა. აღნიშნული მოდელი საბაზო გახდა ბევრი სხვა სერიული იარაღისათვის. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სანადირო იარაღის წარმოება კონცენტრირდა საწარმოში, რომელიც პარალელურად გაზის აპარატურასაც აწარმოებდა Fegyver es Gazkeszuelekryara(აბრევიატურით ,,Feg"). ამ პერიოდში საწარმოში მზადდებოდა 10 სახის სანადირო იარაღი. რადგან ფრომერის იარაღი ყველა მათგანისათვის საბაზო გახლდათ, მიღებულია, რომ ყველა უნგრულ სანადირო თოფს ,,ფრომერს" უწოდებენ. ლულათა ჰორიზონტალური წყობის მოდელებია: ,,მონტე-კარლო"(monte carlo), ,,მონტე-კარლო ექსტრა", ,,კონტინენტალი"(continental), ,,კონტინენტალი ექსტრა", ,,ვიქტორია". ლულათა ვერტიკალური წყობის მოდელია: ,,ბოკ"(bock); ერთლულიანებია ,,იუნიორი" ,,ჰანტერი", ,,ჰამერლესი". bock (სურათი ვერ ვიპოვე) ლულები მონობლოკი, ოთხმაგი საკეტი_ ორი ლულის კაუჭზე და ორი კერსტენი, სასხლეტი სისტემა ვიკერსი; საბრძოლო ზამბარა სპირალური; ინტერსეპტორებზე; ავტომატურ მცველზე(არის არაავტომატურზეც); ეჟექტორებზე(შესაძლებელია ექსტრაქტორებზეც); კონდახი კაკლის(პისტოლეტური). შემაერთებელი თამასა ვენტილირებადია ან არა. პირველ შემთხვევაში თოფს აქვს ინდექსი В12 და В16(შესაბამისად 12 ან 16 ყალიბისა), მეორე შემთხვევაში თოფის ინდექსია BZ12 და BZ16. 12 ყალიბის სავაზნე 70 ან 76; 16 ყალიბის სავაზნე 65 ან 70. ლულის სიგრძე ორთავე ყალიბში 710 ან 760მმ; 12 ყალიბი იწონის 3,1 კგ, ხოლო 16 ყალიბისა კი 3 კგ. continental საკეტი ბოქსლოკი(ხშირად ფალშდაფებზე) ლულები დემიბლოკი(მერცხლისკუდა შეერთებით); ავტომატური მცველი; ეჟექტორზე; ჩაკეტვა სამმაგი; ზოგიერთ მოდელს აქვს შეყენების მაჩვენებლები; ლულათა სიგრძე მერყეობს 700მმ-დან 760მმ-მდე; იწარმოებოდა 20,16 და 12 ყალიბისა; წონა 2,9-დან 3,1 კგ-მდე; Edited September 17, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
mais1978 0 Posted September 17, 2014 Report Share Posted September 17, 2014 მადლობთ ბატონო გელა, ჩემ თოფსაც ესეთივე დამღები აქვს,გრინერის ჭანჭიკის ადგილზე კი რაღაც შტირი რომლის გაწევის შემტხვევაში თოფის გადახსნა დაკეტვისას მცველს მიწევა არ სჭირდება,ანუ ასე ვთქვათ შეყენებულია.ხო და მასეთ თოფს ყიდდა ვიღაც მაი მარკეტზე 4000 ლარად, სულ ასი ცალია მსოფლიოშიო წერდა. გავკეთებულვარ და ესაა :d030: :d0 30: ციტირება Link to post Share on other sites
mais1978 0 Posted September 17, 2014 Report Share Posted September 17, 2014 (edited) alika-alika გეთანხმები სავსებით,ბოლო ბოლო ბრიტანეთია , ფარჩაკ თოფებს იქ ვინ შეატანინებს,იუტუბზეც დევს ვიღაც ბრიტანელი ნადირობს ქედანზე არმსან ა612-ით. Edited September 17, 2014 by muska78 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 18, 2014 Report Share Posted September 18, 2014 მადლობთ ბატონო გელა, ჩემ თოფსაც ესეთივე დამღები აქვს,გრინერის ჭანჭიკის ადგილზე კი რაღაც შტირი რომლის გაწევის შემტხვევაში თოფის გადახსნა დაკეტვისას მცველს მიწევა არ სჭირდება,ანუ ასე ვთქვათ შეყენებულია.ხო და მასეთ თოფს ყიდდა ვიღაც მაი მარკეტზე 4000 ლარად, სულ ასი ცალია მსოფლიოშიო წერდა. გავკეთებულვარ და ესაა :d030: :d0 30: მადლობა არაფრისა! პირიქით, მიხარია როცა ახალგაზრდები დაინტერესებულნი არიან იარაღით... რასაც ჩემი მოკლე ჭკუა გაქაჩავს, ყოველთვის მზადა ვარ დასახმარებლად(თუ რაღა თქმა უნდა კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გამაჩნია). ახლა რაც შეეხება თქვენი თოფის კონკრეტულ კვანძს: როგორც გავიგე, მაგ ადგილზე(გრინერის ურდულის სავარაუდო ადგილი) იარაღს აქვს ე.წ. ,,ალამი", რომელიც პასუხს აგებს მცველის ავტომატურ ან არაავტომატურ მუშაობაზე. ეგ დეტალი არც თუ ისე ბევრ თოფს აქვს. მასეთი დეტალები ძირითადად იმ იარაღს გააჩნია, რომლის სპეციალიზაცია ფართოა ანუ ნახევრად სანადირო ნახევრად სპორტულია, თუ მეორენაირად განვმარტავთ, თქვენი თოფი სპორტულ-სანადიროა. ნადირობისას ალმის იმ პოზიციას ვირჩევთ, რომელიც მცველს ავტომატურ რეჟიმზე ამუშავებს, ხოლო სპორტული შეჯიბრებისას კი იმ პოზიციას, რომელითაც მცველი ხელით გადაგვყავს პოზიციიდან პოზიციაზე. ლულის დიდი სიგრძიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩოკები საკმაოდ მაღალი შევიწროების ექნება. აქედან გამომდინარე კი სპორტული დანიშნულებით ტრანშეიზე გამოსადეგია თქვენი თოფი, ნადირობისას კი ძირითადად შორს მანძილზე სასროლად. პ.ს. მარკეტზე მავანი რომ წერდა 100 ცალია სულ მასეთი თოფიო, ეგ რამდენად სარწმუნოა ვერ გეტყვი. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია_ თუ კონკრეტული უნგრული თოფი რაიმე სპეცშეკვეთით არაა დამზადებული, ის იქნება ნორმალური სამუშაო თვისებების, ბიუჯეტური მსყიდველობის და სინდისიერად ნაკეთები სანადირო თოფი. სერიაში მცირე რაოდენობა კი იმით არის განპირობებული, რომ უნგრულ თოფებს განსაკუთრებული ტაციაობით არასოდეს და არავინ ყიდულობდა, ამიტომაც არ იყო საჭირო მათი დიდ პარტიებად წარმოება. ფოლადი უმეტესწილად ნორმალური კლასის, თუმცა არაძვირი; კვანძები სხვისგან ნასესხები(მცირედ გადანაკეთები); კაკალი უმეტესწილად საშუალო და დაბალი ხარისხის; პრესტიჟი-რენომე საშუალო და ა.შ. ამ მონაცემთა სუმირებით მივიღებთ პატიოსან ფასს, მუშა ინსტრუმენტს, რომელში გადახდილი რეალური ფასი სრულად ამართლებს ავანსებს ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 1, 2014 Report Share Posted October 1, 2014 აბა ლომებო, გაეცანით ზაუერ 303-ს ტყავის ქურქში პირადად მე ასეთი ,,ტიუნინგის" წინააღმდეგი ვარ, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 1, 2014 Report Share Posted October 1, 2014 Gurulo თურქული იარაღი შედის Bრიტანეთში ნეტა? თურქეთის თემაში გიპასუხე ამ კითხვაზე პ.ს. ყველას ვისი შეკითხვაც უპასუხოდ დამრჩა, ბოდიში მინდა მოგიხადოთ. ამ ბოლოს ცოტათი ნაკლები დრო მრჩება ფორუმის სრულფასოვნად დათვალიერებისათვის. ამის გამო ზოგჯერ შეიძლება თქვენი პოსტი(რომელიც ჩემზე იყო მიმართული) უპასუხოდ დამრჩეს. რაღაც პერიოდის შემდეგ ვპოულობ უპასუხო კითხვებს, რაზედაც ვწუხვარ და ვცდილობ ჩემი შეცდომა გამოვასწორო ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted October 1, 2014 Report Share Posted October 1, 2014 Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.